განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.10.2019
საქმის ნომერი
330310019002334941
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/2106-19, 330310019002334941

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნო---რ ლუ---ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - სო---ო ჩი--–-ძე

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყო---ლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნო---რ ლუ---ას სასარჩელო მოთხოვნა დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნო---რ ლუ---ასთვის 1994 წლის 9 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე და 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე ნამსახურობის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა და 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე ქ. სოხუმის შ/ჯ ბატალიონში ნამსახურობის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა, არ დაკმაყო---ლდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტმა ნო---რ ლუ---ას ნამსახურობის პერიოდში ჩაუთვალა 1995 წლის 17 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე, 1997 წლის 19 აგვისტო---ნ 2004 წლის 27 დეკემბრამდე, 2005 წლის 1 აპრილიდან 2009 წლის 12 იანვრამდე, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდი.

 

კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყო---ლდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომლითაც აღიარებული იქნა ნო---რ ლუ---ას საბჭოთა არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში სამხედრო მოსამსახურედ მსახურობის სტაჟი - 1979 წლის მაისიდან 1981 წლის მაისამდე; ნო---რ ლუ---ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყო---ლდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; აღიარებული იქნა ნო---რ ლუ---ას 1993-1994 წლებში ქ. სოხუმის შ.ჯ. I ბატალიონში და 1992-1993 წლებში 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში მსახურობის ფაქტი.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 5 თებერვლის MOD 3 18 00115175 წერილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 აპრილის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დამატებით განხორციელდა ნო---რ ლუ---ას წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და მისმა ნამსახურობამ შეადგინა 19 წელი და 19 დღე, კერძოდ, მასში დაფიქსირდა 1979 წლის მაისიდან 1981 წლის მაისამდე, 1992 წლის 3 სექტემბრიდან 1993 წლის 10 ივლისამდე, 1993 წლის 3 აგვისტო---ნ 1994 წლის 9 სექტემბრამდე, 1995 წლის 17 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე, 1997 წლის 19 აგვისტო---ნ 2004 წლის 27 დეკემბრამდე, 2005 წლის 1 აპრილიდან 2009 წლის 12 იანვრამდე, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდი.

 

2018 წლის 24 მაისს, ნო---რ ლუ---ამ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შემდგომში კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მოითხოვა მის ნამსახურობის პერიოდში 1994 წლის 9 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე, 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე პერიოდის ჩათვლა.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 31 მაისის MOD 8 18 00537091 წერილით ნო---რ ლუ---ას 2018 წლის 24 მაისის წერილის პასუხად ეცნობა, რომ განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხი გასცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 5 თებერვლის N115175 წერილის სახით.

 

საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების ქ. სოხუმის I მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის 1994 წლის 14 სექტემბრის №146 ბრძანებით, ნო---რ ლუ---ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

 

დადგენილია, რომ 1994 წლის 14 სექტემბრიდან 1995 წლის მარტამდე ნო---რ ლუ---ა იყო კადრების განკარგულებაში. მითითებული პერიოდი საქართველოს რესპუბლიკის ნო---რ ლუ---ას ნამსახურობის ნუსხაში არ ფიქსირდება.

 

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ს/ნ 2054-ის მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №62 ბრძანებით ნო---რ კა-–---------ეს ძე ლუ---ა დაინიშნა შინაგანი ჯარების ფოთის ცალკეული საპატრულო ბატალიონის სპეც. ასეულის საპატრულო ათეულის მსროლელად 1995 წლის 1 მაისიდან, თანამდებობრივი ხელფასით, თანახმად საშტატო ერთეულისა კოეფიციენტით და მიენიჭა სამხედრო წოდება „ზემდეგი“.

 

ნო---რ ლუ---ას ნამსახურობის ნუსხის თანახმად, სამხედრო ნაწილს მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №62 ბრძანების საფუძველზე, ნო---რ ლუ---ა 1995 წლის 1 აპრილიდან 1996 წლის 3 იანვრამდე მსახურობდა ქ. ფოთის საპატრულო ბატალიონში შ/ჯ ჯავშან-სატრანსპორტო პარკის საწყობის უფროსის თანამდებობაზე.

 

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში ნო---რ კა-–---------ეს ძე ლუ---ას ნამსახურობის სიის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ს/ნ 2054-ის მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №62 ბრძანების საფუძველზე, ნო---რ ლუ---ა მსახურობდა 2074 -ის ჯავშან-ტექნიკის და საავტომობილო სამსახურის საწყობის უფროსის თანამდებობაზე, 1995 წლის 1 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე. იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სამხედრო ნაწილის 2056-ის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 1996 წლის 9 აპრილის №20 ბრძანებით.

 

სამხედრო ნაწილის 2056-ის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 1996 წლის 9 აპრილის №20პ/შ §2 ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე, სამხედრო ნაწილი 2074-ის ჯავშანტექნიკის და საავტომობილო სამსახურის საწყობის უფროსი ზემდეგი ნო---რ კა-–---------ეს ძე ლუ---ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგანი ჯარების რიგებიდან, 1996 წლის 8 აპრილიდან, საბოლოო ანგარიშსწორებით.

 

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 1996 წლის 5 თებერვლის №38 პ/შ ბრძანებით შსს შინაგანი ჯარების განკარგულებაში მყო--- ნო---რ კა-–---------ეს ძე ლუ---ა დაინიშნა შ/ჯ ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2070) II ასეულის II ოცეულის I ათეულის მსროლელად, ზემდეგის თანამდებობაზე, 1996 წლის 3 იანვრიდან კონტრაქტის საფუძველზე.

 

ნო---რ ლუ---ას ნამსახურობის ნუსხის თანახმად, ნო---რ ლუ---ა 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე მსახურობდა ქ. სოხუმის შ/ჯ ბატალიონში, ზემდეგის წოდებით.

 

საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების ს/ნ 2070-ის მეთაურსა და ნო---რ ლუ---ას შორის 1995 წლის 27 ნოემბრიდან 1996 წლის ნოემბრამდე, 1 წლის ვადით, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი).

 

ს/ნ 2070-ის მეთაურის დ. ღვინჯილიას მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ნო---რი კა-–---------ეს ძე ლუ---ა ნამდვილად მსახურობდა ს/ნ 2070-ში, 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე.

 

1996 წლის 6 სექტემბერს, ნო---რ ლუ---ამ პირადი პატაკით მიმართა საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების ს/ნ 2070-ის მეთაურს და მოითხოვა შინაგანი ჯარების ს/ნ 2074-ის ფოთის საპატრულო რაიონიდან ს/ნ 2070-ის რიგებში გადაყვანა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებით, „საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №616 ბრძანებულების მოთხოვნათა საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული შინაგანი ჯარების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებში მომსახურე სამხედრო მოსამსახურე - შინაგანი ჯარების (ს/ნ 2070) II სამმართველოს კაპიტანი ნო---რი კა-–---------ეს ძე ლუ---ა ამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდა 2004 წლის 27 დეკემბრიდან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნო---რ ლუ---ას მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ნო---რი ლუ---ას წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალოს 1994 წლის 9 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე, 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე, ასევე, 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე პერიოდი, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სხვადასხვა ორგანოებიდან/დაწესებულებებიდან, მათ შორის, სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყო---ს შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას და მათ შორის არიან პირები, რომლებიც მსახურობდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში, კერძოდ, ო---ცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყო---ლი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ო---ცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყო---ლ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო- სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყო---ს საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით. ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა.

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნო---რ ლუ---ა გარკვეული წლები მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, მათ შორის, შინაგან ჯარებში, სახელმწიფო უშიშროებისა და სამხედრო სამსახურში. შესაბამისად, მითითებული ნორმატიული აქტებით უნდა მოხდეს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა-გადაანგარიშების საკითხის გადაწყვეტა.

 

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყო---ს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

ამდენად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და ოდენობის განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობას.

 

სასამართლომ კვლავ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყო---ს შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით განხორციელებული დაანგარიშებით ნო---რ ლუ---ას წელთა ნამსახურობამ შეადგინა 19 წელი და 19 დღე, კერძოდ, მასში დაფიქსირდა 1979 წლის მაისიდან 1981 წლის მაისამდე, 1992 წლის 3 სექტემბრიდან 1993 წლის 10 ივლისამდე, 1993 წლის 3 აგვისტო---ნ 1994 წლის 9 სექტემბრამდე, 1995 წლის 17 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე, 1997 წლის 19 აგვისტო---ნ 2004 წლის 27 დეკემბრამდე, 2005 წლის 1 აპრილიდან 2009 წლის 12 იანვრამდე, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდი.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ნო---რ ლუ---ას წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისას არ გაითვალისწინა 1994 წლის 9 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე, 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე, ასევე, 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე ნამსახურობის პერიოდები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების ქ. სოხუმის I მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის 1994 წლის 14 სექტემბრის №146 ბრძანებით, ნო---რ ლუ---ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების მიხედვით, ნო---რი ლუ---ა კადრების განკარგულებაში იმყოფებო--- 1994 წლის 14 სექტემბრიდან 1995 წლის მარტამდე. სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 1994 წლის 14 სექტემბრის №146 ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი. უფრო მეტიც, ეს პერიოდი ნო---რ ლუ---ას ნამსახურობის ნუსხაშიც არ არის აღნიშნული. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პირს რაიმე სამსახურებრივი საქმიანობის შესრულება ვერ დაეკისრება, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდი ვერ იქნება გათვალისწინებული წელთა ნამსახურობაში.

 

სასამართლომ საქმის მასალაზე დაყრდნობით ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტები, რომელთა შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს ნო---რ ლუ---ას კონკრეტულ პერიოდში კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის ფაქტები. კერძოდ, ნო---რ ლუ---ას ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, ამ ბრძანების საფუძველზე ნო---რ ლუ---ა 1995 წლის 1 აპრილიდან 1996 წლის 3 იანვრამდე მსახურობდა ქ. ფოთის საპატრულო ბატალიონში შ/ჯ ჯავშან-სატრანსპორტო პარკის საწყობის უფროსის თანამდებობაზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში ნო---რ კა-–---------ეს ძე ლუ---ას ნამსახურობის სიის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ს/ნ 2054-ის მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №62 ბრძანების საფუძველზე, ნო---რ ლუ---ა მსახურობდა 2074 -ის ჯავშან-ტექნიკის და საავტომობილო სამსახურის საწყობის უფროსის თანამდებობაზე, 1995 წლის 1 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე და იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სამხედრო ნაწილის 2056-ის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 1996 წლის 9 აპრილის №20 ბრძანებით. 1996 წლის 8 აპრილიდან ნო---რ ლუ---ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი დგინდება სამხედრო ნაწილის 2056-ის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 1996 წლის 9 აპრილის №20პ/შ §2 ბრძანებითაც.

 

სასამართლოს მითითებით, ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 1996 წლის 5 თებერვლის №38 პ/შ ბრძანებით, შსს შინაგანი ჯარების განკარგულებაში მყო--- ნო---რ კა-–---------ეს ძე ლუ---ა დაინიშნა შ/ჯ ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2070) II ასეულის II ოცეულის I ათეულის მსროლელად, ზემდეგის თანამდებობაზე, 1996 წლის 3 იანვრიდან კონტრაქტის საფუძველზე. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების ს/ნ 2070-ის მეთაურსა და ნო---რ ლუ---ას შორის 1995 წლის 27 ნოემბრიდან 1996 წლის ნოემბრამდე, 1 წლის ვადით, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი).

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ნო---რ ლუ---ას ნამსახურობის ნუსხაზე, რომლის თანახმად, ნო---რ ლუ---ა 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე მსახურობდა ქ. სოხუმის შ/ჯ ბატალიონში, ზემდეგის წოდებით. იგივე შინაარსის მატარებელია ს/ნ 2070-ის მეთაურის დ. ღვინჯილიას მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით, ნო---რი კა-–---------ეს ძე ლუ---ა ნამდვილად მსახურობდა ს/ნ 2070-ში, 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე, თუმცა არცერთ მათგანში არ არის მითითებული ინფორმაციის საფუძველი, რაზე დაყრდნობით მომზადდა მითითებული დოკუმენტები.

 

ამდენად, საქმის მასალებით სადავო პერიოდში ნო---რ ლუ---ას დამსაქმებელი ორგანიზაციისა და შესაბამისად, მისი თანამდებობის იდენტიფიცირება ვერ ხდება, არ დგინდება, მოსარჩელე კონკრეტულად სად მსახურობდა, აღნიშნულის გამო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო პერიოდის მოსარჩელის წელთა ნამსახურობაში ჩათვლასთან დაკავშირებით.

 

ამასთან, რაც შეეხება 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე პერიოდს, საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებით, საქართველოს სამხედრო ძალებში (შინაგან ჯარებში) განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე, შინაგანი ჯარების (ს/ნ 2070) II სამმართველოს კაპიტანი ნო---რი კა-–---------ეს ძე ლუ---ა ამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან, 2004 წლის 27 დეკემბრიდან. შესაბამისად, 2004 წლის 27 დეკემბრიდან მოსარჩელე აღარ წარმოადგენდა შინაგან ჯარებში დასაქმებულ პირს. ამასთან, მართალია რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებული პირების, მათ შორის, მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა წინა რიცხვით, მაგრამ აღნიშნული ბრძანების კანონიერების შესწავლა სცდება განსახილველი დავის ფარგლებს და სასამართლო სწორედ ბრძანების ამოქმედების თარიღიდან - 2004 წლის 27 დეკემბრიდან მიიჩნევს ნო---რ ლუ---ას შინაგანი ჯარების რიგებიდან დათხოვნილ მოსამსახურედ. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყო---ლდეს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს ნო---რ ლუ---ას მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყო---ლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

1994 წლის 9 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე პერიოდის თაობაზე აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების ქ.სოხუმის I მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის 1994 წლის 14 სექტემბრის N146 ბრძანებით, ნო---რ ლუ---ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების მიხედვით, ნო---რი ლუ---ა კადრების განკარგულებაში იმყოფებო--- 1994 წლის 14 სექტემბრიდან 1995 წლის მარტამდე. სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1994 წლის 14 სექტემბრის N146 ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი. უფრო მეტიც, ეს პერიოდი ნო---რ ლუ---ას ნამსახურობის ნუსხაშიც არ არის აღნიშნული. ამასთან საგულისხმოა ისიც, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პირს რაიმე სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულება ვერ დაეკისრება, შესაბამისად აღნიშნული პერიოდი ვერ იქნება გათვალისწინებული წელთა ნამსახურობაში.

 

აპელანტი მოცემულ გარემოებას არ ეთანხმება, კერძოდ განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყო---ს შესახებ“ კანონის თანახმად საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამხედრო ძალების ო---ცრები დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით ექვემდებარებიან საპენსიო უზრუნველყოფას. ო---ცრებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის დადგენილია შემდეგი საპენსიო უზრუნველყო---ს სახეობანი: 1. წელთა ნამსახურობისათვის; 2. ინვალიდობის გამო; 3. მარჩენალის დაკარგვის გამო.

 

მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა გამომდინარეობს წელთა ნამსახურობიდან. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს წელთა ნამსახურობის ნუსხაში ფიქსირდება, რომ ნო---რ ლუ---ა 1995 წლის აპრილიდან მსახურობდა ფოთის საპატრულო ბატალიონში, შესაბამისად, მიუხედავად დათხოვნისა, ის ფაქტობრივად ასრულებდა მოვალეობას, ამასთანავე დათხოვნა იყო დროებითი და ამ პერიოდში ერიცხებო--- შესაბამისი ანაზღაურება. აღნიშნული დასტურდება ასევე 1994 წლის 14 სექტემბრის N146 ბრძანებით.

 

1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლო მიუთითეს ნო---რ ლუ---ას ნამსახურობის ნუსხაზე, რომლის თანახმად, ნო---რ ლუ---ა 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე მსახურობდა ქ. სოხუმის შ/ჯ ბატალიონში, ზემდეგის წოდებით. იგივე შინაარსის მატარებელია ს/ნ 2070-ის მეთაურის დ. ღვინჯილიას მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით, ნო---რი კა-–---------ეს ძე ლუ---ა ნამდვილად მსახურობდა ს/ნ 2070-ში, 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე, თუმცა არცერთ მათგანში არ არის მითითებული ინფორმაციის საფუძველი, რაზე დაყრდნობით მომზადდა მითითებული დოკუმენტები. ამდენად, საქმის მასალებით სადავო პერიოდში ნო---რ ლუ---ას დამსაქმებელი ორგანიზაციისა და შესაბამისად, მისი თანამდებობის იდენტიფიცირება ვერ ხდება, არ დგინდება, მოსარჩელე კონკრეტულად სად მსახურობდა, აღნიშნულის გამო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო პერიოდის მოსარჩელის წელთა ნამსახურობაში ჩათვლასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არღვევს ნო---რ ლუ---ას უფლებებს, კერძოდ სახეზეა ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, გაცემული ცნობა, რომელზეც ფიქსირდება ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, და ასევე სამსახურეობრივი ნუსხა, ორივე დოკუმენტი არის ნამდვილი და მათ სიყალბეზე ვარაუდები არ გამოთქმულა, შესაბამისად ნათლად დასტურდება მსახურობის ფაქტი, აქვე ვხვდებით მითითებას, რომ ნო---რ ლუ---ა მსახურობდა სოხუმის შ/ჯ ბატალიონის ზემდეგის პოზიციაზე. აქედან გამომდინარე სრულიად გაუგებარია რა ინფორმაციას ითხოვს სასამართლო დამატებით, რათა დადგინდეს ფაქტი. იმ შემთხევაში თუ სახეზე იქნებო--- სრულყო---ლი დოკუმენტაცია, სასამართლოსთვის მიმართვის და მოთხოვნის დაყენების წინაპირობა საერთოდ არ იარსებებდა. თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, პოლკოვნიკ ღვინჯილიას ცნობით და წელთა ნამსახურობით ნათლად დასტურდება, რომ აპელანტი 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის პირველ სექტემბრამდე ანუ 284 დღის განმავლობაში ნამდვილად დასაქმებული იყო და შესაბამისად ეს პერიოდი უნდა შევიდეს წელთა ნამსახურობაში, შესაბამისად აღნიშნულის ათვლის შემთხვევაში ნო---რ ლუ---ას წელთა ნამსახურობა გამოდის 19 წელი და 267 დღე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. უ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

 

ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებო--- სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციურად, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-წ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თნახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებო--- საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სხვადასხვა ორგანოებიდან/დაწესებულებებიდან, მათ შორის, სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს.

 

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყო---ს შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას და მათ შორის არიან პირები, რომლებიც მსახურობდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში, კერძოდ, ო---ცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყო---ლი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ო---ცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყო---ლ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო- სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყო---ს საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით. ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნო---რ ლუ---ა გარკვეული წლები მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, მათ შორის, შინაგან ჯარებში, სახელმწიფო უშიშროებისა და სამხედრო სამსახურში. შესაბამისად, მითითებული ნორმატიული აქტებით უნდა მოხდეს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა-გადაანგარიშების საკითხის გადაწყვეტა.

 

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყო---ს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

ამდენად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და ოდენობის განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობას.

 

პალატა მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყო---ს შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით განხორციელებული დაანგარიშებით ნო---რ ლუ---ას წელთა ნამსახურობამ შეადგინა 19 წელი და 19 დღე. კერძოდ, მასში დაფიქსირდა 1979 წლის მაისიდან 1981 წლის მაისამდე, 1992 წლის 3 სექტემბრიდან 1993 წლის 10 ივლისამდე, 1993 წლის 3 აგვისტო---ნ 1994 წლის 9 სექტემბრამდე, 1995 წლის 17 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე, 1997 წლის 19 აგვისტო---ნ 2004 წლის 27 დეკემბრამდე, 2005 წლის 1 აპრილიდან 2009 წლის 12 იანვრამდე, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდი.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების ქ. სოხუმის I მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის 1994 წლის 14 სექტემბრის №146 ბრძანებით, ნო---რ ლუ---ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების მიხედვით, ნო---რი ლუ---ა კადრების განკარგულებაში იმყოფებო--- 1994 წლის 14 სექტემბრიდან 1995 წლის მარტამდე. სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 1994 წლის 14 სექტემბრის №146 ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი. უფრო მეტიც, ეს პერიოდი ნო---რ ლუ---ას ნამსახურობის ნუსხაშიც არ არის აღნიშნული. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პირს რაიმე სამსახურებრივი საქმიანობის შესრულება ვერ დაეკისრება. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდი ვერ იქნება გათვალისწინებული წელთა ნამსახურობაში.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას რომ მოსარჩელის მოთხოვნა 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტები, რომელთა შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს ნო---რ ლუ---ას კონკრეტულ პერიოდში კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის ფაქტები. კერძოდ, ნო---რ ლუ---ას ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, ამ ბრძანების საფუძველზე ნო---რ ლუ---ა 1995 წლის 1 აპრილიდან 1996 წლის 3 იანვრამდე მსახურობდა ქ. ფოთის საპატრულო ბატალიონში შ/ჯ ჯავშან-სატრანსპორტო პარკის საწყობის უფროსის თანამდებობაზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში ნო---რ კა-–---------ეს ძე ლუ---ას ნამსახურობის სიის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ს/ნ 2054-ის მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №62 ბრძანების საფუძველზე, ნო---რ ლუ---ა მსახურობდა 2074 -ის ჯავშან-ტექნიკის და საავტომობილო სამსახურის საწყობის უფროსის თანამდებობაზე, 1995 წლის 1 მაისიდან 1996 წლის 8 აპრილამდე და იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სამხედრო ნაწილის 2056-ის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 1996 წლის 9 აპრილის №20 ბრძანებით. 1996 წლის 8 აპრილიდან ნო---რ ლუ---ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი დგინდება სამხედრო ნაწილის 2056-ის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 1996 წლის 9 აპრილის №20პ/შ §2 ბრძანებითაც.

 

ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 1996 წლის 5 თებერვლის №38 პ/შ ბრძანებით, შსს შინაგანი ჯარების განკარგულებაში მყო--- ნო---რ კა-–---------ეს ძე ლუ---ა დაინიშნა შ/ჯ ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2070) II ასეულის II ოცეულის I ათეულის მსროლელად, ზემდეგის თანამდებობაზე, 1996 წლის 3 იანვრიდან კონტრაქტის საფუძველზე. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების ს/ნ 2070-ის მეთაურსა და ნო---რ ლუ---ას შორის 1995 წლის 27 ნოემბრიდან 1996 წლის ნოემბრამდე, 1 წლის ვადით, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი).

 

ნო---რ ლუ---ას ნამსახურობის ნუსხის თანახმად, ნო---რ ლუ---ა 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე მსახურობდა ქ. სოხუმის შ/ჯ ბატალიონში, ზემდეგის წოდებით. იგივე შინაარსის მატარებელია ს/ნ 2070-ის მეთაურის დ. ღვინჯილიას მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით, ნო---რი კა-–---------ეს ძე ლუ---ა ნამდვილად მსახურობდა ს/ნ 2070-ში, 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე, თუმცა არცერთ მათგანში არ არის მითითებული ინფორმაციის საფუძველი, რაზე დაყრდნობით მომზადდა მითითებული დოკუმენტები.

 

ამდენად, საქმის მასალებით სადავო პერიოდში ნო---რ ლუ---ას დამსაქმებელი ორგანიზაციისა და შესაბამისად, მისი თანამდებობის იდენტიფიცირება ვერ ხდება, არ დგინდება, მოსარჩელე კონკრეტულად სად მსახურობდა, აღნიშნულის გამო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო პერიოდის მოსარჩელის წელთა ნამსახურობაში ჩათვლასთან დაკავშირებით.

 

ამასთან, რაც შეეხება 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე პერიოდს, საქმის მასალების საფუძველზე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებით, საქართველოს სამხედრო ძალებში (შინაგან ჯარებში) განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე, შინაგანი ჯარების (ს/ნ 2070) II სამმართველოს კაპიტანი ნო---რი კა-–---------ეს ძე ლუ---ა ამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან, 2004 წლის 27 დეკემბრიდან. შესაბამისად, 2004 წლის 27 დეკემბრიდან მოსარჩელე აღარ წარმოადგენდა შინაგან ჯარებში დასაქმებულ პირს. ამასთან, მართალია რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებული პირების, მათ შორის, მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა წინა რიცხვით, მაგრამ აღნიშნული ბრძანების კანონიერების შესწავლა სცდება განსახილველი დავის ფარგლებს და სასამართლო სწორედ ბრძანების ამოქმედების თარიღიდან - 2004 წლის 27 დეკემბრიდან მიიჩნევს ნო---რ ლუ---ას შინაგანი ჯარების რიგებიდან დათხოვნილ მოსამსახურედ. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყო---ლდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.

 

ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს ნო---რ ლუ---ას მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყო---ლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყო---ლდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნო---რ ლუ---ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყო---ლდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი