განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
160100118002512004
ინსტანცია
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002512004, №1/ბ-1038-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - ზ-----–---------ა, გ-------------–---–ი.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ს----- კ----------–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.მ--------–ი, გ--------–---–------------;

 

ადვოკატი - ო-----------------–---ი.

 

თარჯიმანი - ა---------–--------ი.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ორი ეპიზოდი).

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ს----- კ----------–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 17 ივნისის და 2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ს----- კ----------–ის ბრალეულობა და განაჩენი ეყრდნობა დაინტერესებულ მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს. მოწმე დ----- გ----მა აღნიშნა, რომ რ-–--- მ------მა ნებაყოფლობით გადაწყვიტა პოლიციასთან თანამშრომლობა, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული არ არის რ-–--- მ------ის განცხადება ნებაყოფლობითი თანამშრომლობისა და ს----- კ----------–ის დანაშაულში მხილების შესახებ, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას რ-–--- მ------მა განმარტა, რომ 2018 წლის ივნისში დაიბარა პოლიციელმა ე-–---- კ--–---მა, რომელმაც თხოვა ს----- კ----------–ის წინააღმდეგ დახმარება, თუმცა მოწმეს არ განუმარტავს, თუ რა ფორმით უნდა დახმარებოდა ან რას დაპირდა პოლიციელი სანაცვლოდ. რ-–--- მ------ი 2018 წლის ივნისში იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ რ-–--- მ------ი თავისუფლებისა და უსაფრთხოების სანაცვლოდ დათანხმდა პოლიციის თანამშრომელს წასულიყო ნებისმიერ თანამშრომლობაზე, რასაც შეეწირა ს----- კ----------–ის თავისუფლება;

▪ რ-–--- მ------ის ჩვენებით, თანამშრომლობაზე თანხმობის შემდეგ იგი აღჭურვეს აპარატურით და ე-–---- კ--–---მა გადასცა ფულადი თანხა ასი ლარი, ათლარიანი და ოცლარიანი კუპიურები, დამატებით ტაქსისთვის ხუთი ლარი. ქ.მ--------–ში გამგეობის ახლოს მდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე შეხვდა ს----- კ----------–ის, რომლისგანაც შეიძინა ნარკოტიკი, რომელიც შეინახა პირის ღრუში. იგი ე-–---- კ--–---თან ერთად მივიდა პოლიციის შენობაში, სადაც უფროსის თანდასწრებით პირიდან გამოიღო ნარკოტიკი და დადო მაგიდაზე. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მას ე-–---- კ--–---მა მეორედაც მისცა იგივე ოდენობის თანხა, რომლითაც ს----- კ----------–ისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გადასცა ე-–---- კ--–---ს. აღნიშნულით დასტურდება, რომ რ-–--- მ------ი ნარკოტიკების შეძენის ადგილიდან პოლიციელისთვის გადაცემის ადგილამდე გადაადგილდებოდა არა ფეხით, არამედ სატრანსპორტო საშუალებით;

▪ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ გამომძიებლები დ----- გ----ი, დ----- ბ-------ე, ე-–----- ბ---–----ე და ბ------– გ----–---ი. ბ------– გ----–---ის ჩვენებით, რ-–--- მ------ი შეხვედრამდე ადგილსა და დროზე შეუთანხმდა ს----- კ----------–ის, რაც ნიშნავს იმას, რომ ს----- კ----------–ისთან ფარულ შეხვედრამდე რ-–--- მ------ს მასთან ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა გამომძიებელს არ განუხორციელებია რ-–--- მ------ის და ს----- კ----------–ის სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-მოსმენა. ასევე, ამოღებული არ არის აღნიშნულ პირთა მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ინფორმაცია. 2018 წლის 17 ივნისის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური ოქმი N307-ში ასახულია ორი დაუდგენელი პირის შეხვედრის ფაქტი. შეხვედრის ვიდეო ჩაწერა დაიწყო 2018 წლის 17 ივნისს, 16:20:38 საათზე და დასრულდა 2018 წლის 17 ივნისს 16:21:51 საათზე. ოქმის თანახმად, შეხვედრა მოხდა ქ.მ--------–ში, თ----–---–ის ქუჩა N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული წინააღმდეგობაშია გამომძიებელ ბ------– გ----–---ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ რ-–--- მ------ის და ს----- კ----------–ის შეხვედრა და ნარკოტიკის შესყიდვა განხორციელდა ქ.მ--------–ში, მ------–---–ის ქუჩაზე;

▪ მოწმე ბ------– გ----–---ის განმარტებით, რ-–--- მ------ი დაუყოვნებლივ, ფეხით, მივიდა მასთან და წარუდგინა ნარკოტიკი. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური ოქმი N307 ოქმის თანახმად, ფარული შეხვედრის ჩაწერა დასრულდა 16:21:51 საათზე. შეხვედრის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრში - თ----–---–ის ქუჩა N1-თან მისვლას რ-–--- მ------მა მოანდომა 18 წუთი, რაც ბადებს ეჭვს, ვინაიდან მას აღნიშნული მანძილი მაქსიმუმ 5-6 წუთში უნდა გაევლო ფეხით;

▪ 2018 წლის 18 ივნისს იმავე ადგილზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა. მოცემულ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებიდან რ-–--- მ------ის გამომძიებელ ბ------– გ----–---თან მისვლამდე გავიდა დახლოებით 58 წუთი და 55 წამი, რაც ბადებს ეჭვს, რომ გამომძიებლის მხრიდან ადგილი აქვს საპროცესო დოკუმენტებში მითითებული მისამართების გაყალბებას. ბ------– გ----–---მა აღნიშნა, რომ რ-–--- მ------ი ს----- კ----------–ის შეხვდა ქ.მ--------–ში, მ------–---–ის ქუჩაზე, თვითონ კი დაელოდა შეხვედრის ადგილიდან დაახლოებით ორას მეტრში, თ----–---–ის ქუჩაზე. შეხვედრის შემდეგ მას რ-–--- მ------მა წარუდგინა თ----–---–ის ქუჩაზე შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რაც წინააღმდეგობაშია რ-–--- მ------ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ს----- კ----------–ისგან შეიძინა ქ.მ--------–ში გამგეობის ახლოს მდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე, რომელიც წამოიღო მოედნის მხარეს, სადაც ელოდებოდა ე-–---- კ--–---ი. რ-–--- მ------ი ნარკოტიკული საშუალების შეძენის ორივე ეპიზოდთან მიმართებით ახსენებს მხოლოდ ე-–---- კ--–---ს და არა ბ------– გ----–---ს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს ბ------– გ----–---ის ჩვენებას, აღმოჩნდება, რომ რ-–--- მ------ი ცრუობს და სასამართლოს აწვდის არასწორ ინფორმაციას. რ-–--- მ------ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაში კი გამოვა, რომ ცრუობს ბ------– გ----–---ი;

▪ საქმეში არ მოიპოვება რ-–--- მ------ისთვის ნარკოტიკების შესაძენად ორჯერ 105 ლარის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება გადაცემული კუპიურების საიდენტიფიკაციო ნომრები. დაუდგენელია ვის მიერ გადაცემული თანხით შეიძინა რ-–--- მ------მა ნარკოტიკული საშუალება. იმ შემთხვევაში კი, თუ მას თანხა საკუთარი ჯიბიდან გადასცა ე-–---- კ--–---მა, ნიშნავს იმას, რომ ე-–---- კ--–---ი დაინტერესებული იყო ს----- კ----------–ის დაპატიმრებით;

▪ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდა ფარულ ვიდეოჩანაწერში არსებული ხმა ეკუთვნის თუ არა ს----- კ----------–ის. რაც შეეხება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლომ, სრულიად სამართლიანად არ გაიზიარა. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილი იყო ს----- კ----------–ი. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერი სრულ შესაბამისობაშია რ-–--- მ------ის ჩვენებასთან, თუმცა გაუგებარია, ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით როგორ მიიჩნია სასამართლომ ფარულ ვიდეო გადაღებაში არსებული პირის და ს----- კ----------–ის იდენტურობა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

ბრალდების მხარის მოთხოვნა - დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ს----- კ----------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი).

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

 

ს----- კ----------–იმ გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0.0356 გრამი, რომელიც 2018 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.მ--------–ში, თ----–---–ის ქუჩაზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე რ-–--- მ------ზე.

 

ს----- კ----------–იმ გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0.0181 გრამი, რომელიც 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.მ--------–ში, თ----–---–ის ქუჩაზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე რ-–--- მ------ზე.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით:

 

ს----- კ----------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილებით (2018 წლის 17 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ს----- კ----------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილებით (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ს----- კ----------–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ს----- კ----------–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 ივნისიდან.

 

საქართველოს კანონის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ს----- კ----------–ის 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, ხოლო საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები ჩამოერთვა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; მასვე, ამავე კანონის შესაბამისად, 20 (ოცი) წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება (2018 წლის 17 ივნისის ეპიზოდი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე დ----- გ----მა განმარტა, რომ მუშაობს მ--------–ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციების თანახმად, ს----- კ----------–ი იყო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორი, აღნიშნულთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას კი ფლობდა რ-–--- მ------ი. მიღებული ინფორმაციების თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოსამართლის განჩინებით, დაკმაყოფილდა შუამდგომლობა რ-–--- მ------ის და ს----- კ----------–ის შეხვედრის ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერის თაობაზე.

 

ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური ოქმი N307-ით დადგენილია, რომ ჩაწერა მიმდინარეობდა 2018 წლის 17 ივნისს 16:20:38 საათიდან 2018 წლის 17 ივნისის 16:21:51 საათამდე პერიოდში. ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილია კერძო ტიპის დასახლება. მამაკაცი (მ) შედის ვიწრო შესახვევში, სადაც მას ელოდება მეორე მამაკაცი (მ1), რომელსაც მარჯვენა ხელი მიაქვს ჯიბისაკენ და თითქოს იღებს რაღაცას. მამაკაცი (მ) ეკითხება კარგია თუ არა, რაზეც მამაკაცი (მ1) პასუხობს, რომ ,,სუპერია“, ასევე განუმარტავს, რომ თუ საქმე გამოვიდა მას მისცემს 70-ად და თხოვს, ილოცოს, რომ საქმე გამოვიდეს. ამის შემდეგ შემხვედრი პირები ცილდებიან ერთმანეთს. ოქმის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა ქ.მ--------–ში, თ----–---–ის ქუჩა N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთის მხრივ რ-–--- მ------ს და მეორეს მხრივ ს----- კ----------–ს შორის. ოქმში მითითებულია გამოყენებული მოწყობილობების და ინფორმაციის შესაბამის დისკზე გადაწერის შესახებაც.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც აღბეჭდილი გამოსახულება და საუბარი, რომელიც შეძლებისდაგვარად გადათარგმნილ იქნა თარჯიმნის მიერ, ემთხვეოდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმს.

 

ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 ივნისს, 17:15-17:30 საათზე, ქ.მ--------–ში, თ----–---–ის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ-–--- მ------ისაგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ერთ წონაკად დაფასოებული მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკის მონახევში. ოქმი ხელმოწერით აქვს დადასტურებული რ-–--- მ------ს და თარჯიმანს, ხოლო ოქმის შემდგენი პირია ბ------– გ----–---ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას რ-–--- მ------მა განმარტა, რომ ცხოვრობს მ--------–ში. დაახლოებით წელიწადნახევარია იცნობს ს----- კ----------–ის, რომელიც გაიცნო ქუჩაში. მასთან ჰქონდა ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა და რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია. მას ე-–---- კ--–---მა თხოვა დახმარება, რომ გადაეღო და ჩაეწერა საუბარი თუ როგორ გადასცემდა ,,ფაქტს“ ფულის სანაცვლოდ ს----- კ----------–ი, რაზეც დათანხმდა. ამის შემდეგ ორჯერ, 17 და 18 ივნისს ან ივლისს, აღჭურვეს ტექნიკით და გადასცეს ფულადი თანხა, რათა ს----- კ----------–ისგან შეეძინა ნარკოტიკული საშუალება. თანხა გადასცა ე-–---- კ--–---მა. მას ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ იყო 10 ლარიანი ან 20 ლარიანი კუპიურები. აღჭურვის შემდეგ იგი პოლიციის მანქანით მიიყვანეს ,,სოკართან“, იქიდან კი ტაქსით წავიდა „პრეფექტურის“ უკან. პირველ შემთხვევაში მან ს----- კ----------–ისგან ნარკოტიკი ე.წ. ,,სირეცი“ შეიძინა ქ.მ--------–ში ე.წ. ,,პრეფექტურის“ უკან. გამომძიებელი სახელად დ-----, რომლის გვარიც არ ახსოვს, და ე-–---- კ--–---ი ელოდებოდნენ ,,სოკარის“ უკან. მან მეორედაც იმავე ადგილას შეიძინა ს----- კ----------–ისგან ნარკოტიკული საშუალება. პირველად შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მას ედო ენის ქვეშ, რომელიც უფროსის თანდასწრებით გადასცა გამომძიებელს, ხოლო მეორედ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება გამომძიებელს გადასცა ,,სოკარის“ უკან. მან ნარკოტიკული საშუალებების შესაძენად მთლიანობაში გადაიხადა 200 ლარი. მოწმემ განმარტა, რომ მას ტაქსი ელოდებოდა იქვე და ნარკოტიკის შეძენის შემდეგ იმავე ტაქსით ბრუნდებოდა პოლიციის თანამშრომლებთან ისე, რომ არ ჩერდებოდა არსად, რადგან არ შეიძლებოდა. პოლიციის თანამშრომლებისთვის ნარკოტიკის გადაცემისას ხელს აწერდა რაღაც დოკუმენტებს. აღნიშნული არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან ს----- კ----------–ისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, ამიტომ მისთვის ყველაფერი იყო ცნობილი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და გარკვეული პერიოდი თავადაც იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი.

 

მოწმე ბ------– გ----–---ის ჩვენებით, მუშაობს მ--------–ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად. 2018 წლის 12 ივნისს, ამავე სამმართველოს თანამშრომლის - დ----- გ----ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, ქ.მ--------–ში, მ------–---–ის ქ---------–- მცხოვრები ს----- კ----------–ი იყო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორი. იმავე დღეს მის მიერ ორჯერ იქნა გამოკითხული დ----- გ----ი, ვინაიდან ამ უკანასკნელის მიერ შედგენილ იქნა ორი ინფორმაციული პატაკი. ერთი პატაკით ირკვეოდა, რომ ს----- კ----------–ი იყო ნარკორეალიზატორი, ხოლო მეორე პატაკში მითითებული იყო, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა რ-–--- მ------ი. ამის შემდეგ მათ გამოიძახეს და გამოკითხეს რ-–--- მ------ი, რომელმაც დაადასტურა, რომ ს----- კ----------–ი ნამდვილად იყო ნარკორეალიზატორი. ამასთან, თანხმობა განაცხადა მონაწილეობა მიეღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. ამის შემდეგ, რ-–--- მ------სა და ს----- კ----------–ის შორის მოხდა მოლაპარაკება შეხვედრასთან დაკავშირებით. შეთანხმების შემდეგ კი, რ-–--- მ------ი აღიჭურვა სპეციალური ტექნიკით და წავიდა ს----- კ----------–ისგან ნარკოტიკული საშუალების შესაძენად. ხსენებულ პირთა შეხვედრა შედგა 2018 წლის 17 ივნისს ქ.მ--------–ში, მ------–---–ის ქუჩაზე. თავად კი, დაახლოებით 20-25 წუთი ელოდა რ-–--- მ------ს 200 მეტრის მოშორებით, თ----–---–ის ქუჩაზე, სადაც ეს ორი ქუჩა კვეთს ერთმანეთს. ს----- კ----------–ისგან ნარკოტიკის შეძენის შემდეგ, რ-–--- მ------ი მივიდა მასთან თ----–---–ის ქუჩა N1-თან, რა დროსაც ამ უკანასკნელს ვიდეო ჰქონდა გამორთული და უთხრა, რომ შეიძინა ერთ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. შემდეგ მოხდა რ-–--- მ------ის დაკითხვა და მისგან ს----- კ----------–ისგან შეძენილი ერთ წონაკად დაფასოებული სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება. აღნიშნულს ესწრებოდა თარჯიმანიც. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლის 17 ივნისს, ს----- კ----------–ი არ დაუკავებიათ, რადგან იმ დროისთვის არ იცოდნენ, რომ ამოღებული ნივთიერება იყო ნამდვილად ნარკოტიკული საშუალება. 2018 წლის 17 და 18 ივნისს, რ-–--- მ------ისაგან ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებზე დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც მიიღეს 2018 წლის 20-21 ივნისს. ს----- კ----------–ი დაკავებულ იქნა მისივე საცხოვრებელ სახლში, რომლის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მის მიერ რ-–--- მ------ი გამოკითხულ იქნა სამჯერ, 2018 წლის 12, 17 და 18 ივნისს. მანვე აღნიშნა, რომ სხვა გამომძიებელს ამ საქმეში მონაწილეობა არ მიუღია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 19 ივნისის ექსპერტიზის N---------------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი: მომწვანო ფერის პოლიეთილენის 2 ცალ ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონებით 0,0265 გრამი და 0,0522 გრამი, საერთო წონით - 0,0787 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს - 0,0537 გრამს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 20 ივნისის ექსპერტიზის N---------------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი:

▪ სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0,0490 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს - 0,0335 გრამს. საწყის წონაზე 0,0522 გრამზე (იხ. ექსპერტიზის დასკვნა N----------------) გადაანგარიშებით შეადგენს - 0,0356 გრამს.

 

დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------- ც--------მ და დამატებით განმარტა, რომ მან ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტ თ----- ო-----–---–თან ერთად. კვლევისას ნივთიერების რაოდენობის განსაზღვრა მოხდა ინსტრუმენტალური მეთოდის გამოყენებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ექსპერტების მიერ დალუქული ნივთიერი მტკიცებულება. ექსპერტების მიერ დალუქულ ნივთიერ მტკიცებულებასთან ერთად მოთავსებული იყო მტკიცებულების პირველადი დალუქვის ამსახველი მასალა, ბეჭედი მასზე არსებული ხელმოწერებით.

 

მ--------–ის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ დ----- ბ-------ის ჩვენებით, მის მიერ გამოიტანილი იქნა დადგენილება ნარკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რის შემდეგაც ს----- კ----------–ი გადაიყვანა ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად. გამოკვლევის შედეგად ს----- კ----------–ის დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი. მან აღნიშნული დასკვნა გადასცა გამომძიებელ ბ------– გ----–---ს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 22 ივნისის გამოკვლევის N------- დასკვნით, ს----- კ----------–ის დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფის (მორფინი) და მეტადონის მოხმარების ფაქტი. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ------ კ----–--მ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 21 სექტემბრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით:

▪ ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.

▪ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერები არ არის საკმარისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა. დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დ----- გ-------–---–მა და ე-–----- ა--–-----მა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნით გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს სახელწოდებით ,,Rec1_0001.avi“ და ,,Rec1_0001.avi“ არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ------- ბ----------ემ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 21 თებერვლის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N---- დასკვნით:

▪ სს N031120618003 საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით ,,Rec1_0001.avi“ და ,,Rec1_0001.avi“ ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულებები, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია.

▪ სს N031120618003 საქმეზე, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 08.08.1982 წელს დაბადებული ს----- ვ------ის ძე კ----------–ის (პ/ნ2----------) სახელზე შევსებული ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

▪ სს N031120618003 საქმეზე, მონაცემთა ბაზაში რიცხული 08.08.1982 წელს დაბადებული ს----- ვ------ის ძე კ----------–ის (პ/ნ2----------) ფოტოსურათზე და ვიდეოგრამებზე სახელწოდებით: ,,Rec1_0001.avi“ დაწყებიდან 00:00:31 სთ-ზე და ,,Rec1_0001.avi“ დაწყებიდან 00:01:05 სთ-ზე, დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში ექსპერტი ვ------- ბ----------ე მიუთითებს, რომ დასკვნა გასცა ე-–----- ბ---–----ის 2019 წლის 20 თებერვლის ელექტრონული მომართვის საფუძველზე, რომელსაც ახლდა დადგენილება. სისხლის სამართლის საქმეში განთავსებულია გამომძიებელ ე-–----- ბ---–----ის 2018 წლის 19 ივლისის დადგენილება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დასკვნის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ------- ბ----------ემ.

 

ჩვენების მიცემისას გამომძიებელმა ე-–----- ბ---–----ემ განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. მას სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ივნისს, 04:50-05:10 საათზე, ქ.მ--------–ი, მ------–---–ის ქ---------–- ჩატარდა ს----- კ----------–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა.

 

დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ივნისს 05:13 სააათზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ს----- კ----------–ი.

 

ბრალდებულმა ს----- კ----------–იმ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ რ-–--- მ------ს არ იცნობს, არასოდეს შეხვედრია მას და არც რაიმე ნივთი გადაუცია მისთვის. მანვე განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პიროვნება თავად არ არის.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხომაზე ჩვენების მიცემისას რ-–--- მ------მა განმარტა, რომ 2018 წლის 18 ივნისს, იგი გამომძიებლის მიერ აღჭურვილი იყო სპეციალური ტექნიკით, რა დროსაც ს----- კ----------–ისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული შესყიდვის განხორციელების შემდეგ, იგი წავიდა გამომძიებელთან, რომელსაც გადასცა ს----- კ----------–ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.

 

ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური ოქმი N309 თანახმად, ჩაწერა მიმდინარეობდა 2018 წლის 18 ივნისს 12:33:17 საათიდან 2018 წლის 18 ივნისის 12:34:55 საათამდე. ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილია კერძო ტიპის დასახლების ვიწრო შესახვევი. მამაკაცი (მ) მოძრაობს ამ შესახვევის მიმართულებით, სადაც მას ხვდება ვარდისფერ მაისურში გამოწყობილი მეორე მამაკაცი (მ1), რომელიც ეუბნება, რომ ერთი ეკუთვნის მას და ის დიდი სომეხს. ასევე ეუბნება, რომ გაყო შუაზე და პირდება, რომ დაურეკავს. ამის შემდეგ პირები შორდებიან ერთმანეთს.

 

ამოღების ოქმით, 2018 წლის 18 ივნისს, 14:00 საათიდან 14:15 საათამდე პერიოდში, ქ.მ--------–ი, თ----–---–ის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე რ-–--- მ------ისგან ამოღებული იქნა მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკის მონახევში ერთ წონაკად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა აღნიშნული მოყავისფრო ფერის ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის ნაჭერში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც აღბეჭდილია გამოსახულება და საუბარი, რომელიც შეძლებისდაგვარად გადათარგმნილ იქნა თარჯიმნის მიერ და ემთხვეოდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 20 ივნისის ექსპერტიზის N---------------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი: სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0,0221 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს - 0,0151 გრამს. საწყის წონაზე 0,0265 გრამზე (იხ. ექსპერტიზის დასკვნა N----------------) გადაანგარიშებით შეადგენს - 0,0181 გრამს.

 

მ--------–ის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა მოწმე ბ------– გ----–---მა განმარტა, რომ 2018 წლის 18 ივნისს რ-–--- მ------სა და ს----- კ----------–ის შორის შეხვედრა შედგა თ----–---–ის ქუჩაზე, რის შემდეგაც მის მიერ გამოიკითხა რ-–--- მ------ი, რომლისგანაც ამოღებული იქნა ს----- კ----------–ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. გამომძიებელმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ს----- კ----------–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების 2018 წლის 17 ივნისის ეპიზოდში.

 

აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მ--------–ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ----- გ----ის პატაკი, რომლის მიხედვითაც, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ს----- კ----------–ი იყო ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორი. გარდა აღნიშნული ინფორმაციისა, დ----- გ----მა გამოძიებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია რ-–--- მ------ის თაობაზე, რომელსაც უნდა ჰქონოდა გარკვეული ინფორმაცია ს----- კ----------–ისთან დაკავშირებით. გამოძიების პროცესში მოხდა რ-–--- მ------ის გამოკითხვა, სადაც მოწმემ გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი.

 

პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს ამ ნაწილში საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღო რ-–--- მ------მა. ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით კი დადგინდა, რომ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა. ასევე რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამას, 2018 წლის 14 ნოემბრის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნის მიხედვით. ის ფაქტი, რომ ჩანაწერი ხმისა და მეტყველების მიხედვით საკმარისი არ იყო პიროვნების დასადგენად, უპირობოდ არ მიუთითებს ჩანაწერის სიყალბეზე და ს----- კ----------–ის უდანაშაულობაზე.

 

ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური ოქმი N307 ოქმის თანახმად, რ-–--- მ------ის და ს----- კ----------–ის შეხვედრის და საუბრის ჩაწერა განხორციელდა 2018 წლის 17 ივნისს, 16:20:38 საათიდან 16:21:51 საათამდე პერიოდში, ქ.მ--------–ში, თ----–---–ის ქუჩა N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე დღეს, 16:40 საათზე, ქ.მ--------–ში, თ----–---–ის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიკითხა რ-–--- მ------ი, რის შემდეგაც მოხდა მისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება. ჩანაწერის დასრულებიდან გამოკითხვამდე გასული დრო - 19 წუთი, პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს იმ ვადას, რაც მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, მიუხედავად იმისა, რომ ოქმების თანახმად, შეხვედრა განხორციელდა თ----–---–ის ქუჩა N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო გამოკითხვა და დაკითხვა ამავე ქუჩის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მხარეებს არ წარმოუდგენიათ ქ.მ--------–ის ქუჩების მიმართულებები და შენობების განლაგებები ნუმერაციის მიხედვით, ასევე საქმეში არაა წარმოდგენილი მითითებული ადგილების დათვალიერების ოქმები. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე, ბრალდების მხარის მსგავსად, სარგებლობს გამოძიების და მტკიცებულებების მოპოვების უფლებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, მტკიცებულების გარეშე პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმ საკითხზე თუ რომელი ქუჩა რომელ ქუჩას კვეთს, რომლის მიმდებარეა და რა მანძილია თ----–---–ის ქუჩის N1-ის მიმდებარე ტერიტორიიდან N5-ის მიმდებარე ტერიტორიამდე. ადვოკატის მიერ სააპელაციო სასამართლოში გამოყენებული რუკის ასლს პალატა ვერ შეაფასებს როგორც მტკიცებულებას, რადგან მისი გამოკვლევა და შეფასება არ მომხდარა სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით. ის ფაქტი, რომ მოწმე ბ------– გ----–---ის მიერ თ----–---–ის ქუჩის ნაცვლად მითითებული იყო მ------–---–ის ქუჩა, არ მიუთითებს მტკიცებულებათა სიყალბეზე. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მოწმე ბ------– გ----–---ი არ ესწრებოდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების პროცესს. მისი განმარტებით, რ-–--- მ------ი ს----- კ----------–ისთან შესახვედრად მივიდა ტაქსით, თ----–---–ის ქუჩიდან კი შევიდა მ------–---–ის ქუჩაზე, მათგან ისინი იყვნენ მოფარებულში, დაახლოებით 200 მეტრში. N307 ოქმში დაფიქსირებულია ადგილი - თ----–---–ის ქუჩა N5-ის მიმდებარე ტერიტორია და არა თ----–---–ის ქუჩა N5. ბ------– გ----–---ის ჩვენების მიხედვით, მ------–---–ის და თ----–---–ის ქუჩები კვეთს ერთმანეთს. ფაქტია ის, რომ ჩანაწერის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა განხორციელდა კერძო ტიპის დასახლებაში, ვიწრო ქუჩაზე. დაუდგენელია თ----–---–ის ქუჩა N5-ის მიმდებარე ტერიტორიაში რა ტერიტორია იგულისხმა ოპერატიულმა სამსახურმა, რა დრო დაჭირდებოდა რ-–--- მ------ს თ----–---–ის ქუჩის N1-ის მიმდებარე ტერიტორიამდე მისასვლელად, გამომძიებელს საგამოძიებო მოქმედების დასაწყებად და ა.შ.. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ 19 წუთი არ არის ის ვადა, რაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში, მტკიცებულების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა.

 

დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ის ფაქტი, რომ ჩანაწერის მიხედვით არ დგინდება ს----- კ----------–ის მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და 2019 წლის 21 თებერვლის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას არ იყენებს ს----- კ----------–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუმცა, საქმეში წარმოდგენილია ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ჩანაწერი, ხოლო ს----- კ----------–ი მონაწილეობას ღებულობდა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვისას. საქმის განმხილველ მოსამართლეებს ჰქონდათ ჩანაწერის ნახვის შესაძლებლობაც. ჩანაწერში ასახული პირი კი ს----- კ----------–ის იდენტურია და არ წარმოდგენილა საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

რაც შეეხება მოწმე რ-–--- მ------ის ჩვენებას, პალატა არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მოწმემ გარკვეულწილად განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოწმემ დაადასტურა მისი ჩვენების არსებითი ნაწილი, რაც ეხება ნარკოტიკული საშუალების ს----- კ----------–ისგან შეძენას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება თანამშრომლობის შედეგად მიიღო თუ არა რაიმე სახის შეღავათი ან ჰქონდა თუ არა რაიმე სახის დაინტერესება რ-–--- მ------ს. მოწმემ არ დაადასტურა რაიმე სახის ზეწოლის ან დაინტერესების ფაქტი, შესაბამისად, პალატა დაცვის მხარის არგუმენტს მოწმის იძულების თაობაზე, ვერ გაიზიარებს. გამოკითხვის ოქმში რ-–--- მ------ს გამოთქმული აქვს თანამშრომლობის სურვილი. სასამართლოში დაკითხვის დროს კი აღნიშნა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ნარკოტიკული საშუალება მანამდეც შეუძენია ს----- კ----------–ისგან, თუმცა დაკითხვამდე 8 თვით ადრე შეწყვიტა მოხმარება. დაცვის მხარე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სხდომაზე დაკითხვის დროს მოწმე იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რაც მოწმემ ახსნა წინა დღეს მიღებული ჭაჭის მიღებით. მართალია, სხდომაზე დაკითხვისას, მოწმემ ნამდვილად თქვა, რომ წინა დღეს მიიღო ალკოჰოლური სასმელი, თუმცა, მიუხედავად არაერთგზის შეთავაზებისა, აღნიშნა, რომ არ იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და წინა დღით მიღებული სასმელი ხელს არ უშლიდა ჩვენების მიცემაში. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოწმე სხვა კარიდან შეიყვანეს სხდომის დარბაზში, აღნიშნული გარემოება თანხვედრაშია სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან, რომლის თანახმად, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, რ-–--- მ------ის დაკითხვის ნაწილში, სხდომაც კი დაიხურა და შესაბამისად, ეს გარემოება მტკიცებულების არსებითი დარღვევით გამოკვლევის ფაქტს არ ადასტურებს. გარდა ამისა, დაკითხვისას მოწმეს არ დაუდასტურებია რომელიმე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან მასზე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი.

 

პალატა არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის გამო, შესაძლოა, მოწმეს სრულყოფილად არ ახსოვდეს განვითარებული მოვლენები, თუმცა, პალატა შეაფასებს იმ წინააღმდეგობებს, რაც არსებობს საქმეში მოწმის ჩვენებას და საქმის სხვა მტკიცებულებებს შორის. დაკითხვისას რ-–--- მ------მა მიუთითა ვინმე ე-–---- კ--–---ზე, რომელიც, მოწმის განმარტებით, იყო პოლიციის თანამშრომელი და სწორედ მასთან ჰქონდა ურთიერთობა ამ საქმის გამოძიების პროცესში. სხდომაზე არ დაკითხულა „ე-–---- კ--–---ი“ და სასამართლოსთვის გაურკვეველია თუ რა სტატუსით სარგებლობდა აღნიშნული პირი საქმეში. მოწმე ასახელებს, რომ ფულადი თანხა ორჯერვე გადასცა აღნიშნულმა პირმა. დაცვის მხარე უთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ფულადი თანხის გადაცემის ოქმი, რაც მიუთითებს ე-–---- კ--–---ის დაინტერესებაზე. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება და ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის საქმეში არარსებობა, თავისთავად არ მიუთითებს ს----- კ----------–ის უდანაშაულობაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გეგმის მიხედვით, გეგმის შესრულებასთან დაკავშირებული მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა დაევალა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს. აღსანიშნავია, რომ რ-–--- მ------ი ახსენებდა გამომძიებელ „დ-----ს“. აღნიშნული სახელით, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ გამომძიებელი დ----- ბ-------ე, თუმცა, როგორც საქმის მასალებით, ასევე მოწმის ჩვენებით, მას გამოტანილი აქვს მხოლოდ დადგენილება ნარკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ს----- კ----------–ი გადაყვანილი ჰყავს ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად. სხვა შემხებლობას საქმესთან მოწმე არ ადასტურებს. გაურკვეველია გამომძიებელი „დ-----“ იყო თუ არა გამომძიებელი ბ------– გ----–---ი, რადგან საქმის მასალების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედების ოქმები შედგენილი აქვს სწორედ აღნიშნულ პირს, რასაც ხელმოწერებით ადასტურებენ როგორც ბ------– გ----–---ი, ისე რ-–--- მ------ი და თარჯიმანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამავე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ე.ი. გადაცემა სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.) როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.

 

პალატას ს----- კ----------–ის მიერ რ-–--- მ------ზე 2018 წლის 17 ივნისს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი დადასტურებულად მიაჩნია, როგორც მოწმე რ-–--- მ------ის ჩვენებით, ასევე მისი მონაწილეობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით. ს----- კ----------–ის პოზიცია, რომ იგი არასდროს შეხვედრია და არ იცნობს რ-–--- მ------ს, წარმოადგენს მსჯავრდებულის მცდელობას, თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები უშუალოდ და პირდაპირ მიუთითებენ ამ ნაწილში ბრალდების საფუძვლიანობასა და სისწორეზე. ამასთან, პალატა, რასაკვირველია არ უარყოფს სხვა მოსაპოვებელი მტკიცებულებების მნიშვნელობას და ურჩევს საგამოძიებო ორგანოებს დროულად და სრულყოფილად ჩაატარონ გამოძიება და წარმოადგინონ ყველა შესაძლო მტკიცებულება. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ გამოძიების მიერ არ განხორციელებულა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება, არ გამოთხოვილა განხორციელებული საუბრების დეტალური ამონაწერი, საქმეში არ მოიპოვება ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმი და ა.შ., აღნიშნული ს----- კ----------–ის გამართლების საფუძველი ვერ გახდება, ხოლო სხვა მტკიცებულებები არ მიუთითებენ დანაშაულის პროვოცირებაზე.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ს----- კ----------–ი დამნაშავედაა ცნობილი ასევე ბრალდების მეორე ეპიზოდში, რაც ეხება 2018 წლის 18 ივნისის ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტს. მოცემულ ეპიზოდში, პალატა შეაფასებს როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმით, ისე შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების ამოღების პერიოდში დადგენილ გარემოებებს, მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში.

 

პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ს----- კ----------–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში ს----- კ----------–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური N309 ოქმით დადგენილია, რომ ჩაწერა მიმდინარეობდა 2018 წლის 18 ივნისს 12:33:17 საათიდან 2018 წლის 18 ივნისის 12:34:55 საათამდე. დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ორივე შემთხვევაში ჩანაწერის დასრულებიდან ნარკოტიკული საშუალებების ამოღებამდე გასული დრო. პალატამ შეაფასა 2018 წლის 17 ივნისის ფაქტი და აღნიშნა, რომ 19 წუთი არ იყო ის დრო, რაც მტკიცებულებაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა. რაც შეეხება 2018 წლის 18 ივნისის ფაქტს, პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს:

 

1. როგორც 2018 წლის 17 ივნისს, ისე 2018 წლის 18 ივნისს, ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ.მ--------–ში, თ----–---–ის ქუჩა N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2. როგორც 2018 წლის 17 ივნისს, ისე 2018 წლის 18 ივნისს, რ-–--- მ------ის გამოკითხვა და შემდეგ მისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება განხორციელდა ქ.მ--------–ში, თ----–---–ის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

3. 2018 წლის 17 ივნისს, ჩანაწერის დასრულებიდან გამოკითხვამდე გავიდა დაახლოებით 19 წუთი.

4. 2018 წლის 18 ივნისს, ჩანაწერის დასრულებიდან გამოკითხვამდე გავიდა დაახლოებით 55 წუთი.

5. არც მოწმე ბ------– გ----–---ს და არც მოწმე რ-–--- მ------ს არ განუმარტავთ მიზეზი, თუ რა ობიექტურმა გარემოებამ განაპირობა პირველ და მეორე შემთხვევას შორის არსებული დროის სხვაობა - 36 წუთი.

 

დროის სხვაობის მიზეზის აუხსნელობა, იმ პირობებში, როდესაც არ დადგენილა რაიმე ობიექტური ან განსხვავებული გარემოების არსებობა, პალატის მოსაზრებით, წარმოადგენს მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. ერთის მხრივ ეჭვის ქვეშ დგება საკითხი თუ სად იყო რ-–--- მ------ი ამ პერიოდის განმავლობაში, ხოლო მეორეს მხრივ, იმ დაშვებითაც კი, თუ ის პირდაპირ გამოცხადდა გამომძიებლის მიერ დათქმულ ადგილზე, რამ შეუშალა ხელი გამომძიებელს დაუყოვნებლივ ან მცირე დროში დაეწყო საგამოძიებო მოქმედება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული მტკიცებულება - ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, დასაშვებადაა ცნობილი, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე, პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან უტყუარობის თვალსაზრისითაც და მიიჩნევს, რომ არსებობს მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ [...] გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, # 12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა ძირითად არგუმენტებზე იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რის შემდეგაც მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მტკიცებულების ერთობლიობის კონსტიტუციურ სტანდარტს პასუხობენ მხოლოდ 2018 წლის 17 ივნისის ეპიზოდში, ხოლო რაც შეეხება 2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდს, მოწმის გამოკითხვამდე გასული დაუსაბუთებლად ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით წარმოდგენილი მტკიცებულების უტყუარობაში პალატას შეექმნა ეჭვი, რაც უნდა გადაწყდეს ს----- კ----------–ის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, ს----- კ----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 17 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო გამართლდეს ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღების 2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდში.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

იმისათვის, რომ განისაზღვროს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნები, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს არამხოლოდ პიროვნული მონაცემები, არამედ დამნაშავის ქმედებებიც. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან. შესაბამისად, სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა საბოლოო სასჯელი ს----- კ----------–ის, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.

 

პალატას მიაჩნია, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ხასიათის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ზომის, ნარკოტიკული საშუალების სახეობის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ცვლილება უნდა შევიდეს ს----- კ----------–ის მიმართ დანიშნულ სასჯელშიც და ნაცვლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთისა, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს----- კ----------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-----------------–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ცვლილება შევიდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენში.

 

ს----- კ----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 17 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს----- კ----------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ს----- კ----------–ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 22 ივნისიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ს----- კ----------–ის 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, ხოლო საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის თაობაზე ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ ნარკოტიკული საშუალება - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

§ 2 ცალი DVD - დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

 

ვეფხია ლომიძე