განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2019
საქმის ნომერი
330140017001857757
ინსტანცია
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330140017001857757

საქმე №1ბ/986-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ლანა ჩერქეზიშვილის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ----------–ის

გამართლებულ: ნ--------------–----–--ის

ადვოკატ: გ------------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- ნ--------------–----–--ის დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ------------------–---–-----------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ--------------–----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ--------------–----–--ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 7 მარტს, დაახლოებით 10:50 საათზე, ქ-------–--–------------------------ე, ნ--------------–----–--ე მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით „---------------- სახელმწიფო ნომრით I---------დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე გ---------–-–----ეს. შეჯახების შედეგად, გ---------–-–----ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით:

 

ნ--------------–----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ----------–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ნ--------------–----–--ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ნ--------------–----–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი ნ--------------–----–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ---------–-–----ემ განმარტა, რომ 2016 წლის 7 მარტს, გამოვიდა კუთვნილი აფთიაქიდან, გ------------------ გადაკვეთა და გაჩერდა გზის გამყოფ ღერძულა ხაზზე. გაიხედა მარცხნივ და გაატარა ავტომანქანები. აღნიშნულის შემდეგ გაიხედა მარჯვნივ, რა დროსაც მარცხენა მხრიდან დაეჯახა ავტომანქანა, რის გამოც გაითიშა და წაიქცა. ჯვარედინი დაკითხვისას დაზარალებულმა განმარტა, რომ რა დაეჯახა არ დაუნახავს, მხოლოდ იგრძნო შეჯახება. გონზე რომ მოვიდა ჩაცუცქულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიყრდნობილი იყო ავტომანქანას მარცხენა მხარეს. მის წინ იდგა მძღოლი, რომელიც იძახდა თუ რა მოუვიდა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მძღოლმა საჭე მარცხნივ რატომ მიმართა მისთვის უცნობია. ნ--------------–----–--ემ მკურნალობის ხარჯები მთლიანად აუნაზღაურა. ნოტარიუსის თანდასწრებით შედგა ხელწერილი, სადაც განმარტავდა, რომ მძღოლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. დაზარალებულის განმარტებით, გზის გამყოფ ღერძულა ხაზზე დაახლოებით 10-15 წამი იმყოფებოდა უძრავად. აფთიაქზე დამონტაჟებულია ვიდეო სამეთვალყურეო კამერა, რომლის ჩანაწერებიც ნებაყოფლობით გადასცა გამოძიებას. დაზარალებულის ვარაუდით მარცხენა მხრიდან ფეხზე გაჰკრა ავტომანქანის საბურავმა და წვივი გადაუტეხა. გონება მაშინვე დაკარგა. რამდენი ხანი იყო გათიშული არ ახსოვს.

 

მოწმე ნ--–-----------ის განმარტებით, 2016 წლის მარტის თვეში, მისი მეუღლე გავიდა ქ-------–--–------------------------ე მდებარე აფთიაქიდან, რა დროსაც ყვირილის ხმა გაიგონა. გარეთ გასულმა დაინახა მისი მეუღლე, რომელიც ავტომანქანაზე მძღოლის მოპირდაპირე მხარეს იყო მიყრდნობილი. ასევე შეამჩნია, ბრალდებული, რომელმაც თავში წაიშინა ხელი (ძალიან შეწუხებული იყო). ვინაიდან ნ--------------–----–--ე შეშფოთდა, იფიქრა რომ ის დაეჯახა გ---------–-–----ეს. საპატრულო პოლიცია ძალიან სწრაფად მივიდა შემთხვევის ადგილზე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მისმა მეუღლემ ფეხი მოიტეხა. მკურნალობის ხარჯები ნ--------------–----–--ის ოჯახმა აანაზღაურა.

 

მოწმე ჯ----–------–------მა განმარტა, რომ 2017 წლის მარტის თვეში, ქ. თბილისში, გ------------------სთან მდებარე ტროტუარზე, რამდენიმე წუთით გააჩერა მისი კუთვნილი ავტომანქანა „---------სი“. ტროტუარიდან გ------------------ზე ჩასვლისას, გაიხედა ავტომანქანის მარცხენა გვერდითა სარკეში. მისი მართვის ქვეშ მყოფი „---------სის“ მარკის ავტომანქანის უკან ავტომანქანა არ ჩანდა და მოძრაობა გააგრძელა. სავალ გზაზე ჩასვლისას შეამჩნია მის გვერდით, ოდნავ წინ გაჩერებული ავტომანქანა „--------------“. გაჩერებული ავტომობილი მოძრაობაში ხელს არ უშლიდა. გადაადგილება გააგრძელა და დაახლოებით 5 მეტრის გავლის შემდეგ, სარკეში დაინახა, რომ მის უკან რაღაც ხდებოდა. გააჩერა ავტომანქანა, მივიდა ახლოს და მიწაზე შეამჩნია ხანდაზმული მამაკაცი, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი. როდესაც ტროტუარიდან სავალ გზაზე ჩავიდა, ავტომანქანა „-------------ს“ რაიმე მოძრაობა არ განუხორციელებია. იგი ,,--------------“ მოძრაობაში ხელს არ უშლიდა. შეჯახების მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ ვინაიდან დაზარალებული „-------------თან“ ახლოს იწვა, ფიქრობს, რომ სწორედ აღნიშნული ავტომანქანა დაეჯახა გ---------–-–----ეს.

 

მოწმე ი-–---------------ემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი ცნობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თაობაზე და დამატებით განმარტა, რომ ცნობაში არსებული ინფორმაცია მთლიანად ეფუძნება მხარეთა განმარტებებს. ცნობაში ასევე აღწერა გზის საფარის მდგომარეობა, ამინდი, განათების საშუალება და სხვა გარემოებები.

 

2016 წლის 7 მარტის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქ-------–--–-------------------------- ელ. განათების ბოძთან, 10:50 საათზე, ბუნებრივი განათების პირობებში, ასფალტის ზედაპირის მქონე, მცირედ დახრილ, უდეფექტო გზაზე. ავტომანქანა ,,------------------------–-------------------–----–---- დაეჯახა ქვეითად მოსიარულე გ---------–-–----ეს.

 

2016 წლის 7 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–--–------------------------ე, №--- ელ. განათების ბოძთან, სადაც გზის სავალი ნაწილი არის ასფალტირებული, უდეფექტო, მცირედ დახრილი პროფილის, რომელიც განკუთვნილია ავტომობილთა ორმხრივი მოძრაობისათვის, გ-------–---–------------------------------–--------ს მიმართულებით და პირიქით. გზის საერთო სიგანეა 7.8 მეტრი. ჩ-----–----------------------------–---–ის გამზირის მიმართულებით მიმავალ გზას მარჯვენა მხრიდან ეკვრის 4.0 მეტრი სიგანის ტროტუარი, სადაც განთავსებულია #5 ელ. განათების ბოძი, რომლის წინაც არის საგზაო მონიშვნა: „ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი გადასასვლელი“. აღნიშნული მიმართულების გზის მარჯვენა მხარეს გასდევს 2.5 მეტრი სიგანის პარკირების ზოლი. გ-------–---–------------------------------–--------ს მიმართულებით მიმავალ გზას მარჯვენა მხრიდან ეკვრის 3.1 მეტრი სიგანის ტროტუარი, სადაც გადაყენებულ მდგომარეობაში, წინა ნაწილით მიმართული ჩ-----–-ს ქუჩისკენ დგას ავტომობილი „--------------“ სახ. #I--------- მისი უკანა მარცხენა ნაწილი #5 ელ განათების ბოძიდან დაშორებულია 0.7 მეტრით. აღნიშნული ბოძიდან ჰორიზონტალურად 4.4 მეტრში გ-------–---–------------ის მიმართულებით გზის სავალ ნაწილზე აღინიშნება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ მონიშნული ავტომობილ ჰ-------------ს“ დგომის ადგილი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომელიც წინა ნაწილით მიმართულია ჩ-----–-ს ქუჩისკენ. მისი წინა და უკანა ნაწილები ტროტუარიდან დაშორებულია ვერტიკალურად 2.4-2.4 მეტრით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა-------–----–-–---–მა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 მაისის #--------- დასკვნის თანახმად, გ---------–-–----ე შ------------------------------------------–------------–-------------------------–-“ მკურნალობას გადიოდა 2016 წლის 7 მარტიდან 2016 წლის 11 მარტამდე, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა მცირე წვივის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა ცდომით მარცხენა მედიალური გოჯის ღია მოტეხილობა ცდომით, ტერფის ამოვარდნილობა, არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი.

 

რენტგენოგრამები შესწავლილ იქნა თ.ს.ს.უ. ასოცირებული პროფესორის მიერ, რომლის დასკვნითაც, გ---------–-–----ეს აღენიშნება მცირე წვივის ძვლის ირიბი მოტეხილობა დიაფიზის დისტალურ მესამედში, სინდესმოზის გაგლეჯით, კოჭის ძვლის ლიტერალური წინა ქვეამოვარდნილობით. რენტგენოგრაფიული სურათი არ ეწინააღმდეგება დაზიანების მიღების თარიღს - 2016 წლის 7 მარტს. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------------–-----მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გ---------–-–----ის სხეულზე დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნის გამოყენებით. მოწმის განმარტებით, ექსპერტიზას არ შეუძლია განსაზღვროს დაზიანებები რა სიმძიმის საგანთან შეჯახებითაა გამოწვეული.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–------------ის ექსპერტის N------- დასკვნის თანახმად, - წარდგენილ ავტომობილზე რაიმე ავარიული სახის დაზიანების კვალი არ აღინიშნება და შესაბამისად მასზე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) შეჯახება - ურთიერთქმედებისთვის დამახასიათებელი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა. ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---------------მ.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–------------------------- დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ნ--------------–----–--ის ქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33, პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ--------------–---–მა.

 

ნ--------------–----–--ემ სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდების დროს განმარტა, რომ 2016 წლის 7 მარტს, ავტომანქანა „--------------თ“, დაახლოებით 35-50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ქ-------–--–------------------------ე, მე-8 საავადმყოფოს მიმართულებით. მოძრაობისას შეამჩნია ტროტუარიდან ჩამომავალი შავი ფერის „---------სის“ მარკის ავტომანქანა. ასევე შენიშნა, რომ „---------სის“ მძღოლი მისკენ არ იყურებოდა. გააჩერა ავტომანქანა და ტროტუარიდან ჩამომავალი ავტომანქანა გაატარა. როდესაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის დაძვრა დააპირა, სარკეში გაიხედა და დაინახა, რომ მის უკან ჩოჩქოლი იყო. გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც დაინახა დაზარალებული, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მისივე განმარტებით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო (წნევამ აუწია), ეგონა, რომ თვითონ დაეჯახა, თუმცა ამის დადასტურება არ შეუძლია და არ იცის, როგორ მიიღო დაზიანება გ---------–-–----ემ. შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანებიდანაც მისთვის არავის უთქვამს, რომ რაიმე ჩაიდინა. ტროტუარიდან ჩამომავალ ავტომანქანას მოძრაობა არ შეუნელებია და არც გაჩერებულა. როდესაც გამოძიებაში დაიკითხა თავს შეუძლოდ გრძნობდა (მაღალი წნევა ჰქონდა). ნ--------------–----–--ემ მისი გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაცია არ დაადასტურა.

 

სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ნ--------------–----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ სავალდებულოა დაადგინოს ნ--------------–----–--ს მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას; დადგა თუ არა შედეგი, - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ამავე დროს არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი არის ბლანკეტური შინაარსის ნორმაა და ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“.

 

სააპელაციო პალატის დასკვნით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადსტურებული, ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ნ--------------–----–--ე თავისი მართვის ქვეშმყოფი ავტომანქანით ნამდვილად შეეჯახა დაზარალებულ გ---------–-–----ეს. პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–------------ის ექსპერტიზის N-------

 

დასკვნის თანახმად, - წარდგენილ ავტომობილზე რაიმე ავარიული სახის დაზიანების კვალი არ აღინიშნება და შესაბამისად მასზე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) შეჯახება - ურთიერთქმედებისთვის დამახასიათებელი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა. ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. აღნიშნული ექსპერტიზით დადგენილი გარემობები სრულად დაადასტურა ექსპერტმა ლ---------------მ. საგულისხმოა ის გარემოება, რომ თავად დაზარალებულმა ჩვენების მიცემის დროს ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურა, რომ ნამდვილად ავტომობილი დაეჯახა, მან მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა, რომ მარცხენა მხრიდან ავტომანქანამ საბურავი გაჰკრა. უფრო მეტიც მან აღნიშნა, რომ მხოლოდ შეჯახება იგრძნო, თუმცა რა დაეჯახა არ დაუნახავს. მოწმე ჯ----–-----–------ი და ნ--–-----------ე მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ გ---------–-–----ეს სწორედ ნ--------------–----–--ის მართვის ქვეშმყოფი ავტომანქანა დაეჯახა.

 

რაც შეეხება პროკურორის აპელირებას ნ--------------–----–--ის მიერ გამოძიების დროს მიცემულ ჩვნებებთან დაკავშირებით, რა დროსაც მან დაადასტურა ქვეით გ---------–-–----ეზე შეჯახების ფაქტი, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე ნაწილების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქმის არსებითი განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ნ--------------–----–--ემ განმარტა, რომ არ იცის, როგორ მიიღო დაზიანება გ---------–-–----ემ. იმ ვითარებაში როდესაც სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ნ--------------–----–--ემ არ დაადასტურა გ---------–-–----ეზე შეჯახების ფაქტი, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღოს ნ--------------–----–--ის მიერ გამოძიებაში მითითებული გარემოებები.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი ყურადღებას ამახვილებს მოწმე ნ--–-----------ის მიერ წარმოდგენილ ვიდეო-ჩანაწერზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დაკითხვისას მოწმეს შეუძლია გამოიყენოს ჩანაწერი, მოწმე ნ--–-----------ის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს გააჩნია ისეთივე მტკიცებულებითი ძალა, როგორც მის ჩვენებას და სასამართლოს ის მხედველობაში უნდა მიეღო, როგორც მოწმის ჩვენების შემადგენელი ნაწილი. სააპელაციო პალატა აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდება ხსენებული ვიდეოჩანაწერი წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი. საქართველოს

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

რაც შეეხება პროკურორის აპელირებას საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის და მისი ავტორის ექსპერტ ლ--------------–---–ის ჩვენებასთან დაკავშირებით, რომლითაც დგინდება, რომ ნ--------------–----–--ის ქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შეასხებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით არგუმენტირებულად, ვრცლად და ამომწურავად იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომელსაც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატაც და მიიჩნევს, რომ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნა ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის და დამაჯერებლობის სტანდარტს, რადგან წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მითითებული ექსპერტიზით დადგენილი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ნ--------------–----–--ემ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ნ--------------–----–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის

 

მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი ნ--------------–----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი ნ--------------–----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ნ--------------–----–--ე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ ნ--------------–----–--ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი