განაჩენი

სისხლის სამართლის 04.11.2019
საქმის ნომერი
010142219700096535
ინსტანცია
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700096535 #19

საქმე №1/ა.გ 137-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

კახაბერ მაჭავარიანი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 აპრილის განაჩენით:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ----–---–---ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ი-–-- კ--–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ- ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2012 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და ი.კ--–-----–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.

 

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2012 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და ი.კ--–-----–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.

 

საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. კ--–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2012 წლის 31 დეკემბრიდან.

 

ი-–-- კ--–-----–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განაჩენით:

 

ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მსჯავრებულ ი-–-- კ--–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება.

 

ი-–-- კ--–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, შთანთქა 2013 წლის 4 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა.

 

საბოლოოდ, ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილი 3 (სამი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 31 ივლისის N31/07/01 განკარგულება სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, რომლის თანახმად, ი-–-- ი-–--ს - ძე კ--–-----–---–ი იქნა შეწყალებული და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.

 

მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2015 წლის 5 თებერვლიდან.მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2012 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 4 თებერვლის ჩათვლით.

 

ასევე ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:

 

ი-–-- კ--–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ი-–-- კ--–-----–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი თ/აღკვეთა და საბოლოოდ, ი-–-- კ--–-----–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასაჯელის ზომად განესაზღვრა თ/აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

 

ი-–-- კ--–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2016 წლის 10 ოქტომბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენით:

 

ი-–-- კ--–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა 2016 წლის 10 ოქტომბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით და საბოლოოდ, ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო და რომლის ხანგრძლივობაც არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 (რვა) საათს.

 

ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2016 წლის 15 ნოემბრიდან. მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2016 წლის 10 ოქტომბრიდან 2016 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდი.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ შ------------–----–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

 

დამტკიცდა 2016 წლის 22 ნოემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ შ------------–----–-–---–სა და ბრალდებულ ი-–-- კ--–-----–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ი-–-- კ--–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდისთვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 2 ივნისის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 11 ივლისის ეპიზოდისთვის) - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 2 ივნისის ეპიზოდისთვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 11 ივლისის ეპიზოდისთვის) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 2 ივნისიდან 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით:

 

ი-–-- კ--–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა 2016 წლის 10 ოქტომბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით და ი-–-- კ--–-----–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საზოგადაოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო და რომლის ხანგრძლივობაც დღეში არ უნდა აღემატებოდეს 8 (რვა) საათს.

 

ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2016 წლის 15 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 10 ოქტომბრიდან 2016 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდი.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით:

 

ი-–-- კ--–-----–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის დღეის მდგომარეობით მოუხდელ ნაწილს თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 200 (ორასი) საათის ოდენობით, სრულად დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის დღეის მდგომარეობით მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვისა და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვისა და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი, მასვე ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 5 აპრილიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ის მიმართ „ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით:

 

მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მის მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით:

 

ი-–-- კ--–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განაჩენით დანიშნული და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით (განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის თაობაზე) განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 11 თვით და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილი განაჩენით დანიშნული და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ი-–-- კ--–-----–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-–-- კ--–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 17 აპრილიდან.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:

 

მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

2019 წლის 21 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ი-–-- კ--–-----–---–მა, რომელმაც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განაჩენით მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის - დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით), რაც სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე და შესაბამისად, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

 

რაც შეეხება სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ ი-–-- კ--–-----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ახალი რედაქციით განსაზღვრული სანქციის ფარგლებშია (თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან რვა წლამდე), მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ი-–-- კ--–-----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

ი-–-- კ--–-----–---–ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

 

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

 

კახაბერ მაჭავარიანი