განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2019
საქმის ნომერი
330210018002577255
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002577255

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6035-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: გოდერძი გიორგიშვილი, ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - გ--------- გ------–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ---- ქ------–--–-–---–ი

წარმომადგენელი - ნ----–-------–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით დ---- ქ------–--–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე დ---- ქართლელიშვილის სასარგებლოდ დაეკისრა 20 538 ლარის ანაზღაურება; დ---- ქ------–--–-–---–ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. .უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გურჯაანის რაიონი, სოფელი ა---–----- ს/კ 5-----------, 2009 წლის 29 სექტემბრიდან აღრიცხული იყო სს ,,ს--–---–-–---ს’’ საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 29-30)

 

2.2. 2010 წლის 27 მაისს უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: გურჯაანის რაიონი, სოფელი ა---–-----, ს/კ 5----------- რეალიზაციის მიზნით სს ,,ს--–---–-–---ს’’ მიერ ჩატარდა აუქციონი, რომლის გამარჯვებულადაც გამოცხადდა მოსარჩელე. სააუქციონე კომისიის დადგენილების თანახმად დადგინდა შემდეგი: ,,მიეყიდოს დ. ქ------–--–-–---–ს არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გურჯაანის რ-ნის სოფ. ა---–-----სთან მიმდებარე 1400 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 ფართით 558.57 კვ.მ 20 538 ლარად’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააუქციონე კომისიის დადგენილება, მონაწილის ბილეთი (ს.ფ. 31-33)

 

2.3. მოსარჩელის მიერ სს ,,ს--–---–-–---სთვის’’ გადახდილია სააუქციონე კომისიის დადგენილების თანახმად უძრავი ქონების - მდებარე მისამართზე: გურჯაანის რაიონი, სოფელი ა---–----- ს/კ 5----------- შესაძენად განსაზღვრული თანხა - 20 538 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალაროს შემოსავლის ორდერი, საგადახდო დავალება, სალაროს შემოსავლის ორდერი, სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 34; 36-38)

 

2.4. სს ,,ს--–---–-–--მა’’ 2010 წლის 06 ოქტომბერს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: გურჯაანის რაიონი, სოფელი ა---–----- ს/კ5-----------, როგორც რეალიზებულ ობიექტზე ყადაღის მოხსნის თაობაზე.

 

აღნიშნული მიმართვის თანახმად, სს ,,ს--–---–-–---ს’’მიერმითითებულია, რომ უძრავი ქონების რელიზაციიდან მიღებული თანხები მის მიერ მთლიანად გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ. 39-40)

 

2.5. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------–-------------- ბრძანებით ამოღებულ იქნა სს ,,ს--–---–-–---ს’’ კაპიტალიდან უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: გურჯაანის რაიონი, სოფელი ა---–----- ს/კ 5-----------, სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ. 53-54)

 

2.6. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------–-------------- ბრძანების საფუძველზე 2----–-–-------------------- უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: გურჯაანის რაიონი, სოფელი ა---–-----, ს/კ 5----------- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი (ს.ფ. 56-57)

 

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით სს ,,ს--–---–-–---ს’’ მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, სს ,,ს--–---–-–---’’ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განჩინება (ს.ფ. 23-26)

 

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განჩინების საფუძველზე 2016 წლის 13 ივლისს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდა სს ,,ს--–---–-–---ს’’ რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი (ს.ფ. 27-28)

 

2.9. 2016 წლის 25 აგვისტოს მოსარჩელემ უძრავი ქონებაზე, მდებარე მისამართზე: გურჯაანის რაიონი, სოფელი ა---–-----, ს/კ 51.17.51.009, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განცხადება (ს.ფ. 46)

 

2.10. 2016 წლის 30 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №2-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2016 წლის 30 აგვისტოს №882016555047-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ა---–-----ში მდებარე 1 400 კვ.მ უძრავ ნივთზე, ს/კ 5----------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ. 48)

 

2.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------- №2----- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთების 1.1.3 და 1.1.5 პუნქტებში მითითებულია, რომ 2----–-–----------------- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №---------------------- ბრძანების საფუძვეზე ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------- წერილის შესაბამისად, სოფელ ა---–-----ში მდებარე უძრავი ნივთი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. ზემოაღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილება გააჩნია სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 50-52)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.12. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 20 538 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166- 2016).

 

განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ თავდაპირველად უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: გურჯაანის რაიონი, სოფელი ა---–-----, ს/კ 5-----------, აღრიცხული იყო სს ,,ს--–---–-–---ს’’ სახელზე და მოსარჩელის მიერ აღნიშნული უძრავი ქონება შეძენილ იქნა აუქციონის მეშვეობით. ასევე უდავოა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სრულად სააუქციონე განკარგულებით დადგენილი უძრავი ქონების ღირებულება - 20 538 ლარი, იგი არ აღრიცხულა უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2016 წელს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ქონების მის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, მაგრამ მას უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონება 2----–-–-------------------- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ბრძანების თანახმად აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებად.

 

მოსარჩელე მოითხოვა უძრავი ქონების ღირებულების დაბრუნებას, მოპასუხეები კი პასუხისმგებლობისგან გამომრიცხველ გარემოებად მიუთითებენ იმას, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ამასთან, არ წარმოადგენენ ლიკვიდირებული სს ,,ს--–---–-–---ს’’ უფლებამონაცვლეებს. სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ზოგადად ვერ განიხილება სს ,,ს--–---–-–---ს’’ უფლებამონაცვლედ ასეთი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო, თუმცა განსახილველ შემთხვევაში პასუხისმგებლობას განაპირობებს არა ლიკვიდირებული საწარმოს უფლებამონაცვლეობა, არამედ ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ სს ,,ს--–---–-–---ს’’ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე მოსარჩელის მიერ 2010 წლის 27 მაისის სააუქციონე განკარგულების საფუძველზე შეძენილი უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობაში შეფასებიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხა ის უძრავი ქონება რომლის შესაძენადაც მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა სს ,,ს--–---–-–---სთვის’’ 20 538 ლარი. ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მიღებული უძრავი ქონების ღირებულება სს ,,ს--–---–-–---ს’’ მიერ ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015).

 

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს სხვა პირის გამდიდრება. პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითიც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს რომ სახელმწიფოს სახელზე უსასყიდლოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე საკუთრებაში აღირიცხა ის უძრავი ქონება, რომლის შესაძენადაც მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა სააუქციონე განკარგულებით დადგენილი ღირებულება - 20 538 ლარი. შესაბამისად ამ უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღება სახელმწიფოს მიერ განაპირობებს მის უსაფუძვლო გამდიდრებას რაც უფლებამოსილ პირს წარმოუშობს შესაბამისი მოთხოვნის - თანხის უკან დაბრუნების უფლებას. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვერ განიხილება მოსარჩელისთვის თანხის დაბრუნებაზე უფლებამოსილ პირად, ვინაიდან, იგი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა/რეგისტრაციას ახორციელებს უშუალოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საშუალებით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვა განაპირობა სწორედ აღნიშნული დაწესებულების ბრძანებამ, შესაბამისად, სარჩელზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს უშუალოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 20 538

ლარის გადახდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.13. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის’’ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

 

საქმეებზე ,,დევიერი ბელგიის წინააღმდეგ” და ,,დელკური ბელგიის წინააღმდეგ’’ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა" ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს ,,დასაბუთებული’’ (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლომ მიუთითა, რომ დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით (სსსკ-ის მესამე და მეოთხე მუხლები). მხარეთა შორის არსებულიურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. ამიტომაცაა, რომ მოსარჩელე არ არის ვალდებული, მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და არც მოპასუხეა ვალდებული შესაგებელში, რომლითაც ის სარჩელისაგან თავს იცავს, ზუსტი სამართლებრივი შეფასებები შეიტანოს. თავის მხრივ, არც სასამართლოა ვალდებული, გადაწყვეტილება დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით (იხ. სუსგ, №ას-117-109-2017).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შეფასებისას ემყარება კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს, კერძოდ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნაწარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლით კი განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრებისას უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილით უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

 

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-74- 71-2016, 25.05.2016წ; №ას-1193-1122-2015, 31.05.2016წ.).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 20 538 ლარის გადახდა. აღნიშნული კი განაპირობებს სარჩელის ნაწილობრივ - მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ დასკვნას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ 20 538 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. აპელანტის განმარტებით მოსარჩელე სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა კერძო სამართლის სუბიექტთან სს ,,ს--–---–-–--თან’’, რომლის პასუხისმგებლობა, როგორც დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე საზოგადოების ქონებით შემოიფარგლება. აპელანტის მითითებით მეწარმე სუბიექტი, რომელთან სახელშეკრულებო ურთიერთობაშიც მოსარჩელე იმყოფებოდა და რომლის მიმართაც მოსარჩელეს შესაძლოა მოთხოვნის უფლება გააჩნდა, დავის განხილვის დროს ლიკვიდირებულია, აღნიშნული კი თავისი არსით უფლებამონაცვლეობის შესაძლებლობას გამორიცხავს. აპელანტის განმარტებით იმ პირობებში, როდესაც სს ,,ს--–---–-–---’’ სახელმწიფოს 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს წარმოადგენდა სააგენტოს ამ საზოგადოებიდან ქონების ამოღების და მისი სახელმწიფო საკუთრებად გამოცახდების სრული უფლებამოსილება გააჩნდა.

 

აპელანტის განმარტებით არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ მისთვის თანხის დაკისრების საფუძველი, რადგან ქონების ამოღების და ამ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების მოპოვების დროს უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო არა მოსარჩელის, არამედ სს ,,ს--–---–-–---ს’’ საკუთრების უფლება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1 მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ ხდება რომ:

- უძრავი ნივთი მდებარე: გურჯაანის რაიონი, სოფელი ა---–-----, საკადასტრო კოდი:5-----------, 02.10.2009 წლიდან რეგისტრირებული იყო სს ,,ს--–---–-–---ს’’ საკუთრებად. (ტ.1.ს.ფ. 29-30)

- სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2----–-–------------- ბრძანებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის 2----–-–------------- ბრძანებით დამტკიცებული სს ,,ს--–---–-–---ს’’ სალიკვიდაციო კომისიის მიერ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2----–-–-------------- #------- ბრძანებით შექმნილი სახელმწიფოს 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერის, განკარგვის და გადაცემის, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის და ამ საწარმოთა ლიკვიდაციის საკითხების მათ შორის ლიკვიდაციის პროცესების მიმდინარეობის განმხილველი კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად სს ,,ს--–---–-–---ს’’ ბალანსზე არსებული უძრავი ნივთის რეალიზაციის მიზნით ჩატარებული აუქციონის ოქმით დადგინდა გურჯაანის რაიონის სოფელ ა---–-----სთან მდებარე არასასოფლო სამურნეო დანიშნულების 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული #1 შენობა-ნაგებობის, ფართით 558.57 კვ.მ. 20 538 ლარად დ---- ქ------–--–-–---–ის სასარგებლოდ აუქციონის წესით გასხვისება. (ტ.1.ს.ფ. 32-33)

- დ---- ქ------–--–-–---–ის მიერ გადახდილია სააუქციონე კომისიის მიერ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდით: 5-----------) ღირებულება 20 538 ლარის ოდენობით. (ტ.1.ს.ფ. 35, 36-37)

- დ---- ქ------–--–-–---–ის მიერ სს ,,ს--–---–-–---ს’’ სასარგებლოდ გადახდილი თანხა 20 538 ლარის ოდენობით ამ უკანასკნელის მიერ გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში. (ტ.1.ს.ფ. 39-40)

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–---------–-------------- ბრძანებით სახელმწიფოსთვის გადაცემის მიზნით სს ,,ს--–---–-–---ს’’ კაპიტალიდან ამოღებული იქნა უძრავი ნივთი მდებარე: გურჯაანის რაიონი, სოფელი ა---–-----, საკადასტრო კოდით:5-----------.

- უძრავ ნივთზე მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელი ა---–-----, საკადასტრო კოდით: 5----------- რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს ბრძანება №--------, დამოწმების თარიღი: 2---------წ., სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით სს ,,ს--–---–-–---ს’’ მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. სს ,,ს--–---–-–---’’ გამოცხადდა გაკოტრებულად და დადგინდა რეგისტრაციის გაუქმება.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განჩინების საფუძველზე 2016 წლის 13 ივლისს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდა სს ,,ს--–---–-–---ს’’ რეგისტრაცია.

- უდავოა, რომ სს ,,ს--–---–-–---’’ სახელმწიფოს 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს წარმოადგენდა.

 

4.1.2. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სახეზეა დ---- ქ------–--–-–---–ის სასარგებლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

 

საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ # ას 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; შდრ. სუსგ საქმე #ას-973-1208-04).

 

4.1.3. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ დ---- ქ------–--–-–---–ი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იმაზე მითითებით მოთხოვს, რომ უძრავი ნივთი, რომელიც სს ,,ს--–---–-–---ს’’ სალიკვიდაციო გეგმის საფუძველზე გამართულ აუქციონზე შეიძინა და რომლისთვისაც სააუქციონე კომისიის მიერ დადგენილი ღირებულება გადაიხადა, აუქციონის ჩატარების შემდეგ მოპასუხის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე სს ,,ს--–---–-–---ს’’ საკუთრებიდან გავიდა, რის გამოც ვერ შეძლო აუქციონის წესით შეძენილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვება. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც წინამდებარე დავის ფარგლებში მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისგან 20 538 ლარის დაბრუნება, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის (,,პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.) შემადგენლობიდან გამომდინარეობს.

 

4.1.4. განსახილველ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს ფაქტი მასზედ, რომ სს ,,ს--–---–-–---’’ სახელმწიფოს 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს წარმოადგენდა. ნიშანდობლივია აღინიშნოს ისიც, რომ სს ,,ს--–---–-–---ს’’ ბალანსზე არსებული უძრავი ნივთის აუქციონის წესით რეალიზაცია სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე შექმნილი სალიკვიდაციო კომისიის მიერ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2----–-–-------------- ბრძანების და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების, მათ შორის ლიკვიდაციის პროცესების განმხილველი კომისიის მიერ დამტკიცებული სს ,,ს--–---–-–---ს’’ სალიკვიდაციო გეგმის საფუძველზე განხორციელდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სს ,,ს--–---–-–---ს’’ სასარგებლოდ სააუქციონე კომისიის მიერ აუქციონზე გასხვისებული ნივთის ღირებულების გადახდის მიუხედავად დ---- ქ------–--–-–---–ს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ გადასცემია. ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები თავად სს ,,ს--–---–-–---ს’’ სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 06 ნოემბრის წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა და აცნობა რა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით სამი ერთეული უძრავი ნივთის რეალიზაციის და მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის, ასევე შემძენთა სახელზე მათი რეგისტრაციის მიზნით შემოსავლების სამსახურის მიერ ნივთებზე ყადაღის გაუქმების შესახებ, სააღსრულებო ბიუროს აუქციონზე განკარგულ უძრავ ნივთებზე, მათ შორის მოსარჩელის სასარგებლოდ აუქციონის წესით განკარგულ ნივთზე, სააღსრულებო ბიუროს მიერ რეგისტრირებული ყადაღის გაუქმება მოსთხოვა. მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ გარდა იმისა, რომ აუქციონში გამარჯვების და ნივთის ღირებულების გადახდის ეტაპზე, სააღსრულებო ბიუროს მიერ ნივთზე სახელმწიფოს სასარგებლოდ რეგისტრირებული ყადაღის გამო დ---- ქ------–--–-–---–ს საკუთრების უფლება არ გადასცემია, ამ უკანასკნელს უარი ეთქვა ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრში 2016 წლის 25 აგვისტოს წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზეც. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------- გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ დ---- ქ------–--–-–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ის სადავოდ ხდიდა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის 3--------- წლის გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილების ფაქტობრივ დასაბუთებაში მითითებულია, რომ 2----–-–----------------- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრების უფლება, შესაბამისად, უძრავი ნივთის მესაკუთრეს სწორედ სახელმწიფო წარმოადგენს და ქონების განკარგვის უფლებამოსილებაც სწორედ სახელმწიფოს გააჩნია.

 

4.1.5. სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–---------–---- ბრძანებით განკარგა რა სს ,,ს--–---–-–---ს’’ ბალანსზე რიცხული აუქციონის წესით უკვე განკარგული ქონება ამით ხელყო უძრავ ნივთზე (ნასყიდობის საგანზე) საკუთრების უფლების მიღების შესახებ მოსარჩელის უფლება.

 

ამ მიმართებით უპირველეს ყოვლისა პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ არსებით გარემოებაზე, რომ სს ,,ს--–---–-–---’’ სახელწმიფო 100 %-ანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს წარმოადგენდა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სს ,,ს--–---–-–---ს’’ ლიკვიდაციის პროცესში მის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონზე გასხვისების წესი სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების, კერძოდ: სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე შექმნილი სალიკვიდაციო კომისიის მიერ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2----–-–-------------- ბრძანების და სახელმწიფო 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების, მათ შორის ლიკვიდაციის პროცესების განმხილველი კომისიის მიერ დამტკიცებული სს ,,ს--–---–-–---ს’’ სალიკვიდაციო გეგმის საფუძველზე განხორციელდა. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ სს ,,ს--–---–-–---ს’’, როგორც სახელმწიფოს 100 %-ანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე განხორციელდა, უფრო მეტიც, ფაქტი მასზედ, რომ სს ,,ს--–---–-–---ს’’ ბალანსზე რიცხული უძრავი ნივთების აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ ცნობილი იყო შემოსავლების სამსახურის და თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის დასტურდება სს ,,ს--–---–-–---ს’’ გაკოტრების მმართველის 2010 წლის 06 ოქტომბრის წერილიდანაც, რომლითაც ამ უკანასკნელმა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა და აცნობა რა ფინანსთა სამინისტროს თანხმობით საწარმოს ბალანსზე არსებული სამი ერთეული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის შესახებ, ამ ნივთების შემძენთათვის გადაცემის მიზნით ნივთებზე სააღსრულებო ბიუროს მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ რეგისტრირებული ყადაღის გაუქმება მოითხოვა. ამრიგად, საქმეზე დადგენილი გარემოებები: 1. სს ,,ს--–---–-–---’’ სახელმწიფოს 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს წარმოადგენდა; 2. სს ,,ს--–---–-–---ს’’ ლიკვიდაციის პროცესი სახელმწიფო შესაბამისი უწყებების ბრძანებების საფუძველზე შექმნილი სალიკვიდაციო კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, რა დროსაც სახელმწიფოს არაერთი უწყებისთვის (ფინანსთა სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიურო) ცნობილი იყო სს ,,ს--–---–-–---ს’’ ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონზე სხვადასხვა პირების სასარგებლოდ რეალიზაციის, მათ შორის აღნიშნულ პირებზე ქონების საკუთრებაში გადაცემის გართულების შესახებ, იძლევა პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებისთვის გაკოტრების რეჟიმში მყოფი საწარმოს ბალანსიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ უძრავი ქონების ამოღების ეტაპზე ცნობილი იყო სახელმწიფოს 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ლიკვიდაციის პროცესში მის ბალანსზე რიცხული უძრავი ნივთების რეალიზაციის შესახებ. პალატა განმარტავს, რომ პრეზუმირებული ფაქტი ისეთი ფაქტია, რომელიც არ შედის მტკიცების საგანში, ხოლო პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს პრეზუმფცია (ვისთვისაც არახელსაყრელი შედეგის მომტანია). პალატა ხაზგასმით შენიშნავს, რომ პრეზუმფციის გამაქარწყლებელი არცერთი მტკიცებულება მოპასუხე მხარის მხრიდან არ წარმოდგენილა.

 

4.1.6. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–---------–---- ბრძანების გამოცემის ეტაპზე (რომლითაც სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით გაკოტრების რეჟიმში მყოფი საწარმოს კაპიტალიდან ამოღებული იქნა მოსარჩელის მიერ აუქციონის წესით შეძენილი ქონება) სააგენტოსთვის ცნობილი იყო სს ,,ს--–---–-–---ს’’ გაკოტრების გეგმის საფუძველზე საწარმოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების მოსარჩელის სასარგებლოდ განკარგვის, უფრო მეტიც, მისთვის ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის გართულების შესახებ, მიუხედავად აღნიშნულის ცოდნისა სააგენტომ მაინც გამოსცა ბრძანება აუქციონზე განკარგული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის მიზნით საწარმოს კაპიტალიდან მისი ამოღების შესახებ, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მოპასუხემ მხარემ თავისი ქმედებით ხელყო მოსარჩელის, როგორც უძრავი ნივთის შემძენის უფლება ნივთის ღირებულების გადახდის პირობებში საკუთრებაში მიეღო შეძენილი უძრავი ქონება, რადგან სს ,,ს--–---–-–---ს’’ კაპიტალიდან უძრავი ნივთის ამოღებით, რომელიც იმავდროულად აუქციონის წესით მოსარჩელის სასარგებლოდ განკარგულ ქონებას წარმოადგენდა, საფუძველი გამოაცალა ამ ნივთის მოსარჩელისთვის გადაცემის შესაძლებლობას, რისი ვალდებულებაც მოსარჩელის სასარგებლოდ სს ,,ს--–---–-–--ს’’ გააჩნდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

ამრიგად, დასახელებული ნორმის შინაარსიდან ირკვევა, რომ სამართლებრივი სიკეთის ხელმყოფმა უნდა აანაზღაუროს ხელყოფით გამოწვეული ზიანი. ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. განსხვავება ზიანის ანაზღაურებასა და უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე დაბრუნებას შორის მდგომარეობს იმაში, რომ ხელყოფის კონდიქციის მოთხოვნის უფლება მიმართულია მხოლოდ ზიანის ანაზღაურებაზე, მაშინ როდესაც შესრულების კონდიქცია პირველ რიგში მიმართულია ნატურით დაბრუნებაზე. (იხ. სსკ-ის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ამრიგად, სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული ქცევის წესი, რომლის მიხედვითაც ხელყოფის კონდიქციის მოთხოვნის უფლება მიმართულია ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე თავად მიუთითებს იმაზე, რომ ხელყოფის კონდიქციის შემთხვევაში როგორც წესი შეუძლებელია ნატურით დაბრუნება, შესაბამისად ნორმაში გამოყენებული ტერმინი ,,ზიანის ანაზღაურება’’ ისე უნდა იქნეს გაგებული, რომ ანაზღაურებას დაექვემდებაროს ის, რასაც ხელმყოფი მიიღებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–---------–---- ბრძანებით სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით სს ,,ს--–---–-–---ს’’ საწესდებო კაპიტალიდან ამოიღო საწარმოს მიერ 2010 წელს მისი ლიკვიდაციის საქმის წარმოების რეჟიმში აუქციონზე 20 538 ლარად გასხვისებული ქონება, რითაც საფუძველი გამოაცალა ქონების ღირებულების გადახდის პირობებში გამყიდველის (სს ,,ს--–---–-–---’’) მიერ შემძენისთვის (დ---- ქ------–--–-–---–ი) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემას, ამ უკანასკნელის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგად კი თავად მიიღო საკუთრებაში 20 538 ლარის ღირებულების ქონება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტები (მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა და ამის შედეგად 20 538 ლარის ღირებულების ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება,) იძლევა სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე აპელანტისთვის 20 538 ლარის, როგორც ხელყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შემადგენლობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ოთარ სიჭინავა/

 

/გოდერძი გიორგიშვილი /