განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
080100119002924882
ინსტანცია
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002924882

საქმე №1/ბ-674-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ-- ც-------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირად №6----------), ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–--------–---–--------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ-- ც-------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ---------–--------–---–-- ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გ-- ც-------–---–მა მარჯვენა ხელის მარჯვენა მხრის არეში დარტყმით იძალადა შვილზე _ ნ----- ც-------–---–ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნულის გამო გ-- ც-------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენით:

 

გ-- ც-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

გ-- ც-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინებით, გ-- ც-------–---–ის მიმართ შეფარდებული 1000 (ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას ც---–- ც-------–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ---------–---------–---–------------------------–- (საკადასტრო კოდი 0-----------).

 

გამართლებულ გ-- ც-------–---–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---- ზ-------–---–მა, რომელმაც ითხოვა გ-- ც-------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმეების _ გ------- ტ------ის და ლ-–- ქ------ის ჩვენებები, ც---–- ც-------–---–ის ჩვენება და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ-- ც-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს გ-- ც-------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ გ-- ც-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ნ----- ც-------–---–მა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა მამის _ გ-- ც-------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე ც---–- ც-------–---–მა, რომელიც გ-- ც-------–---–ის დედაა, აჩვენა, რომ 2019 წლის 22 თებერვალს იმყოფებოდა ქ---------–--------–---–-- ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სადაც გ-- ც-------–---–მა თავის ქალიშვილს _ ნ----- ც-------–---–ს უსაყვედურა და ხმამაღლა უთხრა, თუ რატომ წამოვიდა სამსახურიდან და რატომ ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილას სამუშაოდ. გ-- მხოლოდ ყვირილით შემოიფარგლა და მას ნ-----სთვის ხელი არ დაურტყამს, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამის შემდეგ ნ-----მ გამოიძახა პოლიცია და გ-- დააკავეს.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ------- ტ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 თებერვალს, ამავე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქ---------–--------–---–-- მ--------------–- ნ----- ც-------–---–ის მიმართ მამის, გ-- ც-------–---–ის მხრიდან ხორციელდებოდა ფიზიკური ძალადობა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, იგი ლ-–- ქ------ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. როგორც დაზარალებულმა განუმარტათ, მას მამამ, გ-- ც-------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა მხარში ძლიერად ხელის დარტყმაში. გ-- ც-------–---–ი ნ----- ც-------–---–ის მიმართ აგრძელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იგი ადგილზევე დააკავეს.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ლ-–- ქ------ემ.

 

თავად ბრალდებულმა გ-- ც-------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისი მხრიდან ნ----- ც-------–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია, მათ შორის იყო მხოლოდ სიტყვიერი კამათი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 თებერვალს, 15:35–15:55 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქ. ნ----- ც-------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას გ-- ც-------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ-- ც-------–---–ის მიერ თავისი შვილის _ ნ----- ც-------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:

 

გ-- ც-------–---–ისათვის წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულ ნ----- ც-------–---–ის მიერ გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებას, რომელიც ამხელდა საკუთარ მამას, გ-- ც-------–---–ს ძალადობაში _ მისთვის მარჯვენა მხრის არეში ხელის დარტყმაში, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ნ----- ც-------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

შემთხვევის ერთადერთმა თვითმხილველმა მოწმემ, ც---–- ც-------–---–მა კი მხოლოდ ის გარემოება დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს გ-- ც-------–---–მა სიტყვიერად უსაყვედურა ნ----- ც-------–---–ს სამსახურიდან წამოსვლის გამო, ამასთან, მან გამორიცხა გ-- ც-------–---–ის მიერ ძალადობის ჩადენა და განმარტა, რომ მისი მხრიდან ნ----- ც-------–---–ის მიმართ არანაირ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

 

სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2019 წლის 22 თებერვალს, გ-- ც-------–---–ის მიერ ნ----- ც-------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მოწმეების _ გ------- ტ------ის და ლ-–- ქ------ის ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ ნ----- ც-------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ და ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები ნ----- ც-------–---–ს სწორედ გ-- ც-------–---–მა მიაყენა. ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული დასკვნის თანახმად, აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ამდენად, ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს ნ----- ც-------–---–ისათვის ამ დაზიანებების გ-- ც-------–---–ის მიერ მიყენების ფაქტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გ-- ც-------–---–ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გ-- ც-------–---–ის მიმართ 2019 წლის 20 აგვისტოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი გ-- ც-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ-- ც-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ-- ც-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, მოიხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინებით, გ-- ც-------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 1000 (ათასი) ლარის ოდენობის გირაოს უზრუნველსაყოფად, ც---–- ც-------–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ, ქ---------–--------–---–-- ქ----------------–- მდებარე (საკადასტრო კოდი №0-----------) უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.

 

5.გამართლებულ გ-- ც-------–---–ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/