განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
240100119003007099
ინსტანცია
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 240100119003007099

საქმე №1/ბ-641-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო-–-- შ------ ძე ქ---------–--ის მიმართ დაბადებული: 196- წლის 17 ი--–--ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. სენაკი, რ---------–-ს ქუჩა, კორპუსი №1--, ბინა №7, სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ი--–--ის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ო-–-- ქ---------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სს კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი). რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 29 აპრილს, ქალაქ სენაკში, რ---------–-ს ქუჩა №1---ში მდებარე სახლში, ო-–--ი ქ---------–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ჟ--- ა--------ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა მარჯვენა თვალბუდის არეში, რის შედეგადაც ჟ--- ა--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 01 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქალაქ სენაკში, ნ------------ის ქუჩა №43-ში მცხოვრები, ი----- ჩ--–----ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ო-–--ი ქ---------–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ჟ--- ა--------ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ჟ--- ა--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ი--–--ის განაჩენით:

ო-–--ი ქ---------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ო-–--ი ქ---------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ო-–-- ქ---------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ო-–--ი ქ---------–--ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ ო-–--ი ქ---------–--ეს, განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- კ------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ი--–--ის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ო-–-- ქ---------–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდით) და მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მასში არ არის მითითებული თუ რატომ არ იზიარებს სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება მოპოვებულ და გამოკვლეულ იქნა კანონის სრული დაცვით. ბრალდების მიერ სასამართლოს წარედგინა გონივრულ ეჭვის მიღმა სტანდარტის შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ, მოწმეების შ--–-- ს-----ის და რ----- გ-----–--ს ჩვენებები, ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები. ამდენად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით უტყუარად დგინდება, ის გარემოება, რომ ჟ--- ა--------ის მიმართ ო-–-- ქ---------–--ის მხრიდან განხორციელდა ძალადობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ჟ--- ა--------მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი მეუღლის, ბრალდებულ ო-–-- ქ---------–--ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმის სახით დაკითხული ი----- ჩ--–----ას ჩვენების თანახმად, ო-–-- ქ---------–--ე მას სახლში ესტუმრა მეუღლე ჟ--- ა--------თან ერთად, სამივემ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. როდესაც შეზარხოშდნენ, ო-–--იმ უთხრა თავის მეუღლეს წასულიყვნენ სახლში, თუმცა ჟ---ს არ უნდოდა სახლში წასვლა. ო-–--იმ ხმამაღლა გაუმეორა და ხელი აუქნია, რომელიც ჟ---ს არ მოხვედრია. სტუმრებს საჩუქრად სამი ლიტრი ღვინო გაატანა, რის შემდეგაც ორივენი წავიდნენ. ი----- ჩ--–---- მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებას, რომელიც პროკურორმა გამოაქვეყნა სასამართლო სხდომაზე, არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ო-–-- ქ---------–--ეს მეუღლისთვის ხელი არ დაურტყამს და მას ასეთი ჩვენება გამომძიებლისთვის არ მიუცია. ჩვენება არ წაუკითხავს, ვინაიდან ის არის ეროვნებით რუსი, რუსულენოვანი სკოლა აქვს დამთავრებული, რის გამოც ქართულად წერა-კითხვა არ შეუძლია, ხოლო თარჯიმანი არ ყოლია.

 

მოწმის სახით დაკითხვისას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის რ----- გ-----–--ს ჩვენების თანახმად, ის 2019 წლის 01 მაისს 09:00 საათიდან 02 მაისის 09:00 საათამდე იყო მორიგე, მასთან ერთად მორიგე ჯგუფში იმყოფებოდა ამავე სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი შ--–-- ს-----, დაახლოებით 20 საათსა და 35 წუთზე მას მობილური ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა სენაკის რაიონული სამმართველოს მორიგე ა-–---------- ჭ------, რომელმაც აცნობა, რომ 112-ის სამსახურიდან სამორიგეო ნაწილში მიღებული იყო მოქალაქე ჟ--- ა--------ის შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მას და შ--–-- ს-----ს დაევალა შემთხვევის ადგილზე გასვლა და მომხდარი ფაქტის გარკვევა. ასევე მორიგემ აცნობა ინიციატორის მისამართი, მონაცემები და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით მივიდნენ სამსახურეობრივი ავტომანქანით ჟ--- ა--------ის საცხოვრებელ მისამართზე, ქ. სენაკში, რ---------–-ს ქუჩა №1---ში. ამ დროს საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში მათ დახვდა მარტო მყოფი ჟ--- ა--------ი, რომელმაც საუბარში განაცხადა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ ო-–--ი ქ---------–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სცემა და ხელი დაარტყა ამ წლის 29 აპრილს - სახლში ყოფნისას. ჟ--- ა--------ს მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა დაზიანება სილურჯის სახით, რომელიც მისი განმარტებით, მიღებული ჰქონდა მეუღლის ო-–--ი ქ---------–--ის მიერ 29 აპრილს ხელის დარტყმის შედეგად. ჟ--- ა--------მა მათ ასევე განუმარტა, რომ 01 მაისს,ო-–--ი ქ---------–--ემ ი----- ჩ--–----ს საცხოვრებელ სახლში სტუმრად ყოფნისას განმეორებით დაარტყა ხელი და იძალადა მასზე. შემოწმებისას მოძალადე ო-–--ი ქ---------–--ე საცხოვრებელ მისამართზე არ იმყოფებოდა და ჟ--- ა--------მაც არ იცოდა მეუღლის იმჟამინდელი ადგილსამყოფელი. ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძახების ადგილზე შეადგინეს რეაგირების ოქმი, მომხდართან დაკავშირებით აცნობეს ხელმძღვანელობას და სისხლის სამართლის საქმეზე სენაკის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება. ჟ--- ა--------ი გამოძახების ადგილიდან გადმოიყვანეს სენაკის რაიონულ სამმართველოში. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის შემდგომ გამომძიებლის დავალებით ჟ--- ა--------ი გადაიყვანეს ქ. ქუთაისში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე ჯანმრთელობის დაზიანების შესამოწმებლად.

 

მოწმის სახით დაკითხვისას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის შ--–-- ს-----ძის ჩვენების თანახმად, იგი 2019 წლის 01 მაისის 09:00 საათიდან 02 მაისის 09:00 საათამდე იყო მორიგე, მასთან ერთად მორიგე ჯგუფში იმყოფებოდა ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ----- გ-----–--, მორიგეობდნენ ქალაქის ტერიტორიაზე. დაახლოებით 20 საათსა და 35 წუთზე რ----- გ-----–--ს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა სენაკის რაიონული სამმართველოს მორიგე ა-–---------- ჭ------. რომელმაც აცნობა, რომ 112-ის სამსახურიდან სამორიგეო ნაწილში მიღებული იყო მოქალაქე ჟ--- ა--------ის შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაევალათ შემთხვევის ადგილზე გასვლა და მომხდარი ფაქტის გარკვევა. სამსახურეობრივი ავტომანქანით მივიდნენ ჟ--- ა--------ის საცხოვრებელ მისამართზე მდებარე ქ. სენაკი რ---------–-ს ქუჩა №1---ში. ამ დროს საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში დახვდათ მარტო მყოფი ჟ--- ა--------ი, რომელმაც განუცხადა მათ, რომ რამოდენიმე საათის უკან ი----- ჩ--–----ს საცხოვრებელ სახლში სტუმრად ყოფნისას, იგი ცემა მისმა მეუღლემ. მას ეტყობოდა თვალზე დაზიანება სილურჯის სახით, რაზეც განაცხადა, რომ ეს დაზიანება ასევე მეუღლის მიერ ხელის დარტყმის შედეგად ქონდა მიღებული 29 აპრილს. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის შემდგომ, გამომძიებლის დავალებით ჟ--- ა--------ი გადაიყვანეს ქ. ქუთაისში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე ჯანმრთელობის დაზიანების შესამოწმებლად;

 

მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელის რ----- გ-----–--ს ჩვენების თანახმად, ის 2019 წლის 01 მაისს იყო მორიგე გამომძიებელი სენაკის რაიონულ სამმართველოში, რა დროსაც მიღებულ იქნა შეტყობინება ჟ--- ა--------ის, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მორიგე ჯგუფი გავიდა გამოძახების ადგილას, რ----- გ-----–--მ და შ--–-- ს-----მ, სენაკის რაიონულ სამმართველოში წარმოადგინეს ჟ--- ა--------ი. მის მიერ გამოკითხულ იქნა ჟ--- ა--------ი მოწმის სახით. ჟ--- ა--------მა განმარტა, რომ 2019 წლის 29 მარტს სახლში ყოფნისას მისმა მეუღლემ ო-–--ი ქ---------–--ემ ხელი გაარტყა მარჯვენა თვალბუდის არეში, აღნიშნულის შესახებ მას პოლიციაში არ განუცხადებია, ამის შემდეგ 2019 წლის 01 მაისს ის და მისი მეუღლე ო-–--ი ქ---------–--ე იმყოფებოდნენ ო-–--ის მეგობრის ი----- ჩ--–----ს სახლში, ი----- ჩ--–----ა და მისმა მეუღლემ მიღეს ალკოჰოლური სასმელი და როდესაც მისი მეუღლე დათვრა მოსთხოვა - წასულიყვნენ სახლში, რაზედაც უპასუხა, რომ ცოტახანს დარჩენილიყვნენ, ამაზე მას მეუღლე ო-–-- ქ---------–--ე გაუბრაზდა და ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყის არეში; ჟ--- ა--------ს მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა დაზიანება სილურჯის სახით;

 

მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელის დ-------- გ--–-–---–ის ჩვენების თანახმად, სსიპ ლევან სამხარაულის ექპსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა სამედიცინო ექსპერტიზა ჟ--- ა--------ის მიმართ, როდესაც ჟ--- ა--------ს კითხავდა გამომძიებელი რ----- გ-----–--, რადგან ერთ სამუშაო ოთახში სხედან, გაიგო როგორ კატეგორიულად ითხოვდა მისი მეუღლის ო-–--ი ქ---------–--ის დაკავებას, ასევე განმარტავდა, რომ ო-–-- ქ---------–--ემ მას ორჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან შემჩნია, რომ ჟ--- ა--------ს მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა დაზიანება სილურჯის სახით;

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხვისას უბნის ინსპექტორ- გამომძიებელმა გ-- ხ--------მ დაადასტურა გამოძიების დაწყებისას და შემდეგ მისი მონაწილეობით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სამედიციონო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჟ--- ა--------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ჟ--- ა--------ის გადმოცემით, 2019 წლის 29 აპრილს დაახლოებით 18:30 საათზე და 01 მაისს საღამოს საათებში მეუღლემ ო-–--ი ქ---------–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა;

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადა ბრალდებულმა ო-–-- ქ---------–--ემ.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ო-–-- ქ---------–--ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა ჟ--- ა--------მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ო-–-- ქ---------–--ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის. რაც შეეხება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულ საკითხს, რომ ჟ--- ა--------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ჟ--- ა--------ს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ო-–-- ქ---------–--ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ო-–-- ქ---------–--ის მსჯავრდება, რის გამოც სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- კ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ო-–--ი ქ---------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ო-–--ი ქ---------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გამართლებულ ო-–--ი ქ---------–--ეს, განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ო-–-- ქ---------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე