განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 030100119002948798
საქმე №1/ბ-658-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- კ-------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ე---- ქ-------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), განქორწინებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ-------–------–---------------–-------–-, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე---- ქ-------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 08:55 საათზე, ქ-------–------–-------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე---- ქ-------მ ყოფილ მეუღლეს _ მ------ დ------ს ორჯერ დაარტყა ხელი მარცხენა მკლავზე, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 08:55 საათზე, ქ-------–------–-------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ე---- ქ------- ყოფილ მეუღლეს _ მ------ დ------ს დანის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, სიცოცხლის მოსპობით, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 08:55 საათზე, ე---- ქ-------, ყოფილი მეუღლის, მ------ დ------ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ქ-------–--------–-------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რითაც დაარღვია მისი ბინის ხელშეუხებლობა.
ზემოაღნიშნულის გამო ე---- ქ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენით:
ბრალდებული ე---- ქ------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ე---- ქ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 2000 ლარის ოდენობით გაუქმდა.
გამართლებულ ე---- ქ-------ს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება _ მ------ დ------ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული კარის სახელური, რომელიც ინახება შსს ფ------------–-----------------–--ში, უნდა დაუბრუნდეს მ------ დ------ს.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–---------- კ-------მ, რომელმაც ითხოვა ე---- ქ-------ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე დაკითხული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმის, ლ--–- დ------ს ჩვენების თანახმად, მ------ დ------მ მასთან საუბარში განმარტა, რომ ბინაში მიუვარდა ყოფილი მეუღლე ე---- ქ------- და ხელი დაარტყა მარცხენა კიდურზე, მხრის მიდამოში, რის შედეგადაც განიცდიდა ტკივილს. მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქ.ფ------------–-----------------–--ს ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–---------- თ-------მ აჩვენა, რომ, როგორც მ------ დ------მ განუმარტა პოლიციის თანამშრომლებს, მისმა ყოფილმა მეუღლემ, ე---- ქ-------მ ბინის შესასვლელი კარის სახელური ძალის გამოყენებით მოამტვრია და მისი ნების საწინააღმდეგოდ შეუვარდა ბინაში, რა დროსაც დაემუქრა ფიზიკური დაზიანებით, თუ მასთან არ იცხოვრებდა, ასევე ხელის დარტყმის შედეგად მარცხენა მკლავზე მიაყენა ფიზიკური დაზიანებები და ამის შემდეგ გაიქცა. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ---- ქ-------მ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის, შ----- თ------ის ჩვენების თანახმად, მ------ დ------მ უარი განცხადა ტანსაცმლის გახდაზე და შემოწმებაზე, ხოლო ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებზე მას დაზიანება არ აღენიშნებოდა, ამასთან, მისი გადმოცემით, ყოფილმა მეუღლემ დაარტყა ხელი. ზემოთ ჩამოთვლილ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს შეუმტვრია ბინის კარი, რომლის სახელური ეგდო შემთხვევის ადგილზე, რაც ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთთავსებადია, მათი ლოგიკური ერთობლიობა კი პირდაპირ ადასტურებს ე---- ქ-------ს ბრალეულობას, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
გამართლებულ ე---- ქ-------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---- კ--------–--მ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- კ-------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ე---- ქ-------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ე---- ქ-------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:
დაზარალებულმა მ------ დ------მ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის, ე---- ქ-------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ლ---- ქ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ფ-------------–-----------------–--ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 30 მარტს, ამავე სამმართველოში, მ--–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელი ბინიდან შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, იგი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა-–---------- თ-------სთან ერთად მივიდა მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდნენ მ------ დ------ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლები. ბინის შესასვლელი კარი ღია იყო და იქვე ეგდო კარების სახელური. როგორც მ------ დ------მ განუმარტათ, კარის სახელური მისმა ყოფილმა მეუღლემ, ე---- ქ-------მ მოამტვრია, რომელიც შეუვარდა ბინაში და მარცხენა მხრის არეში დაარტყა ხელი.
მოწმე ა-–---------- თ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ფ------------–-----------------–--ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 30 მარტს, აღნიშნულ სამმართველოში, მ--–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელი ბინიდან შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისულ პოლიციის მუშაკებს ბინაში დახვდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები და მ------ დ------, რომელმაც განუმარტათ, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ შეუმტვრია ბინის კარები და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა მხარის არეში. მისივე განმარტებით, ე---- ქ-------ს ჰქონდა დანა და ემუქრებოდა მას. დაზარალებული მ------ დ------ გადაყვანილი იქნა შსს ფ------------–-----------------–--ში, სადაც იგი გამოიკითხა. ამის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც იქვე არსებული ტყე-პარკის ტერიტორიაზე შენიშნეს ე---- ქ-------, რომელიც დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დააკავეს.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შსს ფ------------–-----------------–--ს გამომძიებლის, ე-–----- ძ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 10:00 საათისთვის, სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მოქ. მ------ დ------ განმარტავდა, რომ მას ყოფილი მეუღლე, ე---- ქ------- დანით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ხელი დაარტყა მარცხენა მხარზე. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, რომლის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ბინის შესასვლელთან, დერეფანში დაგდებული კარების სახელური. დაზარალებულმა მ------ დ------მ პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ ყოფილ მეუღლეს, ე---- ქ-------ს სურდა მასთან ერთად ცხოვრება და რამდენჯერმე მივიდა შესარიგებლად, რაც კონფლიქტით დასრულდა. იგი მიუთითებდა მკლავზე, რომელიც ტკიოდა.
მოწმე ლ--–- დ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქ.ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მორიგე ექიმად. 2019 წლის 30 მარტს, დილის საათებში, გამოძახებაზე იმყოფებოდა ქ-------–------–---------------–---–ი, სადაც დახვდა მ------ დ------, რომელიც განმარტავდა, რომ ყოფილმა მეუღლემ _ ე---- ქ-------მ მარცხენა მხარში დაარტყა ხელი, რის გამოც განიცდიდა ტკივილს. პაციენტის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მას ეტყობოდა სიწითლე მხრის არეში.
ბრალდებულმა ე---- ქ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ისარგებლა დუმილის უფლებით.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მ------ დ------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება პირველი ხარისხის დამწვრობითი უბნის სახით, რომელიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა შ----- თ------ემ, რომელმაც აჩვენა, რომ ანამნეზის შეკრების დროს შესამოწმებელმა პირმა _ მ------ დ------მ განუმარტა, რომ 2019 წლის 30 მარტს, ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილმა მეუღლემ, ე---- ქ-------მ ხელი დაარტყა მარცხენა მხრის არეში. მას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს ე---- ქ-------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა 2019 წლის 30 მარტს, ე---- ქ-------ს მიერ თავისი ყოფილი მეუღლისათვის _ მ------ დ------სათვის მარცხენა მკლავზე ხელის დარტყმის, მასზე დანის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დამუქრებისა და ქ-------–------–-------------------------–- მდებარე, მ------ დ------ს მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის ფაქტები. ე---- ქ-------ს მიერ აღნიშნული ქმედებების ჩადენა არ არის დადასტურებული თუნდაც ერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ე---- ქ-------სათვის წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულ მ------ დ------ს მიერ გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებას, რომელიც ამხელდა თავის ყოფილ მეუღლეს _ ე---- ქ-------ს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში, ასევე მისი ნების საწინააღმდეგოდ მის მფლობელობაში არსებულ ბინაში უკანონოდ შესვლაში, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მ------ დ------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება კი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ე---- ქ-------ს მიერ 2019 წლის 30 მარტს მ------ დ------ს მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება მოწმეების _ ლ---- ქ-------ს, ა-–---------- თ-------ს, ე-–----- ძ--------ის, ლ--–- დ------ს და შ----- თ------ის ჩვენებებს ე---- ქ-------ს მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის, ასევე მის საცხოვრებელ ბინაში მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის ნაწილში, ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ მ------ დ------ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება ე---- ქ-------ს მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ ე---- ქ-------ს მიმართ 2019 წლის 07 აგვისტოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- კ-------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- კ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენი ე---- ქ-------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ე---- ქ------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ე---- ქ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
5.გამართლებულ ე---- ქ-------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.ნივთიერი მტკიცებულება _ მ------ დ------ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული კარის სახელური, რომელიც ინახება შსს ფ------------–-----------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მ------ დ------ს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/