განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
330100119003127939
ინსტანცია
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003127939

საქმე N1ბ/1600-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანმა

 

მსჯავრდებულ ე--------- ს---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ე--------- ს---------ის (დაბადებულის 1----–-–-----------------------------–----------–---------------------------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–-----–---–----------------) მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

2019 წლის 19 თებერვალს, დილის საათებში, თ---–--–---–---–------------------ში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს ე--------- ს---------მა მეუღლის, ლ------ ს---------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, სახეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც დანის გამოყენებით ფეხზე მიაყენა ჭრილობა. ამ ქმედების შედეგად ლ------ ს---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 19 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ.თ---–--–---–---–------------------ში, ე--------- ს---------ი შვილს - ქ--------- ს---------ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შინ დაგვიანებით დაბრუნების გამო დაემუქრა მოკვლით. ქ--------- ს---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში და დაიწყო ტირილი, რა დროსაც დედამ - ლ------ ს---------მა მოახერხა მეუღლის სხვა ოთახში გაყვანა და სიტუაციის დამშვიდება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე--------- ს---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მან ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 19 თებერვალს, დილის საათებში, თ---–--–---–---–------------------ში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს ე--------- ს---------მა მეუღლეს ლ------ ს---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სახეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც დანის გამოყენებით ფეხზე მიაყენა ჭრილობა. ძალადობის შედეგად ლ------ ს---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 19 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ.თ---–--–---–---–------------------ში, ე--------- ს---------ი შვილს - ქ--------- ს---------ს შინ დაგვიანებით დაბრუნების გამო დაემუქრა მოკვლით. ქ--------- ს---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენით ე--------- ს---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 2(ორი) თვის ვადით.

ე--------- ს---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე--------- ს---------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2(ორი) თვის ვადით.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2019 წლის 27 ივნისიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე--------- ს---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-------------ამ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას ე--------- ს---------ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნის ნაწილში განაჩენი არის ზედმეტად მკაცრი და არ შეესაბამება სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის პრინციპს. ე--------- ს---------მა წინასასამართლო სხდომიდანვე აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალი, არ გახადა სადავოდ მტკიცებულებები, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ე--------- ს---------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლომ არ გაითვალისწინა საამისოდ მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სხვა გარემოებებთან ერთად, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით დაზარალებულთან მიმართებაში. დაზარალებულად ცნობილი ლ------ ს---------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, რომელიც ბრალდების მხარემ არ გახადა სადავო, ე--------- ს---------მა ქმედების განხორციელებისთანვე თავისი ქცევით სინანული გამოხატა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თვითონვე გაუწია სამედიცინო დახმარება დაზარალებულს, შეუძინა მედიკამენტები და სხვა საშუალებები. დაზარალებულს სთხოვდა გამოეძახათ სასწრაფო დახმარება. მომხდარი ფაქტის შემდგომ ორი დღე არ დადიოდა სამსახურში და ეხმარებოდა ლ------ ს---------ს საოჯახო საქმეებში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია უდავო მტკიცებულებებით: ქ------ ს---------ის, ვ----–------------ის და ქ--------- ს---------ის გამოკითხვის ოქმებით. ასევე მოწმეების ჩვენებებით არის დადგენილი, რომ ქმედების განხორციელების დროს ე--------- ს---------ის მამა იყო ახალი გარდაცვლილი, 40 დღეც არ იყო გასული და მსჯავრდებული იმყოფებოდა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ასევე დადგენილია, რომ ქ--------- ს---------ი როგორც ქმედების განხორცილების, ასევე წინა დღეებში სახლში ბრუნდებოდა გვიან და არაფხიზელ მდგომარეობაში. საქმეში წარომდგენილია დაზარალებულების ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებები, სადაც ისინი აცხადებენ, რომ კონფლიქტი ამოწურულია, არ გრძობენ საფრთხეს მსჯავრდებულისგან და ითხოვენ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას. ე--------- ს---------ი არ არის მოძალადე პიროვნება, რაც დგინდება დაზარალებულთა ჩვენებებით, რომლის თანახმად ე--------- ს---------ის მხრიდან ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა მხოლოდ ერთხელ - 2019 წლის 19 თებერვალს. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული არ წყვეტს ზრუნვას ოჯახის წევრეზე და ფინანსურად უზრუნველყოფს მათ. განაჩენით სათანადოდ არ არის დასაბუთებული სასამართლო, რატომ იყენებს ყველაზე მკაცრ სასჯელს, მაშინ როდესაც დამამძიმებელი გარემოება მსჯავრდებულის მიმართ არ არსებობს. არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, ან პირობითი მსჯავრის გამოყენება. ე--------- ს---------მა სრული მოცულობით ცნო თავი წარდგენილ ბრალდებაში, გარდა გენდერული დისრიმინაციის ნიშნით განხორციელებული მუქარისა, რაც გაიზიარა სასამართლომ. ე--------- ს---------მა დანაშაულები ჩაიდიანა 2019 წლის 19 თებერვალს, ხოლო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2019 წლის 27 ივნისს. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ამ დროის განმავლობაში რაიმე სახის კონფლიქტს, ან აგრესიულ ქცევას ადგილი არ ჰქონია. სამი თვე საკმარისი დროა, რათა მსჯავრდებულის მართლსაწინააღმდეგო ნება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გამოვლენილიყო. კონფლიქტი ამოწურულია, მხარეები შერიგებული არიან და განაგრძობენ ერთად თანაცხოვრებას. ცალსახაა, რომ არ არსებობს ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენების წინაპირობა და განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის დასაბუთებული.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ე--------- ს---------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ე--------- ს---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატის თ-------------ას, სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ე--------- ს---------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე--------- ს---------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების - ლ------ ს---------ის და ქ--------- ს---------ის, მოწმეების - გ------------------------–-------------- და ნ---- ც---–---ის გამოკითხვის ოქმების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ე--------- ს---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მან ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. ასევე, იმ გარემოებას, რომ ე--------- ს---------მა დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოადგენს დამაძიმებელ გარემობას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ე--------- ს---------ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები. საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით სასჯელის დანიშვნისას ე--------- ს---------ის მიმართ დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლო იყო უფლებამოსილი, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით. პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ე--------- ს---------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, წინასასმართლო სხდომიდანვე არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ, რის გამოც არსებობდა მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძვლები. პალატა აღნიშნულ არგუმენტს ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ე--------- ს---------ის მიერ დასკვნით სიტყვაში გაკეთებული არგუმენტების თანახმად დგინდება, რომ მან უარყო დაზარალებულ ლ------ ს---------ისთვის განზრახ დანით დაზიანების მიყენების ფაქტი და ეცადა უდავო მტკიცებულების დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის განსხვავებულად წარმოჩენას. მართალია, მან არ გახადა სადავოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებები, თუმცა საბოლოო სიტყვის დროს სრულად არ დაეთანხმა ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მისი ნაწილობრივი აღიარება ვერ გახდება სასჯელის პირობით ჩათვლის საფუძველი.

 

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

 

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.

 

სააპელაციო პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ე--------- ს---------მა მეუღლის მიმართ განხორციელა ძალადობა, როგორც ფიზიკურად, ასევე დანის გამოყენებით, კერძოდ, დაზარალებულის ლ------ ს---------ის 26.06.2019 წლის გამოკითხვის ოქმით (რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ არ გახდა სადავოდ) დგინდება, რომ 2019 წლის 19 თებერვალს მეუღლემ ე--------- ს---------მა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მარჯვენა ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი. ე--------- ს---------მა მეორეჯერაც დაარტყა ხელი, დაზარალებულმა ამჯერადაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი და დაეცა იატაკზე. ე--------- ს---------მა სამზარეულოდან გამოიტანა დანა და დაიწყო ლ------ ს---------ის ფეხზე ჩაცმული ჩექმის გაჭრა, რომ გაჭრა ჩექმა და გახადა ფეხზე, კოჭთან დაუსვა დანა და გაუჭრა ფეხი, რა დროსაც ლ------ ს---------მა იგრძნო ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ლ------ ს---------ის 31.07.2019 წლის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა 2019 წლის 26 ივნისს გამომძიებელთან გამოკითხვის დროს დეტალურად აღწერა 2019 წლის 19 თებერვალს მომხდარი მოვლენები და დამატებით მიუთითა, რომ ფეხზე მიყენებული ჭრილობის გამო დაახლოებით 2 დღე უჭირდა გადაადგილება. დაზარალებულის ქ--------- ს---------ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 19 თებერვალს, საღამოს დაბრუნდა სახლში, დედა ლ------ ს---------ი დახვდა ნაცემი, სახე გაწითლებული და მარცხენა ფეხი კოჭთან ჰქონდა შეხვეული. ლ------ ს---------მა მოუთხრო, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ე--------- ს---------მა სცემა და კოჭთან დანა დაუსვა. იქვე იატაკზე ეგდო ლ------ ს---------ის ჩექმა და სამზარეულოს დანა. აღნიშნული რისკების შეფასებისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ ე--------- ს---------მა იმავე დღეს განახორციელა მუქარა შვილის მიმართ, კერძოდ, დაზარალებულის ქ--------- ს---------ის 26.06.2019 წლის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 19 თებერვალს, ლ------ ს---------ზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ე--------- ს---------მა ქ--------- ს---------ს დაუწყო გინება, უყვიროდა მითხარი სად დადიხარ თორემ მოგკლავო. ქ--------- ს---------ს მუქარის ძალიან შეეშინდა, იგი აღიქვა რეალურად იმის გამო, რომ მამამისს სახე ჰქონდა აგრესიული, თვალები გაგანიერებული და ჩაწითლებული. შეშინებულმა დაიწყო ტირილი, მაგრამ პოლიციაში ვერ დარეკა, ვინაიდან იფიქრა, რომ დარეკვის შემთხვევაში მამამისს შესაძლოა მოეკლა. მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა მეგობარს ნ---- ც---–---ეს, ასევე უამბო, რომ მამამისმა თავის დედაზე ფიზიკურად იძალადა და დანით გაუჭრა ფეხი, თუმცა შიშის გამო ვერ რეკავდა პოლიციაში.

 

ამ ფონზე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულების პოზიციის მიუხედავად, რომლის თანახმად ისინი შეურიგდნენ და პრეტენზია არ გააჩნიათ ე--------- ს---------ის მიმართ, სახელმწიფოს ვალდებულებაა იმოქმედოს მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსხვერპლის პოზიციის მიღმა არსებული მოტივების მიუხედავად.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, მანამ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან თავდაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობა, შეცოდება, ნათესავების მხრიდან ზეწოლა, მოძალადიდან მომდინარე შიში და სხვა. ძალადობის მსხვერპლები ზოგჯერ ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის საჯაროდ და გაბედულად დაფიქსირებას, რის შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე განიცდიან, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის უსაფრთხოებას კი ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხეც, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთის მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორეს მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში ,,OPUZ V. TURKEY „- ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მხრიდან ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეულ იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მსგავსი ტიპის დანაშაულებში, კერძოდ, საქმეზე „ცივეკი თურქეთის წინააღმდეგ“ (Civek v. Turkey, განაცხადი №55354/11, 23/02/2016), რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს განმცხადებლის ქმარი, თუმცა სასამართლოს ბრძანებით მას დაევალა თავი შეეკავებინა მეუღლის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივი ან მუქარის შემცველი ქმედებისაგან, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცივეკი მოკლა მისმა ქმარმა. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოძალადე მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფომ არ მიიღო ზომები აღნიშნული მკვლელობის თავიდან ასარიდებლად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ იცოდა აშკარა და სერიოზული საფრთხის წინაშე ცივეკის ყოფნის შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ“ (Halime Kilic v. Turkey, განაცხადი №63034/11, 28/06/2016), რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის შვილმა მისი მეუღლის წინააღმდეგ რამდენიმე დამცავი ორდერი აიღო, თუმცა სახელმწიფომ აღნიშნული ორდერების დარღვევისათვის არ დასაჯა ის პირი და შედეგად მან თავისი მეუღლე მოკლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების დარღვევა და დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მომჩივნის ქალიშვილი ქმრის ძალადობრივი ქმედებების პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. სასამართლოს შეფასებით, განმეორებით ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე თვალის დახუჭვით, ეროვნულმა ხელისუფლებამ შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ოჯახში ძალადობას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით (ოჯახური) ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, ე--------- ს---------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი ნაწილობრივ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, დაზარალებულებთან შერიგებულია, არის ოჯახის მარჩენალი, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასმართლომ მსჯავრდებულ ე--------- ს---------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა როგორც დამამძიმებელი, ასვე შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ე--------- ს---------ის ნაწილობრივ აღიარება, მონანიება და მისი ოჯახური მდგომარეობა ის, რომ მოძალადე არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რომლის მიმართაც დაზარალებულებს პრეტენზია არ გააჩნიათ. პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის მოტივსა ფიზიკური ძალადობის სიმძაფრეზე, კერძოდ, მის მიერ მსხვერპლისთვის სხეულზე მრავალჯერადი დარტყმების და დანით დაზიანების მიყენების ფაქტს, დანაშაულის სიმრავლეზე - ჩადენილია 2 მუხლით გათვალისწინებული განზრახი ქმედება, მოძალადისადმი განსაკუთრებული შიშზე, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათიდან და ხერხიდან გამომდინარე, რამაც დაზარალებულებში გააჩინა განცდა იმისა, რომ დანაშაულის გამჟღავნების შემთხვევაში მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შესაძლოა რეალური საფრთხე შეექმნას (რის გამოც 2019 წლის 19 თებერვალს მომხდარ ფაქტზე გამოძიება მხოლოდ 2019 წლის 26 ივნისს დაიწყო, ანონიმური შტყობინების საფუძველზე), რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ე--------- ს---------ის ქმედებები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს, მიუთითებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამასთან, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ე--------- ს---------ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ე--------- ს---------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით 1(ერთი) წლის და 2(ორი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ ე--------- ს---------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენი ე--------- ს---------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე--------- ს---------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ე--------- ს---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-------------ას სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ე--------- ს---------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

ე--------- ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 2(ორი) თვის ვადით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე--------- ს---------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2(ორი)თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ე--------- ს---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2019 წლის 27 ივნისიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ე--------- ს---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

დანა -განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი