განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
330100119002818438
ინსტანცია
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002818438

საქმე №1ბ/1170-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ--------------ს,მსჯავრდებულ: ლ--------------ს

 

მონაწილეობით,თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის რ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-------------------------ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ დაბადებულის 1-------–-–----------------ს, ნასამართლევის, მცხოვრების: თ---–--–-----–----–----–-------------------------------------------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით ლ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი.

 

ლ-------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 1 იანვრიდან - 2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 (ას ოთხმოცდახუთი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით დანიშნული 1 (ერთი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 185 (ას ოთხმოცდახუთი) საათის ვადით ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ლ-------------ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 (ას ოთხმოცდახუთი) საათი.

 

ლ-------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 1 იანვარს, მ--–---------------–---ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე ლ--------------ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, 30 დღის ვადით. შემაკავებელი ორდერის საფუძველზე ლ-------------ს აეკრძალა მსხვერპლთან და მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება. ამის მიუხედავად, 2019 წლის 1 იანვარს, ლ-------------მა არ შესარულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და მივიდა მ--–---------------–--ის საცხოვრებელ სახლთან მდებარე: თ---–-------–----–----–--------------------------------–--

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენში ცვლილებების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ლ--------------სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ლ--------------ს მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა არ არის ადეკვატური მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა. ნაკლებად მძიმე სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის შემდგომ ცხოვრებაში.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ--------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ლ--------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

2019 წლის 1 იანვარს, თბ--–--–-----–----–----–--------------------------------ში მცხოვრები მოქალაქის მ--–---------------–--ის შეტყობინების საფუძველზე, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოსცა #------ შემაკავებელი ორდერი იმავე მისამართზე მცხოვრები შვილიშვილის ლ--------------ს მიმართ.

 

შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადე ლ-------------ს 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ აკრძალვას მოძალადე პირადად გაეცნო და მას გადაეცა ორდერის ასლი, რაც დასტურდება ორდერზე ლ--------------ს ხელმოწერით.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-–---------ს ჩვენებით დადგინდა, 2019 წლის 1 იანვარს, დაახლობით 01:00 საათზე, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური დანაშაულის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი მ--–---------------–--- გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში აღელვებულ მდგომარეობაში, ტიროდა და განმარტავდა, რომ 2019 წლის 1 იანვარს, ღამის საათებში ლ-------------მა იკამათა დედასთან, კამათის დროს იყო უკიდურესად აგრესიული, კარებს საფერფლე ესროლა და დააზიანა, აგინებდა ოჯახის წევრებს მათ შორის დაზარალებულსაც. მომხდარის გამო შეშფოთებული მ--–---------------–--- ჩავიდა ეზოში და გამვლელი მოქალაქის ტელეფონით დარეკა საპატრულო პოლიციაში. დაზარალებული აცხადებდა, რომ 2019 წლის 1 იანვრის ფაქტი, ლ--------------ს მხრიდან არ იყო ოჯახში დებოშის პირველი შემთხვევა, იგი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას როგორც მ------------–--ეს, ასევე ოჯახის სხვა წევრებს. დაზარალებული ითხოვდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ბერკეტის გამოყენებას, რომელიც ლ-------------ს შეუზღუდავდა მსხვერპლთან მიახლოების უფლებას. დაზარალებულის განცხადების საფუძველზე და ოჯახში არსებული ვითარებიდან გამომდინარე გამოიცა შემაკავებელი ორდერი ლ--------------ს მიმართ. ორდერის ასლი გამოცემიდან რამდენიმე წუთში გადაეცა ლ-------------ს და განემარტა შეამაკავებელი ორდერით განსაზღვრული აკრძალვები, ორდერის მოქმედების ვადა, გასაჩივრების უფლება და ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვვაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ჩამოერთვა ხელწერილი.

 

2019 წლის 1 იანვრის #------ შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელიც ასახავს მსხვერპლის მიერ პოლიციისთვის მიწოდებულ ინფორმაციას,- დასტურდება, რომ მ--–---------------–---ს შვილიშვილი ლ-------------- სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შერაცხყოფას და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე.

 

გამომძიებელმა ლ-–-------მ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ვ-–----–----–-------------------------------- ბინის დათვალიერებაში მონაწილეობდა მსხვერპლის და მსჯავრდებულის ოჯახის წევრი ე-------------------ი, რომელმაც ექსპერტ-კრიმინალისტების თანდასწრებით გამომძიებელ ლ-–-------ს მიუთითა კარადაზე და განმარტა, რომ ლ-------------მა ოჯახში კონფლიქტის დროს აღნიშნულ კარადას ესროლა საფერფლე და კარი დააზიანა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და მასში ასახული ინფორმაციის სიზუსტეს ხელმოწერით ადასტურებს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები ექსპერტ-კრმინალისტები, გამომძიებელი და მსჯავრდებულის ოჯახის წევრი - ე-------------------ი.

 

შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, იმავე რიცხვში, დილის საათებში, თ---–--–------–----–----–---------------------------------დან პოლიციის განყოფილებაში შევიდა გამოძახება. მისამართზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შემაკავებელი ორდერით აკრძალულ ადგილზე - მსხვერპლის სახლის კართან დახვდა ლ--------------. საპატრულო ეკიპაჟის მიერ ,,112-ში“ გაკეთდა შეტყობინება შემაკავებელი ორდერის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც გახდა საფუძველი პროცესში დამატებით ჩართულიყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილება.

 

პატრულ-ინსპექტორ გ--–--–----------ს ჩვენებით დადგინდა, 2019 წლის 1 იანვარს, დილის საათებში, სამახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ,,112-დან’’ მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თბ--–--–-----–----–----–--------------------------------თან. საცხოვრებელი ბინის კართან, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დახვდა ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც შემდგომ გაირკვა ლ--------------, რომელიც კარზე აბრახუნებდა და სახლში შესვლას ითხოვდა. შემთხვევის ადგილზე გამოვლინდა, რომ რამდენიმე საათის წინ ლ----------------ს მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ამ უკანასკნელს აკრძალული ჰქონდა იმ სახლთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა. შეტყობინების ინიციატორის ე-------------------ის განცხადებით ლ-------------- აპირებდა ბინაში შესვლას, რის გამოც მან პოლიცია გამოიძახა. მისამართზე არსებული ვითარება მიუთითებდა მოძალადის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე, რაც მყისიერად ეცნობა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებას, გამომძიებლების მიერ შემთხვევის ადგილზე მოხდა ლ--------------ს დაკავება.

 

პატრულ-ინსპექტორ თ-----------------ს ჩვენებით დადგინდა, 2019 წლის 1 იანვარს, დილის საათებში ,,112’’-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე გ--–---–----------სთან ერთად გამოცხადდა თ---–--–-------–----–----–--------------------------------–ი. ბინის კართან იდგა ლ-------------- და აბრახუნებდა. ლ-------------მა პატრულ- ინსპექტორებს განუცხადა, რომ ცხოვრობდა მითითებულ ბინაში, რამდენიმე საათის წინ მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აკრძალული ჰქონდა აღნიშნულ საცხოვრებელ ბინასთან მიახლოება, რადგან მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა მსხვერპლი (ბებია) მ--–---------------–---. მოძალადე აცხადებდა, რომ სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა და ამიტომ დაბრუნდა სახლში. მოძალადესთან გასაუბრების პროცესში საცხოვრებელი ბინის კარი გააღო შეტყობინების ინიციატორმა ე-------------------მა, რომელმაც გამოკითხვისას დაადასტურა, რომ ლ-------------ს შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა დასახელებულ მისამართზე მიახლოება. ბინაში იმყოფებოდა მსხვერპლი მ--–---------------–---. მ--–---------------–---მ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს განუცხადა, რომ ლ-------------- ითხოვდა საცხოვრებველ ბინაში შესვლას და მსხვერპლთან გასაუბრებას, რაც ორდერით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენდა. შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე პოლიციის გადაწყვეტილებით ლ-------------- დაკავებულ იქნა.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ბ-------------–---–ის და თ--------------ის ჩვენებებით დადგინდა, 2019 წლის 1 იანვარს, მსხვერპლის მ--–---------------–--ის შეტყობინების საფუძველზე თ---–--–-----–----–----–-------------------------------------------–ი, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი შვილიშვილის ლ--------------ს მიმართ. მოძალადეს ორდერის პირობების თანახმად აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი მ--–---------------–--- ცხოვრობდა. შემაკავებელი ორდერის გაცემიდან რამდენიმე საათში, პოლიციის განყოფილებაში შევიდა მეორე შეტყობინება ლ--------------ს მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ. შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ მისამართზე, თ---–-------–-----–----–------------------------------------------ სადაც დახვდათ ლ--------------, მისი ოჯახის წევრები, მათ შორის მსხვერპლი, რომლის სახლთან მიახლოებაც მოძალადეს აკრძალული ჰქონდა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ლ-------------- დააკავეს ბრალდებულის სახით შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის ფაქტზე.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ლ-------------- დაკავებულ იქნა თ---–--–-----–----–----–-------------------------------------------–ი. აღნიშნული მისამართი წარმოადგენდა იმ აკრძალულ ადგილს - მსხვერპლის საცხოვრებელ სახლს, სადაც ლ-------------ს შემაკავებელი ორდერის პირობის თანახმად აკრძალული ჰქონდა მიახლოება.

 

დაზარალებულმა მ--–---------------–---მ სასამართლო სხდომაზე შეამცირა მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის მასშტაბი, რაც გამოწვეულია ოჯახური კავშირით ლ-------------თან, ამის მიუხედავად დაადასტურა, რომ შვილიშვილის ლ--------------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთჯერად სიტყვიერ შეურაცხყოფას მის მიმართ. მ------------–--ემ ასევე დაადასტურა, რომ 2019 წლის 1 იანვარს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ლ-------------ს სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონდა დედასთან ე-------------------თან. მომხდარით შეშფოთებული მ--–---------------–--- ეზოში ჩავიდა და ტიროდა. ქუჩაში შემთხვევით გამვლელმა მოქალაქემ მისი დახმარების მიზნით დარეკა საპატრულო პოლიციაში. საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ ერთი თვის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ორდერის გამოცემის შემდეგ, იმავე დღეს ლ-------------- მივიდა დაზარალებულის სახლთან ვ-–----–----–------------------------------------------ და სახლში შესვლის მიზნით კარზე აბრახუნებდა.

 

მსჯავრდებულის დედამ, მოწმე ე-------------------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 2019 წლის 1 იანვარს, ლ--------------ს მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი. მოწმის ჩვენებით, შემაკავებელი ორდერის დარღვევამდე, ლ-------------მა სახლიდან წაიღო პირადი ნივთები და წავიდა. ე-------------------ის განმარტებით შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ მან თავად მიიწვია შვილი ლ-------------- სახლში, რადგან ამ უკანასკნელს სხვაგან არსად ჰქონდა წასასვლელი, უთხრა რომ პოლიციაში დარეკავდა და მათი ნებართვით შეიყვანდა სახლში. მისი მიწვევით ლ-------------- სახლის კართან ელოდებოდა პოლიციას, რომელიც მალევე მოვიდა და იგი დააკავა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა მოწმე ე-------------------ის 01.01.2019 წლის გამოკითხვის ოქმი. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,...პოლიციის განყოფილებიდან ლ----ი დაბრუნდა სახლში და განაცხადა, რომ ბებიამისის მ----------------–--ის შეტყობინების საფუძველზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომელიც მას უკრძალავდა ჩვენს სახლში მოსვლას, აღნიშნულის გამო ლ----მა წაიღო ტანსაცმელი და წავიდა. მისი წასვლის შემდეგ დედაჩემი დარუნდა სახლში, ხოლო მისი დაბრუნებიდან დაახლოებით ერთ საათში ლ----ი მოვიდა ჩვენთან სახლში მისამართზე, ქ. თბილისი, ვ-–----–----–-------------------------------------------ში, მან დაიწყო კარებზე ბრახუნი და ყვიროდა, რომ შემოგვეშვა სახლში. აღნიშნულ მომენტში სახლში იმყოფებოდა დედაჩემი მ----------------–--ე, მცირეწლოვანი შვილი ო-------------ი და ჩემი უფროსი შვილი ზ--------------ნი. ვინაიდან ლ--------------ს მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და მას ეკრძალებოდა იმ საცხოვრებელ სახლთან მიახლოება რომელშიც ცხოვრობდა დედაჩემი მ----------------–--ე მე გადავწყვიტე, რომ სიტუაციის გამძაფრებისაგან თავის არიდების მიზნით დამერეკა 112-ში და მეცნობებინა აღნიშნული ფაქტის შესახებ. მალევე ადგილზე მოვიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ლ----ი იმყოფებოდა კარებთან და აბარახუნებდა კარზე...“. მოწმე ე-------------------მა დაადასტურა გამოკითხვის ოქმის ბოლოს ტექსტზე ,,ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, ვეთანხმები, ვაწერ ხელს“ ხელმოწერის კუთვნილება და ნამდვილობა, ამავე დროს ლოგიკური და გონივრული დასაბუთების გარეშე უარყო გამოკითხვის ოქმის ზემოაღნიშნული შინაარსი, მოწმის ამგვარი წინააღმდეგობრივი პოზიცია მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე, ოჯახის წევრის - ბრალდებულის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით დაამახინჯოს რეალური ფაქტები. მოწმის განწყობაზე ლ--------------ს ,,გადარჩენის“ მიზნით ზეპირ ჩვენებაში მოეხდინა ფაქტების დამახინჯება და უარყოფა, მოწმობდა მისი დაბნეული ქცევა სხდომის დარბაზში და ხშირ შემთხვევაში განზრახ თავის არიდება არსებით კითხვებზე პასუხის გაცემაზე. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ ე-------------------ი ზეპირ ჩვენებაში ფაქტებს გადმოსცემდა არადამაჯერებლად და არაარგუმენტირებულად, რამაც გააჩინა გონივრული ეჭვი ზეპირი ჩვენების არასარწმუნოობაზე. სასამართლომ მოწმე ე-------------------ის ზეპირი ჩვენება და გამოკითხვის ოქმი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეაფასა და გამოიტანა დასკვნა, რომ გაზიარებულ უნდა იქნეს გამოკითხვის ოქმში არსებული ინფორმაცია, ვინაიდან იგი განსხვავებით მოწმის ზეპირი ჩვენებისა, თანხვედრაშია მოწმე პოლიციელების და დაზარალებულის ზეპირ ჩვენებებთან, რომლებიც დამაჯერებლად გადმოსცემდენ ფაქტებს იმის შესახებ, რომ ლ-------------- მსხვერპლის საცხოვრებელი სახლის კარზე აბრახუნებდა და ითხოვდა სახლში შესვლას.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, პასუხისმგებლობის დამამძმებელი გარემოებაა დანაშაულის რეციდივი, ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და დაზარალებულის მოწყვლადობა ასაკის გამო და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ლ--------------სათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის რ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ლ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი. ლ-------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 1 იანვრიდან - 2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 (ას ოთხმოცდახუთი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით დანიშნული 1 (ერთი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 185 (ას ოთხმოცდახუთი) საათის ვადით ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ლ-------------ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 (ას ოთხმოცდახუთი) საათი.

 

ლ---- დადიანს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 12 ივნისიდან.

 

გაუქმდეს ლ--------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 იანვრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი