განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2019
საქმის ნომერი
050100119003126525
ინსტანცია
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119003126525

საქმე №1/ბ-711-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) დ-------- ს--–------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ო------------------–----–----------------–-----–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენით:

 

დ-------- ს--–------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 7 ივლისის ჩათვლით პერიოდის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 6 ივლისის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ-------- ს--–------ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ დ-------- ს--–------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 7 ივლისიდან 2019 წლის 30 აგვისტომდე, ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.

 

დ-------- ს--–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და დ-------- ს--–------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ-------- ს--–------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალა გურიის პრობაციის ბიუროს.

 

ნივთიერი მტკიცებულება _ CD დისკი, რომელიც ინახება ო-----------------------–-------------–--–-, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-------- ს--–------ემ ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ-------- ს--–------ე 2018 წლიდან მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს _ თ----- ჯ---------ს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის 07 ივლისის ჩათვლით პერიოდში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, მეუღლის საოჯახო საქმიანობით უკმაყოფილო და ხშირ შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების: 2008 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ნ---- ს--–------ის, 2011 წლის 21 აგვისტოს დაბადებული მ------ ს--–------ის, 2015 წლის 28 ივნისს დაბადებული თ---------- ს--–------ის და 2016 წლის 30 ნოემბერს დაბადებული ნ------ ს--–------ის თანდასწრებით, ო------------------–----–----------------–-----–- მდებარე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, აგინებდა დედის და ახლობელების მისამართით. დ-------- ს--–------ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად კი, თ----- ჯ---------მ განიცადა ტანჯვა.

 

2019 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, მეუღლის _ თ----- ჯ---------ს საოჯახო საქმიანობით უკმაყოფილო, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ-------- ს--–------ემ არასრულწლოვანი შვილების: ნ---- ს--–------ის, მ------ ს--–------ის, თ---------- ს--–------ის და ნ------ ს--–------ის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, კერძოდ, ო------------------–----–----------------–-----–- მდებარე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახლის პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში შეურაცხყო და დაამცირა თ----- ჯ---------, უწოდა უსაქმური და ზარმაცი, ამასთან, დაუწყო გინება დედის მისამართით, რის შემდეგაც ხელი მოუჭირა კისერზე. დ-------- ს--–------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ----- ჯ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 07 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, მეუღლის _ თ----- ჯ---------ს საოჯახო საქმიანობით უკმაყოფილო, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ-------- ს--–------ემ შეურაცხყო და დაამცირა თ----- ჯ---------, უწოდა უსაქმური და ზარმაცი, დაუწყო გინება დედის მისამართით. ეს უკანასკნელი გაერიდა მეუღლესთან კონფლიქტს და შვილებთან ერთად გადავიდა მეზობლად მცხოვრებ მ----- ჩ----ესთან, სადაც დაახლოებით 12:30 საათზე მივიდა დ-------- ს--–------ე და მოსთხოვა თ----- ჯ---------ს სახლში დაბრუნება. ამ უკანასკნელისაგან უარის მიღების შემდეგ კი, მიუახლოვდა მას და არასრულწლოვანი შვილების _ ნ---- ს--–------ის, მ------ ს--–------ის, თ---------- ს--–------ის და ნ------ ს--–------ის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, კერძოდ, სახეში გაარტყა მას ხელი. დ-------- ს--–------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ----- ჯ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელმაც ითხოვა დ-------- ს--–------ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ თ----- ჯ---------ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების _ ნანა ბაჯელიძის, მ----- ჩ----ის, თ---------- ს--–------ის, კ--- კ-------ის, ნ---- ს--–------ის, მ------ გ-----–--ს და მ------ ს--–------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ-------- ს--–------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს დ-------- ს--–------ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: დ-------- ს--–------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და სადავო არ გახადა საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა თ----- ჯ---------მ ითხოვა დ-------- ს--–------ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით დ-------- ს--–------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დ-------- ს--–------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დ-------- ს--–------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.დ-------- ს--–------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულების (სამი ეპიზოდი) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 7 ივლისამდე ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 6 ივლისის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ-------- ს--–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ-------- ს--–------ეს, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 7 ივლისიდან 2019 წლის 30 აგვისტომდე პატიმრობაში ყოფნის დრო, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ დ-------- ს--–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება _ CD დისკი, რომელიც ინახება ო-----------------------–-------------–--–-, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/