განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100119003074463
საქმე №1/ბ-638-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----------–---–ი;
მსჯავრდებული: ზ------–-–--–--ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №3----------), მცხოვრები: ბ-------------–----------------;
ადვოკატი: დ-------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ------–-–--–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულის გამო, ზ------–-–--–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენით: ზ------–-–--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1700 (ათას შვიდასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
დანიშნული სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, შეუმსუბუქდა და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. დადგინდა, რომ ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღრულებო ბიუროს;
ზ------–-–--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და დადგინდა, რომ განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს მ-------–-–--–--ეს დაუბრუნდა სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 16 ივნისს - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------–-–--–--ემ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 17:50 საათზე, ქ--------–-----------–--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ზ------–-–--–--ე, არასრულწლოვანი შვილის ლ-------–-–--–--ის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლე თ---------------ეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ ზ------–-–--–--ისთვის უფრო მკაცრი თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით რომ მართალია, განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა, მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელის ზომასთან დაკავშირებით განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ვერ უზრუნველჰყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს და იქნება მსჯავრდებულისათვის წამახალისებელი ხასიათის.
მსჯავრდებულმა ზ------–-–--–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა დანიშნული სასჯელის ჯარიმის შეცვლა სხვა ალტერნატიული სასჯელით, კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან სასჯელის შემცირება 500 ლარამდე, ვიანაიდან, მან გამოძიებისთანავე აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, თავი სრულად ცნო დამნაშავედ და გამოძიებას მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, არ არის ნასამართლევი, გააჩნია მძიმე ეკონომიური პირობები, არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე, რომელთანაც შერიგებულია, დანიშნული სასჯელი კი კიდევ უფრო დაამძიმებს მის ისედაც დუხჭირ ყოფას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ა----------–---–მა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მსჯავრდებულმა ზ------–-–--–--ემ, ასევე, მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატ დ-------------ემ, ითხოვეს პროკურორის სააპელაციო საჩივრის უარყოფა და მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ, მოწმეების: თ---------------ის, ლ-------–-–--–--ის, შ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 13 ივნისის შემაკავებელი ორდერითა და ორდერის ოქმით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ------–-–--–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები განაჩენს ასაჩივრებენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----------–---–ი ითხოვს მსჯავრდებულ ზ------–-–--–--ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, რასაც პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაზე, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში Dudgeon v. the United Kingdom, იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,,ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი, რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე, პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ზ------–-–--–--ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებულია დაზარალებულთან, რაც მის დადებით პიროვნულ მახასიათებლებზე მიუთითებს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ზ------–-–--–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების საფუძველი.
რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს, ამ მიმართებით, პალატა აღნიშნავს შემდეგს:
დაცვის მხარე, მძიმე ეკონომიური პორობების გამო, ითხოვს მსჯავრდებულ ზ------–-–--–--ისათვის დანიშნული სასჯელის შეცვლას ალტერნატიული სასჯელით, კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120 საათის ოდენობით, ან დანიშნული ჯარიმის შემცირებას 500 ლარის ოდენობით, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, მხედველობაში იღებს, რომ ზ------–-–--–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულთან შერიგებულია, რაც, როგორც აღინიშნა მის დადებით პიროვნულ მახასიათებლებზე მიუთითებს, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ასევე, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ზ------–-–--–--ის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას, საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 15 ოქტომბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ზ------–-–--–--ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში, სარეიტინგო ქულას შეადგენს 43520 და იღებენ ყოველთვიურ შემწეობას, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაძლოა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოსწორების გზას, თუ მის მიმართ სასამართლო სასჯელის სახედ გამოიყენებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, რადგან, იგი, თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ამასთან, მსჯავრდებულს ეძლევა შესაძლებლობა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით გამოისყიდოს მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ასევე, ის გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ზ------–-–--–--ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ზ------–-–--–--ეს სასჯელის მოხდაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით 04 (ოთხი) დღე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 05 საათი და საბოლოოდ, ზ------–-–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ოდენობით; ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო მოთხოვნა, მსჯავრდებულისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული - უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.მსჯავრდებულ ზ------–-–--–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 23 ივლისის განაჩენში, ზ------–-–--–--ის მიმართ, სასჯელის ნაწილში შევიდეს ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.ზ------–-–--–--ე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით;
5.სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ზ------–-–--–--ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით 04 (ოთხი) დღე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 05 საათი და საბოლოოდ, ზ------–-–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ოდენობით;
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი;
7.ზ------–-–--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს მ-------–-–--–--ეს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 16 ივნისს - 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/