განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
200100119003055412
ინსტანცია
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119003055412

საქმე №1/ბ-1445 -19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----------–-----ის

მსჯავრდებულის: შ--–------–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №-------------- შ--–-----------------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა--------------------------–-----------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--–------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 22 მაისს, ა-------------------------–-----------ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ--–------–-–---–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - დ-------------–-–---–ს, კერძოდ, უჭერდა ხელებს ყელის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დ------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 22 მაისს, ა-------------------------–-----------ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ--–------–-–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას დ------------–-–---–ს, კერძოდ, ბენზოხერხით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და შემდეგ ყელის არეში უჭერდა ხელებს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განაჩენით:

 

შ--–------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.

 

შ--–------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, შ--–------–-–---–ს დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათი.

 

შ--–------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, შ--–------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 22 მაისიდან 2019 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (85 (ოთხმოცდახუთი) დღე, რაც იძლევა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 425 (ოთხას ოცდახუთ საათს) და შ--–-------–-–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----------–-----მა.

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა შ--–------–-–---–ის მიმართ გამოტანილი თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული დანაშაულის სიმრავლე და შ--–------–-–---–ს განესაზღვრა უსამართლოდ მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულ შ--–------–-–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. მსჯავრდებულ შ--–------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთმტკიცებით, თავად შ--–------–-–---–ის მიერ დანაშაულების აღიარებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ შ--–------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას გასაჩივრებული განაჩენის სამართლიანობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ შ--–------–-–---–ის მიმართ გამოტანილი, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განაჩენი არ არის სამართლიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

სააპელაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს შ--–------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე. კერძოდ, როგორც დაზარალებულ დ------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, თავდაპირველად მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შ--–------–-–---–მა აგრესია გამოხატა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დ------------–-–---–ს და დაემუქრა მას ბენზოხერხის მეშვეობით თავის მოჭრით, შეშინებულმა დაზარალებულმა სცადა აგრესიული მოძალადისათვის ბენზოხერხის წართმევა. მას შემდეგ, რაც შ--–------–-–---–მა ვერ შეძლო ბენზოხერხის დაქოქვა გადააგდო იგი და დედის მიმართულებით გაემართა, რის გამოც დაზარალებულმა დ------------–-–---–მა უკან დაიხია, რა დროსაც წაიქცა. დაზარალებულის წაქცევით ისარგებლა შ--–------–-–---–მა და მივარდა წაქცეულ დ------------–-–---–ს, ორივე ხელი ყელში წაუჭირა და ახრჩობდა. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულმა მოახერხა მოძალადისაგან თავის დაღწევა. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემობას, რომ შ--–------–-–---–მა აღნიშნული ქმედებებით არ შეწყვიტა თავისი დანაშაულებრივი მოქმედება, კვლავ აიღო ხელში ბენზოხერხი და გაქცეულ დ------------–-–---–ს დაედევნა, მივარდა მას და კვლავ წაუჭირა ხელები ყელში, განაგრძო მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ტკივილის მიყენება. ის გარემოება, რომ მსჯავრდებული შ--–------–-–---–ი მიდრეკილია ძალადობისაკენ ადასტურებს დაზარალებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ 2019 წლის იანვარში შ--–------–-–---–მა მამამისს, - პ---------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც შედგენილი იყო შემაკავებელი ორდერი.

(იხ. დაზარალებულ დ-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია).

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზეც, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, შ--–------–-–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ დანაშაულთა ჩადენისათვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა ვერ იქნება ეფექტური და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც შ--–------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად როგორც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, შ--–------–-–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულთა აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა) მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ შ--–------–-–---–ის მიმართ უნდა გავრცელდეს აღნიშნული რეგულაციით გათვალისწინებული შეღავათი და მას დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განაჩენში შ--–------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯლის გამკაცრების თვალსაზრისით ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განაჩენში შ--–------–-–---–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

შ--–------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, შ--–------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

 

შ--–------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 22 მაისიდან 2019 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ შ--–------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

პირობით მსჯავრდებულ შ--–------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - მინის მონატეხი, რაც ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ბენზოხერხი და დ------------–-–---–ის ტანსაცმელი, რაც ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი