განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003099327
საქმე №1/ბ-669-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) თ----- ბ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაუოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ--------–-------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით:
თ----- ბ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თ----- ბ-----ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 10 ივნისიდან 2019 წლის 13 ივნისის ჩათვლით) გათვალისწინებით, თ----- ბ-----ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ თ----- ბ-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს – ა---------– ბ-----ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი №1------, დასტურის №ა-------).
ნივთიერი მტკიცებულება – ჯ---- ფ------–---ს სხეულის დათვალიერების დროს სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოცხრილი, ჩაწერილი 1 ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, 1 პაკეტად, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----- ბ-----ემ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 06 ივნისს, დაახლოებით 15:40 საათზე, ქ--------–-----–--------------------------------------------–-- ქუჩების კვეთაში მდებარე ღ------–----–-- სახელობის ეკლესიის მიმდებარედ არსებულ სკვერში, თ----- ბ-----ემ ჯ---- ფ------–---ს მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი ყელის არეში, რის შემდგომაც ჯერ რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი თავის არეში, ხოლო შემდგომ ძლიერად ჩაარტყა ფეხი ასევე თავის არეში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ თ----- ბ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება მის მიერ სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი, არ შეესაბამება ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ჯ---- ფ------–---ს, ასევე მოწმეების – ზ-----------–--ის, ზ------------–--ის, ზ-------------–--ის და მ---------------ის გამოკითხვის ოქმებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ჯ---- ფ------–---ს სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 06 ივნისის შემაკავებელი ორდერით და ორდერის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ----- ბ-----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს თ----- ბ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რომელიც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია სასჯელის სამართლიანობაზე საუბარი, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ თ----- ბ-----ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია (მათ შორის, არ არის ნასამართლევი).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით თ----- ბ-----ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი თ----- ბ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი თ----- ბ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.თ----- ბ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 10 ივნისიდან 2019 წლის 13 ივნისამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, თ----- ბ-----ეს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ თ----- ბ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს – ა---------– ბ-----ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1------, დასტურის №ა-------).
6.ნივთიერი მტკიცებულება _ ჯ---- ფ------–---ს სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოცხრილი, ჩაწერილი 1 ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, 1 პაკეტად, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/