განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
180100119002978489
ინსტანცია
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №180100119002978489-1ბ/1622-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: დ--------------------------–---–-- დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N------------ ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–------------------------–--------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

მ–------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი,სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ–------ რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–-ა და ითხოვა დ--------------–---–- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი;

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულმა დ--------------–---–-- ითხოვა მ–------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენის გაუქმება, ვინაიდან მიაჩნია რომ არ იქნა კანონიერად, ეფექტურად, სამართლიანად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და უსამართლოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

დ--------------–---–- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2019 წლის 23 იანვრის ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის 23 იანვრის ეპიზოდი);

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე მ–------ რაიონის სოფელ ძ---–-- საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ--------------–---–-- დედას ნ-----------–--–---–- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მას და ოჯახის წევრებს. ნ-----------–--–---–-ა უთხრა დ--------------–---–- წასულიყო სახლიდან, რის გამოც კიდევ უფრო აგრესიული გახდა დ--------------–---–- და მუშტი დაარტყა დედას ზურგის არეში, რა დროსაც ნ-----------–--–---–-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.2.2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე მ–------ რაიონის სოფელ ძ---–-- საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ--------------–---–-- დედას ნ-----------–--–---–- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ქვაბი ესროლა, რაც არ მოხვედრია ნ-----------–--–---–-, ხოლო შემდეგ დანის გამოყენებით დაემუქრა ნ-----------–--–---–-, მის ძმას, აწგარდაცვლილ კ-----------–--–---–- და არასრულწლოვან ძმიშვილს ნ------------–---–- სიცოცხლის მოსპობით, რომელთან ერთად ცხოვრობდა მუდმივად ერთ ოჯახში და ეწევოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ვინაიდან დ--------------–---–- იყო აგრესიული, ნ-----------–--–---–- და ნ------------–---–- გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3.3. 2019 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 17:30 საათზე მ–------ რაიონის სოფელ ძ---–-- საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დ--------------–---–- არასრულწლოვან ძმიშვილს ნ------------–---–-, რომელთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა ერთ ოჯახში და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამტვრია საოჯახო ნივთები. ვინაიდან დ--------------–---–- იყო აგრესიული, ნ------------–---–- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3.4. 2019 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, მ–------ რაიონის სოფელ ძ---–-- საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დ--------------–---–- დედას ნ-----------–--–---–- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ცდილობდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა ნ------------–--–---–-ს შვილმა კ-------------–---–-- არ მისცა საშუალება. ვინაიდან დ---------------–---–ი იყო აგრესიული ნ-----------–--–---–- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა,როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

უდავოდ ცნობილი მოწმე ნ-----------–--–---–-- ჩვენების თანახმად, 2019 წლის 22 იანვარს 19:00 საათზე, იმყოფებოდა მ–------ რაიონ სოფელ ძ---–-- შვილთან კ-------------–---–---- და შვილიშვილ ნ------------–---–---- ერთად, რა დროსაც შინ დაბრუნდა დ--------------–---–-. ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა უმიზეზოდ დაიწყო ყვირილი და გინება მათი მისამართით. დ------- აიღო ქვაბი და ესროლა მას, თუმცა არ მოხვედრია, შემდეგ აიღო დანა და იმუქრებოდა, იმეორებდა რომ დახოცავდა ყველას, რაზეც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. შემდეგ მივარდა და მუშტის ერთი მოქნევით ძლიერი დარტყმა მიაყენა ზურგის არეში, აღნიშნულზე მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე 2019 წლის 23 იანვარს სახლში მისვლისას დაინახა, რომ დ--------------–---–- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის შვილს კ------------–---–ს და შვილიშვილს ნ------------–---–- იმუქრებოდა ყველა მათგანის დახოცვით. მის დანახვაზე დ--------------–---–- უფრო აგრესიული გახდა გაიწია მისკენ დასარტყმელად, იგინებოდა და იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით ყველას მიმართ.

 

ტომი 1; ს.ფ. 5-9;

 

უდავოდ ცნობილი მოწმე ნ------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 იანვარს საღამოს საათებში იმყოფებოდა სახლში მ–------ რაიონ, სოფელ ძ---–-- ასევე იმყოფებოდნენ მამა კ------------–---–ი და ბებია ნ-----------–--–---–-, ამ დროს სახლში მივიდა ბიძა დ--------------–---–-, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ რომელმაც დაიწყო მათ მიმართ აგრესიული საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, მთელი აგრესია გადაიტანა ნ-----------–--–---–---, დაუწყო გინება და ყვირილი, ხელში აიღო ქვაბი და უთხრა ნ-----------–--–---–- გესვრიო. მას შეეშინდა და გაუჩნდა რეალური შიში იმისა, რომ ყველას დახოცავდა, რადგან იყო ძალზე აგრესიული. აღნიშნული კონფლიქტის დროს მას და კ------------–---–ს აყენებდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ ბებიას ნ-----------–--–---–- მიაყენა. მეორე დღეს 23 იანვარს სახლში იყო თავად, მამა კ------------–---–ი და ბიძა დ--------------–---–-. დ--------------–---–- კვლავ აგრესიული იყო და დაუწყო ლანძღვა გინება და კვლავ დაემუქრა მოკვლით. 2019 წლის 23 იანვარს ისევ აგინა დ---------------–---–მა ბებია ნ------------–--–---–ს, 2019 წლის 22 იანვარს და 23 იანვარს დ--------------–---–- მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა მოკვლით.

 

ტომი 1; ს.ფ. 159-162;

 

უდავოდ ცნობილი 2019 წლის 21 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N5000973019 დასკვნის თანახმად, ნ-----------–--–---–- პირადი შემოწმების მონაცემებით, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება/ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ნაკაწრების სახით. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ტომი 1; ს.ფ. 213-215;

 

უდავოდ ცნობილი 2019 წლის 20 მარტის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N001862419 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ნ------------–--–---–-ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ დ---------------–---–ის ქმედებით, ნ-----------–--–---–-ა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

ტომი 1; ს.ფ. 245-251;

 

დ--------------–---–-- სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

დ--------------–---–-ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა ამდენად, სასამართლოს დასკვნა დ--------------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მსჯავრდებულ დ--------------–---–-ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას კერძოდ, დაზარალებულ ნ-----------–--–---–-- გამოკითხვის ოქმებს; არასრულწლოვანი დაზარალებულის ნ------------–---–-ს გამოკითხვის ოქმს; ნ-----------–--–---–-- მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და ფოტოსურათებს; ნ------------–---–-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და ფოტოსურათებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ფოტოსურათებს, ამოღებულ ნივთმტკიცებულებებს დანას და დამტვრეული ჭაღის ნაწილებს; სამედიცინო ბარათის ამოღების ოქმს და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. ამასთან, პალატა თვლის რომ დ--------------–---–-ს მიმართ 2019 წლის 22 იანვრის, დედის, ძმის და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარის ეპიზოდში ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ასევე 111 -151 მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისად ამ ნაწილში უნდა შევიდეს ცლილება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)

 

პალატამ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, დ--------------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქ/პ, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქ/პ და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ამ დანაშაულის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი,არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული, ხოლო დაზარალებული (მსხვერპლი) უნდა იყოს ოჯახის წევრი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში, როგორიცაა ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში იგულისხმება ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას ძალადობით ან იძულებით. სუბიექტურ მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით იგი შესაძლოა ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი განზრახვით, ასევე არაპირდაპირი განზრახვით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება დ--------------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების ოჯახში ძალადობის ფაქტი კერძოდ, მოწმეთა ნ------------–---–-ს, ნ-----------–--–---–-- გამოკითხვის ოქმებით, დ--------------–---–-ს ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, აღნიშნული მტკიცებულებები თანხვედრილია და ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადასტურებულია, რომ 2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე მ–------ რაიონის სოფელ ძ---–-- საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ--------------–---–-- დედას ნ-----------–--–---–- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მას და ოჯახის წევრებს. ნ-----------–--–---–-ა უთხრა დ--------------–---–- წასულიყო სახლიდან, რის გამოც კიდევ უფრო აგრესიული გახდა დ--------------–---–- და მუშტი დაარტყა დედას ზურგის არეში, რა დროსაც ნ-----------–--–---–-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად დ--------------–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; შესაბამისად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ--------------–---–-ს მიერ ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით დადგინდეს, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა დ--------------–---–-- დანაშაულებრივი ქმედება სწორედ არასრულწლოვანი ნ------------–---–-ს და დედის ნ-----------–--–---–-- მიმართ განახორციელა, ემუქრებოდა მათ სიცოცხლის მოსპობით, რამაც დაზარალებულებს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, ურთიერთშეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალიზი უტყუარად პირდაპირ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტს. მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულებს კონკრეტული მუქარის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში სასამართლოში წარმოდგენილია.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

ამასთან, პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას დ--------------–---–-ს მიმართ 2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან, 111 და 151-ე მუხლის პირველით წარდგენილი ბრალდების, როგორ ზედმეტად წარდგენილის ამორიცხვის შესახებ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ იმდენად რამდენადაც მოცემულ ეპიზოდში დ--------------–---–-ს მიერ წარდგენილი ბრალდება მოიცავდა მის მიერ სრულწლოვან და არასრულწლოვან (ქმედების ჩადენის პერიოდში) პირებზე ერთდროულად განხორციელებულ მუქარის ფაქტს, ხოლო მოცემული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი (151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) მიბმულია მხოლოდ ინდივიდის (დაზარალებულის) ასაკზე, ასევე ფიზიკურ მდგომარეობაზე და მოცემული ქმედება მაკვალიფიცირებელ ნიშნად არ მიიჩნევს პირთა (დაზარალებულთა) რაოდენობას, პალატა თვლის, რომ ქმედების კვალიფიკაცია უნდა მოხდეს თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალური ნიშნის მიხედვით ცალ ცალკე. ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ რადგან სახეზეა ერთი ქმედებით გამოწვეული შედეგი მსჯავრდებულს ამ ეპიზოდში უნდა დაენიშნოს ერთი სასჯელი.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ--------------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი), 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი); 111 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 იანვრის ეპიზოდი); 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 იანვრის ეპიზოდი);

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ--------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა, ამასთან დ--------------–---–-- დანაშაული ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში, ასევე სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დ--------------–---–-ს სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქ/პ სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.

 

პალატა ასევე აღნიშნავს რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში პრევენციის აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია“, ავალდებულებს სახელმწიფოს მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების მეშვეობით ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით, ეს სანქციები მოიცავს სადაც მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც .

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის უფრო მკაცრი ზომა, ვერ იქნება სამართლიანი და ადეკვატური.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ მ–------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი, დ--------------–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამზარეულო დანა, რომელიც ინახება მ–------ შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს დასახელებულ სამმართველოს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჭაღის დაზიანებული მინისმაგვარი ორი ფრაგმენტი, რომელიც ასევე ინახება მ–------ შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს დასახელებულ სამმართველოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ–------ რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–--ლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მსჯავრდებულ დ--------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3.მ–------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

4. დ--------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

დ--------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ 111 და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად 111 და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

დ--------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ 111 და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

დ--------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით თანაბარი სასჯელებიდან 111 და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ--------------–---–- დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

გაუქმდეს მ–------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ამ საქმეზე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ--------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით;

 

5.დ--------------–---–- სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 23 იანვრიდან;

 

6.გაუქმებულია დ--------------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამზარეულო დანა, რომელიც ინახება მ–------ შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს დასახელებულ სამმართველოს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჭაღის დაზიანებული მინისმაგვარი ორი ფრაგმენტი, რომელიც ასევე ინახება მ–------ შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს დასახელებულ სამმართველოს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი