განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002541413
საქმე №1ბ/422-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ირ---–----------ას
ადვოკატ - ირ------------ის
მსჯავრდებულ - მე------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ მე------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ირ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მე------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 25 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის სიღნაღი, წ-----------------------------–--–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ვ---------–-------------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 თებერვლის განაჩენით მე------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;
მე------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მე------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მე------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე, ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
მე------------ე და მა------------------–---–ი დაახლოებით 9 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მე------------ე მის მეუღლეს მა------------------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და მოიხსენიებდა სალანძღავი სიტყვებით, მათ შორის ანალოგიური ქმედება მე------------ემ განახორციელა 2018 წლის 5 ივნისს. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად მა------------------–---–ი განიცდიდა ტანჯვას.
მე------------ე და მა------------------–---–ი დაახლოებით 9 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–-----------------------------------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მე------------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაშლილი ხელი ჩაარტყა სახის მიდამოში მა------------------–---–ს.
2018 წლის 4 ივნისს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–-----------------------------------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მე------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაშლილი ხელი ჩაარტყა სახის მიდამოში მა------------------–---–ს.
2018 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. თბილისი, მ----–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე------------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მა------------------–---–ს, რის შემდგომაც გაშლილი ხელი ჩაარტყა რამდენჯერმე სახისა და თავის მიდამოში, რასაც შეესწრნენ გამვლელები, რომლებმაც შეძლეს მე------------ის შეჩერება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მა------------------–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მე------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ირ------------ემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ მე------------ის მიმართ წარდგენილი დანაშაულის ლიტერატურული განმარტებებიდან და სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთმანეთთან შეჯერებით, ვერ დასტურდება მე------------ის მხრიდან მა------------------–---–ის მიმართ განზრახ განხორციელებული ძალადობისა და სისტემატიურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. აპელანტს მიაჩნია, რომ გამოძიების პროცესში გამოიკვეთა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან მიკერძოებულობისა და სიცრუის აშკარა ფაქტები, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა. აპელანტის მითითებით, მოწმე დიანა ნანიევა არ იყო ფაქტის შემსწრე, არ იცის ვინ არიან კონფლიქტის მონაწილე პირები, ამის შესახებ გაიგო თავისი მაღაზიის თანამშრომლებისაგან, თუმცა გამომძიებლის მხრიდან არ მომხდარა აღნიშნულ თვითმხილველ პირთა გამოვლენა ინფორმაციის პირველწყაროსგან მოძიების მიზნით. ასევე, გამომძიებელმა გ--------------–---მა ისე დაჰკითხა მოწმის სახით ვინმე ს--------------–---–ი, რომ ამ უკანასკნელის კონკრეტული სამუშაო ადგილი გაურკვეველია, რადგან დღემდე ბუნდოვანია, კონკრეტულად რა სახელწოდების ობიექტზე მუშაობდა შემთხვევის დროს. აპელანტის განმარტებით, მ-------------------------------–---–ების მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის აშკარა წინააღმდეგობა გამოიკვეთა იმ ნაწილში, სადაც ეს უკანასკნელები გამოძიებაში მიცემული ჩვენებისას 2018 წლის 31 მაისის ფაქტზე, ხოლო სასამართლოში იმავე ფაქტის დეტალებს 2018 წლის 04 ივნისის ეპიზოდთან მიმართებით ჰყვებოდნენ. დაცვის მხარის განმარტებით, აღნიშნული ადასტურებდა მათი ჩვენებების დეტალების გამოძიების ეტაპზე ფორმირების ფაქტს. პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი დააფუძნა ბრალდების მხარის მხრიდან მოხსნილ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და მთლიანად უგულებელყო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებების შედეგები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მიიჩნიეს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებდნენ მე------------ის უდანაშაულობაზე და მოითხოვეს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა მე------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ირ------------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მოსაზრებას მე------------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მე------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა და ცემა, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ, ორი ეპიზოდი. ამასთან, პალატა იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მე------------ის მიერ სისტემატიური ცემის ფაქტი, კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს, რომ სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებული მა------------------–---–ი და მისი დედა დ------------------–---–ი თანმიმდევრულად აღწერენ ძალადობის არა სამ ეპიზოდს არამედ ორს, ერთი ეპიზოდი მათი ჩვენებების თანახმად იყო, როცა დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მე------------ე სახლში ნასვამი დაბრუნდა. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ მა------------------–---–ი, დედამისი - დ------------------–---–ი და მე------------ის დედა - ლ--–---------ე. მე------------ემ მა------------------–---–ს გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა მხარეს ლოყაზე, ასევე მოუქნია ხის სკამიც. ამის შემდეგ მე------------ე გავიდა სახლიდან. ხოლო, მეორე ეპიზოდი იყო ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე, როცა მე------------ემ ბაზარში ხალხის თანდასწრებით ცემა მა------------------–---–ი, რაც შეეხება 4 ივნისის ეპიზოდს დაზარალებული და მოწმე იძლევიან განსხვავებულ ჩვენებებს, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ მა------------------–---–მა განმარტა, რომ მე------------ე არის მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე. ქორწინებიდან ორ თვეში მე------------ემ მეუღლის მიმართ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფები, ასევე ადგილი ჰქონდა ხელის დარტყმებსაც. აღნიშნული ფაქტები გრძელდებოდა მა------------------–---–ის ორსულობის პერიოდშიც. კონფლიქტის მიზეზი ძირითადად იყო მე------------ის სიმთვრალე და ეჭვიანობა. ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავების მიერ შემაკავებელი ორდერიც კი იქნა გაცემული მე------------ის მიმართ, ხოლო ამ ორდერით დადგენილი წესების დარღვევის გამო, იგი ადმინისტრაციულად დაკავებული იყო. 2018 წლის აპრილის თვეში, მას შემდეგ, რაც მე------------ემ შეიტყო მა------------------–---–ის ორსულოის შესახებ, მის მიმართ უფრო აგრესიული გახდა. იგი ეჭვიანობდა, რომ ბავშვი მისი არ იყო და როდესაც ალკოჰოლური სასმელით დათვრებოდა, მა------------------–---–ს ყოველთვის აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურად ძალადობდა და აგინებდა. მსგავსი ფაქტები ხდებოდა თვეში ორჯერ ან სამჯერ. 2018 წლის აპრილის თვის ბოლოს ისინი საცხოვრებლად ქირით გადმოვიდნენ ქ. თბილისში, ვ---------–-----------------------------------------ში. მე------------ე არც ამჯერად იკავებდა თავს და მა------------------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის დედამისის - დ------------------–---–ის თანდასწრებითაც.
2018 წლის 31 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებულმა განმარტა, რომ, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მე------------ე სახლში ნასვამი დაბრუნდა. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ მა------------------–---–ი, დედამისი - დ------------------–---–ი და მე------------ის დედა - ლ--–---------ე. მე------------ემ თავის მეუღლეს აგრესიული ტონით მიმართა, რომ წასვლას აპირებდა სოფელში, რის გამოც მოსთხოვა მისთვის ჩაელაგებინა ტანსაცმელი და მიეცა პირადობის მოწმობა. მა------------------–---–ი მივიდა მისაღებ ოთახში მაგიდასთან პირადობის მოწმობის ასაღებად, მაგრამ მე------------ემ მას მოულოდნელად მოუქნია მარცხენა ხელი მარჯვენა მხარეს ლოყაზე და დაარტყა გაშლილი ხელი, ასევე მოუქნია ხის სკამიც. მა------------------–---–მა დარტყმის შედეგად იგრძნო ძლიერი ტკივილი და მე------------ეს განერიდა. მან მე------------ეს დაუყვირა, რომ თუ წასვლა სურდა წასულიყო, თვითონ ორსულად იყო და მისთვის ხელი არ დაერტყა. ამის შემდეგ მე------------ე გავიდა სახლიდან და გვიან ღამით დაბრუნდა.
2018 წლის 4 ივნისს, საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე, მე------------ე დაბრუნდა სახლში - ქ. თბილისი, ვ---------–-----------------------------------------ში, რა დროსაც იქ იმყოფებოდნენ მა------------------–---–ი, დ------------------–---–ი და მე------------ის დედა - ლ--–---------ე. მე------------ე ამ დროს ნასვამი იყო. მან რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მა------------------–---–ს, მოიხსენია სხვადასხვა სალანძღავი სიტყვებით და მისაღებ ოთახში ყოფნისას მარცხენა ხელი მოუქნია და გაშლილი ხელი ჩაარტყა სახეში, მარჯვენა მხარეს ლოყაზე. დარტყმის ფაქტს შეესწრნენ დ------------------–---–ი და ლ--–---------ე. ცოტა ხანში მე------------ე გარეთ გავიდა და ღამე სახლში აღარ დაბრუნებულა.
2018 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე, მა------------------–---–ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, მ----–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნავთლუღის ბაზართან), სადაც იგი ვაჭრობს საეკლესიო ხატებით. ამ დროს მის სიახლოვეს ჩაიარა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მე------------ემ და შეაგინა მას. მა------------------–---–მა ამაზე პროტესტი გამოხატა და ჰკითხა, თუ რატომ აგინებდა ორსულ ქალს. მე------------ე ამაზე უფრო გაღიზიანდა, მივიდა მა------------------–---–თან გინებითა და ყვირილით, გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახისა და თავის მიდამოში და დაუმტვრია ტელეფონი. დარტყმების შედეგად მა------------------–---–ი განიცდიდა ძლიერ ტკივილს. ამ ფაქტს შეესწრო ლ--–---------ე და იქვე მყოფი ხალხი, მათ შორის გამყიდველებიც, რომლებმაც შეაჩერეს მე------------ე. ამ დროისთვის მა------------------–---–ი იყო 6-7 თვის ორსული.
მე------------ის მხრიდან მა------------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის შემსწრე დ------------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული მა------------------–---–ი მისი შვილია, ხოლო ბრალდებული მე------------ე - სიძე. მე------------ე და მა------------------–---–ი დაახლოებით 9 თვე იყვნენ მეუღლეები და ცხოვრობდნენ ერთად. იმ პერიოდში დ------------------–---–მა გულის ოპერაცია გაიკეთა და მოვლაში უმცროს შვილთან ერთად ეხმარებოდა მე------------ეც, რის გამოც იგი მე------------ის მადლობელია. კონფლიქტები მა------------------–---–სა და მე------------ეს შორის ხშირად ჩნდებოდა მე------------ის დედის - ლ--–---------ის პროვოკაციით, რომელიც ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და შვილსაც ასმევდა. როდესაც მე------------ე სვამდა, იგი ხდებოდა აგრესიული და მა------------------–---–ს ეჩხუბებოდა. პირადად დ------------------–---–ის თანდასწრებითაც მე------------ეს არაერთხელ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა მა------------------–---–ისთვის, ასევე მოუხსენებია სალანძღავი სიტყვებით და უყვირია მისთვის.
მოწმის განმარტებით, რიცხვი არ ახსოვს, საღამოს საათებში, იმ დროს, როდესაც სახლში იმყოფებოდნენ დ------------------–---–ი, მა------------------–---–ი და ლ--–---------ე, სახლში ნასვამი დაბრუნდა მე------------ე. მან მა------------------–---–ს ჩხუბი და კამათი დაუწყო, რა დროსაც ხელი ჩაარტყა სახეში. ასევე მოუქნია სკამი დასარტყმელად, თან უყვიროდა მოგკლავო, რაზეც თავად ყვირილი დაიწყო არ დაარტყაო და ხელი დაუჭირა. მოწმის განმარტებით ეს იმ დღეს მოხდა, როცა მე------------ის დედის გამო დაიწყეს ცოლ-ქმარმა ჩხუბი. სხვა დროს იგი ასეთ ფაქტს არ შესწრებია. ბრალდების მხარის შეკითხვაზე მოწმემ კატეგორიულად განმარტა, რომ იგი იმ დღეს პირველად შეესწრო მე------------ის მხრიდან მა------------------–---–ის ცემის ფაქტს, სხვა დროს იგი ასეთ ფაქტს არ შესწრებია. 4 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი განაცხადა, რომ მაშინ მ------- კი არა დედამისმა დაარტყაო. მოწმემ ასევე დაადასტურა, მისთვის მ-------სგან ცნობილი გახდა რომ ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე მე------------ემ ის ცემა.
პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა.
პალატა ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია დროის ფაქტორიდან გამომდინარე დაზარალებულს ან მოწმეს ზუსტად არ ახსოვდეთ თუ რომელ რიცხვში მოხდა კონკრეტული ფაქტი, მაგრამ მოწმემ უნდა შეეძლოს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების გადმოცემა, აღწერა. მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად ბრალდების მხარის მცდელობისა დაეზუსტებინა მოწმესთან ცალკეული ეპიზოდები, მან სამივე ეპიზოდის დეტალურად გადმოცემა ვერ შეძლო. პირიქით, განმარტა, რომ იგი მხოლოდ ერთხელ შეესწრო ძალადობის ფაქტს, როცა მე------------ემ მის შვილს სახეში გაშლილი ხელი გაარტყა (2018 წლის 31 მაისი ეპიზოდი).
პალატა ითვალისწინებდეს, რომ დაზარალებულ მა------------------–---–ის და მოწმე დ------------------–---–ის ჩვენებები 2018 წლის 4 ივნისის ეპიზოდთან მიმართებით წინააღმდეგობრივია, ისინი ერთნაირად აღწერენ მხოლოდ ერთ ეპიზოდს, კერძოდ, როცა მე------------ემ მარიამს სახეში ხელი გაარტყა და ხის სკამი მოუქნია (2018 წლის 31 მაისი ეპიზოდი), ხოლო რაც შეეხება 4 ივნისი ეპიზოდს ამ ეპიზოდში დაზარალებულის განმარტებით, მას მე------------ემ ხელი გაარტყა, რასაც ესწრებოდნენ როგორც მისი დედა, ასევე მე------------ის დედა, თუმცა მოწმის სახით დაკითხვისას დ------------------–---–მა ბრალდების მხარის შეკითხვაზე, განმარტა, რომ მაშინ მე------------ემ კი არა მისმა დედამ დაარტყა ხელი მარიამს და ის მხოლოდ ერთხელ შეესწრო მ------ს მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
შესაბამისად, პალატის აზრით, მე------------ეს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს 2018 წლის 4 ივნისის ეპიზოდი, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენების გარდა ამ ეპიზოდში სხვა პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, პირიქით მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნული უარყო დ------------------–---–მა.
ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების არგუმენტებს, რომ მე------------ეს მა------------------–---–ისთვის ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე (2018 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ვინაიდან აღნიშნული დაზარალებულ მა------------------–---–ის ჩვენების გარდა, დასტურდება, სასამართლოში გამოკვლეული სხვა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებებით, კერძოდ:
მოწმე ს--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში და შორიდან იცნობს დაზარალებულ მა------------------–---–ს, რომელიც იგივე ტერიტორიაზე ჰყიდის საეკლესიო ხატებს. ს--------------–---–ი 2018 წლის 5 ივნისს, დილის საათებში იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ქუჩიდან მოესმა ხმაური. გარეთ გახედვისას მან დაინახა მა------------------–---–ი, რომელიც იმ პერიოდში იმყოფებოდა ორსულად და მისი მეუღლე მე------------ე, რომელიც მა------------------–---–ს უყვიროდა, ხელებს უქნევდა და მას ხელი რამდენიმეჯერ ჩაარტყა თავის არეში. მა------------------–---–ი ამ დროს ცდილობდა თავის დაცვას, იგი ტიროდა და ეხვეწებოდა მე------------ეს, რომ თავი დაენებებინა მისთვის. მე------------ე იქვე მყოფმა ხალხმა დააწყნარა და განარიდა. ამ პერიოდში მა------------------–---–ს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ ორსულად იყო. ს--------------–---–მა ბაზარში ხალხისგან შეიტყო, რომ ხსენებული მამაკაცი იყო მა------------------–---–ის მეუღლე, რომელიც მანამდეც ჰყავდა ნანახი ბაზარში. მა------------------–---–ს მეუღლისთვის არ დაურტყამს და იგი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ვერც დაარტყამდა.
2018 წლის 04 ივნისსა და 05 ივნისს არსებული კონფლიქტის ფაქტებს არ უარყოფს თავად მსჯავრდებული მე------------ეც, თუმცა უარყოფს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, კერძოდ მან აღნიშნა, რომ 2018 წლის 5 ივნისს, მე------------ემ და დედამისმა - ლ---–---------ემ ვარკეთილის მეტროსთან, ერთ-ერთ სადარბაზოში გაათენეს ღამე, რადგან წინა საღამოს მა------------------–---–მა კომფლიქტის გამო, პოლიციის მეშვეობით სახლიდან გამოყარა ისინი. 5 ივნისს დილით მე------------ე ნავთლუღის ბაზარში წავიდა, მცირე სამუშაოების შესასრულებლად, რათა რაღაც თანხა ეშოვნა წნორში ჩასასვლელად. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მას მა------------------–---–ი შეხვდა, რომელმაც ყვირილი დაუწყო და ყელში წაუჭირა ხელები. მე------------ის განმარტებით, მა------------------–---–ს მუცლის მოშორება სურდა. მას მა------------------–---–ისთვის ხელი არასდროს დაურტყამს, თუმცა იგი ადასტურებს, რომ 5 ივნისის კონფლიქტისას მან მა------------------–---–ს ტელეფონი გამოართვა და დაუმტვრია. მა------------------–---–მა მაისური შემოახია მას, რის გამოც დახეული მაისურით წავიდა წნორში. მას ამ დროს ასევე სხეულზე აღენიშნებოდა ნაჩხაპნები. შემდეგ იგი დაბრუნდა თბილისში, კვლავ შეხვდა მა------------------–---–ს მშვიდ ვითარებაში, ხოლო მოგვიანებით იგი პოლიციამ დაიბარა განყოფილებაში, სადაც თავისი ფეხით გამოცხადდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი მაინც დააკავეს. 5 ივნისის შემთხვევის დროს მა------------------–---–ი დაახლოებით 7 თვის ორსული იყო. მე------------ემ ასევე დაადასტურა, რომ ქორწინების პერიოდში მას არაერთხელ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა მა------------------–---–ისთვის.
პალატა განმარტავს, რომ 2018 წლის 05 ივნისს განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტს ადასტურებენ ასევე მოწმეები დ------------------–---–ი, დ----------------------------–----–---–ი, რომლებიც, მართალია არ არიან ფაქტის თვითმხილველები, თუმცა ადასტურებენ, რომ სხვადასხვა პირებისგან შეიტყვეს მე------------ის მიერ მა------------------–---–ს ცემის შესახებ. პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ამ მიმართებით მნიშვნელოვანია მოწმე ს--------------–---–ის კონკრეტული სამუშაო ადგილის დამადასტურებელი ინფორმაცია, ვინაიდან, მისი ვარაუდი იმის შესახებ, რომ აღნიშნული მოწმე შესაძლებელია საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, არ არის გამყარებული არც ერთი მტკიცებულებით და არც თავად დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე მყარი არგუმენტი თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად.
აპელანტები ასევე აპელირებენ, რომ გამოძიება იყო მიკერძოებული. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალების გაცნობისას არ გამოიკვეთა გამოძიების დროს რაიმე არსებითი პროცესუალური დარღვევა, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებას და რაც მკვეთრ ზეგავლენას მოახდენდა საქმის საბოლოო შედეგზე.
პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს 2018 წლის 21 ივნისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, წარდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და მა------------------–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მა------------------–---–მა მეუღლის, მე------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------მ.
შესაბამისად, მე------------ის მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტი პალატას დადგენილად მიაჩნია, როგორც დაზარალებულის ასევე მოწმის და ნაწილობრივ თავად მსჯავრდებულ მე------------ის ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნით.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე მე------------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მე------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ (2018 წლის 31 მაისისა და 05 ივნისის ეპიზოდები).
რაც შეეხება სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხარისხსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკური პირობებს, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, მიჩნია, რომ მე------------ეს უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მე------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ირ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 თებერვლის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.
მე------------ეს ბრალდებიდან ამოერიცხოს 2018 წლის 31 მაისის ეპიზოდი და ამ ნაწილში გამართლდეს.
მე------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111;126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 04 ივნისის ეპიზოდი) და 111;126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 05 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 04 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 05 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მე------------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მე------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
მე------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2018 წლის 8 ივნისიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ლ--–---------ის დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული 2 ცალი მაისური (რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებაში), დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე