განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117001910262
საქმე № 1ბ/1024-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
29 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი: სოფიკო კ------ე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: დ----- კ------ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული:
ნ------- მ------–---–ი, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-----------------------–-----------------------
ადვოკატი: გ------- ს---–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად - ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული დამატებითი სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.
გამართლებული:
გ---- გ-----–--ე, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ--–-----------------------–---------–------------
ადვოკატი: ნ------- ნ----–------ე, ი---- ა------------ე,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1.1. 2012 წლის 12 დეკემბრამდე ნ------- მ------–---–ი იკავებდა ნოტარიუსის თანამდებობას, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებდა სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, მათ შორის, ახდენდა პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების დადასტურებასა და ითვლებოდა მოხელესთან გათანაბრებულ პირად. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ხოლო „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ მერვე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ. ამავე ინსტრუქციის მე-15 მუხლის თანახმად, იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების განმარტება. ამავე ინსტრუქციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო აქტის ფორმით გარიგების დამოწმებისას, ამ ინსტრუქციის ზოგადი ნაწილით დადგენილი სავალდებულო პროცედურების გარდა, ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც აუცილებელია გარიგების მხარეთა უფლებამოსილების დასადგენად. მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებებისა, ნ------- მ------–---–მა უგულვებელყო ზემოთჩამოთვლილი კანონის მოთხოვნები და თავისი, როგორც ნოტარიუსის სამსახურებრივი უფლებამოსილება გარიგების დადასტურებისას გამოიყენა ბოროტად, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის აპრილში, შპს „ა---------------“ დირექტორს რ----- კ---------სა და ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის თანათავმჯდომარეს ქ------- კ---–---–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „ა--- ჯ-------ა“ იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულების ხელმოწერიდან, 2011 წლის 25 აპრილიდან 25 დეკემბრამდე მიეწოდებინა მეტალო პროდუქცია, თუ მყიდველი საქონლის მიწოდებიდან 110 დღის მანძილზე დაფარავდა მის ღირებულებას. ხელშეკრულებით 1 ტონა არმატურის ფასი შეადგენდა 910 აშშ დოლარს, სულ უნდა მიეწოდებინა 436 800 აშშ დოლარის საქონელი. მითითებული ნასყიდობის უზრუნველყოფისათვის, მხარეებს შორის, 2011 წლის 13 აპრილს, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა---------------“, 2011 წლის 25 აპრილის, ნასყიდობის ხელშეკრულებით მისაღები ჰქონდა 436 800 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაფარულიყო 2011 წლის 25 დეკემბრამდე. თანხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის 1582 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მდებარე თბილისი, ზ-----------------------, საკადასტრო კოდით 0---------------), მასზე განთავსებული №------------ შენობა-ნაგებობით. ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, „თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის საგანი პირდაპირ იპოთეკარის საკუთრებაში ვერ გადავიდოდა და ნებისმიერი დავა უნდა გადაწყვეტილიყო მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა წყდებოდა სასამართლო წესით“. იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმებულ იქნა ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ. სანოტარო მოქმედების შესრულებისას, ნოტარიუს ნ------- მ------–---–ისათვის ცნობილი იყო ამხანაგობის წესდების მეექვს მუხლის 6.5 პუნქტის ცვლილებები, რომლის თანახმად, „ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე წყვეტს ძირითად ორგანიზაციულ-ფინანსურ საკითხებს, ასევე უფლებამოსილია აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“. მიუხედავად აღნიშნულისა, ნოტარიუსმა ნ------- მ------–---–მა არ განახორციელა მისთვის კანონით მინიჭებული ვალდებულებები, არამართლზომიერი უპირატესობა მიანიჭა ხელშეკრულების ხელმომწერ პირებს და ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების ნების საწინააღმდეგოდ, იპოთეკით დატვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება. 2012 წლის 22 მაისს, ცვლილება შევიდა, 2011 წლის 13 აპრილის, იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომელიც ასევე სანოტარო წესით დამოწმებულ იქნა ნოტარიუს ნ-------ი მ------–---–ის მიერ. მან ამჯერადაც არ დაადგინა ამხანაგობის წევრთა ნამდვილი ნება და 436 800 აშშ დოლარის ნაცვლად თანხის ოდენობა გაიზარდა 80 116 აშშ დოლარით (516 916 აშშ დოლარამდე). თანხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2012 წლის 15 ივნისი, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი ხდებოდა ნოტარიუსის მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოეხდინა მოთხოვნის დაკმაყოფილება. 2012 წლის 5 ივლისს, ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებლო ფურცელი, რის საფუძველზეც ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება აუქციონის გზით, 163 200 ლარად შეიძინა შპს „ა---------------“ იურისტმა ლ----- ა------ემ, რამაც ამხანაგობის წევრების უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
1.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 14 მაისის, განაჩენით, სასამართლომ ნ------- მ------–---–ის ქმედება შეაფასა, არა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, ესე იგი მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, არამედ - მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. შესაბამისად, ნ------- მ------–---–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
1.2.1. 2012 წლის 24 ივლისს, კერძო აღმასრულებელმა რ----- ს---––--ემ მიმართა შპს „ს----------–---------------------–-----“ დირექტორს - გ---- გ-----–--ეს და სთხოვა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა (შემდეგში - ამხანაგობა) „ნ----–-----------“-ის კუთვნილი უძრავი ქონების საბაზრო-საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა. გ---- გ-----–--ემ არ შეასრულა მისი მოვალეობები, არ შეამოწმა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, სამშენებლო სამუშაოების მოცულობა და ღირებულება, დაამზადა ყალბი დოკუმენტი, სადაც მიუთითა, რომ გამოყენებული იქნა შედარების მეთოდი და ქონება შეფასებულ იქნა 320 000 ლარად, მაშინ, როდესაც უძრავი ქონების ღირებულება 874 061,48 ლარი იყო. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, უძრავი ქონება აუქციონის მეშვეობით 163 200 ლარად შეიძინა შპს „ა---------------“ იურისტმა - ლ----- ა------ემ, რითაც ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის წევრებს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი.
1.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 14 მაისის, განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა გ---- გ-----–--ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად გ-----–--ე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. 2012 წლის 12 დეკემბრამდე ნ------- მ------–---–ი იკავებდა ნოტარიუსის თანამდებობას, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებდა სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, მათ შორის, ახდენდა პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების დადასტურებასა და ითვლებოდა მოხელესთან გათანაბრებულ პირად. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ხოლო „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ მერვე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ. ამავე ინსტრუქციის მე-15 მუხლის თანახმად, იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების განმარტება. ამავე ინსტრუქციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო აქტის ფორმით გარიგების დამოწმებისას, ამ ინსტრუქციის ზოგადი ნაწილით დადგენილი სავალდებულო პროცედურების გარდა, ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც აუცილებელია გარიგების მხარეთა უფლებამოსილების დასადგენად. აღნიშნული ნ------- მ------–---–მა არ გაითვალისწინა, არ მიიღო მხედველობაში კანონის დასახელებული მოთხოვნები და გარიგების დადებისას გამოიჩინა რა დაუდევრობა, ამით ფიზიკური პირების უფლებების, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის აპრილში, შპს „ა---------------“ დირექტორს რ----- კ---------სა და ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის თანათავმჯდომარეს ქ------- კ---–---–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „ა--- ჯ-------ა“ იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულების ხელმოწერიდან - 2011 წლის 25 აპრილიდან 25 დეკემბრამდე მიეწოდებინა სამშენებლოდ საჭირო არმატურა, თუ მყიდველი საქონლის მიწოდებიდან 110 დღის მანძილზე დაფარავდა მის ღირებულებას. ხელშეკრულებით, 1 ტონა არმატურის ფასი შეადგენდა 910 აშშ დოლარს და სულ უნდა მიეწოდებინა 436 800 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. ამ ნასყიდობის უზრუნველყოფისათვის, მხარეებს შორის 2011 წლის 13 აპრილს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ა---------------“ 2011 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მისაღები ჰქონდა 436 800 აშშ დოლარი, რაც უნდა მიეღო 2011 წლის 25 დეკემბრამდე. თანხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის 1582 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მდებარე თბილისი, ზ-----------------------, საკადასტრო კოდით 0---------------), მასზე განთავსებული №------------ შენობა-ნაგებობით. ხელშეკრულების მეათე პუნქტის თანახმად, „თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის საგანი პირდაპირ იპოთეკარის საკუთრებაში ვერ გადავიდოდა და ნებისმიერი დავა უნდა გადაწყვეტილიყო მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა წყდებოდა სასამართლო წესით“. 2012 წლის 22 მაისს, ცვლილება შევიდა, 2011 წლის 13 აპრილის, იპოთეკის ხელშეკრულებაში და 436 800 აშშ დოლარის ნაცვლად თანხის ოდენობა გაიზარდა 80 116 აშშ დოლარით (516 916 აშშ დოლარამდე). თანხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2012 წლის 15 ივნისი, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი ხდებოდა ნოტარიუსის მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოეხდინა მოთხოვნის დაკმაყოფილება. როგორც 2011 წლის 13 აპრილის, იპოთეკის ხელშეკრულება, ისე 2012 წლის 22 მაისის, ცვლილების ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმებულ იქნა ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ. 2012 წლის 5 ივლისს, ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემულ იქნა ასევე სააღსრულებლო ფურცელი, რის საფუძველზეც ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება აუქციონის გზით, 163 200 ლარად შეიძინა შპს „ა---------------“ იურისტმა ლ----- ა------ემ. სანოტარო მოქმედების შესრულებისას, ნოტარიუს ნ------- მ------–---–ისათვის ცნობილი იყო ამხანაგობის წესდების მეექვსე მუხლის 6.5 პუნქტში, ამხანაგობის წევრების მიერ შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმად, „ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე წყვეტს ძირითად ორგანიზაციულ-ფინანსურ საკითხებს, ასევე უფლებამოსილია აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ------- მ------–---–მა, ევალებოდა რა ხსენებული ხელშეკრულებების გაფორმებისას მოეთხოვა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის ყველა წევრის წერილობითი თანხმობა, გულგრილი დამოკიდებულების გამო, არ მოითხოვა ასეთი თანხმობები. შედეგად, ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრებმა ვერ შეიტყვეს მათი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ. ასეთ პირობებში იპოთეკით დატვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება და მოგვიანებით, მ------–---–ის მიერვე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, გაიყიდა აუქციონზე. აღნიშნულმა ამხანაგობის წევრების უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2.2. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა გ---- გ-----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა, რის გამოც ის გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
3. მხარეთა პოზიცია
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ------- მ------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ს---–---–მა. აპელანტმა ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ნ------- მ------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
· სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს მტკიცებულების სახით წარუდგინა არაერთი მოწმის ჩვენება, მაგრამ ვერცერთი მათგანის ჩვენებით ბრალდების მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა სადავო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ურთიერთობა ნოტარიუს ნ------- მ------–---–თან.
· ამხანაგობის თავმჯდომარეს და თანათავმჯდომარეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეზღუდული ჰქონდათ მხოლოდ კონკრეტული სახის გარიგების - კრედიტის (სესხის) აღების თაობაზე. ამის შესახებ თვითონ ამხანაგობის წევრებმა განუცხადეს ნოტარიუსს, როდესაც წესდების 6.5 პუნქტში ცვლილებას ახორციელებდნენ და ეს გარემოება მათმა ნაწილმა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა. კონკრეტულ შემთხვევაში კი ამხანაგობამ კრედიტი კი არ აიღო, არამედ კონსიგნაციით მიიღო საქონელი.
· სანოტარო აქტში განხორციელებული ბუნდოვანი ჩანაწერი არ შეიძლება გახდეს ნოტარიუსის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი. ეს საკითხი შეისწავლა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და დადგინდა რა ნ------- მ------–---–ის ქმედებაში დარღვევა, ის მინისტრის ბრძანებით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული წარმოადგენს სანქციას ჩადენილი დარღვევისათვის და გამოდის, რომ ერთი და იგივე ქმედებისათვის ისჯება ხელმეორედ.
· დაუდგენელია რაში გამოიხატა ნოტარიუსის ქმედებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი.
3.1.2. კონკრეტულად ამ სააპელაციო საჩივრის თაობაზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ შემოუტანია, თუმცა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და დაცვის მხარის ანალოგიურ საჩივარზე უარის თქმა.
3.2.1. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე პროკურორმა დ----- კ------ემ. მან საჩივარში მიუთითა წერილობით მტკიცებულებებზე, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული პირების: ნ---- დ----------ს, რ--------- მ--–---–---–ის, შ----- მ-----–-–---–ის, მ----- ხ----ის, თ----- მ------–---–ის, ც-–---- ს------–---–ის, მ---- ს-----–---–ის, ლ-–- დ------ის, ვ--–-----ნ ბ----------ის, თ----- ჭ----–--ის, გ--–- ტ-------ის, ქ------- კ---–---–---–ის, ა------- ც--–--ის, რ----- კ---------ის, ლ----- ა------ის და ნ------- ნ--------–---–ის ჩვენებებზე და აღნიშნა, რომ ამ მტკიცებულებებით დასტურდება როგორც ნ------- მ------–---–ის, ისე გ---- გ-----–--ის ბრალეულობა. მათ შორის გ---- გ-----–--ის ნაწილში პროკურორმა აღნიშნა:
· სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტ ო--------- ჩ------ის მიერ მოზადებული დასკვნა და სასამართლოში მიცემული ჩვენება;
· როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთის ღირებულება, რაც გამართლებულმა გ---- გ-----–--ემ შეაფასა მშენებარე შენობასთან ერთად, იყო დაახლოებით 220 ათასი ლარი, შესაბამისად გამოდის, რომ უშუალოდ შენობის ღირებულება რჩება დაახლოებით 100 ათასი ლარი, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება;
· ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა არის მაქსიმალურად სრულყოფილი და სასამართლოს ეს დასკვნა უნდა გაეზიარებინა და არა დაცვის მტკიცებულებები, მათ შორის დაცვის მოწმე მ--–---- კ--–------ის ჩვენება;
· სასამართლო არასწორად დაეყრდნო გ---- გ-----–--ის პოზიციას, ვინაიდან ეს პოზოცია იყო არასწორი. გ-----–--ემ განმარტა, რომ მისი დასკვნა ეფუძნებოდა ირტენეტ მედიით მოპოვებულ ცნობებს, ასევე მშენებლობის მიმდებარედ ნანახი რამდენიმე ადამიანის, მათ შორის მუშის განმარტებას, რაც დაუშვებელია;
· არასწორია აპელირება იმაზე, რომ უძრავი ქონების შეფასებისას გამოიყენება სამი მეთოდი და ექსპერტის გადასაწყვეტია მათგან რომელს აირჩევს, რამეთუ თუ ეს მეთოდები თანაბარი მნიშვნელობის არის, მაშინ რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავება შედეგებს შორის;
3.2.2. ნ------- მ------–---–თან მიმართებაში პროკურორი აღნიშნავს, რომ ბრალდებულის უფლებამოსილებას წარმოადგენდა იპოთეკის ხელშეკრულების სათანადო წესით დამოწმებისას, „ამხანაგობა 2008“-ის წესდების გათვალიწინება, რათა ამხანაგობის საკუთრებას საფრთხე არ შექმნოდა. მ------–---–მა განზრახ უგულვებელყო დასახელებული წესდების პირობები და ეს პირველი ინსტანციის სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია. რაც შეეხება „სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზანს“, ამას ადასტურებს საჩივარში აღნიშნული მოწმეების ჩვენებები, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ ნორატიუსთან საქმის მოგვარება პრობლემას არ წარმოადგენდა.
3.2.3. გამართლებულ გ---- გ-----–--ის ადვოკატებმა შესაგებელში აღნიშნეს, რომ არ ეთანხმებიან პროკურორის სააპელაციო საჩივარს შემდეგ გარემოებათა გამო:
· გ-----–--ის მიერ დამზადებული ექსპერტის დასკვნა, თავისი არსით არ შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მიზნებისათვის;
· გ---- გ-----–--ის ქმედებას არანაირი ქონებრივი ზიანი არ მიუყენებია ამხანაგობის წევრებისათვის და ის შედეგები, რაც დადგა, დაგებოდა მაშინაც კი, თუ აუქციონი ჩატარდებოდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე;
· ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები იყო სავარაუდო, რაც დაადასტურეს თვითონ დასკვნის შემდგენმა ექსპერტებმაც. გამამტყუნებელი განაჩენი კი არ შეიძლება ეფუძნებოდეს ვარაუდს;
· ამავე დროს აღნიშნული დასკვნები არ შეიძლება გაზიარებული იქნეს მათი შედგენისას დაშვებული მთელი რიგი უსწორობების გამო (რაზეც დეტალურად უთითებს დამცველი) და ეს მაშინ, როდესაც დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა ავტორიტეტული ექსპერტების მიერ შედგენილი ორი დამოუკიდებელი დასკვნა, რომლითაც ქონება შეფასებულია დაახლოებით იგივე ფასად, როგორც ეს მოცემულია სადავო დასკვნაში.
4. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
4.1. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4.1.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა რა მისთვის წარდგენილი, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები, ასევე მოისმინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები), თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, სანდოობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გ---- გ-----–--ის დამნაშავედ ცნობისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, თბილისში, ჭ-----------–-------------ში/ზ------------------------ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მოქმედი ნორმატიული აქტების, სამშენებლო რესურსების ფასების დღგ-სა და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით შეადგენს 657971,48 ლარს.
4.1.3. ხსენებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ო--------- ჩ------ემ. მანვე დამატებით განმარტა, რომ უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობის) შეფასების დროს გაითვალისწინა მოგებაც.
4.1.4. ამავე ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - გ------- გ----------მ. მანვე დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას მან და ო--------- ჩ------ემ დაითვალეს არა საბაზრო ღირებულება, არამედ შენობა-ნაგებობის აშენების ფასი, რომელიც საბაზრო ღირებულებისგან შეიძლება განსხვავდებოდეს, როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით. საბაზრო ღირებულების განსაზღვრა მისი კომპეტენცია არ არის.
4.1.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, თბილისში, ჭ-----------–-------------ში/ზ------------------------ში (საკადასტრო კოდი 0---------------) მდებარე 1582 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა 874 061,48 ლარს.
4.1.6. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ქ------- ც--------ამ. მანვე დამატებით განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა შედარების მეთოდი, რის საფუძველზეც მთლიანი მიწის ნაკვეთის ღირებულებად განისაზღვრა 131 306 აშშ დოლარი (შესაბამისი კურსით 216 090 ლარი). საერთო უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის) ღირებულების განსაზღვრისთვის, მოწმემ ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი თანხა (საინჟინრო ექსპერტიზა თბილისში, ჭ-----------–-------------ში/ზ------------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის ღირებულებად განსაზღვრავდა 657 971,48 ლარს) და მის მიერ დადგენილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება დააჯამა. მოწმემ დაადასტურა, რომ არ არსებობს რაიმე საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადგენდა უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის წესებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მართალია არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, თუმცა მას აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი.
4.1.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ მშენებარე ობიექტზე ცალკე აღებული რიგელებისა და ფილებისთვის მიტანილი არმატურა, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა-ღირებულებაში არ ჩაითვლება. მშენებარე ობიექტზე, რიგელებისა და ფილების მოწყობის შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაში ჩათვლა შესაძლებელია ცალკეული სახეობის სამუშაოს სრული ციკლის (ყალიბების მოწყობა, არმატურის ე.წ. „კარკასების“ ჩადება, ყალიბების მოხსნა) დამთავრების შემდეგ. დანარჩენ შემთხვევაში სამშენებლო ობიექტზე მიტანილი ე.წ. „არმატურა“ განიხილება როგორც მასალა, ისე მაგალითად, როგორც ქვიშა, ცემენტი, აგური, ფიცარი და ა.შ.
4.1.8. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - მ--–---- კ--–------ემ.
4.1.9. ბრალდებულ გ---- გ-----–--ის შეკითხვაზე: „უძრავი ქონების (მშენებარე კორპუსის სარდაფი და პირველი სართული) საბაზრო-საორიენტაციო ღირებულების შედარების მეთოდით დადგენისას, აუცილებელია თუ არა შემოწმდეს ამ ობიექტის საბუღალტრო დოკუმენტაცია და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, როცა შესაძლებელია ობიექტი იქნეს გამოკვლეული ადგილზე მისვლითა და ფოტოფიქსირებით“, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის გაცემული პასუხით (22.02.2017) დგინდება, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა, საბაზრო (გაყიდვების შედარების მიხედვით) მეთოდის გამოყენებით, საბუღალტრო და სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის წარმოდგენას არ საჭიროებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საბაზრო მეთოდის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ან/და შეუძლებელია ბაზარზე მსგავსი ტიპის ანალოგების არ არსებობის გამო. ასეთ შემთხვევაში, უძრავი ქონების შეფასებისთვის გამოიყენება ალტერნატიული მეთოდები - დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით მიდგომა, რა დროსაც შესაძლებელია ექსპერტის მიერ მოთხოვნილ იქნას მშენებლობაზე გაწეული ხარჯებისა და სხვა კვლევისათვის საჭირო მასალების წარმოდგენა.
4.1.10. ზემოაღნიშნული წერილის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ჩ--------–მა. მანვე განმარტა, რომ უძრავი ქონების ღირებულების დადგენისას გამოიყენება 3 მეთოდი: დანახარჯების, შემოსავლების და შედარების მეთოდი, რომელთაც აქვთ თანაბარი ძალა.
4.1.11. საშემფასებლო/საექსპერტო შეფასების (17.02.2017) დასკვნის თანახმად, შეფასების ობიექტის/ქონების (მდებარე: თბილისი, ჭ-----------–-------------ში/ზ------------------------ში, საკადასტრო კოდი 0---------------) საბაზრო ღირებულება 2012 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 194 000 აშშ დოლარს, რაც იმ დროისთვის არსებული კურსის მიხედვით შეადგენს 322 000 ლარს.
4.1.12. ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აუდიტორ-შემფასებელმა - ბ---- დ--------ემ. მანვე დამატებით განმარტა, რომ უძრავი ქონების ღირებულების დადგენისას გამოიყენება 3 მეთოდი: დანახარჯების, შემოსავლების და შედარების მეთოდი, რომელთაც აქვთ თანაბარი ძალა. შესაფასებელი შენობა/ნაგებობის შეფასებისას მან გამოიყენა დანახარჯების მეთოდი, ხოლოს მიწის ნაკვეთთან მიმართებით - შედარების მეთოდი. დანახარჯების მეთოდით, 1 კვ.მ. უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 80 აშშ დოლარი, ხოლო შედარების მეთოდით მიწის ნაკვეთის ღირებულებამ - 53 აშშ დოლარი. შედარების მეთოდით ქონების შეფასებისთვის მან მოიძია მსგავსი მიწის ნაკვეთი. კითხვაზე - შეიძლება თუ არა ერთი და იგივე უძრავი ქონება სხვადასხვა ექსპერტის მიერ განსხვავებულ ფასად შეფასდეს, მოწმემ დადებითად უპასუხა.
4.1.13. საშემფასებლო ანგარიშის/დასკვნის (22.02.2017) თანახმად, შეფასების ობიექტის/ქონების (მდებარე: თბილისი, ჭ-----------–-------------ში/ზ------------------------ში, საკადასტრო კოდი 0---------------) საბაზრო ღირებულება 2012 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 206 000 აშშ დოლარს, რაც იმ დროისთვის არსებული კურსის მიხედვით შეადგენს 341 816 ლარს.
4.1.14. ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აუდიტორ-შემფასებელმა - გ------- ლ-–---მ. მანვე დამატებით განმარტა, რომ შესაფასებელი შენობა/ნაგებობის შეფასებისას მან გამოიყენა დანახარჯების მეთოდი, ხოლო მიწის ნაკვეთთან მიმართებით - შედარების მეთოდი. შენობა-ნაგებობა ე.წ. „შავი კარკასის“ მდგომარეობაშიც კი არ იყო.
4.1.15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----- ს---––--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წლიდან სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობდა კერძო აღმასრულებლის პოზიციაზე. ბრალდებულ, ამ ეტაპზე გამართლებულ გ---- გ-----–--ესთან აკავშირებს საქმიანი ურთიერთობა (გ---- გ-----–--ეს მისი მიმართვის საფუძველზე შედგენილი აქვს არაერთი ექსპერტიზის დასკვნა), კერძოდ, თითოეული ექსპერტიზის ჩატარებაში და დასკვნის გაცემაში გ---- გ-----–--ის ანაზღაურება შეადგენდა 75 ლარს. სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ იგი ბრალდებულთან ერთად მივიდა უძრავი ქონების სანახავად, რა დროსაც გ---- გ-----–--ემ დაასურათა შენობა-ნაგებობა.
4.1.16. შპს „საქართველოს ექსპერთა კოლეგიის“ ექსპერტის (გ---- გ-----–--ის) №--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის საკუთრებაში არსებული თბილისი, ჭ-----------–-------------ში/ზ------------------------ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 0---------------) საბაზრო საორიენტაციო ღირებულება 2012 წლის მდგომარეობით შეადგენს 320 000 ლარს.
4.1.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ---- გ-----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2012 წლის ივლისის ბოლოს, მას, როგორც ექსპერტს უძრავი ქონების შეფასების განსაზღვრისთვის (სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებისთვის) მიმართა აღმასრულებელმა და გადასცა შესაბამისი დოკუმენტაცია. მისთვის საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც თვისობრივად განსხვავდება სასაქონლო ექსპერტიზისგან, არ დაუვალებიათ. ამის შემდეგ, იგი სწორედ ამ აღმასრულებელთან ერთად წავიდა შესაფასებელი უძრავი ქონების დასათვალიერებლად. ადგილზე მისვლისას მან აიღო ზომები და დაასურათა შემთხვევის ადგილი. იქიდან გამოსულმა კი, რამდენიმე ადამიანს (მათ შორის, მშენებლობაზე მომუშავე მუშას) ჰკითხა აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულების თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, მოწმემ იმავე რაიონში მოიძია ინფორმაცია მსგავსი ტიპის უძრავი ქონების ღირებულების შესახებ. ინფორმაცია ძირითადად ეყრდნობოდა ინტერნეტსივრცესა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებულ მონაცემებს. ამის შემდეგ, შედარების მეთოდით მოახდინა ინფორმაციის შეჯერება და საბოლოოდ, მისი შეფასება ასახა დასკვნაში, რომელიც იმპერატიულ ხასიათს არ ატარებს. მოწმემ დაადასტურა, რომ რაიმე საკანონდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავდა უძრავი ქონების შეფასების წესებს, არც იმ პერიოდში არსებობდა და არც დღეს არსებობს.
4.1.18. გამოიკვლია რა ჩამოთვლილი მტკიცებულებები, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე პუნქტზე, რომლის თანახმადაც „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. შემდგომში პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერაა განმარტებული, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
4.1.19. იხელმძღვანელა რა ხსენებული კონსტიტუციური პრინციპით და აღნიშნულის საფუძველზე შესაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, პირველი ინსტანციის სასასმართლომ აღნიშნა, რომ გ---- გ-----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის მიზნით, მხარეების მიერ წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულებები არის ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები. ბრალდებაც სწორედ ექსპერტიზის დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანას ედავება გ-----–--ეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გ---- გ-----–--ისთვის წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის დასადგენად, აუცილებელია პასუხი გაეცეს შემდეგ შეკითხვებს: 1. ექსპერტმა უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს თუ არა შედარების მეთოდით; 2. ექსპერტი შედარების მეთოდის გამოყენებისას ვალდებულია თუ არა იხელმძღვანელოს უძრავი ქონების სამშენებლო სამუშაოების საბუღალტრო დოკუმენტაციით; 3. არსებობს თუ არა რაიმე საკანონმდებლო აქტი, რაც დაარეგულირებდა უძრავი ქონების შეფასების სფეროს.
4.1.20. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების ღირებულების შეფასებისას გამოიყენება სამი: დანახარჯების, შემოსავლების და შედარების მეთოდი. აღნიშნულ მეთოდთაგან უპირეტესობა არცერთ მათგანს ენიჭება, ანუ სამივე მათგანი არის თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტი და ექსპერტს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია აირჩიოს, თუ რომელ მეთოდს გამოიყენებს კვლევისას. შესაბამისად, სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებისას შედარების მეთოდით ხელმძღვანელობა წარმოადგენდა გ---- გ-----–--ის დისკრეციას. აღნიშნული მეთოდით ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, მან ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ჭ-----------–-------------ში/ ზ------------------------ში (საკადასტრო კოდი 0---------------) საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებად დაადგინა 320 000 ლარი.
4.1.21. მეორე კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი დააფიქსირა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა - გ------- ჩ--------–მა, რომელმაც განმარტა, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა, შედარების მეთოდის გამოყენებით, საბუღალტრო და სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის წარმოდგენას არ საჭიროებს. ამდენად, გ---- გ-----–--ე თავისი კვლევის დროს, ვალდებული არ ყოფილა გამოეთხოვა საბუღალტრო და სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაცია და მასზე დაყრდნობით ჩაეტარებინა ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა თავის ჩვენებაში დეტალურად აღწერა, თუ რა სახის მოქმედებები განახორციელა საექსპერტო კვლევისთვის (მივიდა საექსპერტო ობიექტის კვლევის ადგილზე, დაასურათა საექსპერტო კვლების ობიექტი, მოიძია ინფორმაცია მსგავსი ტიპის უძრავი ქონების ღირებულების შესახებ და შეადარა აღნიშნული გამოსაკვლევ ობიექტს), ხოლო რაც შეეხება საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარებას, მისთვის დამკვეთს აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც თვისობრივად და არსობრივად განსხვავდება სასაქონლო ექსპერტიზისგან, არ დაუვალებია.
4.1.22. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ არსებობს რაიმე საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადგენდა უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის წესებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მართალია არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, თუმცა მას აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. აღნიშნული ფაქტი სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა არაერთმა ექსპერტმა, მათ შორის თავად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა - ქ------- ც--------ამ, რომლის მიერ შედგენილ სასაქონლო ექსპერტიზასთან შეუთავსებლობას ედავება ბრალდების მხარე გ---- გ-----–--ეს.
4.1.23. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე განმარტა შემდეგი: სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტთა ჩვენებებით ნათლად დგინდება, რომ სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებისას ნივთის ღირებულების აბსოლუტური სიზუსტით დადგენა შეუძლებელია. შეფასების დროს დგინდება ნივთის სავარაუდო ღირებულება. ამ საკითხთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ბ---- დ--------ის ჩვენებაზე, რომელმაც მიუთითა პრაქტიკაში არსებულ შემთხვევებზე, როდესაც ერთი და იგივე ქონება სხვადასხვა ექსპერტის მიერ განსხვავებულ ფასად არის შეფასებული. განსახილველ შემთხვევაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზებს შორის სხვაობა განპირობებულია იმით, რომ ლევან სამხარაულის სასაქონლო ექსპერტიზა ნაწილობრივ ემყარებოდა საინჟინრო ექსპერტიზას, რა დროსაც დაითვალეს არა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება (რა კითხვაც იყო გ---- გ-----–--ის წინაშე დასმული), არამედ შენობა - ნაგებობის აშენების ფასი, რომელიც ექსპერტის განმარტებით, საბაზრო ღირებულებისგან შეიძლება განსხვავდებოდეს როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით. ამასთან, აღნიშნულ ფასში შესული იქნა მოგება, რაც თავისთავად კიდევ უფრო უზრდის ფასს ქონებას. ამდენად, იმ ფონზე, რომ საინჟინრო ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტებმა ცალსახად დადასტურებულად განაცხადეს, რომ მათი კომპეტენცია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა არ ყოფილა, ხოლო გ---- გ-----–--ეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სწორედ ნივთის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა ჰქონდა დავალებული, შეუძლებელია ამ ორი ექსპერტიზით დადგენილ შედეგს შორის სხვაობა მიუთითებდეს იმაზე, რომ რომელიმე ექსპერტმა საკუთარ დასკვნაში შეიტანა ყალბი მონაცემი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ გ---- გ-----–--ის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილი შედეგის მსგავსი რეზულტატი მიიღეს სხვა დამოუკიდებელმა ექსპერტებმაც. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც, თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებდა გ---- გ-----–--ეზე, როგორც დაინტერესებულ პირზე, რომ მას გააჩნდა რაიმე მიზეზი ან/და საბაბი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა. უფრო მეტიც, საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დგინდება ბრალდებულ გ---- გ-----–--ის შემხებლობა არც ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის თავმჯდომარესა და წევრებთან და არც შპს „ა---------------“ დირექტორთან ან/და მის იურისტთან - ლ----- ა------ესთან.
4.1.24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოთ მოყვანილ დასკვნებს და ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
4.1.25. სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
4.1.26. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა, მხედველობაში იღებს რა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს, გ---- გ-----–--ის მიმართ დამატებით განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
4.1.27. კანონის დასახელები ნორმები ცალსახად ითხოვს, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც ეფუძნება გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. თავის მხრივ ეს სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დაცვის მხარის მიერ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ. შესაბამისად პალატა, წარმოდგენილი მტკიცებულებების და კანონის დასახელებული ნორმების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი (ბრალდების დადგენილებაში მითითებულის განსხვავებული) განვითარების შესაძლებლობა. ამ შეფასებისას პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე.
4.1.28. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.
4.1.29. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის დისპოზიციის მიხედვით, მათ შორის დასჯადია - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის საგანია ოფიციალური დოკუმენტი. იურიდიულ ლიტერატურაში მიღებულია, რომ ოფიციალური დოკუმენტი ესაა წერილობითი აქტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც თავის მხრივ იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურია დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო, ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, ანიჭებს იურიდიულ მნიშვნელობას. პალატა განმარტავს, განსახილველ შემთხვევაში შედგენილ ექსპერტის დასკვნას არ გააჩნდა ასეთი იურიდიული მნიშვნელობა, ის არ ადგენდა არავითარ იურიდიულ ფაქტს და შესაბამისად არ წარმოადგენდა ოფიციალურ დოკუმენტს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მიზნებისათვის. ამ მსჯელობის სისწორის დასადასტურებლად მხოლოდ ისიც კმარა, რომ განსახილველი დასკვნით დადგენილი ღირებულება არ იყო და ვერ იქნებოდა საბოლოო. აუქციონის ბუნებიდან გამომდინარე იმას, თუ საბოლოოდ რა თანხად გაიყიდებოდა აუქციონზე ქონება, ეს დოკუმენტი ვერანაირად ვერ განსაზღვრავდა. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქონების საწყისი ღირებულება ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს მასში მონაწილე პირების სურვილზე გადაიხადონ იმაზე მეტი, ვიდრე კონკურენტი სთავაზობს. აქედან გამომდინარე გონივრულ ეჭვს მიღმა საფუძველს მოკლებულია მტკიცება, რომ თუ ქონება შედარებით იაფად შეფასდა, ეს გარემოება უპირობოდ განაპირობებს აუქციონზე გატანილი ქონების იაფად გაყიდვას.
4.1.30. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. ეს ნიშნავს, რომ პირს, ვინც ამ დანაშაულს იდენს გაცნობიერებული აქვს მისი ქმედების კანონსაწინააღმდეგო შინაარსი, იცის რომ ამზადებს ყალბ დოკუმენტს და სურს კიდეც ამ ქმედების ჩადენა. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის, მისი ჩადენის მოტივს და სხვა სუბიექტურ ელემენტებს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა თავის მხრივ ეს არ ნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ არ უნდა დაადგინოს დასახელებული გარემოებები. ქმედების მოტივი შეიძლება იყოს ანგარება თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, დახმარება სხვადასხვა სახის დოკუმენტის (მართვის მოწმობის, დიპლომის, შრომის წიგნაკის და სხვა) უკანონდ მოპოვებაში და ასე შემდეგ.
4.1.31. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების დადგენილების მიხედვით, გ-----–--ეს ბრალი წარედგინა იმისათვის, რომ მას შემდეგ, რაც დაუკვეთეს ექსპერტიზის დასკვნის შედგენა მან „არ შეასრულა მისი მოვალეობები, არ შეამოწმა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, სამშენებლო სამუშაოების მოცულობა და ღირებულება, დაამზადა ყალბი დოკუმენტი, სადაც მიუთითა, რომ გამოყენებული იქნა შედარების მეთოდი და ქონება შეფასებულ იქნა 320 000 ლარად, მაშინ, როდესაც უძრავი ქონების ღირებულება 874 061,48 ლარი იყო. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, უძრავი ქონება აუქციონის მეშვეობით 163 200 ლარად შეიძინა შპს „ა---------------“ იურისტმა - ლ----- ა------ემ, რითაც ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის წევრებს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი“. პალატა განმარტავს, რომ ბრალდების ასეთი ფორმულირება ტოვებს ორაზროვნების განცდას. თუ პირმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, არ შეამოწმა საჭირო დოკუმენტაცია და ეს გააკეთა არა განზრახ, არამედ დაუდევრობით, სიზარმაცით და სხვა, ამასთან ამ ქმედებამ ვინმეს ზიანი მიაყენა, ამ შემთხვევაში პირი ქმედებას იდენს გაუფრთხილებლობით, რაც არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
4.1.32. მეორეს მხრივ, თუ ყველაფერი ეს გ---- გ-----–--ემ განზრახ ჩაიდინა, ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს ბრალდების დადგენილებაში, რაც ბრალდების მხარეს არ გაუკეთებია. ამ დადგენილების შინაარსი არ მოიცავს მითითებას რა განზრახვა ამოძრავებდა გ-----–--ეს „ყალბი დასკვნის“ შედგენისას. პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის მესამე ნაწილის (a) პუნქტის თანახმად ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, აქვს, სულ მცირე უფლება მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით ეცნობოს წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ეს დებულება რეალიზებულია 196-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და დადგენილია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პირადი ნომერი; ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული. ბრალდების შესახებ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას პირის ბრალდების თაობაზე. ამრიგად კანონი განსაზღვრავს მონაცემთა ერთობლიობას, რაც საჭიროა ეცნობოს ბრალდებულს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კონვენციის ზემოთ დასახელებული უფლების დაცვა. მათ შორის ხაზგასმულია ბრალდების მხარის ვალდებულება ბრალდების დადგენილებაში მიუთითოს ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, რაც თავის მხრივ გულისხმობს მითითებას პირის სუბიექტურ დამოკიდებულებასაც, ბრალად შერაცხული ქმედების მიმართ. საქმეში „პელისიერი და სასი საფრანგეთის წინააღმდეგ“, პუნქტები 51-52, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ კვლავ განმარტა, რომ როგორც ევროკონვენციის მეექვსე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, ყოველ ბრალდებულს აქვს უფლება დაუყოვნებლივ და დაწვრილებით გააცნონ ბრალდების არსი. ამ მოთხოვნის შესრულება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დაცვის აუცილებელ ელემენტს. ევროკონვენციის მეექვსე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი აღიარებს ბრალდებულის უფლებას არა მხოლოდ მასზედ, რომ ინფორმირებული იყოს ბრალდების მიზეზის, ანუ იმ რეალური ფაქტობრივი გარემებების შესახებ, რაც საფუძვლად უდევს წაყენებულ ბრალდებას. ამასთან ერთად საჭიროა ბრალდებულის ინფორმირება ამ ფაქტებისათვის მიცემული სამართლებრივი კვალიფიკაციის თაობაზე, რაც უნდა იყოს დეტალური. ამავე დროს და თავის მხრივ ამ მოთხოვნის დაცვა პირდაპირ კავშირშია ბრალდებულის უფლებასთან მოემზადოს დაცვისათვის.
4.1.33. სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებამ რომც ამტკიცოს, თითქოს არსებული ბრალდების ფორმულირება შინაარსობრივად მოიცავს განზრახვაზე მითითებას, ამ შემთხვევაშიც გამორიცხულია გ---- გ-----–--ის ბრალეულობა. საქმე ისაა, რომ პირის ბრალეულობას ამტკიცებს არა ბრალდების დადგენილება, არამედ იმ მტკიცებულებების ერთობლობა, რაც ადასტურებს ამ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას. განსახილველ შემთხვევაში, პროკურორის სააპელაციო საჩივარში, გ-----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად მითითებულია მოწმეთა ჩვენებებსა და წერილობით მტკიცებულებებზე. ბრალდების მიერ დასახელებული: ნ---- დ----------, რ--------- მ--–---–---–ი, შ----- მ-----–-–---–ი, მ----- ხ----ე, თ----- მ------–---–ი, გ--–- ტ-------ე, ც-–---- ს------–---–ი, მ---- ს-----–---–ი, ლ-–- დ------ე, ვ--–-----ნ ბ----------ი, თ----- ჭ----–--ე, ქ------- კ---–---–---–ი, ნ------- ნ--------–---–ი, ა------- ც--–--ე, რ----- კ---------ი და ლ----- ა------ე, ვინც მოწმის სახით დაიკითხა ამ საქმეზე არა თუ გ-----–--ის განზრახვაზე, არამედ მის არსებობაზეც კი არაფერს ამბობენ. ასევე არ ადასტურებენ ნოტარიუსთან რაიმე გარიგების ფაქტს. მოწმე რ----- ს---––--ე - აღმასრულებელი ვინც გ-----–--ე დაიქირავა ამბობს, რომ კ---------ს პირადად საერთოდ არ იცნობდა, ექსპერტი გ---- გ-----–--ე ჩააბა ამ საქმეში ძველი საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე და არავითარი გარიგების და მოლაპარაკების შესახებ არ სმენია.
4.1.34. ამრიგად, პალატა აფასებს რა საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, აღნიშნავს, რომ ეს წერილობითი მტკიცებულებები, ექსპერტის დასკვნები თუ დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას იმის შესახებ, გ---- გ-----–--ემ განიზრახა ყალბი დოკუმენტის დამზადება და დაამზადა ასეთი. ამავე დროს დასახელებული მტკიცებულებების ამ კუთხით შეფასებისას ცხადია, რომ ისინი არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და თანმიმდევრულია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას გ---- გ-----–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4.2. მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია
4.2.1. ნ------- მ------–---–ის მიერ განხორციელებული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედების დასადასტურებლად/უარსაყოფად, მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს წარუდგინეს მოწმეების: გ--–- ტ-------ის, ა------- ც--–--ის, ქ------- კ---–---–---–ის, რ----- კ---------ის, ლ----- ა------ის, რ----- ს---––--ის, ნ---- დ----------ს, ლ-–- დ------ის, ვ--–-----ნ ბ----------ის, თ----- ჭ----–--ის, თ----- მ------–---–ის, ც-–---- ს------–---–ის, შ----- მ-----–-–---–ის, რ--------- მ--–---–---–ის, მ----- ხ----ის, მ---- ს-----–---–ისა და თვითონ ნ------- მ------–---–ის ჩვენებები; 2011 წლის 5 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება; სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ შეთანხმება; 2011 წლის 13 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულება; 2012 წლის 5 ივლისით დათარიღებული სააღსრულებო ფურცელი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2013 წლის 22 ოქტომბრის, გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2012 წლის 28 დეკემბრის, გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2018 წლის 5 ივლისის, გადაწყვეტილება.
4.2.2. მხარეთა მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებების მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი არ იყო რელევანტური ნ------- მ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას მათ შინაარსზე ყურადღება არ შეუჩერებია. მხარეებს ეს საკითხი სააპელაციო წესით არ გაუპროტესტებიათ, რის გამოც იმავე პოზიციას იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--–- ტ-------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წლის მდგომარეობით იყო ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის თავმჯდომარე. ვინაიდან მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, პრობლემები ექმნებოდა ამხანაგობის მართვაში, თანათავმჯდომარედ დანიშნა მისივე მეუღლე ქ------- კ---–---–---–ი. მიუხედავად ამისა, რეალურად ამხანაგობას ისევ თვითონ მართავდა, მეუღლე კი პრაქტიკურად არაფრის საქმის კურსში არ იყო და მხოლოდ მისი მითითებით, დოკუმენტებს აწერდა ხელს. ამხანაგობაში მასთან ერთად გაერთიანებული იყო 7 ადამიანი. 2011 წლის აპრილში, ამხანაგობა „ნ----–-----------“-სა და შპს „ა---------------“ დირექტორს - რ----- კ---------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ა--- ჯ-------ა“ იღებდა ვალდებულებას სამშენებლო მასალის მიწოდებაზე. ამხანაგობის მხრიდან ხელშეკრულებას, მისი მითითებით, ხელი მოაწერა ქ------- კ---–---–---–მა, რომელიც რეალურად არ იცნობდა ხელშეკრულების პირობებს. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ ის და ა------- ც--–--ე შეხვდნენ რ----- კ---------ს. ამ უკანასკნელმა მათ შესთავაზა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის გაკოტრებულად გამოცხადება და ობიექტის გასხვისება. უთხრა, რომ ნოტარიუსთან თავად მოაგვარებდა ყველაფერს, ხოლო მას გადაუხდიდა 300 000 აშშ დოლარს და დამატებით მისცემდა 105 კვ.მ. ფართს. მოწმე დათანხმდა კ---------ის შეთავაზებას. ამის შემდეგ, იგი მიდიოდა ნოტარიუსთან და ხელს აწერდა შპს „ა---------------“ იურისტის მიერ შედგენილ საბუთებს. გ--–- ტ-------ემ ასევე დაადასტურა, რომ სანოტარო მოქმედებებისათვის ისინი ყოველთვის ერთი და იგივე ნოტარიუსს - ნ------- მ------–---–ს მიმართავდნენ.
4.2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა------- ც--–--ის ჩვენებით დგინდება, რომ ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის მიერ დადებული ყველა ხელშეკრულება სანოტარო წესით ფორმდებოდა ნოტარიუს ნ------- მ------–---–თან. ამასთან, ერთ-ერთი ხელშეკრულება, რომელიც შედგენილ იქნა ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ, ამხანაგობის თავმჯდომარეს ავალდებულებდა ამხანაგობის სხვა წევრების თანხმობის გარეშე, არ გაესხვისებინა ამხანაგობის კუთვნილი ქონება.
4.2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ------- კ---–---–---–მა აჩვენა, რომ 2011 წლის მდგომარეობით იყო ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის თანათავმჯდომარე. მან რამდენჯერმე მოაწერა ხელი ამხანაგობა „ნ----–-----------“-სა და რ----- კ---------ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, თუმცა ისე, რომ ხელშეკრულების შინაარსს არ გაცნობია და არც ნოტარიუს ნ------- მ------–---–ს განუმარტავს მისთვის რაიმე. მან მეუღლისგან - გ--–- ტ-------ისგან იცოდა, რომ ხელშეკრულება ეხებოდა სამშენებლო მასალების მიწოდებას.
4.2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----- კ---------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წელს, მაშინ როდესაც მუშაობდა შპს „ა---------------“ (აღნიშნული კომპანია ახდენდა ე.წ. „არმატურის“ რეალიზაციას) დირექტორად, მასთან მივიდნენ ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის დამფუძნებლები - გ--–- ტ-------ე, ა------- ც--–--ე და კიდევ რამდენიმე პირი. აღნიშნულმა პირებმა მას უთხრეს, რომ სჭირდებოდათ სამშენებლო მასალა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ იმ მომენტისთვის აშენებული არაფერი იყო, მოწმემ ისინი გაისტუმრა უარით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ მივიდნენ ზემოაღნიშნული პირები და მათი მხრიდან დაპირებების მიცემის შემდეგ, 2011 წლის 5 აპრილს გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებას შპს „ა---------------“ მხრიდან ხელს აწერდა თავად, ხოლო ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის მხრიდან - ქ------- კ---–---–---–ი. იქიდან გამომდინარე, რომ ამხანაგობამ დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამხანაგობის კუთვნილი ქონება გაიყიდა აუქციონზე.
4.2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----- ს---––--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წლიდან სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობდა კერძო აღმასრულებლის პოზიციაზე. მან ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო აღსრულების პროცესი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ამხანაგობა „ნ----–-----------“-ას, შპს „ა---------------“ სასარგებლოდ ძირითად თანხასთან ერთად გადასახდელი ჰქონდა პირგასამტეხლოც. მოგვიანებით, ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის ქონება გავიდა აუქციონზე, რომელიც შეიძინა ლ----- ა------ემ.
4.2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ----- ა------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წლის მდგომარეობით მუშაობდა შპს „ა--- ჯ-------აში“. აღნიშნულ კომპანიასა და ამხანაგობა „ნ----–-----------“-ს შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ამხანაგობა „ნ----–-----------“-ს შპს „ა---------------გან“ კონსიგნაციით შეძენილი ჰქონდა სამშენებლო მასალები, უზრუნველყოფის სახით კი, გაფორმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის ხელშეკრულებაზე, როგორც მოგვიანებით გ--–- ტ-------ისგან, ა------- ც--–--ისგან და მათი ადვოკატისგან შეიტყო, აუცილებელი იყო ამხანაგობის სხვა წევრების წერილობითი თანხმობაც. მოწმემ დაადასტურა, რომ ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აუქციონის გზით შეიძინა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება.
4.2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ---- დ----------ს, ლ-–- დ------ის, ვ--–-----ნ ბ----------ის, თ----- ჭ----–--ის, თ----- მ------–---–ის, ც-–---- ს------–---–ის, შ----- მ-----–-–---–ის, რ--------- მ--–---–---–ის, მ----- ხ----ის და მ---- ს-----–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ ამხანაგობა „ნ----–-----------“-ში გარკვეული ფულადი თანხის/უძრავი ქონების სანაცვლოდ ფლობდნენ მშენებარე ბინას. მიუხედავად მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების პირნათლად შესრულებისა, კუთვნილი ქონება არ გადასცემიათ. მათ მოგვიანებით შეიტყვეს, რომ ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება აუქციონის მეშვეობით შეიძინა ლ----- ა------ემ, მიუხედავად იმისა, რომ მათსა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულება, ამხანაგობის წევრთა წერილობითი თანხმობის არ არსებობის შემთხვევაში (რასაც რეალურად ჰქონდა ადგილი), ასეთ გარიგებას გამორიცხავდა.
4.2.10. ამავე საკითხთან პირდაპირ კავშირშია შემდეგი გარემოების გარკვევა: დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ როდესაც ამხანაგობის წესდების 6.5 პუნქტში ცვლილების შეტანის მიზნით ამხანაგობის წევრებმა ნოტარიუს ნ------- მ------–---–ს მიმართეს, ამავდროულად განუცხადეს, რომ ეს ცვლილება ეხებოდა მხოლოდ ფულადი სახით კრედიტის აღებას და არა სხვა სახის გარიგებას. დაცვის მხარისვე განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას ეს ფაქტობრივი გარემოება დაადასტურეს მოწმეებმა: შ----- მ-----–-–---–მა და ნ---- დ----------მ და რ----- კ---------მა. პალატა თვლის, რომ შ----- მ-----–-–---–ის და ნ---- დ----------ს ნაწილში დაცვა მათ ჩვენებებს განმარტავს კონტექსტიდან ამოგლეჯილად და თავის სასარგებლოდ. რეალურად ეს პირებიც და ამხანაგობის სხვა ყველა წევრი ამტკიცებს საწინააღმდეგოს. ეს გარემოება დასტურდება არა მხოლოდ ამ საქმის განხილვისას მათ მიერ მიცემული ჩვენებებით. გარდა ამ საქმის, ხსენებულ პირებს არაერთ სამოქალაქო პროცესში აქვთ მიღებული მონაწილეობა და ყველგან ადასტურებენ, რომ მათი მიზანი იყო ზოგადად ქონების დაცვა იპოთეკისაგან და არა მხოლოდ კრედიტის აღების დროს. რაც შეეხება მოწმე კ---------ს, ამ საქმესთან მისი კავშირის, კერძოდ მისი და ამხანაგობის წევრებს შორის არსებული უთანხმოების გათვალისწინებით, პალატა მის ჩვენებას ვერ გაიზიარებს. პალატის ამ დასკვნას ბუნებრივია ამყარებს ის გარემოებაც, რომ ამ ნაწილში მისი ჩვენება წინააღმდეგობაშია საქმეში დაკითხული ყველა სხვა პირის ჩვენებასთან.
4.2.11. 2011 წლის 5 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს „ა---------------“ დირექტორს რ----- კ---------სა და ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის თანათავმჯდომარეს ქ------- კ---–---–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „ა--- ჯ-------ა“ იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულების ხელმოწერიდან, 2011 წლის 25 აპრილიდან - 25 დეკემბრამდე მიეწოდებინა მეტალის პროდუქცია, თუ მყიდველი საქონლის მიწოდებიდან 110 დღის მანძილზე დაფარავდა მის ღირებულებას. ხელშეკრულებით, 1 ტონა ე.წ. „არმატურის“ ფასი შეადგენდა 910 აშშ დოლარს, სულ უნდა მიეწოდებინა 436 800 აშშ დოლარის სამშენებლო მასალა. ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყვეტილიყო მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა წყდებოდა სასამართლო წესით.
4.2.12. ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ შეთანხმების 6.5 პუნქტის თანახმად, „ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე წყვეტს ძირითად ორგანიზაციულ-ფინანსურ საკითხებს, ასევე უფლებამოსილია აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“.
4.2.13. 2011 წლის 13 აპრილს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ა---------------“, 2011 წლის 25 აპრილის, ნასყიდობის ხელშეკრულებით მისაღები ჰქონდა 436 800 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაფარულიყო 2011 წლის 25 დეკემბრამდე. თანხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის 1582 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მდებარე: თბილისი, ზ-----------------------, საკადასტრო კოდით 0---------------), მასზე განთავსებული №------------ შენობა - ნაგებობით. ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის საგანი პირდაპირ იპოთეკარის საკუთრებაში ვერ გადავიდოდა და ნებისმიერი დავა უნდა გადაწყვეტილიყო მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა წყდებოდა სასამართლო წესით. იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო წესით დაამოწმა ნოტარიუსმა ნ------- მ------–---–მა.
4.2.14. 2012 წლის 22 მაისის ცვლილების თანახმად, 2011 წლის 13 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომელიც ასევე სანოტარო წესით დაამოწმა ნოტარიუსმა ნ------- მ------–---–მა. ცვლილების მიხედვით, 436 800 აშშ დოლარის ნაცვლად, თანხის ოდენობა გაიზარდა 516 916 აშშ დოლარამდე. თანხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2012 წლის 15 ივნისი, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი ხდებოდა ნოტარიუსის მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოეხდინა მოთხოვნის დაკმაყოფილება.
4.2.15. 2012 წლის 5 ივლისს, ნოტარიუსმა ნ------- მ------–---–მა გასცა სააღსრულებლო ფურცელი, რის საფუძველზეც ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება აუქციონის გზით, 163 200 ლარად შეიძინა შპს „ა---------------“ იურისტმა ლ----- ა------ემ.
4.2.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: თ----–--–-ძის, რ--------- მ--–---–---–ის და შ----- მ-----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა (2011 წლის 13 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულების, 2012 წლის 22 მაისის იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატების შეტანის ხელშეკრულების და ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე) არ დაკმაყოფილდა.
4.2.17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2012 წლის 28 დეკემბრის, გადაწყვეტილება. მოსარჩელეების: თ----–--–-ძის, რ--------- მ--–---–---–ის და შ----- მ-----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა---------------ა“ და ამხანაგობა „ნ----–-----------“-ს შორის, 2011 წლის 13 აპრილს, დადებული იპოთეკის (დამოწმებული ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ) ხელშეკრულება და მასში ცვლილებების ან/და დამატების შეტანის შესახებ, 2012 წლის 22 მაისის, ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ), აგრეთვე ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შესაბამისი მსჯელობის საფუძველზე, რომელიც ძირითადად ეყრდნობოდა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას - ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან, - მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში განმსაზღვრელი იყო არა იმ ვალდებულების ხასიათი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, არამედ, თავად იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი. ხელშეკრულების 6.5. პუნქტში ასეთი შინაარსის დათქმა: „აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“ მიუთითებს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიზანზე - დაცული ყოფილიყო მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების წერილობითი თანხმობის გარეშე არ მომხდარიყო აღნიშნული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა).
4.2.18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2013 წლის 22 ოქტომბრის, გადაწყვეტილებაზე ნ------- მ------–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4.2.19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ------- მ------–---–ის საკასაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატამ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იპოთეკის ხელშეკრულების მართლწინააღმდეგობრიობის ფაქტის დადგენა.
4.2.20. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ------- მ------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ამხანაგობა „ნ----–-----------“-სთან თანამშრომლობდა 2007 წლიდან. იგი, როგორც ნოტარიუსი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ემსახურებოდა ამხანაგობის წევრებს. მან დაადასტურა, რომ შპს „ა---------------ა“ და „ნ----–-----------“-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მას დაავალეს იპოთეკის ხელშეკრულების შედგენა, რომლის თანახმად, თანხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. მოგვიანებით, იპოთეკის ხელშეკრულებაში მის მიერ შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, „ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე წყვეტს ძირითად ორგანიზაციულ-ფინანსურ საკითხებს, ასევე უფლებამოსილია აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“. მ------–---–ის განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერი ატარებს კუმულაციურ ხასიათს, შესაბამისად, ამხანაგობის ყველა წევრის წერილობითი თანხმობა მხოლოდ კრედიტის აღების დროს ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში იყო საჭირო. ცვლილების ჩანაწერი ემსახურებოდა იმას, რომ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ბანკიდან კრედიტის აღების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრებს ჰქონოდათ ინფორმაცია ამის შესახებ. აღნიშნული ცვლილების თანახმად, ნოტარიუსი უფლებამოსილი ხდებოდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოეწერა სააღსრულებო ფურცელი, რაც რეალურად გააკეთა კიდეც. მის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შპს „ა--- ჯ-------ამ“ ამხანაგობა „ნ----–-----------“-ს დაუყადაღა მთელი ქონება.
4.2.21. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსის, 2012 წლის 13 დეკემბრის, №----- წერილით დგინდება, რომ დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით დადასტურდა ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტის ჩადენა, რის საფუძველზეც იგი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, 2012 წლის 12 დეკემბრის, №--- ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხა საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან.
4.2.22. სააპელაციო პალატა კვლავ უთითებს ამ განაჩენის 4.1.18; 4.1.24-4.1.28 პუნქტებში მითითებულ კანონის ნორმებზე, სასამართლოს (მათ შორის ევროსასამართლოს) პრაქტიკაზე და ზოგადად ამ პუნქტებში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს განმარტავს შემდეგს:
4.2.23. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით, 2011 წლის 13 აპრილის, იპოთეკის ხელშეკრულებით დადგენილია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ნოტარიუსმა ნ------- მ------–---–მა, რომელიც ითვლებოდა მოხელესთან გათანაბრებულ პირად, 2011 წლის 13 აპრილს შეადგინა და სანოტარო წესით შპს „ა---------------“ სასარგებლოდ დაამოწმა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობა „ნ----–-----------“, მანამდე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად, ნაკირსი ვალდებულის შესრულებას უზრუნველყოფდა ამხანაგობის კუთვნილი ქონებით. უდავოა ისიც, რომ იპოთეკის შედეგად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურებით, ამხანაგობის ქონების მესაკუთრე გახდა შპს „ა--- ჯ-------ა“. მიუხედავად მიმდინარე სამოქალაქო დავების, განსახილველი იპოთეკის შედეგად მისი საკუთრებიდან გასული ქონება ამხანაგობას არ დაბრუნებია და დღემდე მიმდინარეობს დავები ამ საკითხზე.
4.2.24. მხარეებმა შეიძლება სადავო გახადონ ამ ქონების ზუსტი ღირებულება, თუმცა უდავოა ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ღირებულება მნიშვნელოვანია და შეადგენს რამდენიმე ასეულ ათას ლარს.
4.2.25. მ------–---–ის ქმედების შეფასებისას სადავო და მეტად მნიშვნელოვანია განმარტება იმისა, თუ რას გულისხმობს ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის წესდების მე-6 მუხლის 6.5. პუნქტის ჩანაწერი: „ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე წყვეტს ძირითად ორგანიზაციულ-ფინანსურ საკითხებს, ასევე უფლებამოსილია აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“.
4.2.26. ბრალდების მხარის განმარტებით, ჩანაწერი - „...აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“, გულისხმობს ამხანაგობის წევრთა სავალდებულო წერილობით თანხმობას, როგორც კრედიტის აღების დროს, ისე ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში. ბრალდების მხარისგან განსხვავებით, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ამხანაგობის წესდების 6.5. პუნქტის ჩანაწერი ატარებს კუმულაციურ ხასიათს. შესაბამისად, ამხანაგობის ყველა წევრის წერილობითი თანხმობა მხოლოდ კრედიტის აღების დროს ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში იყო საჭირო.
4.2.27. იმ საკითხის გადაწყვეტისას, ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის წესდების 6.5. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკის ხელშეკრულების დადება, საჭიროებდა თუ არა ამხანაგობის ყველა წევრის წერილობით თანხმობას - პირველი ინსტანციის სასამართლომ მიმოიხილა მისთვის წარდგენი მტკიცებულებები და აღნიშნა შემდეგი: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის ყველა წევრი ხაზგასმით აცხადებდა, რომ ამხანაგობის წესდების თანახმად, გამორიცხული იყო მათი თანხმობის არ არსებობის შემთხვევაში, ამხანაგობის კუთვნილი ქონების გასხვისება. ანალოგიური განაცხადა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა------- ც--–--ემ, აგრეთვე შპს „ა---------------“ იურისტმა, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდა გ--–- ტ-------ისგან, ა------- ც--–--ისგან და მათი ადვოკატისგან.
4.2.28. სადავო საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვანია ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2013 წლის 22 ოქტომბრის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლთაც ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა---------------ა“ და ამხანაგობა „ნ----–-----------“-ს შორის 2011 წლის 13 აპრილს დადებული იპოთეკის (დამოწმებული ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ) ხელშეკრულება და მასში ცვლილებების ან/და დამატების შეტანის შესახებ 2012 წლის 22 მაისის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ), აგრეთვე ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. ამ გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ პირის (მოცემულ შემთხვევაში ამხანაგობის წევრევის) მიერ გამოხატული ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში განმსაზღვრელი იყო არა იმ ვალდებულების ხასიათი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, არამედ, თავად იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი. ხელშეკრულების 6.5. პუნქტში ასეთი შინაარსის დათქმა: „აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“ მიუთითებს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიზანზე - დაცული ყოფილიყო მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების წერილობითი თანხმობის გარეშე არ მომხდარიყო აღნიშნული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა).
4.2.29. ხელშეკრულების სადავო ჩანაწერის განმარტება იმდაგვარად, რომ ამხანაგობის წევრების თანხმობა საჭირო იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა ხდებოდა კრედიტის უზრუნველსაყოფად, ხოლო სხვა ვალდებულების უზრუნველყოფა იპოთეკით მათი თანხმობის გარეშეც შეიძლებოდა მომხდარიყო, არ გამომდინარეობს არც დათქმის ტექსტიდან და არც გონივრული განსჯის შედეგია. შეთანხმების ზემოაღნიშნული წინადადების გრამატიკული განმარტება არ იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს. კრედიტი შეიძლება აღებული იქნეს უზრუნველყოფის (იპოთეკის) გარეშეც. ამასთან, იპოთეკით შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს სხვა ვალდებულებაც, გარდა საკრედიტო დავალიანებისა. აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამხანაგობის წევრებმა შეიტანეს რა მითითებული დათქმა შეთანხმებაში, შეზღუდეს წარმომადგენლების უფლებები როგორც ნებისმიერი ოდენობის კრედიტის აღებაზე, ისე ნებისმიერი ვალდებულების (და არა მხოლოდ საკრედიტო) უზრუნველყოფის მიზნით მათი კუთვნილი ქონების იპოთეკით დატვირთვაზე, რაც გააერთიანეს ერთ წინადადებაში. ამდენად, როგორც იპოთეკის ხელშეკრულება, ისე ამ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ხელშეკრულების დადება საჭიროებდა ამხანაგობის წევრების წერილობით თანხმობას, რომელიც ნოტარიუს ნ------- მ------–---–ს არ მოუთხოვია.
4.2.30. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ მსჯელობას და დამატებით უთითებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც „ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება“. ამავე კანონის მესამე მუხლის მესამე ნაწილით კი დადგენილია, რომ „სანოტარო მოქმედება სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლში, 2007 წლის 29 ივნისის, N5127-რს კანონით განხორციელდა ცვლილება და ამ მუხლს დაემატა მესამე ნაწილი შემდეგი შინაარსით: „იპოთეკის ხელშეკრულება, რომელზედაც მხარეთა შეთანხმებით გაიცემა იპოთეკის მოწმობა, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რომელიც მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, უნდა დაამოწმოს იმავე ნოტარიუსმა, რომელმაც დაამოწმა აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება.“
4.2.31. პალატა განმარტავს, რომ კანონის დასახელებული ნორმები ნოტარიუსს ავალდებულებს იმოქმედოს მკაცრად კანონის შესაბამისად და ხელი შეუწყოს მხარეებს გამოხატონ და დაადასტურონ უშუალოდ საკუთარი ნება. ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის მესამე ნაწილი ცალსახად ცხადყოფს კანონმდებლის მიზანს, რომ იპითეკასთან დაკავშირებული საკითხები არ გამორჩეს მხედველობიდან მის მარეგისტრირებელ ნოტარიუსს (მათ შორის თუნდაც იმის გამო, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარემ შეიძლება დაუმალოს რეალობა) და ამ ნორმის შემოტანაც ხსენებულ მიზანს ემსახურება. უშუალოდ განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიც ამხანაგობის წევრების ანალოგიურ მიდგომაზე უთითებს. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ამხანაგობის წევრები ნ------- მ------–---–ს, როგორც ნოტარიუსს იცნობდნენ და მისი მომსახურეობით სარგებლობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საერთოდ არ იყვნენ შპს „ა---------------თან“ არავითარ ურთიერთობაში. საყურადღებოა, რომ უკვე არსებობდა რა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის წესდება, მისმა წევრებმა საჭიროს ჩათვალეს მის 6.5 პუნქტში ცვლილების შეტანა და ამით საკუთარი ქონების უკეთ დაცვა. მათ ეს სანოტარო მოქმედებაც ნ------- მ------–---–თან განახორციელეს და შედეგად იმედოვნებდნენ, რომ იცოდა რა მათ მიერ წესდებაში განხორციელებული ცვლილების შესახებ, ეს ნოტარიუსი არ დაადსტურებდა 6.5 პუნქტის საწინააღმდეგოდ დადებულ ხელშეკრულებას.
4.2.32. ამდენად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის წესდების 6.5. პუნქტში არსებული დათქმა: „აიღოს კრედიტი და იპოთეკით დატვირთონ ამხანაგობის კუთვნილი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით“ ნოტარიუსს ავალდებულებდა, რომ ამხანაგობის წევრთა წერილობით თანხმობა მოეთხოვა, როგორც კრედიტის აღების, ისე ქონების იპოთეკით დატვირთვის დროს, მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დროსაც.
4.2.33. ნ------- მ------–---–ის ბრალეულობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებას წარმოადგენს ასევე დადგენა იმისა, არსებობდა თუ არა რაიმე უკანონო შეთანხმება მასსა და მის მიერ დამოწმებული ხელშეკრულებების მხარეებს შორის. ამ ფაქტობრივი გარემოების გარკვევისას პალატა აფასებს ასევე პროკურორის სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილს, სადაც ბრალდება აღნიშნავს, რომ მ------–---–ის ბრალეულობა დასტურდება მთელი რიგი ჩვენებებით. რეალურად, ამ ჩვენებების შინაარსის მიხედვით: ნ---- დ----------, რ--------- მ--–---–---–ი, შ----- მ-----–-–---–ი, მ----- ხ----ე, თ----- მ------–---–ი, ც-–---- ს------–---–ი, მ---- ს-----–---–ი, ლ-–- დ------ე, ვ--–-----ნ ბ----------ი, თ----- ჭ----–--ე, ნ------- ნ--------–---–ი სასამართლოში ჩვენების მიცემისას საერთოდ არაფერს არ ამბობენ იმის შესახებ, რომ უშუალოდ მათ რაიმე იციან ნოტარიუსის ვინმესთან გარიგების თაობაზე. მხოლოდ მათი ნაწილი აღნიშნავს იმას, თითქოს გ--–- ტ-------ემ მოუყვათ ასეთის შესახებ. თუმცა, თავის მხრივ გ--–- ტ-------ის ჩვენებით არანაირად არ დასტურდება ნოტარისთან რაიმე გარიგების ფაქტი. მისი ჩვენების თანახმად, კ---------ი ეუბნებოდა, რომ ნოტარიუსთან საქმეს მოაგვარებდა თუ მოგვარებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ტ-------ე არ ასახელებს ასეთი „მოგვარების“ არცერთ შემთხევას, ანუ არ იძლევა ჩვენებას როდის შეესწრო მოლაპარაკებას ნოტარიუსთან, ვინ მოელაპარაკა ამ უკანასკნელს, რაზე მოელაპარაკა და სხვა. ტ-------ის ჩვენებით ნათელია მხოლოდ ის, რომ საჭირო დროს მიდიოდა ნოტარიუსთან და კ---------თან ერთად ახალ ხელშეკრულებებზე აწერდა ხელს, უფრო ზუსტად მიჰყავდა თავისი მეუღლე და მას აწერინებდა ხელს. თავის მხრივ ტ-------ის მეუღლე - მოწმე ქ------- კ---–---–---–ი, ადასტურებს რა გ--–- ტ-------ის ჩვენებას, ამბობს, რომ ენდობოდა ამ უკანასკნელს და ანგარიშგაუწევლად აწერდა ხელს ყველაფერს, რაზედაც კი მიუთითებდნენ. რაც ამ შემთხვევაში საინტერესოა, მის ჩვენებაში არც ის არ საუბრობს ამ პროცედურის დროს ნოტარიუსთან რაიმე გარიგებაზე. ანალოგიური სიტუაციაა მოწმეებთან: ა------- ც--–--ესთან, რ----- კ---------თან და ლ----- ა------ესთან მიმართებაშიც.
4.2.34. მოწმე რ----- ს---––--ე, ვინც იყო აღმასრულებელი და აღასრულა კიდეც სააღსრულებო ფურცელი, ასევე არ ადასტურებს ნოტარიუსთან რაიმე გარიგების ფაქტს. მისი ჩვენებით კ---------ს საერთოდ არ იცნობს, ხოლო ექსპერტი გ---- გ-----–--ე ამ საქმეში ჩააბა თავისი ინიციატივით, მათ შორის არსებული საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე. მოწმე საერთოდ არაფერს არ ამბობს რაიმე გარიგების არსებობის და მით უმეტეს ამ გარიგებაში ნოტარიუს ნ------- მ------–---–ის მონაწილეობის შესახებ.
4.2.35. პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება გარკვევა იმისა ჩაიდინა თუ არა ვინმემ დანაშაული ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის, ან თუნდაც კონკრეტულად მისი რომელიმე წევრის (წევრების) მიმართ. ცალსახაა, რომ საქმეში მოხსენიებული და დაკითხული არაერთი პირის მიმართ არსებობს კითხვები დაზარალებულების მხრიდან და შესაძლოა მათ მიმართ კითხვები დაისვას სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოების მხრიდანაც. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე მათგანი მოწმის სახით დაკითხვისას აღიარებს, რომ მის მიერვე ჩადენილია დანაშაული. მიუხედავად ამისა, სასამართლოს ფუნქციაა საქმის განხილვა იმ ბრალდების ფარგლებში და იმ პირების მიმართ, ვის მიმართაც უშუალოდ საქმე გადმოგზავნილია სასამართლოში განსახილველად. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ნ------- მ------–---–ის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტა. ამასთან დაკავშირებით კი პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის მიმართ გარკვეული დანაშაულის-შეთქმულების არსებობის შემთხვევაშიც კი, ასეთის შესახებ ნოტარიუს ნ------- მ------–---–ისათვის ცნობილი არ იყო.
4.2.36. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 13 აპრილს ნოტარიუსმა ნ------- მ------–---–მა, დაამოწმა იპოთეკის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც, 436 800 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ა---------------“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის, 1582 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მდებარეთბილისი, ზ-----------------------, საკადასტრო კოდით 0---------------), მასზე განთავსებული №------------ შენობა-ნაგებობით. 2012 წლის 22 მაისს, ცვლილება შევიდა 2011 წლის 13 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომელიც ასევე სანოტარო წესით დაამოწმა ნოტარიუსმა ნ------- მ------–---–იმა. მანამდე, ამავე ნოტარიუსის მიერ დამოწმებული იყო ცვლილება ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის წესდებაში. ამ ცვლილებიდან გამომდინარე, ნოტარიუს ნ------- მ------–---–ს ევალებოდა იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებისას მოეთხოვა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის ყველა წევრის წერილობითი თანხმობა. ორივე შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეებისათვის მ------–---–ს ასეთი თანხმობა არ მოუთხოვია. შედეგად, ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრებმა ვერ შეიტყვეს მათი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ. ასეთ პირობებში იპოთეკით დატვირთა ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის კუთვნილი ქონება და მოგვიანებით, მ------–---–ის მიერვე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, გაიყიდა აუქციონზე რამაც ამხანაგობის წევრების უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ამასთან, ნ------- მ------–---–ს არ გააჩნდა არანაირი ინტერესი არც ხელშეკრულების მხარეების და არც სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიმართ. აღნიშნული კი უთითებს მასზედ, რომ ნოტარიუსმა ეს ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი საქმიანობისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. ქმედების კვალიფიკაცია
5.1.1. ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ------- მ------–---–მა ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. განსახილველი დანაშაულის საშიშროება განპირობებულია იმით, რომ მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი განზრახ ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელიც აშკარად სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და იწვევს მოქალაქეთა უფლების, საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესების არსებით დარღვევას. აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სახესხვაობას. მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დროს მოხელე/მოხელესთან გათანაბრებული პირი უკანონოდ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ იყენებს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას კი, მისი მოქმედება სცილდება სამსახურებრივ უფლებამოსილებას. დანაშაულის საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია სათანადო მოტივის და მიზნის არსებობა, მაშინ, როდესაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი არ წარმოადგენს ამ დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს და არსებით ზეგავლენას არ ახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით, რამდენადაც მოხელეს გაცნობიერებული აქვს როგორც მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ისე მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა ან გარდუვალობა და სურს მისი დადგომა ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა ან საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერ ინტერესების არსებითი დარღვევის სახით; ან თუმცა არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.
5.1.2. პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემებების სამართლებრივი შეფასება, ქმედების განზრახ დანაშაულად კვალიფიცირების ნაწილში, არასწორია. დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც ნოტარიუსს არ გააჩნდა არანაირი კავშირი და ინტერესი, მით უფრო დანაშაულებრივი, იმ პირებთან ვინც დაეუფლა იპოთეკით დატვირთულ ქონებას. ამ ფონზე მტკიცება იმისა, თითქოს ნ------- მ------–---–ს გაცნობიერებული ქონდა როგორც მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ისე მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა ან გარდუვალობა და სურდა მისი დადგომა, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირების უფლებებისა და კანონიერ ინტერესების არსებითი დარღვევის სახით; ან თუნდაც არ სურდა, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას - არის უსაფუძვლო.
5.1.3. თუ ამას დადგენილად მივიჩნევთ, გამოდის, რომ მას შეგნებულად მიუყენებია ასიათასობით ლარის ზიანი ამხანაგობა „ნ----–-----------“-ის წევრებისათვის, ან როგორც მინიმუმ იცოდა ასეთი ზიანის გარდუვალობა და უშვებდა მას. პალატა კიდევ ერთხელ მიაპყრობს ყურადღებას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობას და თვლის, რომ შეგნებულად ამხელა ზიანის მიყენება ადამიანებისათვის, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, სცილდება გონივრულობის ფარგლებს. ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ ნ------- მ------–---–ის მიერ ქმედება განხორციელებულია არა განზრახ, არამედ გაუფრთხილებლობით და მის მიერ ჩადენილია სამსახურებრივი გულგრილობა.
5.1.4. განსახილველი დანაშაულის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ნორმალურ საქმიანობას. ის გამოხატება სახელმწიფო მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. ეს დანაშაული მატერიალურია, მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების ან სხვა კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. ეს შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ისე სხვაგვარი ზიანი. ამავე დროს, სახეზეა თუ არა ინტერესთა არსებითი შელახვა, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ საქმეში ინდვიდუალურად. მოხელის გულგრილობის ერთ-ერთი შემთხვევაა, როდესაც ის არაჯეროვნად ასრულებს სამსახურებრივი მდგომარეობით მასზე დაკისრებულ მოვალობას, მაშინ, როდესაც მის მიერ ამ ვალდებულების შესრულება დადგენილია კანონით/ნორმატიული წესით. სამსახურებრივი გულგრილობა გამოიხატება გაუფრთხილებლობაში. ამ დროს პირს გაცნობიერებული აქვს წინდახედულების ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს, რომ არასასურველ შედეგს თავიდან აიცილებს, ან არ ითვალისწინებს ამ შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამისი გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
5.1.5. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ზუსტად შეესაბამება სწორედ დასახელებული დანაშაულის შემადგენლობას. კერძოდ: განსახილველი დანაშაულის შედეგად ხელყოფილია საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ნორმალურ საქმიანობას. მისი სუბიექტია სახელმწიფო მოხელესთან გათანაბრებული პირი. დადგენილია ამ პირის მიერ კონკრეტული ქმედების შესრულების კანონისმიერი ვალდებულება და ამ ფონზე მისი შეუსრულებლობა, ასევე შედეგად გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი. დადგენილია ისიც, რომ ნ------- მ------–---–ს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულების ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, კერძოდ წესდების 6.5 პუნქტში ცვლილება მან დაამოწმა და შეუძლებელია არ სცოდნოდა ამის შესახებ, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ არასასურველ შედეგი არ დადგებოდა.
5.1.6. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, ნ------- მ------–---–ის მიმართ უნდა შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 14 მაისის, განაჩენი და მისი ქმედება რაც ამ განაჩენით დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
5.2. ორმაგ მსჯავრდებასთან დაკავშირებით.
5.2.1. პირველ ინსტანციაში საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე აპელირებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსის, 2012 წლის 13 დეკემბრის, №----- წერილზე, რომლის თანახმადაც დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით ნოტარიუსი ნ------- მ------–---–ი დისციპლინური გადაცდომის ფაქტის ჩადენის გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. დაცვის მხარის აზრით, ამ ფაქტის შემდეგ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის დანიშვნა გამოიწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით (შემდეგში - ევროპული კონვენცია) გარანტირებული უფლების - ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის დარღვევას. ანალოგიური დაცვამ მიუთითა სააპელაციო საჩივარშიც, შესაბამისად სააპელაციო პალატა ამ საკითხზეც იმსჯელებს.
5.2.2. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დაცვის მხარის მიერ დაყენებული ეს საკითხი. სასამართლომ მიუთითა, რომ ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე საბოლოოდ იქნა გამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონმდებლობისა და სისხლის სამართლის პროცესის შესაბამისად. აღნიშნული დანაწესი ვრცელდება მხოლოდ გასამართლებასა და მსჯავრდებაზე სისხლის სამართალწარმოებაში. შესაბამისად არაა გამორიცხული, რომ პირი ერთი და იმავე ქმედებისათვის დაექვემდებაროს როგორც სხვადასხვა ხასიათის ზემოქმედებას (მაგალითად, თანამდებობის პირის შემთხვევაში დისციპლინურ დევნას), ისე სისხლისსამართლებრივ სასჯელს.
5.2.3. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დასადგენია ითვლება თუ არა ის დისციპლინური დარღვევა, რაზეც დაცვის მხარე უთითებს, „სისხლისსამართლებრივად“ ევროკონვენციის მე-6 მუხლის მნიშვნელობით. ამ საკითხის გადაწყვეტისას პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც ამ საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია სამი ნიშნის გარკვევა. მათ შორის პირველია დანაშაულის სამართლებრივი კლასიფიკაცია ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, მეორე გახლავთ დანაშაულის ბუნება, ხოლო მესამე კი სასჯელის სიმკაცრის დონე, რომელიც შესაძლებელია მიესაჯოს პირს. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ენგელი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ”, პუნქტი 82). განსახილველ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შემოწმება და რეაგირება არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სისხლისსამართლებრივი ბრალდება. საქმე ისაა, რომ დასახელებული კრიტერიუმების მიხედვით შეფასებისას სახეზეა შემდეგი: ეს შემოწმება ეროვნული კანონმდებლობით არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივს. ასევე სახეზე არაა მესამე კრიტერიუმი - რამდენადაც შემოწმების შედეგად დარღვევის დადგენის შემთხვევაში სანქციის მაქსიმალური ზომა შეიძლება იყოს მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლება. ეს შედეგი არ შეიძლება განხილულ იქნეს მკაცრ სანქციად, არამედ წარმოადგენს დამსაქმებლის ბუნებრივ რეაქციას დასაქმებულის მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაზე.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
6.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს ნ------- მ------–---–ის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. უშუალოდ ნ------- მ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებთან დაკავშირებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი გარემოებები არ არსებობს.
6.6. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის, დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ნ------- მ------–---–ს, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე, გაუფრთხილებელ დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ------- მ------–---–ისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება ალტერნატივის სახით ითვალისწინებს რამდენიმე სასჯელს, სასამართლო თავის დისკრეციის ფარგლებში განსაზღვრავს, თუ რა სახის სასჯელის სახისა და ზომის გამოყენება უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
6.7. პალატა 6.1.-6.6. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით თანაზომიერ და პროპორციულ სასჯელად მოიაზრებს ჯარიმას, მინიმალური ოდენობის ზედა ზღვრის ფარგლებში, კერძოდ 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის დ----- კ------ის და მსჯავრდებულ ნ------- მ------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ს---–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენი გ---- გ-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, ამავე განაჩენში ნ------- მ------–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
გ---- გ-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
განემარტოს გ---- გ-----–--ეს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ცნობადაა მიღებული, რომ გ---- გ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმებულია ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის, 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით გ---- გ-----–--ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 5 000 (ხუთი ათასი) ლარის სანაცვლოდ, გ---- გ-----–--ის (პირადი №------------ კუთვნილი უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე, მდებარე: თერჯოლა, სოფელი ნახშირღელე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 3----------- და სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 3------------ დადებული ყადაღა.
ნ------- მ------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნ------- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ამ ნორმის 2006 წლის 28 აპრილის N---- კანონით მიღებული რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ნ------- მ------–---–ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ცნობადაა მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ------- მ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმებულია ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის, 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით ნ------- მ------–---–ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 5 000 (ხუთი ათასი) ლარის სანაცვლოდ, მარინე ჭანტურიას (დაბადებული: 1--------- წელს, პირადი №------------ კუთვნილი უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე, მდებარე: თ---–--------------------------–-–-–-–---–-----------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------) დადებული ყადაღა.
ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი 6 (ექვსი) ცალი დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი