განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100119002953118
საქმე №1/ბ-654-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ს------------ რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ლ---- თ----------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირად №3----------), მცხოვრების ქ-------------–------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;118-ე მუხლის მესამე ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ---- თ----------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას _ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ლ---- თ----------მ, განაწყენების ნიადაგზე, ქ-------------–--------------------- წინამდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „ლოღობას ხიდთან”, არასრულწლოვანი შვილის, გ------- თ----------ს თანდასწრებით, სახის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს _ ი---------, რომელიც დარტყმის შედეგად წაიქცა. ლ---- თ----------მ განაგრძო წაქცეული ი--------- ხელებით ცემა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ნაკვეთი ჭრილობები კისრის წინა და უკანა ზედაპირზე, ხელის მტევანზე, თავის ტვინის შერყევა და C5 მალის სასახსრე მორჩის მოტეხილობა. ყოველივე ზემოაღნიშნულით ი--------მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, მისი ხანგრძლივი მოშლით.
ზემოაღნიშნულის გამო ლ---- თ----------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 118-ე მუხლის მესამე ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ს------------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით:
ლ---- თ---------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ლ---- თ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ლ---- თ----------ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: დაზარალებულ ი--------- ტანსაცმელი _ მოყავისფრო ღილებიანი ქურთუკი-ჟაკეტი, უკანა მხარეს დიდი ზომის სისხლისმაგვარი ლაქით და ორი ნახვრეტით; მოშავო გრძელსახელოებიანი მაისური, წინა მხარეს ვერცხლისფერი ნაქარგით, უკანა მხრიდან სისხლისმაგვარი დიდი ზომის ლაქით; მოიისფრო ჟილეტი, უკანა მხრიდან სისხლისმაგვარი ლაქით; მოთეთრო ფერის ბუსჰალტერი და შავი ფეხსაცმელი, რომლებიც დალუქული სახით ინახება ს-------------–------------– სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 სისხლისმაგვარი ლაქა, რაც დალუქული სახით ინახება ს-------------–------------– სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ს------------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს------------ რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--- გ--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ლ---- თ----------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების _ ლ--------–--–---–ის, უ---------ის, ე---------- ბ----–--ის, მაი---------, მ-----–- გ-----ს, ო-–-- ს-----ის, გ---- თ----------ს, გ--- მ------–---–ის და გ------- ც--------–---–ის ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ---- თ----------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს------------ რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ლ---- თ----------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ლ---- თ----------ს მიერ თავისი მეუღლისთვის _ ი---------თვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს, კერძოდ:
მოწმე ლ--------–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქ-------------ში, შპს ,----------------–-–-’’, ანესთეზიოლოგ-რეამინატოლოგად და 2015 წლის 15 მარტს იყო მორიგე. დაახლოებით 22 საათზე შეყვანილი იქნა პაციენტი _ ი--------, რომელსაც აღენიშნებოდა ჭრილობა კისრის ზედაპირზე. იგი უჩიოდა თავის ტკივილს და თავბრუსხვევას. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად პაციენტს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა, ჭრილობები კისრის წინა ზედაპირზე და სავარაუდოდ, კისრის მალის მოტეხილობა. შემოყვანისას ი---------მ განუმარტა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს ნასვამმა მეუღლემ თავში ჩაარტყა, რის გამოც წაიქცა. მას აღენიშნებოდა პერიოდულად გონების დაკარგვა და წაქცევის მომენტიდან საავადმყოფოში მოყვანამდე არაფერი ახსოვდა.
მოწმე უ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ქ-------------ში, კ----------------ში. 2019 წლის 15 მარტს, საღამოს საათებში, თავისი კუთვნილი ,------–-------ს’’ მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც კ--------- ქუჩაზე, ე.წ ,--–---------’’ ხიდთან შენიშნა ხალხმრავლობა. გააჩერა მანქანა და დაინახა, რომ ქალბატონი იყო წაქცეული, რომელიც ბავშვთან და თანმხლებ პირთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც შემდგომ გაიგო, იგი ყოფილა ი--------. მანქანაში მასთან არ უსაუბრია და რა სჭირდა, მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, მეორე დღეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და მიუთითა ის ტერიტორია, სადაც ნახა დაშავებული ქალბატონი.
მოწმე ე---------- ბ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ი--------- და ლ---- თ----------ს მეზობელი. 2019 წლის 15 მარტს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. საღამოს საათებში ძაღლის ყეფის ხმა გაიგონა და გარეთ გავიდა. ამ დროს ე.წ. ,--–---------’’ ხიდთან შენიშნა ხალხმრავლობა და როგორც გაიგო, ი-------- იყო ცუდად. როცა მიუახლოვდა ხსენებულ ადგილს, იას უკვე მანქანაში სვამდნენ და თვითონაც გაჰყვა მას საავადმყოფოში. ი-------- მანქანის სავაძელზე იწვა. მას კისრის მიდამოში მცირე ნაკაწრი ემჩნეოდა, საიდანაც სისხლი მოსდიოდა. დაზარალებულს მისთვის არ უთქვამს თუ რა დაემართა. როგორც შემდგომ შეიტყო, მას მეუღლესთან შელაპარაკებისას მიუღია დაზიანება.
მოწმე მაი--------- ჩვენებით დადგენილია, რომ ი-------- მისი დაა, რომელიც მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ცხოვრობს ქ-------------ში. იას და მის მეუღლეს ნორმალური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. 2019 წლის 15 მარტს დაურეკა თავისმა დისშვილმა გ------- თ----------მ, რომელმაც უთხრა, რომ მამამ დედა ცემა და საავადმყოფოში იყვნენ. იგი მაშინვე წამოვიდა სამტრედიაში და მივიდა საავადმყოფოში, სადაც ნახა, რომ მის დას ნაკერებს ადებდნენ. მოწმის განმარტებით, ია შეუძლოდ იყო და მასთან აღნიშნულ თემაზე არ უსაუბრია.
მოწმე მ-----–- ლ----–---–ი-გ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ი-------- მისი ქალიშვილია. იგი მეუღლესთან _ ლ---- თ----------სთან და ორ არასრულწლოვან შვილთან, გ------- და მ------ თ---------ებთან ერთად ცხოვრობს ქ-------------ში. ია და ლ----ი 15 წელია იმყოფებიან ქორწინებაში და ნორმალური ურთიერთობა აქვთ. გარდა მცირე შეკამათებებისა, მათ შორის სერიოზულ უთანხმოებას წარსულში ადგილი არ ჰქონია. 2019 წლის 15 მარტს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა ა--–--------------------–-----–-----–-, უფროსი ქალიშვილის ოჯახში, რა დროსაც შვილიშვილმა, გ------- თ----------მ შეატყობინა, რომ მისი შვილი ი-------- იყო ცუდად და სთხოვა მისულიყო ს------------ შპს ,-----------------––-’’. საავადმყოფოში მისულმა დაინახა, რომ ექიმი იას ნაკერებს ადებდა. თავდაპირველად ეგონა, რომ იგი დაჭრილი თუ იყო. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა მისი შვილი გონზე მოვიდა, უთხრა, რომ წაქცევის შედეგად მიიღო ეს დაზიანება. მოწმის განმარტებით, მართალია, პოლიციაში მან დარეკა, მაგრამ ისე იყო აღელვებული, არ ახსოვს რა განაცხადა.
მოწმე გ---- თ----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ლ---- თ----------ს ბიძა და ცხოვრობს ქ.ლანჩხუთში. 2019 წლის 15 მარტს, ლ---- თ---------- იმყოფებოდა დაკრძალვაზე ლანჩხუთის რაიონში და მიღებული ჰქონდა მცირე ოდენობით ალკოჰოლური სასმელი. იგი დაახლოებით საღამოს 10 საათზე წავიდა სამტრედიაში. საღამოს საათებში დაუკავშირდა ლ----ის და, რომელმაც უთხრა, რომ ლ----ს მეუღლესთან _ ი---------თან მოსვლია კამათი და ეს უკანასკნელი გადაყვანილი ყოფილა საავადმყოფოში, მაგრამ კონკრეტულად რა მოხდა, მისთვის უცნობია.
მოწმე გ--- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს-----------------------–--------------–--- დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 15 მარტს, შსს ს------------ რაიონულ სამმართველოში შევიდა მოქ.მ-----–- ლ----–---–ის შეტყობინება, რომელიც განმარტავდა, რომ მისი შვილი დაჭრა მეუღლემ და მრავლობითი ჭრილობებით მოთავსებული იყო საავადმყოფოში. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და მის მიერ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, ი--------- სხეულზე არსებული დაზიანება განისაზღვრა როგორც ნაკლებად მძიმე ხარისხის. მოწმის განმარტებით, მის მიერ გამოკითხული იქნენ დაზარალებული ი-------- და მისი არასრულწლოვანი შვილი გ------- თ----------, აგრეთვე მეზობლები, რომლებიც არ იყვნენ ფაქტის უშუალო თვითმხილველები. ამის შემდეგ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თავისივე საცხოვრებელ სახლში დაკავებული იქნა ლ---- თ----------, რომელიც აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ ქმედებას.
მოწმე გ------- ც--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ს------------ რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანმდებობაზე. 2019 წლის 16 მარტს, ი--------- სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ გამოკითხული იქნა მოწმე უ---------ე, რომელმაც განუმარტა, რომ 2019 წლის 15 მარტს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, კ--------- ქუჩაზე, ე.წ. ,--–---------’’ ხიდთან შენიშნა ხალხმრავლობა და როგორც გაიგო, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე წაქცეულ ქალბატონს ესაჭიროებოდა დახმარება. მისივე განმარტებით, იგი 2 თანმხლებ პირთან ერთად გადაიყვანა საავადმყოფოში. უ---------ემ ასევე აჩვენა შემთხვევის ადგილი და სწორედ მისი მითითებით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი კ--------- ქუჩაზე, ,--–---------’’ ხიდთან.
მოწმე ო-–-- ს-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან, როგორც ექსპერტმა, 2019 წლის 16 მარტს, თავის მეწყვილესთან _ გ------ კ-------თან, გამომძიებელ გ------- ც--------–---–თნ და ავტომანქანის მძღოლთან ერთად, მონაწილოება მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ქ-------------ში, კ--------- ქ.№2-ში, სადაც ასევე იყო საავტომობილო ხიდი. დათვალიერების დროს, ავტომანქანის მძღოლმა, რომელმაც დაზარალებული გადაიყვანა სავადმყოფოში, მიუთითა ის ადგილი, სადაც იწვა წაქცეული ქალბატონი, რის შემდეგაც მის მიერ ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები.
დაზარალებულმა _ ი--------მ (ლ---- თ----------ს მეუღლემ) და მოწმე გ------- თ----------მ (ლ---- თ----------ს შვილმა) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს ლ---- თ----------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
თავად ბრალდებულმა ლ---- თ----------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა დუმილის უფლებით და თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ი--------- დაესვა დიაგნოზით: ქალა-ტვინის ტრამვა, თავის ტვინის შერყევა. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის უკანა ზედაპირზე. ნაკვეთი ჭრილობები კისრის წინა ზედაპირზე და მარცხენა მტევნის არეში. ხერხემლის დახურული ტრამვა, G5 მალის სასახსრე მორჩის მოტეხილობა. დაზიანება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. დაზიანებები თავის ტვინის შერყევისა და G5 მალის სასახსრე მორჩის მოტეხილობის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დაზიანება G5 მალის სასახსრე მორჩის მოტეხილობის სახით, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას ლ---- თ----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;118-ე მუხლის მესამე ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ---- თ----------ს მიერ ი---------თვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას, კერძოდ:
ლ---- თ----------სთვის წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა ორ პირდაპირ მტკიცებულებას _ დაზარალებულ ი--------- და შემთხვევის ადგილზე მასთან ერთად მყოფი მოწმის, გ------- თ----------ს მიერ გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც ამხელდნენ ლ---- თ----------ს ი--------- ცემასა და მისთვის სხეულის დაზიანების მიყენებაში, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ მათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ლ---- თ----------ს მიერ 2019 წლის 15 მარტს, ი---------თვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება მოწმეების _ ლ--------–--–---–ის, ე---------- ბ----–--ის და გ--- მ------–---–ის ჩვენებებს იმ ნაწილში, რომ ი--------მ სხეულის დაზიანება მეუღლესთან კონფლიქტის დროს მიიღო, ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის სხვა პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს. სასასამართლოში დაკითხულ სხვა მოწმეებს _ გ------- ც--------–---–ს, უ---------ეს, მაი---------, მ-----–- ლ----–---–-გ-----ს, გ---- თ----------ს და ო-–-- სვანიძეს კი ირიბადაც არ მიუთითებიათ ამ დანაშაულის ლ---- თ----------ს მიერ ჩადენის თაობაზე.
საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ ი--------- სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ და ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს მისთვის ამ დაზიანებების ლ---- თ----------ს მიერ მიყენების ფაქტს. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები ი--------- სწორედ ლ---- თ----------მ მიაყენა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება ლ---- თ----------ს მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ს------------ რაიონული სასამართლოს მიერ ლ---- თ----------ს მიმართ 2019 წლის 19 ივნისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ს------------ რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ს------------ რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ს------------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი ლ---- თ----------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ლ---- თ---------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ---- თ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5.გამართლებულ ლ---- თ----------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: დაზარალებულ ი---------ს ტანსაცმელი _ მოყავისფრო ღილებიანი ქურთუკი-ჟაკეტი, უკანა მხარეს დიდი ზომის სისხლისმაგვარი ლაქით და ორი ნახვრეტით; მოშავო გრძელსახელოებიანი მაისური, წინა მხარეს ვერცხლისფერი ნაქარგით, უკანა მხრიდან სისხლისმაგვარი დიდი ზომის ლაქით; მოიისფრო ჟილეტი, უკანა მხრიდან სისხლისმაგვარი ლაქით; მოთეთრო ფერის ბუსჰალტერი და შავი ფეხსაცმელი, რომლებიც დალუქული სახით ინახება ს-------------–------------– სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 სისხლისმაგვარი ლაქა, რაც დალუქული სახით ინახება ს-------------–------------– სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/