განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120100119003150832
საქმე № 1ბ/1607-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – თ------ ბ-----–---–-, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი--------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და თ------ ბ-----–---–-სთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ იმის გათვალიწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო გამოძიებას, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაზარალებულს მსჯავრდებულთან პრეტენზია არ გააჩნია თ------ ბ-----–---–ს უნდა განესაზღვროს არასაპატიმრო სასჯელი.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
თ------ ბ-----–---–მა ჩაიდინა თ----- მ----–-----ის ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ------ ბ-----–---–მა 2019 წლის 16 ივნისს, შუადღის საათებში ქალაქ ახალციხეში ყოფილ მეუღლეს თ----- მ----–-----ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალის გამოყენების მუქარით აიძულა დასთანხმებოდა მის ნებას და დალაპარაკების მიზნით გადასულიყო მისი კუთვნილი ავტომანქანიდან. აღნიშნულის გამო შეშინებული თ----- მ----–-----ი იძულებული გახდა ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ დასთანხმებოდა ყოფილი მეუღლის მოთხოვნას და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც გაღიზიანებულმა თ------ ბ-----–---–მა ფეხის დარტყმით დაუზიანა თ----- მ----–-----ს კუთვნილი ავტომანქანა. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ----- მ----–-----მა განიცადა მორალური სახის ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თ------ ბ-----–---–-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ თ------ ბ-----–---–-ს ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: თ----- მ----–-----ის მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: დ----------------ის, ზ----------------ის და ლ-–---------ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, 2019 წლის 16 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახაურის 2----–-–------------- №------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე მსჯავრდებულ თ------ ბ-----–---–-ს აღირებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ თ------ ბ-----–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ------ ბ-----–---–მა ჩაიდინა თ----- მ----–-----ის ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ------ ბ-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას.
თ------ ბ-----–---–-ს მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით და აგრეთვე ის, რომ იგი არის ნასამართლევი.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ,,დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.“
პალატა მსჯავრდებულ თ------ ბ-----–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ,,მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას“.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, თ------ ბ-----–---–- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ამ შემთხვევაში პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებებზე. პალატას მიაჩნია, რომ თ------ ბ-----–---–-ს წარსულში ჩადენილი დანაშაულები (სახეზეა დანაშაულის რეციდივი) და დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წარმოადგენს მომეტებული საფრთხის შემცველს, რისი გათვალისწინებითაც არასაპატიმრო სასჯელი ვერ გახდება მისთვის შემაკავებელი ხასიათის, რის გამოც მას უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ყოფილი მეუღლის, ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ------ ბ-----–---–ს, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, რისი გათვალისწინებითაც სასამართლოს მისი შემსუბუქება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ------ ბ-----–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ------ ბ-----–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
თ------ ბ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ------ ბ-----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
თ------ ბ-----–---–-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 ივლისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე