განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100117002135210
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002135210

საქმე #1ბ/1004-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ------------ს

ადვოკატის: ო-–----------ის

მსჯავრდებულის: ი------------–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ძველი-თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------ს და მსჯავრდებულ ი------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ი------------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლევის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-----------------------–-------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–--–------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი------------–-–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ-------–--–------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი------------–-–---–მა “ს-----------ს” ინსპექტორ ნ-------–-–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, მოქაჩა თმები და სახეში ერთჯერადად გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ-------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენით:

 

ი------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ი------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ი------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 24 აპრილიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ძველი-თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------მ და მსჯავრდებულმა ი------------–-–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა თ------------მ მოითხოვა ი------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ი------------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულ ი------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო მის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ი------------–-–---–ს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. აღნიშნულ მოთხოვნის საფუძვლად დაცვის მხარემ მიუთითა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორისა და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლისა და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ი------------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებული ი------------–-–---–ი აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ნ-------–-–---–ის ჩვენება არ არის უტყუარი მტკიცებულება, რადგან მან შეცვალა გამოძიებაში მიცემული ჩვენება. გამოძიებაში მიცემული ჩვენების დროს აღნიშნავდა, რომ ი------------–-–---–მა იგი თმით ათრია, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს დაზარალებულს მსგავსი რამ აღარ უთქვამს. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ექსპერტმა ქ---------------–---–მა ზუსტად ვერ განმარტა, დაზარალებულმა რით მიიღო დაზიანება.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნანა ხუციშვილმა განმარტა, რომ 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით მუშაობდა „ს-----------ს“ პარკირების ინსპექტორის პოზიციაზე. 2017 წლის 31 აგვისტოს, საღამოს საათებში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ-------–--–--------------------ზე, შენიშნა ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონაში გაჩერებული ავტომანქანა, რის გამოც გადაწყვიტა საჯარიმო ქვითრის გამოწერა. იგი ამ მიზნით აღნიშნულ ავტომანქანას უღებდა ფოტოსურათებს, რა დროსაც ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა მოქალაქემ ჰკითხა, რას აკეთებდა. უპასუხა, რომ იყო „ს-----------ს“ თანამშრომელი და ჯარიმას წერდა. უცნობმა მოუწოდა, არ გამოეწერა ჯარიმა, რადგან მანქანის პატრონი მასთან სტუმრად იყო მისული. აღნიშნული მამაკაცი მალევე მივიდა მასთან, იგი იყო აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და კამათის დროს მოქაჩა თმები, ასევე ხელი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც მოძალადის თანმხლებმა პირებმა შეძლეს მათი გაშველება. დაზარალებულის განმარტებით, 2017 წლის 1 სექტემბერს ჩატარებული ამოცნობისას მან ამოიცნო მოძალადე მამაკაცი, რომელიც აღმოჩნდა ი------------–-–---–ი. იგი მკაფიოდ დაამახსოვრდა, რადგან კარგი გარე განათების პირობებში მოძალადემ მას ახლოს მიუტანა სახე და შეძლო მისი გარკვევით აღქმა.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ-კრიმინალისტ ნ-----------ის განმარტებით, 2017 წლის 2 სექტემბერს, მეწყვილესთან - ს----------------თან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც დაზარალებულის მითითებით, საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დაზარალებულმა მიუთითა მომხდარის დეტალები, ხოლო მისი და მისი მეწყვილის მიერ დასურათებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე. ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა სილურჯე.

 

საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებლები - გ----------------ი, ჭ---–-----–-----ი, ვ----–----–---ე და ზ------------ე, რომლებმაც დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. მოწმე გ----------------მა ასევე აღნიშნა, რომ გამოკითხვისას ნ-------–-–---–ს სახეზე აღენიშნებოდა სილურჯე.

 

მოწმე ე--------------------მა განმარტა, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს, სტუმრად მივიდა ი------------–-–---–თან ქ-------–--–--------------------ზე. მან მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გააჩერა იქვე - ტ------------ზე, ი-------------–-–---–ის საცხოვრებელი ბინის აივნის მოპირდაპირედ, სადაც ი------------–-–---–თან და მის სტუმართან - ა---------–-----------სთან ერთად, რომლებიც ზემოაღნიშნულ აივანზე ქეიფობდნენ, ცოტა ხანს შეჩერდა. ამ დროს მან (მოწმემ) შენიშნა, რომ ვიღაც გოგონა მის ავტომობილს უღებდა ფოტოსურათებს. მის კითხვაზე: - რას აკეთებდა? გოგონამ უპასუხა, რომ იყო „ს-----------ს“ პარკირების ინსპექტორი. ამის შემდეგ მან (მოწმემ) სთხოვა, რომ არ დაეჯარიმებინა და ავტომანქანას მაშინვე გაიყვანდა. ი------------–-–---–მაც უთხრა, რომ იგი იყო მისი სტუმარი და არ გამოეწერა საჯარიმო ქვითარი. ორივენი მაშინვე ჩავიდნენ დაბლა, თუმცა გოგონამ არ გაითვალისწინა მათი თხოვნა და მაინც გამოწერა ქვითარი, რის გამოც ი------------–-–---–სა და აღნიშნულ გოგონას შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, ხოლო შემდეგ შემობრუნების მიზნით, ი------------–-–---–მა გოგონას მოკიდა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაიძახა „ვაიმეო“, რადგან იოსებმა თმებით მოქაჩა. აღნიშნულის შემდეგ, მან და ა---------–-----------მ, რომელიც მოგვიანებით მივიდა მათთან, ი------------–-–---–ი გაარიდეს სიტუაციას და შეიყვანეს სადარბაზოში, ხოლო გოგონამ გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ა---------–-----------მ განმარტა, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს, პუშკინის სკვერში გაიცნო ი------------–-–---–ი, საიდანაც ისინი ერთად წავიდნენ იქვე ახლოს მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში და აივანზე დაიწყეს ალკოჰოლის მიღება. შემდეგ ი------------–-–---–თან სტუმრად მივიდა ე-------------------ი, რომელმაც რაღაც პერიოდის შემდეგ შენიშნა, რომ მის ავტომობილს ახალგაზრდა გოგონა უღებდა ფოტოსურათებს. მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ აღნიშნული გოგონა იყო „ს-----------ს“ თანამშრომელი, მან სთხოვა, რომ არ დაეჯარიმებინა, თუმცა გოგონამ მაინც განაგრძო ფოტოსურათების გადაღება, რის გამოც ი------------–-–---–ი და ე-------------------ი ჩავიდნენ დაბლა, ხოლო თავად კი დარჩა აივანზე. რამდენიმე წუთში თავადაც ჩავიდა დაბლა, რა დროსაც დაინახა, რომ ი------------–-–---–ი და აღნიშნული გოგონა ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც მან და ე--------------------მა გააშველეს ისინი და ი-------------–-–---–ი შეიყვანეს სადარბაზოში. შემდეგ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ზემოაღნიშნულ გოგონასთან ერთად ის და ე-------------------ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

2017 წლის 1 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ამომცნობ ნ-------–-–---–ს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი - გ-----------–-------ე, გ-------–-----------ე და ი------------–-–---–ი, რომელთაგან ნ-------–-–---–მა ამოიცნო ი------------–-–---–ი და განმარტა, რომ იგი არის ის პიროვნება, რომელმაც 2017 წლის 31 აგვისტოს, ქ. თბილისში, გ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმები და ხელი დაარტყა მარცხენა თვალის არეში.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე ნ-------–-–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხნივ ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი, მარცხნივ საფეთქელ-ყვრიმალის მიდამოში - სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 31 აგვისტოს. ხსენებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, მას 2017 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 22:13 საათზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს დაზიანებები. სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2017 წლის 2 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებლის გ----------------ის მიერ, მოწმე ნ-------–-–---–ის, ადვოკატ ი----------–---–ისა და საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტების - ს----------------ისა და ნ-----------ის მონაწილეობით, მოწმე ნ-------–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, კერძოდ, ნ--------–-–---–ის მითითებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილენი გავიდნენ ქ-------–--–--------------------ზე. დასახელებულ ქუჩაზე ნ-------–-–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც 2017 წლის 31 აგვისტოს პარკირების წესების დარღვევით გაჩერებული იყო „ა-–------------ს“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - Z------, რის გამოც მან გამოწერა საჯარიმო ქვითარი. ნ-------–-–---–მა ასევე მიუთითა გ. ტ------------ #--ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებულ აივანზე, საიდანაც მისთვის უცნობმა მამაკაცმა გადმოსძახა - არ გამოეწერა საჯარიმო ქვითარი. ასევე მიუთითა სადარბაზო, საიდანაც აღნიშნული მამაკაცი თანმხლებ პირთან ერთად მივიდა მასთან. აღნიშნულის შემდეგ, გ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მან მიუთითა ადგილი, სადაც ი------------–-–---–მა, რომელიც ამოიცნო 2017 წლის 1 სექტემბერს ჩატარებული ამოცნობისას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ერთი ხელით მოქაჩა თმები, ხოლო მეორე ხელი ძლიერად დაარტყა სახის, კერძოდ, მარცხენა თვალის არეში.

 

სააპელაციო პალატა მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, დაზარალებულმა გამოძიების დროს სასამართლოში მიცემული ჩვენებისაგან განსხვავაბულ გარემოებებზე მიუთითა, არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ, როგორც გამოძიებაში გამოკითხვის დროს, ასევე სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდებისას დაზარალებულმა ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ი------------–-–---–მა მოქაჩა თმები და ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება აპელირებას იმის შესახებ, რომ ექსპერტმა ქ---------------–---–მა ზუსტად ვერ მიუთითა, დაზარალებულმა რით მიიღო დაზიანება, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ნ-------–-–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხნივ ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი, მარცხნივ საფეთქელ - ყვრიმალის მიდამოში - სისხლნაჟღენთი. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენს (საქმე №1-------). აღნიშნულ განაჩენში უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის და მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ დაზიანებებთან დაკავშირებით დაზარალებულმა ნ-------–-–---–მა ექსპერტს განუმარტა, - 2017 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 22:13 საათზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს დაზიანებები.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ მიცემული, ი------------–-–---–ის მამხილებელი თანმიმდევრული ჩვენება სრულ თანხვედრაშია როგორც საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებთან, ისე მის მიმართ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულის ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. აღნიშნული ჩვენება არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ი------------–-–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ი------------–-–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულ მოთხოვნას - ი------------–-–---–ს ჩადენილი დანაშაულისათვის დაენიშნოს ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, - ასეთს პალატა არ იზიარებს.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს პროკურორის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ი------------–-–---–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის უსამართლო, უკანონო და შეუსაბამოდ მსუბუქი მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პრორკურორის პოზიციით, დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულის დაუსჯელად დატოვების ტოლფასია, რაც განსაკუთრებული საზოგადოებრივი საფრთხის შემცველია. დაუსჯელობის განცდა, შესაძლოა, გახდეს ახალი ანალოგიური დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელი (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ი------------–-–---–ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ი------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მისთვის დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას, რომელიც დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ი------------–-–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ი------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. აპელანტების საპასუხოდ სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსულში მისი ნასამართლობა, ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელის გამოსაცდელ ვადაში და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ ი------------–-–---–ისათვის რეციდივის წესით და შემდგომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ი------------–-–---–ისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი ი------------–-–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი------------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ძველი-თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ ი------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი ი------------–-–---–ის მიმართ, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელი;

 

ი------------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ი------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ი------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 24 აპრილიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე