განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2019
საქმის ნომერი
330100119003056834
ინსტანცია
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003056834

№1ბ/1548-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

გამართლებული: ლ-------------ე, დაბადებული 1-----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–--------------------ში.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ანა კალანდაძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და გამართლებულ ლ-------------ის დამნაშავედ ცნობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უკანონო და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად დაზარალებულის მიერ ჩვენების შეცვლისა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ლ-------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტს. კერძოდ: პ----- თ---–----ის, ა-–------ ც------–---–ის, კ------------- ვ------ის, დ----- ბ----–---–ის, მ------ რ------ს, ი--- შ--–-----–---–ის, ი----- ს-----–--ის, გ---–----ი ტ------–---–ის, ზ------ გ-------–-–---–ის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემ---ვებელი ორდერებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სწრაფად გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე და ლ-------------ე დაკავებულ იქნა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში, რასაც ადასტურებს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მითითებულია, რომ დაკავების საფუძველი გახდა, ის რომ პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე. აღნიშნული ოქმით, პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებთან ერთად დასტურდება, რომ ლ-------------ე იყო აგრესიული და მათი თანდასწრებითაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ჯ---- ბ-------ეს. მოწმეებს, თავად დაზარალებულმა და თვითმხილველმა პირმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დეტალურად მიაწოდეს სასამართლოს. შესაბამისად, მათი ჩვენებები მიჩნეულ უნდა იქნეს პირდაპირ მტკიცებულებებად, რისი მაგალითებიც არსებობს პრაქტიკაში. აპელანტის პოზიციით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ლ-------------ის ქმედებას არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს, არის უკანონო და დაუსაბუთებელი. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს ლ-------------ე დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დაენიშნოს შესაბამისი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

წარდგენილი ბრალდება:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ლ-------------ეს, წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა - მუქარა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 24 მარტს, ქ. თ---–--–---–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ლ-------------ესა და მის ძმას - ჯ---- ბ-------ეს შელაპარაკება მოუვიდათ ერთმანეთში. კონფლიქტისას, ამ უკანასკნელს ლ-------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი დაარტყა სახის არეში. ლ-------------ის ქმედებების შედეგად, ჯ---- ბ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ზედა ტუჩის არეში მიიღო დაზიანება.

 

2019 წლის 24 მარტს, ქ.თ---–--–---–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, წარმოშობილი კონფლიქტისას, ლ-------------ე, ძმას - ჯ---- ბ-------ეს, მის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, „მერსედესის“ მარკის ა/მანქანის, სახელმწიფო ნომრით A--------, დაწვით დაემუქრა. აღნიშნულის შედეგად, ჯ---- ბ-------ეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ-------------ის ბრალეულობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებული ჯ---- ბ-------ის ჩვენებით, ბრალდებული ლ-------------ე არის მისი ძმა, რომელთანაც აქვს ნორმალური ურთიერთობა. ლ-------------ეს აქვს ფსიქიკური პრობლემები და ვინაიდან ვერ გადიოდა სათანადო მკურნალობას, მისი მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. 2019 წლის 24 მარტს გაეღვიძა ბებიის - ვ------ ა-–-----ის ხმაურზე და როცა შევიდა მის ოთახში დაინახა, რომ ლ----- ეკამათებოდა მას. ვინაიდან, მის ძმას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, იმის შიშით, რომ არ გაეტეხა რაიმე, შემოხვია ხელი და ბებიას სთხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის მიზნით. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელთაც აუხსნა ლ-------------ის ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ვინაიდან ტუჩის არეში აღენიშნებოდა რამდენიმე დღით ადრე მიღებული დაზიანება, მათ ჩათვალეს, რომ ძმებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რის შემდეგაც მოახდინეს, როგორც მისი ისე ლ-------------ის დაკავება. დაზარალებულის განმარტებით, პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას ხელი მოაწერა მისი გათავისუფლების და ნივთების დაბრუნების დოკუმენტს და გამომძიებლისთვის მას ჩვენება არ მიუცია. დაზარალებულის ჩვენებით, გამოკითხვის ოქმზე არსებული ხელმოწერა, რითაც ადასტურებს ჩვენების სისწორეს ეკუთვნის მას. ჯ---- ბ-------ემ სასამართლოზე დაკითხვისას განმარტა, რომ ლ-------------ეს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და სახის არეში ფეხი არ ჩაურტყამს. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა უარი განაცხადა სამედიცინო შემოწმებაზე. ბრალდების მხარის შეკითხვაზე, ჯ---- ბ-------ე ადასტურებს გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორეს მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ 2019 წლის 24 მარტს, ლ-------------ე დაემუქრა მისი კუთვნილი ა/მანქანის დაწვით, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა შიში, რომ ლ-------------ე სისრულეში მოიყვნადა მის მუქარას იქიდან გამომდინარე, რომ 2015 წელს ლ-------------ემ ერთხელ უკვე სისრულეში მოიყვანა მისი მუქარა მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ადვოკატის მხრიდან დასმულ იმავე შინაარსის შეკითხვაზე, ჯ---- ბ-------ე განმარტავს, რომ ლ-------------ის მხრიდან მანქანის დაწვის მუქარა ვერ აღიქვა რეალურად და მანქანის დაწვის რეალური შიში არ ჰქონია, ვინაიდან ლ--------------ის სიტყვები მხოლოდ მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობდა.

 

მოწმე ა-–------ ც------–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 24 მარტს მიღებული იქნა შეტყობინება წ--------------------ში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მითითებულ მისამართზე მისვლისას, ჯ---- ბ-------ე უთითებდა მის ძმაზე - ლ-------------ეზე, რომ მან მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ითხოვდა მის დაკავებას. ჯ---- ბ-------ე განმარტავდა, რომ ძმასთან დაწყებული კამათი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც ლ-------------ემ ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც გაუსკდა ტუჩი. ლ-------------ეს ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა ალკოტესტზე შემოწმებაზე განაცხადა უარი. იგი ადასტურებდა ძმასთან კონფლიქტის ფაქტს, თუმცა აცხადებდა, რომ ჩხუბის დროს ჯ---- ბ-------ე ურტყამდა მუშტებს და დაზიანებული ჰქონდა წარბი და ცხვირი. სახლში იმყოფებოდა მოხუცი ქალბატონი, რომელიც ადასტურებდა ძმებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. ლ------------------------ეები დაკავებული იქნენ ადგილზე. ჯ---- ბ-------ის განმარტებით, ლ-------------ეს ბავშვობაში მოკლული ჰყავდა მათი მესამე ძმა და ეშინოდა, რომ მასაც მოკლავდა.

 

მოწმე პ----- თ---–-----ის ჩვენებით, 2019 წლის 24 მარტს მიღებული იქნა შეტყობინება წ--------------------ში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მეწყვილე ა-–------ ც------–---–თან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, სადაც ჯ---- ბ-------ე უთითებდა მის ძმაზე - ლ-------------ეზე, რომ მან მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ითხოვდა მის დაკავებას. ჯ---- ბ-------ე განმარტავდა, რომ ძმასთან დაწყებული კამათი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც ლ-------------ემ ჩაარტყა წიხლი, რის შედეგადაც გაუსკდა ტუჩი. ლ-------------ეს ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა ალკოტესტზე შემოწმებაზე განაცხადა უარი. იგი ადასტურებდა ძმასთან კონფლიქტის ფაქტს, თუმცა აცხადებდა, რომ ჩხუბის დროს ჯ---- ბ-------ემ ჩაარტყა მუშტი და დაზიანებული ჰქონდა წარბი და ცხვირი. სახლში იმყოფებოდა ქალბატონი, რომელიც ადასტურებდა ძმებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. ლ------------------------ეები დაკავებული იქნენ ადგილზე. ჯ---- ბ-------ის განმარტებით, ლ-------------ეს ბავშვობაში მოკლული ჰყავდა მათი მესამე ძმა და ეშინოდა, რომ მასაც მოკლავდა.

 

მოწმე კ------------- ვ------ის ჩვენებით, 2019 წლის 24 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ეკიპაჟმა პ----- თ---–-----ის და ა-–------ ც------–---–ის შემადგენლობით დახმარება ითხოვა დაკავებული პირების ბადრაგირებასთან დაკავშირებით, გამოცხადდა წ--------------------ში, სადაც პოლიციის თანამშრომლებს ძალადობის ფაქტზე, დაკავებული ჰყავდათ ძმები ჯ---- და ლ-------------ეები. ლ-------------ე მისი ძმის მიმართ გამოხატავდა აგრესიას და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჯ---- ბ-------ის განმარტებით, 24 მარტს ლ-------------ემ მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რის შედეგადაც დაზიანება აღენიშნებოდა ტუჩის არეში.

 

მოწმე დ----- ბ----–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 24 მარტს წ--------------------ში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფატზე დახმარება ითხოვა საპატრულო ეკიპაჟმა. გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, სადაც პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ ძმები ლ------------------------ეები. ლ-------------ეს დაზიანებები აღენიშნებოდა მარცხენა წარბის და ცხვირის არეში, ხოლო ჯ---- ბ-------ეს დაზიანება მიყენებული ჰქონდა ზედა ტუჩის არეში. ლ-------------ე აგრძელებდა მისი ძმის შეურაცხყოფას. ჯ---- ბ-------ე აცხადებდა, რომ ლ----- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ ბებიას, რაზეც გამოესარჩლა და რასაც მოჰყვა მათ შორის კონფლიქტი. ლ-------------ეს ეტყობდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ, იქცეოდა არაადეკატურად, თუმცა მან უარი განაცხადა ალკოტესტზე შემოწმებაზე.

 

მოწმე ი----- ს-----–--ის ჩვენებით, 2019 წლის 24 მარტს, ძმების ლ------------------------ეებს შორის ძალადობის ფაქტზე დაწყებული იქნა გამოძიება. ორივე მათგანი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. მოწმის სახით გამოკითხა ჯ---- ბ-------ე, რომელმაც დაუდასტურა ლ-------------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი, ხოლო ლ-------------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ვინაიდან ჯ---- ბ-------ის მხრიდან არ იკვეთებოდა ოჯახური ძალადობის ფაქტი იგი გათავისუფლდა დაკავებიდან და ცნობილი იქნა დაზარალებულად, ხოლო ლ-------------ეს წარედგინა დადგენილება მუქარის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით. ჯ---- ბ-------ე ასევე აცხადებდა, რომ ლ-------------ე ემუქრებოდა მის საკუთრებაში არსებული მანქანის დაწვით. გარდა აღნიშნულისა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნა სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზები და გამოკითხა მოწმეები.

 

მოწმე ი--- შ--–-----–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 24 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდა დაკავებული ძმები ლ------------------------ეები. ლ-------------ე აცხადებდა, რომ იგი არ საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას, ხოლო ჯ---- ბ-------ეს ზედა ტუჩის მიდამოში ჰქონდა ექსკორაცია, რაც ეტყობოდა რომ იყო ახალი დაზიანება. მოწმის განმარტებით, როგორც ჯ---- ბ-------ისგან მისთვის გახდა ცნობილი, იგი იჭერდა ძმას, რა დროსაც მოხვდა მისი ფეხი.

 

მოწმე მ------ რ------ს ჩვენებით, 2019 წლის 24 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა საპატრულო პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდა დაკავებული ძმები ლ------------------------ეები. ლ-------------ე აცხადებდა, რომ არ საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას, ხოლო ჯ---- ბ-------ეს ზედა ტუჩის მიდამოში ჰქონდა ექსკორაცია და დაზიანება. ჯ---- ბ-------ე აცხადებდა, რომ მან დაზიანება მიიღო ლ-----ს ფეხის მოქნევის შედეგად.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ზ------ გ-------–-–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 13 მაისს მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ს.ს.ი.პ სასწრაფო დამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N3-- (თარიღით 24.03.2019. ბეჭდით დამოწმებული ასლი) მონაცემების თანახმად, მოქ. ჯ---- ბ-------ეს სამედიცინო დახმარება გაეწია 24.03.2019 წელს და დაუდგინდა დიაგნოზი: ტუჩის და პირის ღრუს ზედაპირული ტრავმა. სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. მოქ. ჯ---- ბ-------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება ზედა ტუჩის არეში არსებული ექსკორიაციის სახით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოუშლელად, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მისი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის მითითებული დაზიანების (ექსკორიაციის) მორფოლოგიური სურათი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ--- დ-------ს ჩვენებით, 2019 წლის 26 ივნისს, ექსპერტებთან ა---- ტ-----–----თან და თ------- კ------თან ერთად გასცა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 3--------- დასკვნა, რომლის თანახმად ლ-------------ეს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი - F07.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. დანაშაულის ჩადენის მომენტში მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ლ-------------ე თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს, ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ---–----ი ტ------–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 27 მარტს მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის 3--------- დასკვნა, რომლის თანახმად, 23.03.2019 წელს მოქ. ლ-------------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და ნაკაწრების სახით. ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე, მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში, უკანა ზედაპირზე არსებული ნაკაწრები ხანდაზმულობით დაახლოებით 4-5 დღისაა. დანარჩენი დაზიანებების/ნაჭდევების, მარცხენა წინამხრის ზემო და შუა მესამედის საზღვარზე არსებული ნაკაწრები/განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ------ ა-–-----ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (შვილიშვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

 

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ლ-------------ე დაკავებული იქნა 2019 წლის 24 მარტს 12:45 საათზე. მისი პირადი ჩხრეკისას კისრიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ძაფზე ასხმული ლითონის ჯვარი და ბეჭედი. ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის კრიალოსანი. ქურთუკის შიდა ჯიბიდან ამოღებული იქნა, ერთი ცალი ფოტოსურათი მიმაგრებული წითელი ფერის ქაღალდზე და მისსავე სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა. შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოვერცხლისფრო „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი. იმავე ჯიბიდან ამოღებული იქნა მომცრო ზომის ბლოკნოტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ლ-------------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა - ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).

 

სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ლ-------------ემ 2019 წლის 24 მარტს, ძმას - ჯ---- ბ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგად, ჯ---- ბ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე დაემუქრა მას ავტომანქანის დაწვით, რის შედეგადაც, ჯ---- ბ-------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დაზარალებულმა ჯ---- ბ-------ემ უარყო, 2019 წლის 24 მარტს ლ-------------ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი და განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის გამოძახების მიზეზი იყო, ლ-------------ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა, მკურნალობის მიზნით. მანვე, დაადასტურა ავტომანქანის დაწვის მუქარა ლ-------------ის მხრიდან, თუმცა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. ფაქტის თვითმხილველმა მოწმემ ვ------ ა-–-----ემ, არ დაადასტურა ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტი, ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამიასად, წარდგენილი ბრალდებით, ბრალდების მხარის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების, თვითმხილველი მოწმეების მიერ არ იქნა დადასტურებული, არც ფიქიკური ძალადობის ფაქტი და არც მუქარა, რომელმაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია. მოწმეების: პ----- თ---–----ის, ა-–------ ც------–---–ის, კ------------- ვ------ის, დ----- ბ----–---–ის, მ------ რ------ს, ი--- შ--–-----–---–ის, ი----- ს-----–--ის ჩვენებები კი ირიბი ჩვენებებია, ისინი არ შესწრებიან არც ფიზიკური ძალადობის და არც მუქარის განხორციელების ფაქტს, მათივე განმარტებით, სასამართლოსთვის ნაჩვენები ინფორმაცია მიიღეს ჯ---- ბ-------ის და ვ------ ა-–-----ისგან, რომლებმაც აღნიშნული მოწმეების მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ დაადასტურეს. ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება კი, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, აპელანტის პოზიცია, რომ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი ადასტურებს, ლ-------------ის დაკავებას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება. თავად ბრალდების მოწმეების, პ----- თ---–----ის, ა-–------ ც------–---–ის, კ------------- ვ------ის და დ----- ბ----–---–ის ჩვენებებით, ლ-------------ე იყო აგრესიული და მათი თანდასწრებითაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ჯ---- ბ-------ეს, მუქარის განხორციელების ან ფიზიკური ძალადობის ფაქტს ისინი არ შესწრებიან. ამასთან, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში, ლ-------------ის ქმედება, საპარტულო პოლიციის თანამშრომლების შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდგომ, აღწერილი და დადგენილად მიჩნეული არ არის. საქმის არსებითი განხილვა კი მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია.

 

სააპელაციო პალატა, ასევე სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმე ზ------ გ-------–-–---–ის ჩვენება, ასევე არ ადასტურებს, ლ-------------ის მიერ 2019 წლის 24 მარტს, ჯ---- ბ-------ისთვის ფიზიკური დაზიანების ფაქტს. მართალია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად - ჯ---- ბ-------ეს ზედა ტუჩის არეში აღენიშნებოდა დაზიანება ექსკორაციის სახით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, თუმცა აღნიშნული დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა ექსპერტიზამ ვერ შეძლო. ამასთან, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას მნიშვნელოვანია, რომ ჯ---- ბ-------ემ სასამართლოში განმარტა - ტუჩზე არსებული დაზიანება მიიღო 2019 წლის 24 მარტამდე. რაც შეეხება 2019 წლის 24 მარტის შემ---ვებელ ორდერს და ოქმს, მასში არსებული ინფორმაციის დადასტურებაზე, ჯ---- ბ-------ემ გამოცემისთანავე უარი განაცხადა და არ დაადასტურა ხელმოწერით, შემდგომ კი სასამართლოშიც არ დაადასტურა ძალადობის ფაქტი. საქმეზე არსებული ყველა სხვა მტკიცებულება კი ან არაფერს ადასტურებს და არარელევანტურია ან ირიბ ინფორმაციას წარმოადგენს, რასაც სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, აშკარა, ეჭვისგამომრიცხავ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლ-------------ის მიერ ჩადენილი იქნა ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, გაუჩნდა თუ არა პირს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შესაძლოა დადგინდეს არა მხოლოდ იმ პირის განმარტებით ვისაც დაემუქრნენ, არამედ ობიექტური კრიტერიუმებითაც, თუმცა, ბრალდების მხარეს რაიმე მტკიცებულება, რაც დადასტურებდა, რომ ჯ---- ბ-------ემ მუქარა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა შიში, დაერღვა სიმშვიდე ან აფორიაქდა სასამართლოსთვის არ წარუდგენია. თავად ჯ---- ბ-------ის ბოლო განმარტებით კი, მანქანის დაწვის მუქარა ვერ აღიქვა რეალურად და მანქანის დაწვის რეალური შიში არ ჰქონია, ვინაიდან ლ-----ს სიტყვები მხოლოდ მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობდა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე, მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ლ-------------ის ბრალეულობას. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ლ-------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ-------------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი ლ-------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კალანდაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კალანდაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი ლ-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ლ-------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ლ-------------ეს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

ლ-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ლ-------------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე