განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2019
საქმის ნომერი
080100119003065793
ინსტანცია
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003065793

საქმე №1/ბ-667-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილის, გ------- გ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ------ დ---–-ს მიმართ (პირადი №2----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–--------------, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ---------–--------------–---------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ---------–----------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით:

 

მ------ დ---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მ------ დ---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 27 მაისიდან 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით.

 

მ------ დ---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მ------ დ---–ს 3 (სამი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის დამზადება, შეძენა, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება და გამოყენება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა განხორციელდეს ამოღებული სანადირო თოფის და ვაზნების საპროცესო კონფისკაცია.

 

პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი სისხლისმაგვარი ლაქა და ერთი მცირე ზომის ლითონის ფრაგმენტი, რომელიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ერთი ცალი დისკი უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით, ხოლო ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ დ---–-- ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 25 მაისს, ღამის საათებში, ქ---------–---–----–--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ------ დ---–-- მეუღლეს _ მ--- დ---–ს გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით ორივე ფეხის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილემ _ გ------- გ--------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მ------ დ---–-სათვის სასჯელის სახით რეალური თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათის, ინტენსივობის და სიმძიმის, ასევე მის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღის გათვალისწინებით, მისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 წლისა და 6 თვის ვადით ვერ უზრუნვეყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

მსჯავრდებულმა მ------ დ---–-- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----- დ--------მ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ მ------ დ---–-ს გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ მ--- დ---–-ს და მოწმეების - ლ--------–- კ-----------ის, გ--–- ქ-----–---–ის, თ----- ქ-------ის, გ-----------ის გამოკითხის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ------ დ---–-- ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით რეალური თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო: მ------ დ---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში და წარადგინა დანაშაულის ჩადენის იარაღი, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია, საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებულ მ--- დ---–ს მ------ დ---–-ს მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მ------ დ---–-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილის, გ------- გ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი მ------ დ---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილის, გ------- გ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი მ------ დ---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.მ------ დ---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

4.მსჯავრდებულ მ------ დ---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 27 მაისიდან 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით.

 

5.მსჯავრდებულ მ------ დ---–ს 3 (სამი) წლით აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება და გამოყენება.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდეს ამოღებული სანადირო თოფის და ვაზნების საპროცესო კონფისკაცია.

 

7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ მ------ დ---–-ს ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8.ცნობად იქნას მიღებული, რომ მ------ დ---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

9.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: სისხლისმაგვარი ლაქა და ერთი მცირე ზომის ლითონის ფრაგმენტი, რომლებიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ერთი ცალი დისკი დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით, ხოლო ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/