განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100119003130143
საქმე №1/ბ-644-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------- გ--------ის ძე ფ---------ის მიმართ, დაბადებული: 197- წლის 10 დ--------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, პირადი ნომერი 3----------, მცხოვრები: ქ. საჩხერე, თ----- მ----ს ქუჩა #38.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ---------- ფ---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.საჩხერეში, თ----- მ----ს ქუჩა N38-ში მცხოვრებმა თ---------- ფ---------ემ, რომელიც საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, შელაპარაკებისას მამას, 194- წელს დაბადებულ - გ--------ი ფ---------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ ხის ფიცარი დაარტყა ზურგის არეში, ხოლო დარტყმის შედეგად წაქცეულ გ--------ი ფ---------ეს ხელ-ფეხის გამოყენებით ცემა თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რამაც დაზიანების მიყენება და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენით თ---------- ფ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
თ---------- ფ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
თ---------- ფ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 ივნისიდან - 2019 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით;
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–-- გ--–------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ თ---------- ფ---------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც პირობით არ იქნება გამოყენებული. შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის უკანონო. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი და საშიშროება. თ---------- ფ---------ემ ასაკოვანი მამის გ--------ი ფ---------ის მიმართ ფიზიკური ძალადობა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას განახორციელა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თ---------- ფ---------ე ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, რის გამოც არსებობს მაღალი ალბათობა მის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ქმედებას უფრო მძიმე და გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს. დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას. დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეულ იქნას სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ---------- ფ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ---------- ფ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის გ--------ი ფ---------ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - მ-------------–---–--------------–-------------–----------------–---- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დაკსვნით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ თ---------- ფ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები,(აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ თ---------- ფ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ---------- ფ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
თ---------- ფ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 ივნისიდან, 2019 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით;
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, თ---------- ფ---------ეს დაეკისროს მოვალეობა: 1) პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; 2) ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;
საქართველო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ხის ფიცარი, რომელიც ინახება საჩხერის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე