განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2019
საქმის ნომერი
820100118002413046
ინსტანცია
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-563-2018 წელი

№820100118002413046

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მარინა სირაძე

სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – რ----- შ----ის,ადვოკატის – ნ------ ბ-------–--ს,თარჯიმნის – მ--- შ-–---–---–ის,მსჯავრდებულის – ს------- ყ--–--ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა ს------- ყ--–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ს------- ყ--–--, დაბადებული 1----–-–------------ს, ი-----ს მოქალაქე, პასპორტის №---------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ი----–-------------–-------–--–-----------------–-----–----------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განა-ჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწი-ლის „ა“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფ-ლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალე-ბის მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯე-ტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პა-სიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფ-ლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევტული სა-ქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმო-მადგენლობის უფლება.

aRwerilobiTi nawili:

ს------- ყ--–--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის;

– განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკა-ნონო შემოტანისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ს------- ყ--–--მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნა-რკოტიკულ საშუალება მეთადონის მარილს საერთო წონით - 2,01 გრამი, რაც 2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 17:50 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარ-ფში, მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანო-ნოდ შემოიტანა საქართველოში, საიდანაც 1,97 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენო-ბით ნარკოტიკული საშუალება მეთადონის მარილი ს------- ყ--–--ს კუთვნილ „კ---–--------ს“ მარკის ავტომანქანის დათვალიერებისას საბარგულში მოთავსებულ ქურ-თუკსა და აგრეთვე პირადი დათვალიერების დროს იქნა აღმოჩენილი, ხოლო 0,02 გრა-მი, ნარკოტიკული საშუალება მეთადონის მარილი 2018 წლის 30 მარტს ქ. ბ------–----------------------ის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლები-სას, ს------- ყ--–--ს პირადი დათვალიერებისას იქნა აღმოჩენილი. ასევე, 0,02 გრამი, ნარკოტიკული საშუალება მეთადონის მარილი 2018 წლის 01 აპრილს ქ. ქ-------–---------------------ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №2 დაწესებულებაში შე-სახლებისას, ს------- ყ--–--ს პირადი დათვალიერებისას იქნა აღმოჩენილი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს------- ყ--–--მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ------ ზ----ემ და ი---- ჭ-------მ.

აპელანტი, მსჯავრდებულ ს------- ყ--–--ს ინტერესების დამცველი ავდკატი მ------ ზ-----ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ს------- ყ--–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ს------- ყ--–--მ ნარკო-ტიკული საშუალებები შეიძინა ი-----ს ისლამურ რესპუბლიკაში ექიმის დანიშნულე-ბით და საქართველოში შემოიტანა ისე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ამ ნივთიე-რების საქართველოში შემოტანა იყო დასჯადი ქმედება. დაცვის მხარის მიერ წარმოდგე-ნილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ს------- ყ--–-- არის ნარკოტი-კული საშუალების მომხმარებელი და ის ექიმის დანიშნულებით რეგულარულად იღებ-და განსაზღვრული რაოდენობით სწორედ იმ ნივთიერებას, რომელიც მან საქართ-ველოში შემოიტანა. მისი შეჩერება მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ როცა მას გადმოკვეთილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ვინაიდან მან მხო-ლოდ ი-------–- ენა იცოდა მისთვის გაუგებარი იყო რას ეუბნებოდნენ მებაჟეები, წი-ნააღმდეგ შემთხვევაში ის ამ ნივთიერებებს ჩააბარებდა და ისე შემოვიდოდა საქართვე-ლოში. ს------- ყ--–--მ საქართველოში შემოსვლამდე გადმოკვეთა რამდენიმე ქვეყნის საზღვარი და მისთვის არავის უთქვამს, რომ ამ ნივთიერებების საზღვარზე შემოტანა იყო აკრძალული ქმედება.

აპელანტი, მსჯავრდებულ ს------- ყ--–--ს ინტერესების დამცველი ავდკატი ი---- ჭ-------- თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ს------- ყ--–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ს------- ყ--–--ს არ ჰქონია სპეციალურად მოწყობილი საცავი-სამალავი, რითაც ის ცდილობდა ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანას, უფრო მეტიც მას, როგორც მომხმარებელს თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და წინასწარი დაკავების იზოლატორში მიყვანამდე ის შეეცდებოდა მოეხმარა ან თავიდან მოეშორებინა აბები, რაც მეტყველებს მისი მხრი-დან საქართველოში მოქმედი კანონის არცოდნაზე. როგორც წინასწარმა გამოძიებამ, ასევე სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას ნარ-კოტიკული საშუალება თან ჰქონდა პირადი მოხმარებისათვის, რასაც ადასტურებდა ი-----ს რესპუბლიკის საკონსულოდან შემოსული ცნობა, რომ ს------- ყ--–-- იმყოფე-ბოდა ო-----–------–-- ნარკომანიის ცენტრში აღრიცხვაზე და მკურნალობდა. გამამტყუ-ნებელი განაჩენი დაფუძნებულია მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებზე და არ იქნა გათ-ვალისწინებული ი-----ს საკონსულოს ოფიციალური პოზიცია.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ს------- ყ--–--ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ------ ბ-------–--ს, რომლებიც ითხოვენ ს------- ყ--–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

– პროკურორ რ----- შ----ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცერის გ------- წ---–-----ის ჩვენე-ბების თანახმად 2018 წლის 29 მარტს საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა ი-----ს მოქალაქე ს------- ყ--–--, რომელიც მარ-თავდა „კ---–--------ს“ მარკის ავტომანქანას. მას საბაჟო კონტროლის დაწყების წინ მიეცა წინადადება ნებაყოფილობით წარედგინა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, რაზეც მიიღო პასუხი, რომ მსგავსი ნივთები არ გააჩნდა, რის შემდეგაც მის მიერ მოხდა ავტომანქანის დათვალიერება. ავტომანქანის შემოწმებისას, ავტომანქანის საბარგულში მოთავსებულ ქურთუკის შიგნითა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩდა 77 ცალი აბი და 2 ცალი აბის ნატეხი. ხოლო ს------- ყ--–--ს პირადი დათვალიერებისას სპორტული შარვალის ჯიბეში აღმოჩნდა 17 აბი და 7 აბის ნატეხი. ხსენებული აბები იყო შეფუთვის გარეშე. ს------- ყ--–--ს განმარტებით აღნიშნულ მედიკამენტებს იგი ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა ტკივლის გასაყუჩებლად, თუმცა მას ექიმის დანიშნულება ან რაიმე სახის რეცეპტი არ წარუდგენია. ს------- ყ--–--ს დათვალიერების დროს ამოღებული მე-დიკამენტები დაილუქა ადგილზე და შედგა შესაბამისი ოქმი. მისივე განმარტებით ს-------- ყ--–--სთან კომუნიკაცია, სატრანსპორტო საშუალების და მისი პირადი დათვალიე-რების ოქმების შედგენა განხორციელდა თარჯიმნის დახმარებით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმის, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ც--–-------------ს გ------- ბ---–----ის ჩვენე-ბის თანახმად 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსულ ი-----ს მოქალაქე ს------- ყ--–--ს, რომელიც მართავდა „კ---–--------ს“ მარკის ავტომანქანას, ავტომანქანის შემოწმებისას აღმოუჩნდა 77 ცალი აბი და 2 ცალი აბის ნატეხი. ხოლო ს------- ყ--–--ს პირადი დათვალიერებისას სპორტული შარვალის ჯიბეში აღმოჩნდა 17 აბი და 7 აბის ნატეხი. ხსენებული აბები იყო შეფუთვის გარეშე და ს------- ყ--–--ს განმარტებით აღნიშნულ მედიკამენტებს იგი ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა ტკივლის გასაყუჩებლად, თუმცა მას ექიმის დანიშ-ნულება ან რაიმე სახის რეცეპტი არ წარუდგენია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმის, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ--------- წ---–-----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 29 მარტს მიიღო შეტყობინება, რომ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსულ ს------- ყ--–--ს ავტომანქანაში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც მოახსენა ხელმძღვანე-ლობას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმის, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ-------- ც--–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 29 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიებისას ჩატარებული იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედე-ბები: დაკითხული იქნენ მებაჟეები, მებაჟე ოფიცრისგან ამოღებული იქნა აბები და აბის ნატეხები, დაიკითხა ს------- ყ--–-- და მოხდა მისი დაკავება, ამოღებული იქნა ავტომან-ქანა, ს------- ყ--–-- გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც დაუდ-გინდა ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმის, ა------------------ის დროებითი მოთავსების იზოლატორის ინსპექტორების ზ---- ს-----ისა და ზ------ გ---------ის ჩვენებების თანახმად, 2018 წლის 30 მარტს იზო-ლატორში ს------- ყ--–--ს შემოსახლების დროს ჩატარებული პირადი დათვალიერე-ბისას სპორტული შარვლის მარჯვენა ჯიბეში აღმოჩენილი იქნა ერთი ცალი აბი, რო-მელიც ადგილზე დაილუქა და შედგა შესაბამისი ოქმი თარჯიმნის მონაწილეობით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეების, პენიტენციური დეპარტამენტის №2 დაწესებულების მუშაკების ა----- კ---------–---–ის, ლ---- ი-------ისა და მ------ ბ----–--ის ჩვენებების თანახმად, 2018 წლის 01 აპრილს დაწესებულებაში ს------- ყ--–--ს შემოსახლების დროს ჩატარებული პირადი დათვალიერებისას სპორტული შარვლის მარცხენა ჯიბეში აღმოჩენილი იქნა ერთი ცალი აბი, რომელიც ადგილზე დაილუქა და შედგა შესაბამისი ოქმი თარჯიმნის მონაწილეობით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2018 წლის 30 მარტის №------ დასკვნის თანახმად ს------- ყ--–--ს ნარკოლოგიური შემოწმებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება მეთადონის, მდმას (ექსტაზი), ტრამადოლის მიღების ფაქტი.

საქმეში არსებული, 2018 წლის 30 მარტის №----- ექსპერტის დასკვნის თანახმად: 94 ცალი ტაბლეტი და 9 ცალი ტაბლეტის ნატეხი საერთო წონით 22,064 გრამი შეიცავს 1,97 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილს);

საქმეში არსებული, 2018 წლის 30 მარტის №----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ს------- ყ--–--სგან ამოღებული ერთი ცალი ტაბლეტი წონით 0,224 გრამი შეიცავს 0,02 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილს);

საქმეში არსებული, 2018 წლის 17 აპრილის №----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ერთი ცალი ტაბლეტი წონით 0,22 გრამი შეიცავს 0,02 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მე-თადონს (მარილს);

საქმეში არსებული, 2018 წლის 29 მარტის №-------------- შემოსავლების სამსახურის წერილის თანახმად 2018 წლის 29 მარტს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ კონ-ტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა „K---------“-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება ი-----ს სახ. №---------, რომელსაც მართავდა ი-----ს მოქალაქე ს------- ყ--–--. ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ავტო-მანქანის საბარგულში არსებულ ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბიდან და მძღოლის შარ-ვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივ-თიერება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტა-მენტში დაცული ელექტრონული ბაზის თანახმად ს------- ყ--–--მ სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფი“ გადმოკვეთა - შემოსვლა 29.03.2018 წელი 17:49 საათი.

მსჯავრდებულმა ს------- ყ--–--მ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, თუმცა დაადასტურა, რომ 2018 წლის 29 მარტს, მან საქართველოში შემოიტანა მებაჟეებისა და შემდგომში დაკავების დროს პოლიციელების მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბაბი, მაგრამ მისი განმარტებით იგი ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუა-ლებას და მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა იყო აკრძალული.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქ-ტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესა-ბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარ-კოტიკული საშუალებების სია II, №40 რეგისტრაციით და 2,01 გრამი „მეთადონი“ წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ13) პუნქ-ტის თანახმად შეძენაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება; ხოლო ჰ11 პუნქტის თანახმად შენახვაა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავში-რებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა;

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება მეთადონი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკო-ტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებარ-თვას.

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქ-ტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართვე-ლოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდება-რებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერი-ტორიაზე გადმოტანა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავ-სადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებ-ლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება მეთადონი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკო-ტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი საქართველოში შემოტანა საჭიროებს სპეცია-ლურ ნებართვას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხა-რის სააპელაციო საჩივრების მოტივაციას ს------- ყ--–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს განაჩენის მოტივაციას იმ ნაწილში, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარ-მოდგენილი სამედიცინო დოკუმენტები ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ს------- ყ--–-- ო-----–------–-- ნარკომანიის ცენტრში გადიოდა მედიკამეტოზურ მკურ-ნალობას, მაგრამ ხსენებული ცნობები არ წარმოადგენს სპეციალურ ნებართვას ნარკო-ტიკული საშუალება „მეთადონის“ შესაძენად. აღნიშნულიდან გამომდინარე ს------- ყ---–--ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შეძენისა და შენახვის თაობაზე, ასევე ს------- ყ--–--ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტი-კული საშუალება „ბუპრენორფინის“ საქართველოში შემოსატანად.

ამრიგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანა-ლიზის საფუძველზე უტყუარადაა დადასტურებული ს------- ყ--–--ს მიერ მის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ს------- ყ--–--ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო სასჯელი დანიშნული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასია-თის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც არ არ-სებობს გასაჩივრებულ განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენი ს------- ყ--–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ს------- ყ--–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ს------- ყ--–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუ-თმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ს------- ყ--–--ს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფ-ლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მარ-თვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებ-ში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანე-ლობისა და წარმომადგენლობის უფლება.

მსჯავრდებულ ს------- ყ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პა-ტიმრობა გაუქმებულია.

ს------- ყ--–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 29 მარტიდან.

ნივთიერი მტკიცებულება – ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილებაში, გადაეცეს საქართ-ველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასა-ნადგურებლად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – ს------- ყ--–--ს სპორტული შარვალი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

თავმჯდომარე: marine imerliSvili

მოსამართლეები: vera doliZe

marina sirZe