განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
010100119003105246
ინსტანცია
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119-03105246

საქმე №1/ბ-694-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–- ვ--------ს ძე ჯ--------ს მიმართ, დაბადებული: 199- წლის 26 მ----, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, მცხოვრები: ქ. ბათუმი, შ--–----ს ქ. #8

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----–- ჯ--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 18 ივნისს, საღამოს საათებში, დ----------------–-- ქ. N33-ში მდებარე ს--–---- ჩ----ის საცხოვრებელ სახლში, ი-----–- ჯ--------მ ყოფილი მეუღლის, ს--–---- ჩ----ის მიმართ, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი ყელის არეში, რა დროსაც ს--–---- ჩ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ყელის არეში მიიღო დაზიანება შეწითლების სახით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ი-----–- ჯ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ი-----–- ჯ--------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 23 ივნისიდან - 2019 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანი ბ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მერაბ პაქსაძის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- ჯ--------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის ს--–---- ჩ----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, სამედიციონო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები,(აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ანი ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ი-----–- ჯ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და გირაოს შემტანს ნ---- მ----–--ეს (პ/ნ 6----------) კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს ი-----–- ჯ--------ს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 5.000 (ხუთი ათასი) ლარი, დასტური N--------, სალაროს შემოსავლის ორდერი N--------

 

სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 23 ივნისიდან - 2019 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე