განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003133322
საქმე № 1ბ/1676 -19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანმა
მსჯავრდებულ მ------------–ი ხ--–--–---ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ------------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ მ------------–ი ხ--–--–---ის (დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N2----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ--–----------------------–----------–--------------------ში) მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------------–ი ხ--–--–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლიდან - 2019 წლის 15 ივნისის ჩათვლით მ------------– ხ--–--–---ი ყოფილ მეუღლეს ე-–---- ა–------ას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა, მოიხსენიებდა სალანძღავი სიტყვებით, რაც ამ უკანასკნელში იწვევდა ტანჯვას.
2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, თბილისში, ,,ნავთლუღის ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მ------------– ხ--–--–---ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის ყოფილ მეუღლეს ე-–---- ა–------ას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენით, მ------------– ხ--–--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.
მ------------– ხ--–--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ------------– ხ--–--–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 2(ორი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ------------–ი ხ--–--–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ------------------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
მსჯავრდებული მ------------–ი ხ--–--–---ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი დ------------------ე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარებში აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს. სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულისა და დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა და მათი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლევა მოსამართლეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და არ აძლევს იმის უფლებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს უხეშად დაარღვიოს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით გათვლისწინებული მოთხოვნები, რომლის თანახმადაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. გასაჩივრებულ განაჩენში მოყვანილია დაზარალებულ ე-–---- ა–------ას გამოკითხვის ოქმიდან ამონარიდები, სადაც შეურაცხოფის სისტემატიურობაზეა საუბარი, მაგრამ აღნიშნული არ არის დადასტურებული შესაბამისი ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური დასკვნით. მ------------– ხ--–--–---ის მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოცემულია წლების ინტერვალებით, რაც არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ,,დროის მცირე ინტერვალის დაშორებად“. მ------------– ხ--–--–---ი განაჩენის მიხედვით წარმოდგენილია, როგორც ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელი, მაშინ როდესაც საქმეში შესაბამისი დამადასურებელი დასკვნა, ან ცნობა არ მოიპოვება. მუქარასთან მიმართებით არ არის განაჩენში გამოკვეთილი ის სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები, რითაც იქნა შეფასებული და განსაზღვრული დაზარალებულ ე-–---- ა–------ას მიერ მუქარის შედეგად განცდილი შიში. მსჯავრდებული მ------------– ხ--–--–---ი არ არის ნასამართლევი. იგი 2015 წლის 21 იანვრიდან 2019 წლის 15 ივნისამდე სისტემატიურად ცდილობდა ოჯახის შენარჩუნების მიზნით, ყოფილ მეუღლესთან შერიგებას, ორ შვილთან და შვილიშვილთან ერთად თანაცხოვრების მიზნით, რა დროსაც მას ყოველთვის ამოძრავებდა დიდი სიყვარული. 2019 წლის 5 სექტემბერს დაზარალებულმა ნოტარიალური წესით განცხადებით გამოხატა მ------------– ხ--–--–---ის მიმართ მზაობა, ოჯახის შენარჩუნების მიზნით შერიგების თაობაზე და მისგან არ მოელის რაიმე სახის საშიშროებას, რაც უნდა ჩაითვალოს ახალად აღმოჩენილ გარემოებად. აღნიშნული განცხადება მიუთითებს, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი ამოწურულია. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ მ------------– ხ--–--–---ის მიმართ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი საქმის გარემოებები, არასწორად იქნა შეფასებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს გამომტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარებზე ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ მ------------–ი ხ--–--–---ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ------------------ის სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ------------–ი ხ--–--–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ------------–ი ხ--–--–---ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის მუქარის განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ------------–ი ხ--–--–---ის უდანაშაულების თაობაზე, ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ------------–ი ხ--–--–---ის ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ე-–---- ა–------ას, მოწმეების: ს--------–-----------–-- ხ--–--–---ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ მ------------–ი ხ--–--–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში უდავო მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ ე-–---- ა–------ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ დაახლოებით 4 წლის წინ განქორწინდა მეუღლესთან -მ------------– ხ--–--–---თან. დაშორების შემდეგ თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალადან, საცხოვრებლად გადავიდა თ---–--–--------------------------–-----------ში და მუშაობა დაიწყო გარე მოვაჭრედ ე.წ. ,,ნავთლუღის ბაზარში’’. დაშორების მიზეზი იყო მ. ხ--–--–---ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები, რასაც წარსულში შვილების გამო არ ასაჯაროებდა. მიუხედავად განქორწინებისა მ.ხ--–--–---ი ხშირად ნასვამი მიდიოდა ,,ნავთლუღის ბაზარში“ და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, აგინებდა და ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით. მდგომარეობას ართულებდა მ.ხ--–--–---ის ალკოჰოლზე დამოკიდებულება, რა დროსაც უკიდურესად აგრესიული ხდებოდა. 2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, მ------------– ხ--–--–---მა, ჩვეულებისამებრ ნასვამმა მიაკითხა სამსახურში, მოაწყო დებოში, აგინებდა უცენზურო სიტყვებით, მოითხოვდა მუშაობა შეეწყვიტა და შერიგებოდა. იძულებული გახდა დაერეკა ,,112-ში“ და განეცხადებინა მომხდარის თაობაზე. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მისი მეგობარი ს--------–----. დაზარალებულის განმარტებით, წარსულში გამოცემულია არაერთი შემაკავებელი ორდერი მ.ხ--–--–---ის მიმართ, მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას იმდენად ხშირი და სისტემატური სახე ჰქონდა, რომ მსხვერპლი გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ თითოეული ამ შემთხვევის თარიღი არ ახსოვს, მაგრამ შეურაცხყოფის სისტემატურობა მასზე დამთრგუნველად მოქმედებდა, იწვევდა ძლიერ სტრესს, ფსიქოლოგიურ და მორალურ ტანჯვას. განქორწინების შემდეგ ყოფილი მეუღლე მ------------– ხ--–--–---ი სისტემატურად აკითხავდა სამსახურში ე.წ. ,,ნავთლუღის ბაზარში’’, მოითხოვდა თანაცხოვრების გაგრძელებას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც ყოველთვის თან ახლდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. 2019 წლის 15 ივნისს, მ.ხ--–--–---მა გარდა იმისა, რომ მიაყენა სიტყვიერ შეურაცხყოფა, დაემუქრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა მოკლავდა. მუქრა აღიქვა რეალურად. სწორედ მუქარის რეალურობის შეგრძნებამ აიძულა დახმარების მიზნით დაერეკა ,,112-ში“. ამონარიდი დაზარალებულის ჩვენებიდან: ,,მე მეშინია მარტო საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლა, ასევე სამუშაო ადგილას მარტო დარჩენა, რადგან თუ კი იქ დამხვდება ჩემი ყოფილი მეუღლე მ------------– ხ--–--–---ი დაზუსტებით ვიცი, რომ იგი კვლავ მომაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, გამლანძღავს და დამემუქრება მოკვლით, ამიტომ ვცდილობ, რომ სულ ჩემი შვილის ბ---–--ის გვერდით ვიყო და არ დავრჩე მარტო. ჩემი შვილი მუშაობს ,,ლილოში“ და როდესაც საღამოს იგი ასრულებს მუშაობას მაკითხავს ,,ნავთლუღის ბაზარში“, რის შემდეგაც მივდივართ სახლში ერთად’’.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ,,112-ში“ შეტყობინების ინიციატორი არის ძალადობის მსხვერპლი -ე-–---- ა–------ა (რეგისტრაციის #1553985, 15.06.2019, 12:08სთ).
2019 წლის 15 ივნისის შემაკავებელი ორდერით N0----- დადგენილია, რომ 2019 წლის 15 ივნისს მ------------– ხ--–--–---ის მიმართ ყოფილი მეუღლის - ე-–---- ა–------ას მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით მ------------– ხ--–--–---ს (მოძალადე) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ე-–---- ა–------ა (მსხვერპლი) ცხოვრობს, აგრეთვე მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის ოქმის მე-4 და მე-10 გრაფებში აღწერილია მსხვერპლის მიერ პოლიციისთვის მიწოდებული ინციდენტის ფაბულა, მსხვერპლი აღნიშნავს, რომ ყოფილი მეუღლე მ------------– ხ--–--–---ი 2019 წლის 15 ივნისს, მ----–----------ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ კი არ წავიდოდა სამუშაო ადგილიდან და არ შეურიგდებოდა მას. მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან მ.ხ--–--–---ი გაუწონასწორებელია.
მოწმე ს--------–----ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ე-–---- ა–------ასთან ერთად მუშაობს თბილისში, ე.წ. ,,ნავთლუღის ბაზარში’’ გარე მოვაჭრედ. მ------------– ხ--–--–---ი სისტემატურად სვამდა ალკოჰოლს, რის შემდეგაც აკითხავდა ბაზარში ყოფილ მეუღლეს, ე-–---- ა–------ას და მოითხოვდა შერიგებოდა, უარის მიღების შემდეგ კი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უცენზურო, ღირსების შემლახავი სიტყვებით, აღნიშნულ ფაქტს არაერთხელ შესწრებია. 2019 წლის 15 ივნისს, დილით ე.ა–------ასთან ერთად იმყოფებოდა ,,ნავთლუღის ბაზარში’’, რა დროსაც მათთან მივიდა მ.ხ--–--–---ი, ჩვეულებისამებრ ნასვამი, მოაწყო დებოში, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ე.ა–------ას და ითხოვდა აღარ ემუშავა, შერიგებოდა მას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა. მუქარა სიცოცხლის მოსპობის თაობაზე მ.ხ--–--–---მა რამდენჯერმე გაიმეორა. მუქარა ე.ა–------ამ აღიქვა რეალურად და დახმარებისთვის დარეკა ,,112-ში“. ე.ა–------აზე სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა სისტემატურად ხორციელდებოდა, რის გამოც დაზარალებული მარტო დარჩენას ერიდებოდა. მაშინ, როდესაც ს. ა-–---- მიდიოდა სამსახურიდან ე. ა–------ა მობილური ტელეფონით უკავშირდება შვილებს და სთხოვდა მასთან მისვლას. სახლსა და სამსახურს შორის გადაადგილდებოდა მხოლოდ შვილებთან ერთად. ე-–---- ა–------ა მუდმივად იმყოფება ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, ჰქონდა შიშის განცდა, რომ მ------------– ხ--–--–---ი მუქარას სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით რეალობაში მოიყვანდა.
მოწმე ბ---–-- ხ--–--–---ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ რამდენიმე წელია რაც თავისი მშობლები მ------------– ხ--–--–---ი და ე-–---- ა–------ი განქორწინდნენ. გადმოცემით იცის, რომ განქორწინების შემდეგაც ნასვამი მ.ხ--–--–---ი სისტემატურად მიდიოდა დედამისის სამუშაო ადგილას ე.წ. ,,ნავთლუღის ბაზარში’’, მოითხოვდა ე.ა–------ას შეეწყვიტა მუშაობა და შერიგებოდა. სიტყვიერი კამათი სრულდებოდა მ------------– ხ--–--–---ის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით. 2019 წლის 15 ივნისს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ე-–---- ა–------ა და უთხრა, რომ მ.ხ--–--–---ი იმყოფებოდა ,,ნავთლუღის ბაზარში“, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მოწმის განმარტებით, მ.ხ--–--–---ის მხრიდან ძალადობა როგორც მეუღლის, ისე შვილების მიმართ ხორციელდებოდა წლების განმავლობაში. მ.ხ--–--–---ი სისტემატურად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც ხდება აგრესიული და ოჯახის წევრებს არ აძლევს მშვიდი ცხოვრების უფლებას, მის მიმართ გამოცემულია არაერთი შემაკავებელი ორდერი.
საქმეში წარმოდგენილი არაერთი შემაკავებელი ორდერი ცალსახად ადასტურებს, რომ მ------------– ხ--–--–---ი სისტემატურად სიტყვიერ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა ყოფილ მეუღლეზე და არა მარტო მასზე, არამედ ოჯახის სხვა წევრებზეც. 2015 წლიდან - 2019 წლამდე თითქმის ყოველწლიურად და ხშირ შემთხვევაში წელიწადში რამდენჯერმე მსხვერპლი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე რეკავდა პოლიციის განყოფილებაში დახმარების მიზნით. შემაკავებელი ორდერები გამოცემულია 21.01.2015, 22.04.2015, 27.05.2017, 22.08.2017, 24.11.2018 წლებში. შემაკავებელი ორდერები მ------------– ხ--–--–---ის მიმართ ასევე გამოიცა 21.01.2015, 03.11.2018 და 02.06.2019 წლებში მშობლების და შვილის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.
მ------------– ხ--–--–---მა, პირველი ინსტანციის სასმართლოს სხდომაზე, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა, რომ ყოფილ მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულმა მუქარის ეპიზოდშიც უდავოდ გახადა მტკიცებულებები და წინასასამართლო სხდომაზე აღიარა დანაშაული, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში გამორიცხა აღნიშნული დანაშაულის ჩადენა და განმარტა, რომ ყოფილ მეუღლეს არასდროს დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ------------–ი ხ--–--–---ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ------------------ის სააპელაციო საჩივრებში მითითებულ პოზიციას, რომ საქმეში არ არსებობს მ------------–ი ხ--–--–---ის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატის შეფასებით, დაზარალებულის და მოწმეების მიერ გამოძიებში მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც საკმარისი იქნებოდა მათი ჩვენებების (გამოკითხვის ოქმების) გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვადა რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. გამოიწვია თუ არა პირის ქმედებებმა ტანჯვა, ეს საკითხი, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს.
წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულ ე-–---- ა–------ას მიმართ, გამოძიების ეტაპზე, 2019 წლის 17 ივნისს დაინიშნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, საქმეში სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა წარმოდგენილი არ არის და, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით მართლაც არ არის დადგენილი, გამოიწვია თუ არა მ------------– ხ--–--–---ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებმა მისი ტანჯვა. რა თქმა უნდა, სასურველი და უკეთესი იქნებოდა, თუკი ბრალდების მხარე წარმოადგენდა შესაბამის დასკვნას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმისათვის, რომ დადგინდეს პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, ეს საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე.
მხარეები წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმდნენ და სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნიეს არასადავოდ, შესაბამისად, მათ შეიძინეს პრეიუდიციული მნიშვნელობა, რაც ნიშნავს, რომ მხარეები არ ხდიდნენ აღნიშნულ მტიცებულებებში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებს სადავოდ, მათ შორის დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მითითებულ გარემოებებს, რომ მ------------–ი ხ--–--–---ი ე-–---- ა–------ას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა, მოიხსენიებდა სალანძღავი სიტყვებით, რაც ამ უკანასკნელში იწვევდა ტანჯვას. აღნიშნული პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას თავად მ------------– ხ--–--–---მაც დაადასტურა, რომ განქორწინების შემდეგ დაზარალებულ ე-–---- ა–------ას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ აძლევდა მშვიდი ცხოვრების საშუალებას, რაც იწვევდა მსხვერპლის ტანჯვას. ასევე დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ, დაზარალებულთა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მითითებული გარემოება, რომ მ------------– ხ--–--–---ი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას – მსჯავრდებულ მ------------– ხ--–--–---ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც გამართლების შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნაც საფუძველსაა მოკლებული, რადგან დაზარალებულის ჩვენებისა გარდა აღნიშნული ფაქტი დადსტურებულია თვითმხილველი მოწმის ს--------–----ს გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმად მ------------– ხ--–--–---ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, არაერთხელ, მეუღლეს – ე-–---- ა–------ას, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დარეკა „112-ში“ და ითხოვა დახმარება.
პალატის შეფასებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულის ე-–---- ა–------ას ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად მას მ------------–ი ხ--–--–---ის მიმართ არ აქვს პრეტენზიები, მისგან საშიშროება აღარ ემუქრება და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, აღნიშნული ვერ გამოდგება მსჯავრდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღნიშნულ საკითხს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“.
დაზარალებული ე-–---- ა–------ა პირდაპირ ამხელს ყოფილ მეუღლეს, მ------------–ი ხ--–--–---ს მის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის თაობაზე უტყუარად დასტურდება მოწმეების - ს--------–-----------–-- ხ--–--–---ის გამოკითხვის ოქმებით, რომელთა თანახმადაც, ისინი უშუალოდაც არაერთხელ იყვნენ შემსწრე ფაქტისა, როდესაც მ------------–ი ხ--–--–---ი აყენებდა ყოფილ მეუღლეს შეურაცხყოფას. პირველი ინსტანციის სასამართლოში თავად მ------------–ი ხ--–--–---ის მიერ დადასტურდა, რომ განქორწინების შემდეგ იგი დაზარალებულ ე-–---- ა–------ას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ აძლევდა მშვიდი ცხოვრების საშუალებას, რაც იწვევდა მსხვერპლის ტანჯვას. ამონარიდი დაზარალებულ ე-–---- ა–------ას 2019 წლის 15 ივნისის გამოკითხვის ოქმიდან ,,..დაშორების შემდეგ სისტემატიურად მოდის ჩემს სამუშაო ადგილას ქ.თ---–----------–----------ე ე.წ. ,,ნავთლუღის ბაზარში“ და მაყენებს სიტყვიერ შურაცხყოფას, კერძოდ მაგინებს დედის მისამართით, ასევე მლანძღავს თითქმის ყველა სალანძღავი სიტყვით და მამცირებს..., ...სიტყვიერი შეუარცხყოფის ფაქტები არის სისტემატიური, რითაც მე განვიცადე მორალური, ფსიქოლოგიური, სულიერი ტანჯვა და სტრესი, რის გამოც ახლაც ვარ რთულ, ჩემთვის არასასურველ მდგომარეობაში.’’ 2019 წლის 15 ივნისს, მ.ხ--–--–---მა გარდა იმისა, რომ მიაყენა სიტყვიერ შეურაცხყოფა დაზარალებულს, დაემუქრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა მოკლავდა. სწორედ მუქარის რეალურობის შეგრძნებამ დაზარლებული აიძულა დახმარების მიზნით დაერეკა ,,112-ში“. მ------------– ხ--–--–---ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რასაც წინ უსწრებდა წლების განმავლობაში უკიდურესად მძიმე შეურაცხყოფის მიყენების არაერთი ფაქტი, დაზარალებულში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში. ამონარიდი დაზარალებულის ჩვენებიდან ,,მე მეშინია მარტო საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლა, ასევე სამუშაო ადგილას მარტო დარჩენა, რადგან თუ კი იქ დამხვდება ჩემი ყოფილი მეუღლე მ------------– ხ--–--–---ი დაზუსტებით ვიცი, რომ იგი კვლავ მომაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, გამლანძღავს და დამემუქრება მოკვლით, ამიტომ ვცდილობ, რომ სულ ჩემი შვილის ბ---–--ის გვერდით ვიყო და არ დავრჩე მარტო. ჩემი შვილი მუშაობს ,,ლილოში“ და როდესაც საღამოს იგი ასრულებს მუშაობას მაკითხავს ,,ნავთლუღის ბაზარში“, რის შემდეგაც მივდივართ სახლში ერთად’’.
სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტაცია, იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ სამართალწარმოების პროცესში არასწორად შეფასებულმა მტკიცებულებებმა გამოიწვია მ------------– ხ--–--–---ის დამნაშავედ ცნობა, ვერ იქნება გაზიარებული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა მ------------– ხ--–--–---ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ, ასევე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ-ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთიმეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ მ------------– ხ--–--–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით. კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
პალატა მსჯავრდებულ მ------------–ი ხ--–--–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები. საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით სასჯელის დანიშვნისას მ------------–ი ხ--–--–---ის მიმართ დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ------------–ი ხ--–--–---ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი მ------------– ხ--–--–---ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ------------–ი ხ--–--–---ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ------------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------------– ხ--–--–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ------------– ხ--–--–---ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ------------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ მ------------– ხ--–--–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
მ------------– ხ--–--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით;
მ------------– ხ--–--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ------------– ხ--–--–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 2(ორი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ მ------------– ხ--–--–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
მსჯავრდებულ მ------------– ხ--–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 28 ივნისიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი