განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
010100119002893300
ინსტანცია
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119002893300

საქმე №1/ბ-705-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–------- რ-----ს ძე ო----–---–ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზ-------------.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ-–------- ო----–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრების მიმართ მუქარა, მათ შორის არასრულწლოვის მიმართ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 04 თებერვალს, დღის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ-–------- ო----–---–მა თავის დებს ნაზი ართმელაძეს და გულნაზ ო----–---–ს, ასევე თავის არასრულწლოვან შვილს ს----- ო----–---–ს თოფის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ნაზი ართმელაძეს, გულნაზ ო----–---–ს და ს----- ო----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით ლ-–------- ო----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 04 თებერვლიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენში ლ-–------- ო----–---–ის მიმართ და მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებული, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა დანაშულის ხასიათი, მოსალოდნელი საფრთხეები და მსჯავრდებულს განუსაზღვრა შეუსაბამო სასჯელი.

 

მსჯავრდებული ლ-–------- ო----–---–ი პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს, უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ-–------- ო----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ-–------- ო----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ, ასევე უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: გ---------------------------------------------–-----------------–--------------–---–ის ჩვენებებით; მოწმეების: გი--------–------------------------–----------------------–----------–---- ო----–---–ის და არასრულწლოვან მოწმე ს----- ო----–---–ის გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ლ-–------- ო----–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ლ-–------- ო----–---–ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მსჯავრდებული შერიგებულია დაზარალებულებთან, რომელთაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, მსჯავრდებული ხასიათდება დადებითად, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე და სამი შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ-–------- ო----–---–ს განუსაზღვრა სასჯელი საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ ლ-–------- ო----–---–ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი ლ-–------- ო----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე