განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003085035
საქმე №1ბ/1655-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა-–------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 15 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, დასაოჯახებლის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ვ------------------------------------–-----------–------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ლ---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 30 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თ---–------------------------------------------–-----------–-----------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:
ა-–------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ა-–------------------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 14 მარტიდან - 2019 წლის 1 მაისის ჩათვლით) შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ლ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ა-–------------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად;
ლ---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 11 მარტს, დაახლოებით 00:05 საათზე, თბილისში ზ-----------------------ში, ურთიერთშელაპარაკების დროს, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ლ---------------მა და ა-–------------------ემ ძალადობა განახორციელეს რ-----------------ის მიმართ, კერძოდ, ა-–------------------ემ რ-----------------ე წააქცია ძირს და ტანის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტი, ხოლო ძირს წაქცეულ რ-----------------ეს სახის არეში ასევე რამოდენიმეჯერ დაარტყა ლ---------------მა მუშტი. ა-–------------------ის ქმედებების შედეგად რ-----------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო ლ---------------ის ქმედების შედეგად რ-----------------ეს თავის მიდამოში მიყენებული დაზიანებები: ვრცელი სისხლნაჟღენთი მარჯვნივ შუბლის ქვედა ნახევარში, გარდამავალი მარჯვენა საფეთქლის მიდამოზე, მარჯვენა თვალბუდის მიდამოზე ცირკულარულად და მარჯვენა ყვრიმალის მიდამოზე (სისხლჩაქცევით მარჯვენა თვალის სკლერაში), მის ფონზე განთავსებული გაკერილი (სამედიცინო საბუთის მონაცემებით) ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა ქვედა ქუთუთოს გარეთა ნახევარში, ყვრიმალის მიდამოსთან საზღვარზე და ნაჭდევები მარჯვნივ შუბლის ქვედა მესამედში, მარჯვენა ქვედა ქუთუთოზე და მარჯვენა ყვრიმალის მიდამოზე, სისხლანჟღენთი და ნაჭდევები ცხვირის მიდამოში, ნაჭდევები ზედა ტუჩზე მარჯვნივ და მარჯვენა ლოყის მიდამოში. მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის წინა კედლის (ზედა ყბის ძვალი) იმპრესიული მოტეხილობა. ცხვირის ძვლის (მარჯვენა ფირფიტის) მოტეხილობა შეცილებით - ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათი, აღნიშნულ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, შედეგი და განუსაზღვრა მათ აშკარად მსუბუქი სასჯელი. ისეთი ძალადობრივი დანაშაულისათვის, როგორიც განახორციელეს მსჯავრდებულებმა და შემდგომ მათ მიმართ გამოყენებული მსგავსი მსუბუქი სასჯელი ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მათთვის და კვლავ განახორციელონ ძალადობრივი დანაშაული, მით უფრო, როდესაც მსჯავრდებულები არ შერიგებიან დაზარალებულს და მათ მიმართ დაზარალებულს პრეტენზია გააჩნია. აპელანტის აზრით, მსჯავრდებულებს შესაძლებელია გაუჩნდეთ დაუსჯელობის სინდრომი და ამიტომ არის აუცილებელი, რომ მათ მიმართ გამოყენებულ იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, რათა მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზნები.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მანანა ნოზაძის, ლ---------------ის, ა-–------------------ის, რ-----------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოკამერის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ა-–------------------ემ ნამდვილად ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ლ---------------მა ნამდვილად ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მათი წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ის, რომ მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაულები, სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულების პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას, შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების შესახებ შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მსჯელობას და არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა-–------------------ისა და ლ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ ა-–------------------ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ასევე იმ გარემოებებს, რომ არ არის ნასამართლევი, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნას.
პალატას ასევე მიაჩნია, რომ ლ---------------ის შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ლ---------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ამდენად, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მათ პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი ა-–------------------ისა და ლ---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასანართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ა-–------------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ა-–------------------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 14 მარტიდან - 2019 წლის 1 მაისის ჩათვლით) შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ა-–------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
ყადაღა მოეხსნას აღნიშნული გირაოს უზრუნველსაყოფად 2019 წლის 17 მაისის განჩინებით დაყადაღებულ ბ------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის პროპორციულ წილს, მდებარე კასპის რაიონი, სოფელი კ----------- „–----------“, ფართობი 1----0-------------------------------------------
ლ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ლ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 01 მაისის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ლ---------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
ყადაღა მოეხსნას აღნიშნული გირაოს უზრუნველსაყოფად 2019 წლის 18 მაისის განჩინებით დაყადაღებულ ვ-–--------------–---–--------------------------------------------------------------------------------–-------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის პროპორციულ წილს, მდებარე თბილისი, თ-------------–-------------------------------------–----------------------------ში, საკადასტრო კოდი 0-------------------0--.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ---------------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
-შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, ორ ქილად დალუქული სპეც. პაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
-რომან ნოზაძის სისხლის ნიმუში, ლ---------------ის სისხლის ნიმუში და ა-–------------------ის სისხლის ნიმუში, დალუქული სახით, რაც ინახება ისანი-სამგორის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
-ლ---------------ის სუნის კვალის ნიმუში, დალუქული სპეც. პაკეტში და ა-–------------------ის სუნის კვალის ნიმუში, დალუქული სპეც. პაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
-კატეს დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
-ვიდეოკამერის ჩანაწერები 01 (ერთი) კომპიუტერულ დისკზე, დალუქული, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
-შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები, ჩაწერილი 01 (ერთი) კომპიუტერულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
-შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები და 02 (ორი) ცალი ქვა მოწითალო ფერის ლაქებით, რაც ინახება ისანი-სამგორის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე