განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002972243
№1/ბ-536-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ნოემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე
ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - დ----- კ-------–ის
ადვოკატის - რ---- ა--–--ის
მსჯავრდებულის - ი-–-- ბ----ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–-- ვ-–--------ის ძე ბ----ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, დაუოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ბათუმი, ლ------------------------------.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-–-- ბ----ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ჩადენილი ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 ივნისს, ღამის საათებში, ი-–-- ბ----ე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ტოიოტას“ მარკის სახ. ნომრით B-------- ავტომობილით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მოძრაობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩაქვისთავიდან სოფელ ხალას მიმართულებით. მსვლელობისას ავტომობილის მძღოლმა ი-–-- ბ----ემ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, ყოველგვარი ხელშემშლელი პირობების გარეშე დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები, ასფალტირებული გზიდან გადავიდა გრუნტიან გზაზე, ვეღარ დაიმორჩილა ავტომობილი და გადავარდა ხევში, რის შედეგადაც მგზავრმა ა--------------------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო მგზავრი ს-----–--- ჰ----- გარდაიცვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განაჩენით ი-–-- ბ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
ი-–-- ბ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ი-–-- ბ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 06 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ----- კ-------–ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ი-–-- ბ----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტ მხარეს, პროკურორ დ----- კ-------–ს, რომელმაც მხარი დაუჭირეს თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ი-–-- ბ----ეს და მისი ინერესების დამცველ ადვოკატს - რ---- ა--–--ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-–-- ბ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; დაზარალებულ ნ--------------------------------------------- გამოკითხვის ოქმით; ა--------------------ის გამოკითხვის ოქმით; ავტოტექნიკური ექსპერტიზის N 273/ა დასკვნით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის № 0--------- დასკვნით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის № 0--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ი-–-- ბ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ი-–-- ბ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრებში ცვლილებების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - დ----- კ-------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ი-–-- ბ----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
ბრალდებული ი-–-- ბ----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ი-–-- ბ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 06 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ი-–-- ბ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ი-–-- ბ----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ბ-------- ბ----ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ლ-------------------- (ზონა - ბ--------------------------------------–---------------------------------------) 8 000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული „ტოიოტა’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ.№B-------, ი-–-- ბ----ის ტანისამოსი დაუბრუნდეს მფლობელს, ხოლო კომპაქტდისკი ინახებოდეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ხელმოწერილია/ თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: /ხელმოწერილია/ მაკა გორგოძე
/ხელმოწერილია/ ლერი თედორაძე
ასლი დედანთან სწორია
მოსამართლის თანაშემწე: ა. ტყეშელაშვილი