განაჩენი

სისხლის სამართლის 28.10.2019
საქმის ნომერი
210100117001987276
ინსტანცია
თარიღი
28.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210100117001987276

საქმე № 1ბ/1329-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

21 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

მოსამართლეები: გ---- ჯეირანაშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ---- ჯ-------–---–ი

დაცვის მხარე:

გამართლებული:

ნ------- ჯ--–--–---–ი, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------- უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ--–--------------------------------------

ადვოკატი: სპარტაკ ვარძელაშვილი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი

1.1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ნ------- ჯ--–--–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 7 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, სიღნაღის რაიონის ს------–---------------–-----------–------------------- დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ნ------- ჯ--–--–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, სანადირო თოფიდან გასროლით, მ------ ყ------–---–ს მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის დაზიანებები, თუმცა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ამ უკანასკნელის სიცოცხლე გადარჩენილი იქნა.

ბრალდების მხარის მიერ ნ------- ჯ--–--–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 108-ე მუხლით.

1.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 24 ივნისის განაჩენით, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, ნ------- ჯ--–--–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა.

2. მხარეთა პოზიცია

2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---- ჯ-------–---–მა.

2.2. პროკურორმა ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ნ------- ჯ--–--–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა. ბრალდების მხარემ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მხარი დაუჭირა საჩივარს. სააპელაცი საჩივრისა და სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ გაჟღერებული დასაბუთების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, კერძოდ მოწმეთა: მ------ ყ------–---–ის, ნ-------- შ--–-–---–ის, შ------- მ-------ის, ნ-------- ჯ--–--–---–ის, დ----- თ-----–---–ის, ნ-----–---- მ------–-–---–ის ასევე გამომძიებელ გ------- ჯ---–---–ის და სხვათა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულია ნ------- ჯ--–--–---–ის მიერ მ------ ყ------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი.

2.3. წარმოდგენილი შესაგებლითა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნ------- ჯ--–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილმა მოწმეებმა მისცეს ურთიერსაწინააღმდეგო ჩვენებები და მათი ჩვენებებით ვერ დგინდება თუ ვინ, საიდან განახორციელა გასროლა მ------ ყ------–---–ის მიმართულებით. თითქმის ყველა მოწმე ერთმანეთისგან განსხვავებულ ფაქტს ყვება. ექსპერტიზის არცერთი დასკვნით არ დგინდება, ნ------- ჯ--–--–---–ს მიერ მ------ ყ------–---–ისთვის თოფის სროლის ფაქტი.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. კონკრეტული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეება წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

3.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ-------- შ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს სიღნაღის რაიონის ს------–---------------–-- ბრალდებულთან აქვს ჩვეულებრივი ურთიერთობა. 2017 წლის 7 მაისს, დაახლოებით 4 საათზე, კუთვნილი ავტომანქანა „------------------------------ გაჩერებული ყავდა სოფელში და დედას ესაუბრებოდა. ამ დროს, დაახლოებით 40 მეტრიდან მოესმა ჩხუბის ხმა, რის შემდეგაც მასთან მივიდნენ ნ------ მ------–-–---–ი და დ----- თ-----–---–ი და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაყვანა სთხოვეს. ვინ ჩხუბობდა არ იცის, ყურადღება არ მიუქცევია. დ----- თ-----–---–ი დაჭრილი იყო და სისხლი სდიოდა. მის მანქანაში ორივე უკან სავარძელზე დასხდნენ და არქიმედეს საავადმყოფოში წაიყვანა. გზად თეთრი ფერის მერსედესი დაეწია და უკანიდან დაეჯახა. უკან გახედვისას დაინახა, რომ ფანჯრიდან თოფი იყო გადმოყოფილი. გზა ტ------- მიმართულებით განაგრძო. ქვემოთ, ნაგავსაყრელთან ჩასვლისას თეთრმა მანქანამ გასწრება სცადა, რა დროსაც დაეჯახა და გზა გააგრძელა. არ მისული სოფელ ტ---------- კვლავ დააჯახა მანქანა, შეჯახების შედეგად შემოტრიალდა და ზედ, ხევის პირზე გაჩერდა. მოწმის განმარტებით თეთრ მანქანაში ნ-------ი ჯ--–--–---–ი და მისი შვილი გ------- ჯ--–--–---–ი ისხდნენ, ავტომანქანას შვილი მართვადა. მანქანის წინა მარჯვენა მხრიდან გადმოყოფილი იყო სავარაუდოდ სანადირო თოფი. თუ ვის ეჭირა თოფი, მოწმემ არ იცის. მერსედესის მანქანა ორ კარიანი იყო, თუ ოთხ კარიანი არ დაკვირვებია. ასევე არ იცის მანქანას საჭე მარჯვნივ ჰქონდა თუ მარცხნივ, თოფი ორ ლულიანი იყო თუ ცალ ლულიანი. ხევთან მანქანის გაჩერებისას, თეთრი მერსედესი მათი მიმართულებით წამოვიდა, რა დროს მოწმემ თქვა, ,,გავიქცეთ თორემ დაგვხოცავსო“ და ხევში გადახტა. ყველანი გადმოვიდნენ მანქანიდან და ხევის მიმართულებით წავიდნენ, რა დროსაც მის ავტომანქანას, მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა და ხევში გადააგდო. ამის შემდეგ: თეთრი ფერის მერსედესი წავიდა იმ მიმართულებით საიდანაც მოდიოდნენ, დ----- და ნ------ წავიდნენ ტ------- მხარეს, თვითონ კი ფეხით, ქ--------------ს მხარეს ამოვიდა. მოწმემ აჩვენა, რომ არ უკითხავს და არც თ-----–---–ის და მ------–-–---–ს არ უთქვამთ მისთვის, რატომ მოსდევდათ აღნიშნული ავტომანქანა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მის ოჯახსა და ჯ--–--–---–ის ოჯახის წევრებს შორის კარგი ურთიერთობაა, მათთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია, აქედან გამომდინარე, რატომ მოხდა ეს არ იცის. მისი ვარაუდით, შესაძლებელია მომხდარი მის მიერ ბიჭების მანქანაში ჩასხდომას უკავშირდებოდეს. მოწმის განმარტებოთ ნ--------ის დედის სახლიდან ნ------- ჯ--–--–---–ის სახლამდე დაახლოებით 40 მეტრი ან შეიძლება უფრო ნაკლებია. შეგროვილ ხალხთან რაიმე მანქანა მას არ დაუნახავს.

3.3. მოწმე შ------- მ-------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის მაისის თვეში, საღამოს, „ოპელ კორსას“ მარკის ავტომანქანით, მეუღლესთან, ნ--------ი ჯ--–--–---–თან ერთად მიდიოდა ჯ-------------------------- გავლით. გაიარეს მაჩხაანი და მიდიოდნენ ჯუგაანში, რა დროსაც გზაში დაინახეს მათი მეზობელი დ----- თ-----–---–ი, რომელსაც ნ--------ი (გვარი არ ახსოვს) და ნ------ მ------–-–---–ი ,,მიათრევდნენ“. მან მეუღლეს უთხრა, რომ დ----- თ-----–---–ი უცემიათო. მეუღლემ მანქანა გააჩერა. თვითონაც გადავიდა მანქანიდან, ამ დროს მას თან პატარა, 10 თვის ბავშვი ჰყავდა. მანქანის გაჩერებისას დაინახა მ------, რომელიც მის მეუღლეს ეუბნებოდა „აი ეს უბედური დაჭრესო“. ამ დროს გამოიარა მერსედესის მარკის ვერცხლისფერმა ავტომანქანამ, მიუახლოვდა მის მეუღლესა და მ------ს, რა დროსაც გასროლა მოხდა. გასროლის შემდეგ მ------მ დაიჩოქა და „დამჭრესო“ დაიყვირა. მოწმის განმარტებით, მას შეეშინდა და რა მოხდა ვერ დაინახა. ამავდროულად დაინახა, რომ მის კუთვნილ მანქანაში მ------ ყ------–---–ი ჩახტა და გაიქცა. მას ეგონა რომ მისი მეუღლე იყო დაჭრილი, მერე თუმცა მალევე მ------ს დაჭრის შესახებ შეიტყო. შემდგომ გაიგეს რა მიმართულებით წავიდა მათი მანქანა და ნახეს მიტოვებული მანქანა, რომელიც სისხლით მოთხვილი იყო და შიგნით არავინ იჯდა. შემთხვევის დროს მყოფი პირებიდან, ვინც ჩამოთვალა იმის გარდა კიდევ ვინ ნახა არ ახსოვს, ნაცნობი სახეები იყო მაგრამ არ დაკვირვებია. მოწმემ განმარტა, რომ ავტომანქანის მიახლოებისას უბრალოდ გასროლის ხმა გაიგო, ცეცხლი არ დაუნახავს, მ------ დაეცა და დაიძახა „დამჭრესო“. დაკითხვისას მოწმემ დააზუსტა, რომ მომხდარის შემდგომ იგი ბავშვთან ერთად გაიქცა მისი მანქანის მხარეს, რათა გაეღო კარები და მანქანაში ჩამჯდარიყო, თუმცა მის მანქანაში მ------ იჯდა. ამ დროს მან გონება დაკარგა, მას ეგონა, რომ მისი მეუღლე დაიღუპა. მან მხოლოდ დაინახა ვერცხლისფერი მანქანის შუშიდან გადმოყოფილი საგანი და როცა ერთი გასროლა მოხდა მაშინ დარწმუნდა, რომ ეს თოფი იყო. მანქანაში ვინ და რამდენი ისხდნენ არ დაუნახავს. მისივე ჩვენების თანახმად მერსედესის და „06-ის“ მარკის ავტომანქანის გადაადგილება და ასევე მანქანების შეჯახებს არ დაუნახავს.

3.4. მოწმე დ--–- ჯ--–--–---–ის ჩვენების თანახმად არის ნ------- ჯ--–--–---–ის მეუღლე, ხოლო დაზარალებულს არ იცნობს. 2017 წლის 7 მაისს, მეუღლემ ჭიშკართან გააჩერა მანქანა და დაიწყეს მასში გარკვეული ნივთების ჩალაგება. ამ დროს ერთი ახალგაზრდა მივიდა, დაუძახა და უთხრა, რომ ჯ-------- და ნ------ ეძახდნენ. მოწმე მას ნ------თ იცნობდა და ეს ბიჭი ყოფილა მიხეილ მ------–-–---–ი, რომელიც იქ ცხოვრობს. მისი მეუღლე და ბიჭი იდგნენ მანქანასთან და დაძახებაზე გავიდნენ, თვითონ ავიდა აივანზე, რა დროსაც ჩხუბის, გინების და ლანძღვის ხმა შემოესმა. დაინახა რამდენიმე კაცი, რომლებიც ნ-------ის ედავებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ „თქვენ იჩივლეთ და კიდევ თქვენ გაქვთ პრეტენზიები და ბლატაობთ სოფელშიო“. შემდგომ ჩავიდა ეზოში და დაინახა, რომ მისი შვილი ვინმე მ------ს პირისპირ იდგა და მ------ს მისი ხელი ხელში ჰქონდა ,,ჩაბღუჯული“, ამასთან საყელოზეც ხელი ჰქონდა მოკიდებული. მისი შვილი გ------- არ განძრეულა, ვინაიდან მ------ს იარაღი ეჭირა ზურგს უკან, კერძოდ დაინახა იარაღის უკანა მხარე, ტარი. მ------ ემუქრებოდა მის შვილს მოკვლით - „ეხლავე მიგახვრიტავ, ეხლავე მიგაკლავო“. ამის დანახვაზე ის გაიქცა და შუაში ჩაუდგა, თუმცა ვერაფერს გახდა, რადგან იქ დაახლოებით 5-6 კაცი იყო. ამის შემდგომ ის ტ------- მხარეს გზაზე გაიქცა, ყვიროდა და საშველად ხალხს იხმობდა. მოწმის განმარტებით, სოფელში ყველამ იცოდა, რომ მ------ იარაღით დადიოდა. რამდენ ხანს ირბინა და რატომ გარბოდა არ იცის. ამ დროს მის წინ გაირბინა მისი შვილის მანქანამ, რომელსაც მომენტალურად მიჰყვა ერთი მუქი ფერის მანქანა და მერე მიჰყვა მეორე მანქანა. მოწმე მანქანებს დაედევნა, მაგრამ ვერ დაეწია. მოწმის კივილზე მთელი სოფელი გარეთ გამოვიდა, მაგრამ ვერც ერთის სახეს ვერ აღიქვამდა. შემდეგ, სახლში მისვლისას, ნახა, რომ მისი შვილის მანქანა იყო დამტვრეული და ეზოში მეზობლები იყვნენ შეკრებილი. მის კითხვაზე იქ მყოფებმა უპასუხეს, რომ მათ მანქანას ,,შ-----–-“ დაეჯახათ, რომლის ნამდვილი სახელი ნ--------ია, გვარი კი არ იცის. ამის შემდგომ იქ პოლიცია მივიდა და მეზობლებს მათი სახლი დაატოვებინეს. მის მეუღლეს ჯერ ესაუბრებოდნენ, შემდგომ კი დააკავეს. მოწმის განმარტებით მის მეუღლეს, შვიდი წლის წინ, თ-----–---–ის მიზეზით ოპერაცია აქვს გაკეთებული, რა დროსაც ნ------- ჯ--–--–---–ი კომაში იყო და ძლივს გადარჩა. ამის შემდგომ თ-----–---–ისგან და დანაჩენებისგან იყო ზეწოლა, რამდენი დათვრებოდნენ მის მეუღლეს ლანძღავდნენ და უწმაწურ სიტყვებს ეძახდნენ. მოწმემ აჩვენა, რომ ოჯახში მისი მეუღლის სახელზე გაფორმებული სანადირო თოფი აქვთ. ეს თოფი პოლიციას გ-------მ გამოუტანა, რომელიც დაშლილი იყო. პოლიციელებმა ის ააწყეს და წაიღეს. მოწმის განმარტებით, ნ-------ი ჯ--–--–---–ის მანქანას მარცხნიდან დარტყმული ჰქონდა, წინა კარები მთლიანად შენგრეული იყო და უკანა მხარეს არ მიუქცევია ყურადღება იქაც შენგრეული იყო რაღაცეები. მანქანაზე დაჯახება სად მოხდა და როგორ მოხდა არ უთქვამთ და არც გაუგია, ასევე მას არც გასროლის ხმა არ გაუგია.

3.5. მოწმე ნ--------ი ჯ--–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ------- ჯ--–--–---–ს კარგად იცნობს, დაზარალებული კი მისი მეზობელია და ორივესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. 2017 წლის 7 მაისს, ცოლ-შვილთან ერთად, სამსახურში მიდიოდა. დაახლოებით 6-7 საათზე დაინახა დ----- თ-----–---–ი, რომელსაც უკვე ნ-------- შანშიაშვილის მანქანაში სვამდნენ. ამ დროს შეხვდა მ------ ყ------–---–იც და მას ჰკითხა მომხდარის შესახებ. მ------მ უპასუხა, რომ დ----- თ-----–---–ი იყო დაჭრილი. ამ საუბრის დროს დაინახა ვერცხლისფერი მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომელიც მიუახლოვდათ და ამ დროს გაიგონა გასროლის ხმა. გასროლისთანავე მ------ ყ------–---–ი წაბორძიკდა და იმ წუთას წამოდგა, ჩაჯდა მის კუთვნილ მანქანაში და ხევის მიმართულებით წავიდა. შემდომ საკუთარი მანქანა შიხიანთ ხევში, ლაფში ჩვარდნილი იპოვა, კარი იყო ღია, ხოლო „რული“ და „რიჩაგი“ - სისხლიანი. ამ ფაქტის მერე წავიდა არქიმედეს კლინიკაში, ხოლო არქიმედეს კლინიკიდან მისი მანქანა პოლიციაში წაიყვანეს. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ როდესაც მისი მანქანა წავიდა, მას წინ არ უშვებდა ვერცხლისფერი მანქანა და უკნიდან დაარტყა „ნოლ შესტმა“. შეჯახება დაინახა ერთხელ, იმის მერე რა მოხდა უკვე აღარ იცის. მოწმის განმარტებით, როცა ვერცხლისფერი მანქანა მიუახლოვდათ, გასროლის ხმა მაშინ გაიგო, თოფის გასროლის ხმას მიამსგავსა, თუმცა ვერ დაინახა საიდან ისროლეს, რადგან ვერც კი წარმოიდგენდა, იქ ასეთი რამ თუ მოხდებოდა. მას ასევე არ დაუნახავს ვინ იჯდა ვერცხლისფერ მანქანაში. შემდგომ საუბარში გაიგო, რომ დ----- დაჭრეს და ნ-------იმ მ------ს ესროლაო.

3.6. მოწმე დ----- თ-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ნ------- ჯ--–--–---–ს იცნობს ბავშობიდან, ხოლო დაზარალებული მ------ ყ------–---–ი მისი მეგობარია. დაახლოებით 7 წლის წინ, 10 ლიტრი ღვინის ვალის გამო, მის ძმაკაც შ--–-- მ-------–-–---–- ნ------- ჯ--–--–---–თან მოუხდა ურთიერთშელაპარაკება. 2017 წლის 4 თუ 5 მაისს, მეგობართან მიდიოდა და უნდა გაევლო ორღობე, სადაც ნ------- ჯ--–--–---–ი ცხოვრობს. გზად მიმავალი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე სცემეს ნ------- ჯ--–--–---–მა და მისმა შვილმა გ-------მ. ორი დღის შემდეგ ქეიფობდა ნ--------ის ბიჭის დაბადების დღეზე მეგობრებთან: ნ------ მ------–-–---–თან და მ------ ყ------–---–თან ერთად. სუფრიდან გამოვიდა სიგარეტის საყიდლად მ------ ყ------–---–თან ერთად, რა დროსაც ტრასაზე შეხვდათ გ------- ჯ--–--–---–ი. მან გ-------ს ჰკითხა, თუ რატომ სცემეს 7 წლის წინ მომხდარი შემთხვევის გამო, თუმცა არც უგინებია მისთვის და არც შეურაცხყოფა მიუყენებია. გ-------მ მას ცემა დაუწყო და უკან ფერდში დანა დაარტყა. ამის შემდეგ ნ------ მ------–-–---–მა ის ნ-------- შ--–-–---–ის ავტომანქანაში ჩასვა. ნ------ წინ, მძღოლის გვერდით დაჯდა, ხოლო მოწმე უკან „სიდენიაზე“ დასვეს და ავტომანქანით ის, ნ--------ი და ნ------ ტ------- მიმართულებით, „არქიმედეს“ საავადმყოფოში წავიდნენ. სოფელ ქ-------------- რომ გასცდნენ, დაეწიათ ბრონზისფერი მერსედესი. ნ--------მა დაიძახა ,,სიდენიაზე“ ჩაწექი იარაღი აქვთო“. ამ დროს მერსედეს უკნიდან რამდენიმეჯერ შეჯახათ. ერთ-ერთი დაჯახების დროს, მძღოლმა მანქანა ვერ დაიმორჩილა და ხევისკენ წავიდა. მანქანიდან ყველანი გადმოვიდნენ, თვითონ და ნ------ ხევზე გაიქცნენ, რამდენიმე კილომეტრი ირბინეს, რათა საავადმყოფომდე ჩაეღწიათ. გზაზე შეხვდათ ნ------ს მეზობლის წითელი ფერის „ნივა“. ამ ავტომანქანაში ისხდნენ ვ--–----, მისი შვილი და ნ------ს მშობლები. ის ჩაისვეს ავტომანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს სადაც შეიტყო დაჭრილი მ------ ყ------–---–ის საავადმყოფოში გადაყვანის ამბავი. მოწმის განმარტებით, მანამ, სანამ ნ--------ი დაიძახებდა ჩაწექით იარაღი აქვსო, ჯ--–--–---–ებს მერსედესი სახლის წინ ედგათ, ეს მანქანა ეკუთვნის გ------- ჯ--–--–---–ს. დევნის დროს მერსედესის მარკის ავტომანქანაში ვინ ისხდნენ არ დაუნახავს, თუმცა ნ--------მა თქვა მამაშვილი არიანო, ასევე ნ--------მა თქვა, რომ მათ თოფი ჰქონდათ. ნ--------ი მათთან ერთად რატომ არ გაიქცა არ იცის. მ------ ყ------–---–ს, ნ------- ჯ--–--–---–ს და გ------- ჯ--–--–---–ს შორის კონფლიქტი არ მომხდარა. როცა დაინახა მ------ ყ------–---–მა, რომ მას კლავდნენ მხოლოდ მაშინ ჩაერია და მ------მ მგონი ერთი-ორი დაარტყა ნ-------ის ბიჭს. პირადად მას გ-------სთან არ უჩხუბია. მ------ს იარაღი არ აქვს. არც იმ დღეს ხელში იარაღი ან რაიმე ნივთი არ ეჭირა. მოწმემ განმარტა, რომ მისი დაჭრის შემდეგ რა მოხდა და ვინ ვის ესროლა არ იცის.

3.7.მოწმე ნ-----–---- მ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ------- ჯ--–--–---–ი მისი მეზობელია და იცნობს. დაზარალებული კი მისი კლასელი იყო და მასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. 2017 წლის 7 მაისს იმყოფებოდა მეგობრის დაბადების დღეზე. სუფრაზე იყო დაახლოებით 5 კაცი: მისი თანასოფლელი ნ-------- შ--–-–---–ი, თვითონ, მ------ ყ------–---–ი, დ----- თ-----–---–ი. იყო ნასვამი, დალევა აღარ უნდოდა და სახლში წავიდა. სახლამდე წაიყვანა ნ-------- შ--–-–---–მა ავტომანქანით. სახლში მისულს გაახსენდა, რომ სიგარეტი არ ჰქონდა და უკან დაბრუნდა. როცა ჩამოვიდა დაინახა, რომ მ------ ყ------–---–ს და დ----- თ-----–---–ს შელაპარაკება ჰქონდათ ნ------- ჯ--–--–---–თან. ნასვამი იყო და მომხდარით არ დაინტერეებულა, ახლოს არ მისულა. შემდეგ დაჭრილი დ----- თ-----–---–ი დაინახა, ხოლო ქვევით ნ-------- შ--–-–---–ის მანქანა იდგა. ნ--------ს დაუძახა და მასაც დახმარებაზე უარი არ უთქვამს. დ----- თ-----–---–ი ნ--------ის მანქანაში უკან ჩასვეს, თვითონ წინ დაჯდა და წავიდნენ. სოფლიდან გასულები არ იქნებოდნენ, როცა უკნიდან, დაახლოებით სამჯერ დაეჯახათ ავტომანქანა. გაიხედა უკან და დაინახა გ------- ჯ--–--–---–ი, რომელიც საჭესთან იჯდა, ხოლო გვერდზე ნ------- ჯ--–--–---–ი, მათ ხელში არაფერი დაუნახავს. შემდეგ ნ-------- შ--–-–---–მა საჭე ვეღარ დაიმორჩილა მანქანა ხევის პირზე გადავარდა. ნ--------ის დაძახებაზე, „ბიჭებო ხომ ცოცხლები ხართ?“ მან უპასუხა, რომ ცოცხლები იყვნენ და დ----- თ-----–---–თან ერთად ფეხით განაგრძო გზა ხევის მიმართულებით. ნ--------ი სად წავიდა არ იცის, ისინი კი საავადმყოფოს მიმართულებით წავიდნენ. გზაში თავისი მეზობლის მანქანა შენიშნა, სადაც მისი მშობლებიც ისხდნენ. თ-----–---–თან ერთად ჩაჯდა ამ მანქანაში და საავადმყოფოში წავიდნენ. მანქანაში უთხრეს, რომ ნ------- ჯ--–--–---–მა ესროლა მ------ ყ------–---–სო. მათ საავადმყოფოში დ----- თ-----–---–ი დატოვეს და 15 წუთში სახლში იგივე მანქანით დაბრუდნენ.

3.8. მოწმე მიხეილ მ-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ------- ჯ--–--–---–ს და დაზარალებულ მ------ ყ------–---–ს იცნობს და ორივესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. 2017 წლის მაისში იმყოფებოდა მეგობართან, გ------- მ-----–-–---–თან. გაიგონეს ხმაური და ამის გამო გ------- მ-----–-–---–თან ერთად გამოვიდა გზაზე, სადაც ხალხი იყო შეკრებილი. მასაში იცნო მ------ ყ------–---–ი და დ----- თ-----–---–ი. მან მ------ ყ------–---–ს ჰკითხა თუ რა ხდებოდა, მ------მ კი უპასუხა - არაფერი, რაღაც შელაპარაკება მოხდაო. ამის შემდეგ, ქვემოთ, მან და გ------- მ-----–-–---–მა ნახეს, რომ დ----- თ-----–---–ი იყო დაჭრილი. დ-----ი ჩასვეს ლურჯი ფერი „ჟიგულის“ მარკის მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს. მას გაჰყვა ორი პირი, ერთი ნ------ და მეორე მეტსახელად „შ-----–-“, მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ იცის. შემდეგ დაინახა ნელა მომავალი მერსედესის მარკის მანქანა. როგორც კი ეს ავტომანქანა მ------ს გაუსწორდა, გასროლის ხმა გაიგო და მანქანიდან ცოტა განათდა კიდეც, რა დროსაც მ------ წაიქცა. ამ დროს ეს ავტომანქანა წავიდა ფანიანის მიმართულებით, მოუხვია და ტ------- მიმართულებით განაგრძო გზა. სროლის შემდეგ მ------ ჩაჯდა იქვე მდგომ „ოპელის“ მარკის მანქანში და ჩაუხვია ხელმარცხნივ ჩიხში. თვითონ და გ------- მ-----–-–---–ი ამის შემდეგ სიტუაციას გაერიდნენ. მოწმის განმარტებით ავტომანქანაში რამდენი ადამიანი ისხდა, ან ვინ ისხდნენ არ დაუნახავს.

3.9. მოწმის სახით დაკითხულმა გ------- მ-----–-–---–მა, სასამართლოს მისცა მოწმე მიხეილ მ-----–-–---–ის ჩვენების ანალოგიური ჩვენება და აღნიშნა, რომ არ დაუნახავს თუ ვინ მოახდინა გასროლა და მხოლოდ გასროლის ხმა გაიგო.

3.10. მოწმე გ------- ჯ--–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულ მ------ ყ------–---–ს, როგორც მის სოფლელს იცნობს. მათ შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ნ------- ჯ--–--–---–ს, ის მისი მამაა და მის წინააღმდეგ არ სურს ჩვენების მიცემა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2017 წლის 7 მაისს, დღის განმავლობაში იმყოფებოდა ვენახში და საღამოს დაბრუნდა სახლში. საკუთრებაში ჰყავს რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის მერსედესი სახელმწიფო ნომრით O------. ამჟამად სად არის ეს ავტომანქანა არ იცის, ცხრა თვეა რაც საჯარიმოზე წაიყვანეს და მისი მფლობელობიდან გავიდა. წაყვანამდე ის იყო მუშა მდგომარეობაში. ავტომანქანა 6 წელია ჰყავს, ამიტომ მას დაზიანებული ჰქონდა წინა მარცხენა კარი, ამასთან კარები არის შეღუნული და შუშა გატეხილი წინა მარცხენა მხარეს. ეს დაზიანება ავტომანქანამ მიიღო შეჯახების შედეგად, მას დაეჯახა 06 მარკის ჟიგული. ვინ მართავდა ამ ავტომობილის მისთვის უცნობია, ასევე არ იცის რამ გამოიწვია შეჯახება. მოწმის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო საკუთარი საცხოვრებელი სახლი ჩხრეკაში, ასევე დაადასტურა სანადირო თოფის პოლიციისთვის გადაცემის ფაქტი. მოწმემ აჩვენა, რომ ავტომანქანაში ეწყო გასროლილი მასრები, რომელიც აღებული ჰქონდა მინდვრიდან. მასრები დაახლოებით სამი წელია რაც ეწყო ავტომანქანაში.

3.11. მოწმე გ------- ჯ---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კა-----------–-–-------------------------------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელად. 2017 წლის 7 მაისს, შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მ------ ყ------–---–ისათვის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანების გამო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ საქმეზე როგორც გამომძიებელმა დაკითხა მოწმეები, მათ შორის ნ------- ჯ--–--–---–ის შვილი გ------- ჯ--–--–---–ი. ასევე ჩაატარა ჩხრეკა, პირველ რიგში გაჩხრიკა ავტომანქანა, რომელიც იყო გარეგნულად დაზიანებული. ჩხრეკა ჩატარდა ნ------- ჯ--–--–---–ის საცხოვრებელ სახლში, ჩხრეკა დაიწყო საცხოვრებელი სახლის ეზოდან და ამ ეზოში მდგარი ავტომანქანიდან. მანქანას დაზიანებები ეტყობოდა უკნიდან, გვერდზე და წინიდან. მანქანაში, მარცხენა მხარეს, კარების ჯიბეში მოწმის მიერ ნანახი და ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სამი ცალი გასროლილი მასრა. მანქანაში ასევე ელაგა ტანსაცმელი, მწნილი და ისეთი ნივთები, რომელიც გ------- ჯ--–--–---–ის განმარტებით მიჰქონდა რუსთავში. აღნიშნულის შემდეგ გ------- ჯ--–--–---–მა წარუდგინათ თოფი და უთხრათ, რომ ეს ის თოფი იყო, საიდანაც მამამისმა გააკეთა გასროლა. თოფიც ანალოგიურად ექსპერტების მიერ იქნა დალუქული. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ნ------- ჯ--–--–---–ის საძინებელი ოთახიდან, ამოღებული იქნა ნ------- ჯ--–--–---–ის ტანსაცმელი. მან ასევე დაკითხა ნ------- ჯ--–--–---–ი, რომელმაც საქმის გარეშემო დეტალებზე საუბრისგან თავის შეიკავა, თუმცა დაკითხვაში დააფიქსირა მხოლოდ ის, რომ მან გააკეთა გასროლა მ------ ყ------–---–ის მისამართით.

3.12. მოწმე გ------- თ-----–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2017 წლის 7 მაისს, სოფელ მაჩხაანში გასული იყო მაღაზიაში. დაბრუნებისას შენიშნა ხალხი და გაიგო, რომ მოხდა ჩხუბი, თუმცა დეტალებით არ დაინტერესებულა. ამ დროს მასთან მივიდა მიხეილ მ-----–-–---–ი და უთხრა, რომ მ------ ყ------–---–ი კითხულობდა და „ჩიხიანთ ხევზე“ ჩასულიყო. ადგილზე მისულს დახვდა „ოპელ კორსას“ მარკის მანქანასთან მდგომი მ------ ყ------–---–ი, რომელსაც მარჯვენა გვერდი სისხლით ჰქონდა მოსვრილი. მათ დარეკეს სასწრაფოში და მ------ წაიყვანეს საავადმყოფოში - არქიმედეს კლინიკაში. მისი საავადმყოფოში ყოფნის დროს იქ მივიდა მამამისი, რომელიც დაჭრილი იყო მარჯვენა გვერდში. მამამ უთხრა, რომ რაც მოხდა მისი საქმე იყო და არ ჩარეულიყო. მოწმემ დააკონკრეტა, რომ მ------ს მუცელთან ჰქონდა სისხლი და მანვე უთხრა რომ სანადირო თოფიდან ესროლეს, ვინ ესროლა არ უთქვამს. შესაბამისად, მოწმემ განმარტა, რომ არ იცის თუ ვინ ესროლა მ------ ყ------–---–ს და ვინ დაჭრა მამამისი.

3.13. დაზარალებულმა მ------ ყ------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ 2017 წლის მაისში მეგობართან საქეიფოდ იმყოფებოდა. საღამოს წამოვიდა სუფრიდან და გზაზე დაინახა, რომ ნ-------ი, გ------- და დ----- ჩხუბობდნენ. გ-------ს დანა ეჭირა, ის მივიდა და ერთი ხელით დაიჭირა გ-------. ამ დროს ნ-------მა გ-------ს დანა წაართვა და რამდენჯერმე დაარტყა მას. კონფლიქტის შედეგად დ----- დაჭრილი იყო, მას კი უნდოდა დაჭრილი საავადმყოფოში წაეყვანა. ამისათვის ნ------მ შესთავაზა თავისი ავტომანქანა. მოწმე გაემართა ნ------ს ავტომანქანაში დასაჯდომად, რა დროსაც საიდანღაც ავტომანქანა გამოვიდა და ესროლეს. ტყვია მოხვდა მუცელში, სიმწრისგან ჩაიკეცა, მაგრამ გონი არ დაუკარგავს. იმ მანქანიდან გაიგო ხმა, რომ „მოატრიელე, არ გაუშვაო“. ამის შემდეგ ის ჩაჯდა ნ-------- ჯ--–--–---–ის შავი ფერის ავტომანქანაში და უნდოდა იქიდან წასვლა, თუმცა ხელშიც საფანტი ჰქონდა მოხვედრილი და მანქანის დაქოქვა გაუჭირდა, მაშინვე ვერ დაქოქა. როდესაც ავტომანქანა მოატრიალა, მისი მისამართით ის მანქანაც მოტრიალდა, საიდანაც ესროლეს, ვინაიდან მისი მოკვლა სურდათ. როდესაც დაქოქა ავტომანქანა წავიდა ჯუგაანის მიმართულებით, რა დროსაც მანქანა გზაში გაუჩერდა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მოწმის განმარტებით ეს შემთხვევა 2017 წლის 7 მაისს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა. ამავე ჩვენების თანახმად დაინახა, რომ ავტომანქანაში, საიდანაც ესროლეს, ორი პირი იჯდა. მათ გარდა იჯდა თუ არა ვინმე არ დაუნახავს. მანქანა ჩაბურული შუშებით იყო, თან ბინდდებოდა და არ იცის ვინ საით იჯდა. ხმა რომელიც გაიგო - მოაბრუნეო, მიამსგავსა გ-------ს ხმას, თუმცა მანქანის მობრუნების შემდეგ ორივე ნ-------ი და გ------- მანქანაში ისხდნენ. მათგან რომელმა ესროლა და რომელმა დაუძახა ზუსტად არ იცის. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გამომძიებლებს უთხრა რაც უნდოდათ ის დაეწერათ და ის ხელს მოაწერდა. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ჩვენებას დაწერდნენ, რადგან იგი სასამართლოსთვის აპირებდა ჩვენების მიცემას.

3.14. მოწმე ე-----–- ბ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კა-----------–-–-------------------------------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. გამოძიების პროცესში მან მოწმის სახით გამოკითხა გ------- თ-----–---–ი, დ--–- ჯ--–--–---–ი და ნ-----–---- მ------–-–---–ი, სხვა საპროცესო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ აქვს მიღებული.

3.15. 2017 წლის 7 მაისის, შემთხვევის ადგილის, სიღნაღის რაიონი სოფელი ქ--------------, ნ-------ი ჯ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე გრუნტიანი საუბნო გზის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ეზოში შესასვლელი ლითონის ჭიშკრის შუა ადგილზე გრუნტიან გზაზე ჭიშკრიდან 1.35 მეტრის მოშორებით მიწის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ვაზნა მოწითალო ფერის წარწერით „16“, აღნიშნული დალუქული იქნა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების მიერ.

3.16. 2017 წლის 8 მაისის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან დგინდება, რომ მოწმე ნ-------- ჯ--–--–---–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც მოწმემ გამომძიებელს უჩვენა ის ადგილი, სადაც იმყოფებოდა იგი მ------ ყ------–---–თან ერთად, როდესაც მათ მიუახლოვდათ „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და რომლიდანაც გაიგონა გასროლის ხმა. მითითებულ ტერიტორიაზე ვიზუალური დათვალირებით შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისფერი ლაქები.

3.17. 2017 წლის 8 მაისის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან დგინდება, რომ სიღნაღის რაიონის სოფელ ქ--------------ს საავტომობილო გზის დათვალიერების შედეგად ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები.

3.18. 2017 წლის 8 მაისის, გ------- ჯ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმიდან დგინდება, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 3 ცალი მასრა, თოფი მერსედესის მარკის ავტომანქანა, ნ------- ჯ--–--–---–ის შარვალი და პერანგი.

3.19. 2017 წლის 8 მაისის, ავტომანქანა მერსედესის, სახელმწიფო ნომრით O------ დათვალიერების ოქმიდან დგინდება, რომ ავტომაქანის დათვალიერებისას მოხდა ექსპერტის მიერ დენთის კვალის ნიმუშის აღება.

3.20. 2017 წლის 11 ივნისის, სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, N--------- დასკვნიდან დგინდება, რომ შპს „არ------------–-----“ სიღნაღის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის 1021 და შპს „პირველი საავადმყოფო“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის 5--- მიხედვით მოქალაქე მ------ ყ------–---–ს აღენიშნება მუცლის ღრუს შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაზიანებით, ეს დაზიანება განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

3.21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა - კახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექიმი-ექსპერტმა თ----- ზ-----–-–---–მა - მხარი დაუჭირა მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას. განმარტა, რომ მის მიერ შესწავლილი იქნა ავადმყოფის ორი ისტორია, რის საფუძველზეც ეს დაზიანებები განვითარებული ცეცხსასროლი იარაღის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. დაზიანებები მიყენებული იყო მუცლის ღრუში, იყო შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა და დაზიანებული იყო მსხვილი და წვრილი ნაწლავები. ექსპერტმა შეფასებისას იხელმძღვანელა კანონით „სიმძიმის ხარისხის განსაზღვრის წესების შესახებ“, რის საფუძველზეც მუცლის ღრუში და გულმკერდის არეში ყველა შემავალი ჭრილობა არის სიცოცხლისთვის სახიფათო.

3.22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- მ-----–---–მა მხარი დაუჭირა მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას და დაადასტურა მასში მითითებული ფაქტები და გარემოებები. 2017 წლის 14 ოქტომბრის, სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნიდან დგინდება რომ 1) ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: „ნ------- ჯ--–--–---–იდან აღებული ანაწმენდები“ მოთავსებულ მარჯვენა ხელის ანაწმენდზე, მარცხენა ხელის ანაწმენდზე, სახიდან აღებულ ანაწმენდზე, მარჯვენა ნესტოდან აღებულ ანაწმენდზე და მარცხენა ნესტოდან აღებულ ანაწმენდზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღენიშნება. 2) ექსპერტიზაზე წარდგენილ გ------- ჯ--–--–---–ის მარჯვენა ხელის ანაწმენდზე, მარცხენა ხელის ანაწმენდზე, სახიდან აღებულ ანაწმენდზე, მარჯვენა ნესტოდან აღებულ ანაწმენდზე და მარცხენა ნესტოდან აღებულ ანაწმენდზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. 3) ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: „ნ------- ჯ--–--–---–ის საცხ. სახლის საწოლიდან მიღებული 1 ც. შარვალი მოწითალო ფერის ლაქით და 1 ც. პიჯაკი“. მოთავსებულ გრძელსახელოიან პერანგზე და ჯინსის შარვალზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღენიშნება. 4) ექსპერტიზაზე წარდგენილ გ------- ჯ--–--–---–ის გრძელსახელოებიან მაისურზე და ჯინსის შარვალზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღენიშნება. 5) ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: „ანაწმენდები აღებული ავტომანქანა სახ. ნომრით O--------- წინა მარცხენა შიდა მხრიდან“ მოთავსებულ ანაწმენდებზე წარწერით „წინა მარცხენა მაჩვენებელი დაფიდან აღებული ანაწმენდი და „წინა მარცხენა კარის შიდა მხრიდან აღებული ანაწმენდი აბივკიდან“ დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღენიშნება.

3.23. 2017 წლის 18 სექტემბრის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნით და ესქსპერტ ვ--------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე 1) მ------ ყ------–---–ის სისხლის ნიმუში ეკუთვნის A (II) ჯგუფს და RH+ ფაქტორს; 2) დ----- თ-----–---–ის სისხლის ნიმუში ეკუთვნის O (I) ჯგუფს და RH+ ფაქტორს; 3) პაკეტებში წარწერებით: „მოწითალო ფერის ლაქა ამოღებული ასფალტის ზედაპირიდან“, ა/მანქანა „ოპელ კორსას“ მარკის სახ. ნომრით: N---------- საჭიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა“ და „მარცხენა მძღოლის ფეხების დასალაგებელი რეზინი და ხალიჩიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა“ მოთავსებულო ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------ ყ------–---–ს. 4) პაკეტში წარწერით „ნ------- ჯ--–--–---–ს საცხ. სახლის მეორე სართულზე საძიებელ ოთახში მდგომ საწოლიდან ამოღებული 1 ც. შარვალი მოწითალო ფერის ლაქით და 1ც. პიჯაკი“ მოთავსებულ შარვალზე და პერანგზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელის გენეტიკური პროფილი განსხვავდება მ------ ყ------–---–ის და დ----- თ-----–---–ის გენეტიკური პროფილებისგან.

3.24. 2017 წლის 19 მაისის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ქარხნული წესით დამზადებულ რუსული წარმოების 16 კალიბრის „T------ მოდელის ორლულიანი სანადირო გლუვლულიანი N------- თოფი ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება გლუვლულიანი ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

3.25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურის მთავარმა ექსპერტმა გ---- ხ----–---–მა დაადასტურა ამ დასკვნის სისწორე. მანვე აჩვენა, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა მის მიერ გაცემული იქნა ინდივიდუალურად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ფუთას ჰქონდა წარწერები, მთლიანობა დარღვეული არ იყო. დასკვნის გაცემისას გამოყენებული იქნა ლიტერატურა - სანადირო ცეცხლსასროლი იარაღები. მანვე განმარტა, რომ ღამის საათებში ამ თოფით გასროლისას ლულიდან გამოდის ნამწვი, მაგრამ ლულის არხიდან რამდენად ნათდება ვერ იტყვის. არსებობს სპეციალური დანიშნულების იარაღები, რომ ცეცხლი არ გამოჩნდეს. წარდგენილი თოფის ლულა გაწმენდილ მდგომარეობაში იყო თუ არა ის არ ამოწმებს, აღნიშნულს აკეთებს ქიმიური ექსპერტიზა.

3.26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა - კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარმა ექსპერტმა ა-----– ღ-----–---–მა მხარი დაუჭირა მის მიერ გაცემულ, 2017 წლის 19 მაისის, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და დაადასტურა მასში მითითებული ფაქტები და გარემოებები. კერძოდ, 2017 წლის 19 მაისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი ხასითისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა და თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისთვის. ავტომობილ ვაზ 2------- წინა მარცხენა ფრთაზე და ავტომობილ „მერსედესი“-ის წინა მარცხენა კარზე არსებული დაზიანებების ფორმებიდან და განვითარებიდან გამომდინარე ავტომობილებს შორის ურთიერთკონტაქტი შესაძლებელია მომხდარიყო აღნიშული ნაწილებით.

3.27. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

3.28. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

3.29. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

3.30. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობას, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.

3.31. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.

3.32. პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი განმარტებულია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული “.სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.33. ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც განმრტავს იგივეს, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.34. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

3.35. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია, აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე და სხვა.

3.36. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობისას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.

3.37. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.

3.38. სააპელაციო პალატა უთითებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებზე, რომლის თანახმადაც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).

3.39. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ------- ჯ--–--–---–ის მიერ, 2017 წლის 7 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე სიღნაღის რაიონის ს------–---------------–-----------–------------------- დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სანადირო თოფიდან გასროლით მ------ ყ------–---–ს მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის დაზიანებების მიყენების ფაქტს. მართალია, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ხსენებეულ დროს და ადგილას, მ------ ყ------–---–ისთვის მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობის მიყენების და ამით წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაზიანების ფაქტს, მაგრამ ამ გარემოებას არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. გარდა აღნიშნულისა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას - ვინ განახორციელა გასროლა, რამაც ეს დაზიანება გამოიწვია.

3.40. პალატა ყურადღებას შეაჩერებეს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და აღნიშნავს, რომ არცერთი მათგანი არაა პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ გასროლა განახორციელა უშუალოდ ნ------- ჯ--–--–---–მა. სასამართლოში დაკითხული პირების ჩვენებებით, კონკრეტულად იმ გარემოების ირგვლის, თუ ვინ ისროლა თოფი ირკვევა შემდეგი:

დაზარალებულმა მ------ ყ------–---–მა აჩვენა, რომ მისი მისამართით გასროლა მოხდა მისკენ წამოსული ავტომანქანიდან, თუმცა ვის მიერ არ დაუნახავს. მისივე მითითებით, მანქანაში, საიდანაც ესროლეს ორი პირი - ნ-------ი და გ------- ისხდნენ, თუმცა არ დაუნახავს რომელი რომელ მხარე იჯდა და მათ გარდა იყო თუ არა მანქანაში სხვა ვინმე.

მოწმე ნ-------- შ--–-–---–ის ჩვენების თანახმად იმ მანქანის წინა მარჯვენა მხრიდან, საიდანაც ისროლეს გადმოყოფილი იყო სავარაუდოდ სანადირო თოფი. თუ ვის ეჭირა თოფი, მან არ იცის. ასევე არ იცის მანქანას საჭე მარჯვნივ ჰქონდა თუ მარცხნივ, თოფი ორ ლულიანი იყო თუ ცალ ლულიანი.

მოწმე შ------- მ-------ეს აჩვენა, რომ ავტომანქანის მიახლოებისას უბრალოდ გასროლის ხმა გაიგო, ცეცხლი არ დაუნახავს, მ------ დაეცა და დაიძახა „დამჭრესო“. მან მხოლოდ დაინახა ვერცხლისფერი მანქანის შუშიდან გადმოყოფილი საგანი და როცა ერთი გასროლა მოხდა მაშინ დარწმუნდა, რომ ეს თოფი იყო. მანქანაში ვინ და რამდენი ისხდნენ არ დაუნახავს.

მოწმე დ--–- ჯ--–--–---–ის ჩვენების თანახმად უშუალოდ სროლის ფაქტს საერთოდ არ შესწრებია.

მოწმე ნ--------ი ჯ--–--–---–იმა სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ როცა ვერცხლისფერი მანქანა მიუახლოვდათ, გასროლის ხმა მაშინ გაიგო, თოფის გასროლის ხმას მიამსგავსა, თუმცა ვერ დაინახა საიდან ისროლეს, რადგან ვერც კი წარმოიდგენდა, იქ ასეთი რამ თუ მოხდებოდა. მას ასევე არ დაუნახავს ვინ იჯდა ვერცხლისფერ მანქანაში. შემდგომ საუბარში გაიგო, რომ დ----- დაჭრეს და ნ-------იმ მ------ს ესროლაო.

მოწმე დ----- თ-----–---–იმა აჩვენა, რომ დევნის დროს მერსედესის მარკის ავტომანქანაში ვინ ისხდნენ არ დაუნახავს, თუმცა ნ--------მა თქვა მამაშვილი არიანო, ასევე ნ--------მა თქვა, რომ მათ თოფი ჰქონდათ. მ------ ყ------–---–ს, ნ------- ჯ--–--–---–ს და გ------- ჯ--–--–---–ს შორის კონფლიქტი არ მომხდარა. მოწმემ განმარტა, რომ მისი დაჭრის შემდეგ რა მოხდა და ვინ ვის ესროლა არ იცის.

მოწმე ნ-----–---- მ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ავტომანქანით გადაადგილების პროცესში გაიხედა უკან და დაინახა გ------- ჯ--–--–---–ი, რომელიც საჭესთან იჯდა, ხოლო გვერდზე ნ------- ჯ--–--–---–ი, მათ ხელში არაფერი დაუნახავს. მანქანაში უთხრეს, რომ ნ------- ჯ--–--–---–მა ესროლა მ------ ყ------–---–სო.

მოწმე მიხეილ მ-----–-–---–ის განმარტებით ავტომანქანაში, საიდანაც გასროლა მოხდა რამდენი ადამიანი ისხდა, ან ვინ ისხდნენ არ დაუნახავს.

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- მ-----–-–---–მა, სასამართლოს მისცა მოწმე მიხეილ მ-----–-–---–ის ჩვენების ანალოგიური ჩვენება და აღნიშნა, რომ არ დაუნახავს თუ ვინ მოახდინა გასროლა და მხოლოდ გასროლის ხმა გაიგო.

მოწმე გ------- ჯ---–---–ის ჩვენების თანახმად, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს კა-----------–-–-------------------------------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელია და აწარმოებდა გამოძიებას ამ საქმეზე, გამოძიების პროცესში დაკითხა ნ------- ჯ--–--–---–ი, რომელმაც საქმის გარეშემო დეტალებზე საუბრისგან თავის შეიკავა, თუმცა დაკითხვაში დააფიქსირა მხოლოდ ის, რომ მან გააკეთა გასროლა მ------ ყ------–---–ის მისამართით.

გ------- თ-----–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ როდესაც შეხვდა საავადმყოფოში მ------ ყ------–---–ს, ამ უკანასკნელს მუცელთან ჰქონდა სისხლი და მანვე უთხრა რომ სანადირო თოფიდან ესროლეს, თუმცა ვინ ესროლა არ უთქვამს.

3.41. ამრიგად, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება მოწმის ჩვენების სახით, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ქმედება განახორციელა უშუალოდ ნ------- ჯ--–--–---–მა. მართალია ჩამოთვლილთაგან რამდენიმე ჩვენება ირიბად უთითებს ნ------- ჯ--–--–---–ზე, მაგრამ ამ ჩვენების ავტორები ან ვერ ასახელებენ ამ ინფორმაციის წყაროს, ხოლო დასახელების შემთხვევაში, თვითონ წყარო არ ადასტურებს მას. ამასთან, პალატა უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 განჩინებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. მხედველობაშია მისაღები ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელების ადგილი - ის, რომ შემთხვევა მოხდა არაერთი თვითმხილველი მოწმის თანდასწრებით. ამ ვითარებაში მოწმის ჩვენების, როგორც მტკიცებულების ისეთი სიმწირე, როგორიც მოცემულ საქმეშია ვერანაირად ვერ შექმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

3.42. პალატა უთითებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმადაც: „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი ირიბი ჩვენებები არაფრით არ დასტურდება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გასროლა ნ------- ჯ--–--–---–მა განახორციელა. კერძოდ დადგენილია, რომ: „ნ------- ჯ--–--–---–იდან აღებული ანაწმენდები“ მოთავსებულ მარჯვენა ხელის ანაწმენდზე, მარცხენა ხელის ანაწმენდზე, სახიდან აღებულ ანაწმენდზე, მარჯვენა ნესტოდან აღებულ ანაწმენდზე და მარცხენა ნესტოდან აღებულ ანაწმენდზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღენიშნება“. „„ნ------- ჯ--–--–---–ის საცხ. სახლის საწოლიდან მიღებული 1 ც. შარვალი მოწითალო ფერის ლაქით და 1 ც. პიჯაკი“. მოთავსებულ გრძელსახელოიან პერანგზე და ჯინსის შარვალზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღენიშნება“.

3.43. ამრიგად, სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შედეგად პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ------- ჯ--–--–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით, რის გამოც სიღნაღის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი ნ------- ჯ--–--–---–ის მიმართ უნდა დარჩეს ძალაში და ნ------- ჯ--–--–---–ი გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---- ჯ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელი დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 24 ივნისის, განაჩენი ნ------- ჯ--–--–---–ის მიმართ.

2. ნ------- ჯ--–--–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

3. განემარტოს ნ------- ჯ--–--–---–ს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ერთი ცალი ვაზნა, სისხლისმაგვარი ლაქიდან აღენული ანაწმენდი, ნ-------- ჯ--–--–---–ის კუთვნილი „ოპელის“ მარკის ავტომანქანიდნა აღებული ანაწმენდები, გ------- ჯ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 3 ცალი მასრა, ნ------- ჯ--–--–---–ისგან ამოღებული ნიმუში (ანაწმენდი), გ------- ჯ--–--–---–ისგან აღებული დენთის კვლის ანაწმენდი, დ----- თ-----–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, მ------ ყ------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, „მერსედესის“ ავტომაქანიდან ამოღებული ანაწმენდები, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტმენტის სიღნაღის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.

- გ------- ჯ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომაქანა „მერსედესი“ და ნ-------- შ--–-–---–ისგან ამოღებული ავტომაქანა ვაზ 2106“, რომელიც განთავსებულია გურჯაანში სპეციალურ ავტოსადგომზე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

- გ------- ჯ--–--–---–ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თოფი, ტანსაცმელი (შარვალი და პერანგი), მ--- ქ---–---–ისგან ამოღებული მ------ ყ------–---–ის ტანსაცმელი, ი------------–---–----ნ ამოღებული დ----- თ-----–---–ის ტანსაცმელი, გ------- ჯ--–--–---–ისგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს კა-----------–-–-------------------------------- რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

 

მოსამართლეები: გ---- ჯეირანაშვილი

 

ხვიჩა კიკილაშვილი