განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100114647054-1ბ/1332-19წ;
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ა------–-------
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული (მონაწილეობის გარეშე) - ფ------------------- დაბადებული - 19---–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------------------–--
ადვოკატი - გ---------------
კვალიფიკაცია: 1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი; 2.საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
დისპოზიცია:1.ხულიგნობა ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 2.ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ჯგუფურად.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე;
მსჯავრდებული (მონაწილეობის გარეშე) - დ-------------------აბადებული - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ--–--------------------–--------–------------------------–-------------------–-------------------------------------------
ადვოკატი - გ---------------
კვალიფიკაცია:1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი; 2.საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
დისპოზიცია:1.ხულიგნობა ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 2.ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ჯგუფურად; 3.პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–-------მ და მოითხოვა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი და დ--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სანქციის მაქსიმუმთან მიახლოვებული ვადით; ასევე ფ-------------------–---ბილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ქვეპუნქტით და სასჯელად დანაშაულთა ერთობლიობით,განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სანქციის მაქსიმუმთან მიახლოვებული ვადით;
დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ფ------------------ს და დ---------------ს ბრალი ედებათ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს;
1.1.2014 წლის 30 სექტემბერს, ქ. თბილისში, იო-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ფ----------------------------------------------- გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, კონკრეტული ობიექტური საფუძვლის გარეშე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს ზ---------------, რასაც თან ერთვოდა ყვირილი და უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება. დ---------------ს, ფ------------------სა და მათი თანმხლები პირების ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. მათი ქმედების შედეგად შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და დაირღვა მოქალაქეთა მყუდროება, ხოლო ზ--------------- სხეულის დაზიანებებით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
1.2.2014 წლის 30 სექტემბერს, ქ.თბილისში, იო-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ფ----------------------------------------------- გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს ზ---------------. დ---------------, ფ------------------ და მათი თანმხლები პირები ზ---------------ს სცემდნენ ხელებითა და ფეხებით და ურტყამდნენ თავის, ზურგისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ზ---------------ს მიადგა ქალა - ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა-დაჟეჟილობა, მე-8 ნეკნის მოტეხილობა მარცხნივ, გულ-მკერდის წინა ზედაპირზე ექსკორიაცია. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ზ--------------- სხეულის დაზიანებებით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
1.3.2014 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 19:45 საათზე, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქ-------–--–---------------------------- იყო ჩხუბი. რამდენიმე წუთში აღნიშნულ მისამართზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებსაც ადგილზე დახვდათ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზ---------------, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა სისხლის მაგვარი ლაქები და ემჩნეოდა დაზიანებები. ამ დროს N53 კორპუსის ეზოდან პატრულ-ინსპექტორებმა გაიგეს გინების ხმა და ვინაიდან გამოძახება ეხებოდა ჩხუბის ფაქტს, ოცეულის მეთაური ო-------------–---–- და პატრულ-ინსპექტორები გ-------------–---–-------------------–---------------------------- გაემართნენ აღნიშნული მიმართულებით, ხოლო პატრულ - ინსპექტორები ზ-------------–---–--------------–----- დარჩნენ ზ---------------სთან. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ დაინახეს წელს ზევით შიშველი ახალგაზრდა მამაკაცი - დ---------------, რომელსაც მიახლოებისას ასდიოდა ალკოჰოლური სასმელის მძაფრი სუნი, იგინებოდა და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ვინაიდან მისი ქმედება შეიცავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს, სცადეს მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რის შესახებაც განუმარტეს კიდეც დ---------------ს, თუმცა აღნიშნულის შემდეგ იგი გახდა უფრო აგრესიული და პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, კერძოდ, დაუწო ლანძღვა-გინება, ო-------------–---–- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი ძლიერად ჰკრა გულ-მკერდის არეში, სწვდა სამსახურეობრივ პერანგში დამაგრებულ მოძრავ რადიოსადგურს, ე.წ. რაციას, რომელიც ამოაძრო პერანგიდან და დაახეთქა ასფალტზე, ასევე დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა. ამავდროულად ხელი დაარტყა გ-------------–---–ს გულ-მკერდის არეში, რის შემდეგაც იგი დაკავებულ იქნა ბრალდებულად. დაკავებისას დ--------------- აგრძელებდა პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, ცდილობდა ხელიდან დასხლტომას და მიმალვას, არ ემორჩილებოდა სამართალდამცავთა კანონიერ მოთხოვნას და არ აძლევდა საშუალებას განეხორციელებინათ სამსახურეობრივი მოვალეობა. ავტომანქანასთან მისვლამდე დ---------------მ კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა გ--------------–---–-- კერძოდ, დაარტყა რამდენჯერმე და ჰკრა ხელი, რა დროსაც ეს უკანასკნელი მიეჯახა კედელს, ხოლო თავად დ--------------- დაუსხლტდა ხელიდან გ-------------–---–ს და გაიქცა, თუმცა სხვა პატრულ-ინსპექტორთა დახმარებით მოხერხდა მისი დაკავება.
სასამართლომ დაადგინა :
ფ------------------ უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.
ფ------------------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ჯგუფურად.
დ--------------- უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.
დ---------------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ჯგუფურად;
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 30 სექტემბერს, ქ-------–---------------------–--- შს სამმართველოს გამომძიებელ გ---------------- მიერ, ექსპერტების ი-----–------------------------------------ მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი მდებარე ქ-------–---------–------------------------- ქუჩების კვეთაზე, ი--------- ქუჩა 60-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საავტომობილო გზაზე, რომელსაც ორივე მხარეს გააჩნია ფეხით მოსიარულეთა სავალი ბილიკი. შემთხვევის ადგილთან მდებარეობს „პსპს“ აფთიაქი, რომელზეც განთავსებულია გარე სამეთვალყურეო კამერები. კონფლიქტის ადგილიდან დაახლოებით 5-10 მეტრში მდებარეობს სუპერმარკეტი „ფუდმარტი“, რომლის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია ყვავილების მაღაზია. ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი მოთეთრო ფერის ქაღალდი, რომლებსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
ექსპერტებმა ირ---–----------------------------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და დამატებით განმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებულ იქნა ორი ცალი ქაღალდი სისხლის მაგვარი ლაქებით, რომლებიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
გამომძიებელმა გ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბერს, ქ-------–---------------------–--- შს სამმართველოს გამომძიებელ ლ-–--------- მიერ, ექსპერტების ლ---–--------–-----------------------, ასევე დაზარალებულ ო-------------–---–-ს მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი მდებარე ქ-------–---------–------------------------- ქუჩების კვეთაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, საიდანაც ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა 10-11 სმ. სიგრძის ნივთი (ე.წ. რაციის ანტენა) წარწერით „მ“ და „ჯპს“. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
ექსპერტმა ლ---–--------–--- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებულ იქნა შავი ფერის მოგრძო ნივთი, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
დაზარალებულმა ზ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2011 წლიდან მუშაობს გაზეთ „ასავალ- დასავალის“ ჟურნალისტად. ფ------------------სა და დ---------------ს სახეზე იცნობს. უფრო მეტი კონტაქტი ფ------------------სთან ჰქონდა. დ---------------ს იცნობს სახით და იცის, რომ არის თავისუფალი ზონის წევრი. მსჯავრდებულის მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნია და სასამართლოს აწვდის მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც ეფუძნება მხოლოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და რაზეც დანამდვილებით შეუძლია ისაუბროს. ზ---------------მ განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, საღამოს საათებში ბ---–--------- ქუჩის გავლით მიდიოდა რედაქციისკენ. ი---------ა და ბ---–--------- ქუჩების კუთხეში, ი--------- ქუჩის მხრიდან გამოვიდა 5-6 ადამიანი, რომელთა შორისაც იმყოფებოდა ფ------------------. მიესალმა მსჯავრდებულს, რომლისგანაც პასუხად გინება მიიღო. საპასუხოდ მანაც შეაგინა ფ------------------ს. მოულოდნელად თავი უკან გადაუწიეს (გაურკვეველი საგნით) და მიიღო პირველი დარტყმა, თუმცა გონება არ დაუკარგავს. ძირს არ დავარდნილა, მაგრამ გაკავებული ჰყავდათ და საბოლოოდ დაახლოებით 15 ადამიანი აგრძელებდა მის ცემას. მიხვდა, რომ გაილახებოდა და შეეცადა გაქცევას. შემთხვევის ადგილზე რამოდენიმეჯერ წაიქცა. საბოლოოდ გაქცევა მოახერხა, მაგრამ გამოეკიდნენ და აგრძელებდნენ მის მიმართ დარტყმების განხორციელებას. ქუჩაზე გადასვლისას იგრძნო კიდევ ერთი დარტყმა და ძირს დავარდა. წამოხტა და გაქცევა კვლავ მოახერხა. მირბოდა, მაგრამ აღნიშნული პიროვნებები მისდევდნენ და სცემდნენ. ყვავილების მაღაზიის მხრიდან მისკენ მომავალი 2-3 ადამიანი შეამჩნია. კვლავ წაიქცა და გაგრძელდა მისი უმოწყალო ცემა ტანისა და ფეხის არეში. ცდილობდა ხელი აეფარებინა, რათა სასიცოცხლო ორგანოებში არ მიეყენებინათ დარტყმები. იგრძნო ფეხის დარტყმა წელის არეში და ნეკნის ჩამტვრევა. აღნიშნულის შემდეგ ასევე იგრძნო დარტყმა თავის არეში და გონება დაკარგა. ცნობიერება როდესაც დაუბრუნდა დაინახა, რომ ვიღაცამ ხელი მოჰკიდა, გაიყვანა ქუჩიდან და დასვეს სკამზე. ამ პერიოდში ესმოდა გინების ხმა და სიტყვები „რუსეთის მონა, პუტინის აგენტი“. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც კიოდნენ და სთხოვდნენ თავდამსხმელებს მისთვის თავი დაენებებინათ. კონფლიქტში მონაწილეები იქცეოდნენ აგრესიულად, გასაშველებლად მისულ ადამიანებს ხელს ჰკრავდნენ და არ აძლევდნენ მასთან მიახლოების საშუალებას. ამ დროს შეამჩნია ფ------------------- რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც ნივთი, რომლითაც გადაღებას აწარმოებდა და თან იძახდა: „ასე მოგივათ პუტინის ყველა აგენტს“. ამას მოყვა გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები მის მიმართ. საპასუხოდ მანაც რამოდენიმეჯერ შეაგინა თავდამსხმელებს. მის მიმართ პირველი დარტყმა ფ-------------------- განახორციელა. პიროვნება, რომელიც ჩხუბის დროს მის უკან, მარჯვნივ იმყოფებოდა არის დ----------------. კონკრეტულად აღნიშნულმა პიროვნებამ წაუჭირა თუ არა ყელზე არ დაუნახავს. მოგვიანებით ასევე ამოიცნო თავდასხმაში მონაწილე მესამე პიროვნება, თავისუფალი ზონის წევრი ვ-----------–-–---–-- როდესაც ფ------------------ და დ--------------- დაინახა, მიხვდა, რომ ისინი თავისუფალი ზონის წევრები იყვნენ. რაც შეეხება ვ-----------–-–---–-, მისი ვინაობა კონფლიქტის დღეს არ იცოდა. აღნიშნული პიროვნება მოგვიანებით, ტელევიზიაში გასული სიუჟეტის ყურებისას ამოიცნო. ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდნენ ფ------------------ და დ---------------. ისინი ფიზიკურ ძალადობდნენ მის მიმართ, სცემდნენ და ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ეპიზოდად. ყველა აღნიშნულ ეპიზოდში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ ფ------------------ და დ---------------. რაც შეეხება ვ-----------–-–---–-, იგი მესამე ეპიზოდში მონაწილეობდა. „რუსეთის აგენტი, პუტინის მონა, პუტინის ყველა მონას ასევ მოუვა“ ამ სიტყვების ფონზე ორივე მსჯავრდებული დაუნდობლად სცემდა ხელებითა და ფეხებით.მის ცემაში სხვა თავისუფალი ზონის წევრებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ვინაობა არ იცის. მსჯავრდებულებთან აღნიშნულ კონფლიქტამდე ფიზიკური დაპირისპირება არ ჰქონია. დ---------------ს მანამდე არ იცნობდა, ხოლო ფ------------------ ერთხელ იყო მისული რედაქციის ოფისში, რა დროსაც მცირე ინცინდენტი მოხდა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მოგვიანებით საავადმყოფოში მასთან მივიდა თანამშრომელი ჯ------------რომელმაც აჩვენა ფოტოსურათები. როგორც კი ფოტოსურათს დახედა, მაშინვე იცნო დ---------------, ვინაიდან მას ჰქონდა თვალშისაცემი გარეგნობა და დაბალი წვერი. ჯ--------------- შეიტყო, რომ დ--------------- დააკავეს კონფლიქტის ადგილზე.
მოწმე ჯ------------ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 8 საათზე იმყოფებოდა ქ-------–--–---–--------- ქუჩაზე მდებარე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქციაში. დაურეკა ზ---------------მ და უთხრა, რომ რედაქციასთან ახლოს, ბ---–--------- ქუჩაზე თავს დაესხნენ თავისუფალი ზონის წევრები და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილზე მისვლისას ინცინდენტი ამოწურული იყო. დასისხლიანებული ზ---------------ა სკამზე იჯდა და აცხადებდა, რომ გატეხილი ჰქონდა ნეკნი. დაახლოებით 4-5 წუთში მივიდა სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, წელს ზემოთ შიშველი დ--------------- მისთვის უცნობ პიროვნებასთან ერთად. მსჯავრდებული გამოხატავდა აგრესიას დაზარალებულის მიმართ, უშვერი სიტყვებით მიმართავდა მას, ცდილობდა გაერღვია ხალხის წრე და მიახლოებოდა ზ---------------ს. პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ დ---------------ს შეჩერებას. ორ პატრულის თანამშრომელს მისი გაკავება გაუჭირდა, რადგან ფიზიკური წინააღმდეგობას უწევდა მათ. საბოლოოდ 4-5 პოლიციელმა დააკავა დ---------------. მსჯავრდებული არ ჯდებოდა ავტომანქანაში, ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, რა დროსაც რადიო გადამცემი დავარდა ძირს. გატყდა თუ არა დავარდნილი რადიო გადამცემი არ დაუნახავს. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 20-30 ადამიანი იმყოფებოდა. დაზარალებული სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა საავადმყოფოში. მოგვიანებით საავადმყოფოში მოინახულა ზ---------------. დაზარალებული კონფლიქტის მონაწილედ ასახელებდა ფ------------------ს. როდესაც დ---------------ს დაკავებას შეესწრო, გაუჩნდა კითხვა ისიც ხომ არ მონაწილეობდა კონფლიქტში. ზ---------------ს აჩვენა დ---------------ს ფოტოსურათები და რამდენიმე ვიდეო ფაილი. ზ---------------მ დაადასტურა, რომ აღნიშნული პიროვნება მონაწილეობდა მასზე თავდასხმაში.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 30 სექტემბერს, გამომძიებელ გ-------------- მიერ, ზ---------------ს თანხმობითა და მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ამ უკანასკნელის ტანსაცმელი, ე.წ. „დუტის“ ჟილეტი, რომელსაც წელის არეში აღენიშნება დაზიანება (არის დახეული), მოშავო ფერის გრძელ მკლავიანი პერანგი, რომელსაც წინა მხარს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა.
ამოღების ოქმის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბერს, გამომძიებელ გ------------------- მიერ ფ------------------სგან ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის ტანსაცმელი - ერთი ცალი თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, რომელსაც წინა მხარეს აწერია თავისუფალი ზონა. მაისურს წინა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.
ამოღების ოქმის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბერს, გამომძიებელ დ------------- მიერ ფ------------------სგან ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი ერთი ცალი შარვალი, რომელსაც აღენიშნება მოლურჯო და მოწითალო ფერის ლაქები.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 27 ოქტომბრის N005777114 გენეტიკური დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: „...N1 და N2 ობიექტები. მოთეთრო ფერის ქაღალდი მოწითალო ლაქებით...“ მოთავსებულ თეთრი ფერის ქაღალდებზე არსებული გენეტიკური მოწითალო - მოყავისფრო ლაქები (ობ.N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. 1,2.-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და არ ეკუთვნის ზ---------------ს (ობ. N7; პაკეტი წარწერით: „ზ---------------ს სისხლის ნიმუში...“).
პაკეტში წარწერით: „..ჭკადუას შარვალი“ მოთავსებულ შარვალზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქები (ობ. N3,4,) და პაკეტში წარწერით „...ზ---------------ს ტანსაცმელი“ მოთავსებულ პერანგსა და ჟილეტზე არსებული მუქი მოწითალო - მოყავისფრო (ობ. N5) და მოყავისფრო (ობ. N6) ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N3-6-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია ზ---------------ს (ობ. N7 გენეტიკური პროფილისა. ექსპერტებმა - ნ--------–----------–-----------–------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
მოწმე რუ------------------ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს იმყოფებოდა მაღაზიაში, რა დროსაც ხმაური შემოესმა. გარეთ გასულმა დაინახა რამდენიმე მოჩხუბარი ადამიანი. მიმდინარეობდა ერთი ადამიანის ცემა-ტყეპა. ქუჩაში ხალხი იყო შეკრებილი. ცოტა ხნის შემდეგ კონფლიქტში მონაწილეები ერთმანეთს დაშორდნენ და დაინახა ძირს დაგდებული ადამიანი, რომელიც ვერ მოძრაობდა. მასთან მივიდნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანები და ცდილობდნენ დაზარალებულის ფეხზე წამოყენებას. ჩხუბში მონაწილეები გაემართნენ პ------ ქუჩის მიმართულებით, თვითონ მაღაზიაში შებრუნდა და თავისი საქმე გააგრძელა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ შემოესმა ხმაური. დაამახსოვრდა სიტყვა „პუტინისტი“. ზ--------------- ხმას ვერ ამოიღებდა. სავარაუდოდ აღნიშნული სიტყვები მისი მისამართით იყო ნათქვამი. მაღაზიიდან გადიოდა, როდესაც შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. ასევე მალევე გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც დაზარალებული გადაიყვანეს საავადმყოფოში. დაზარალებული აცხადებდა, რომ იყო ჟურნალისტი ზ---------------. გაიგონა ხმაური და დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებს ავტომანქანისკენ მიჰყავდათ წელს ზემოთ გახდილი ახალგაზრდა. კონფლიქტი ბ---–---------ა და ი--------- ქუჩების კვეთაზე მიმდინარეობდა. შიშველი ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელებს მოჰყავდათ აჟიტირებული იყო და ხმაურობდა. პრეტენზიას გამოთქვამდა დაპატიმრების გამო. თავისი ნებით არ მოდიოდა და ძალით მიჰყავდათ. ხმაური დაახლოებით 5-7 წუთი გაგრძელდა. მოწმის განმარტებით, მას კარგად ახსოვს, რომ ჩხუბში მონაწილე ახალგაზრდები პ------ ქუჩისკენ წასვლის შემდეგ მობრუნდნენ, პოლიციის მოსვლამდე გზის მეორე მხარეს დადგნენ და დაზარალებულს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და „პუტინისტს“ ეძახდნენ. პოლიციის მისვლის შემდეგ დაიწყო წელს ზემოთ შიშველი მამაკაცის ავტომანქანაში ჩასმის პროცესი. პოლიციისათვის ხელის შეშლის ფაქტი არ დაუნახავს.მოწმემ დაადასტურა, რომ დაზარალებული იყო ნაცემი და დასისხლიანებული.
მოწმე ე---------------------სამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, ბ---–--------- ქუჩაზე დაინახა ძირს დავარდნილი მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი სცემდა ფეხებით. დაზარალებული დასისხლიანებული იყო და სახეზე ხელებს იფარებდა. შენობა სადაც მუშაობს, გამჭვირვალეა, ამასთან, კარიც ღია იყო და გარკვევით დაინახა, რომ ხალხი დარბოდა და ავტომანქანები გაჩერებული იყო. შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც მოჩხუბრების გაშველებაში იღებდნენ მონაწილეობას. პიროვნებები, რომლებიც ძირს დავარდნილ მამაკაცს სცემდნენ, ილანძღებოდნენ, „პუტინის აგენტს“ უწოდებდნენ დაზარალებულს და თავისუფალ „ზონას გაუმარჯოსო“ ყვიროდნენ. მოგვიანებით შეიტყო, რომ აღნიშნული პიროვნებები ჟურნალისტ ზ---------------ს სცემდნენ. მისი მაღაზიიდან გამოსვლა ხმაურმა და ჩოჩქოლმა გამოიწვია. შენიშნა, რომ კონფლიქტში მონაწილე ერთი პიროვნება მაისურის გარეშე იმყოფებოდა. როდის გაიხადა მან ტანსაცმელი არ დაუნახავს. კონფლიქტი და ჩხუბი ბ---–---------ა და ი--------- ქუჩების კვეთაზე, „ნუგეშის“ ჯიხურთან მიმდინარეობდა. მაღაზიის ნორმალური ფუნქციონირება შეფერხდა, რადგან ყველა გარეთ იმყოფებოდა. წელს ზემოთ შიშველ პიროვნებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მას შემდეგ რაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა. შიშველი პიროვნება კორპუსიდან გამოვიდა და აგრესიული იყო პოლიციის მიმართ. ჩხუბი დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდებოდა.
მოწმე შ-------------–---–-ა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ბ---–---------ა და ი--------- ქუჩების კვეთაზე მდებარე სუპერმარკეტ „ფუდმარტში“. 2014 წლის 30 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქუჩიდან შემოესმა ყვირილისა და გინების ხმა. როდესაც გარეთ გაიხედა, დაინახა, რომ ერთ პირს უსწორდებოდა 10-12 ადამიანი, რომელსაც ხელებითა და ფეხებით სცემდნენ. ძირს დავარდნილი ადამიანი წინააღმდეგობას ვერ უწევდა თავდამსხმელებს. ქუჩაში ავტომანქანების მოძრაობა შეჩერდა, მაღაზიაში მომხმარებელი არ შედიოდა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. კორპუსებიდან მაცხოვრებლები იხედებოდნენ, ხალხი მაღაზიებიდანაც გავიდა ქუჩაში. კონფლიქტში მონაწილეები გამშველებლებსაც აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ქუჩაში მყოფი ადამიანები ცდილობდნენ მათ გაშველებას. დაახლოებით 10-15 წუთში მივიდა საპატრულო პოლიცია. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოჩხუბრებიდან ერთი მათგანი დააკავეს. გაარკვია, რომ დაზარალებული გაზეთ „ასავალ დასავალის ჟურნალისტი ზ--------------- იყო. ჩხუბის დასრულების შემდეგ მაღაზიაში დაბრუნდა და მსჯავრდებულის დაკავების ფაქტი პირადად არ უნახავს.
მოწმე შორენა გაჩეჩილაძე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, ბ---–--------- ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ფუდმარტის“ ადმინისტრატორად. 2014 წლის 30 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში აწარმოებდა მაღაზიის აღწერას, რა დროსაც ქუჩიდან ხმაური შემოესმა. მომხმარებლებმა მაღაზია დატოვეს და გარეთ გავიდნენ. დააინტერესა რა ხდებოდა და გარეთ გაიხედა. დაინახა, რომ ქუჩაში ერთ ადამიანს ურტყამდა დაახლოებით 15 ახალგაზრდა. იქვე მყოფი ადამიანები ცდილობდნენ მოჩხუბრების გაშველებას. ინცინდენტში მონაწილეებს არ იცნობდა. მხოლოდ მოგვიანებით გაიგო, რომ ისინი „თავისუფალი ზონის“ წევრები იყვნენ. დაზარალებული აღმოჩნდა გაზეთ „ასავალ დასავალის“ ჟურნალისტი ზ---------------. ჩხუბი ქუჩაში მიმდინარეობდა, რამაც ავტომანქანების გადაადგილება შეაფერხა. კონფლიქტი დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა. ჩხუბში პატრულის თანამშრომლები ჩაერივნენ. კონფლიქტში მონაწილე წელს ზემოთ შიშველი პირი პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდა. აღნიშნული პიროვნება აგრესიით გამოირჩეოდა, პატრულს არ ემორჩილებოდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ ყველაფერს მაღაზიიდან უყურებდა, რადგან მომხმარებელი არ იმყოფებოდა ობიექტზე. ჩხუბის შედეგად მაღაზიამ კლიენტი დაკარგა. კონფლიქტში მონაწილეები ყვიროდნენ რომ „თავისუფალი ზონის“ წევრები იყვნენ. იმ მომენტში, როდესაც წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა, მას ხელბორკილი არ ედო. პატრული ახალგაზრდას დაწყნარებისაკენ მოუწოდებდა,მსჯავრდებული ავტომანქანაში არ ჯდებოდა.
დაზარალებულმა გ-------------–---–მა (პატრულ-ინსპექტორი) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, ოცმეთაურის მითითებით გამოცხადდა ქ. თბილისში, ი--------- ქუჩაზე, სადაც დახვდათ დაზარალებული ზ---------------, რომელმაც განაცხადა, რომ დაახლოებით ათამდე პირმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (იყვნენ თავისუფალი ზონის წევრები). ოცმეთაურ ო-------------–---–----- პატრულის თანამშრომლებთან - და-------------–-------------------------------------- ერთად დაათვალიერა მიმდებარე ტერიტორია. თანამშრომლებმა დაახლოებით 40-50 მეტრში გაიგონეს გინების ხმა. ადგილზე მისულებმა დაინახეს წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და იგინებოდა. ოცმეთაურმა ახალგაზრდა მამაკაცს წესრიგისკენ მოუწოდა. აღნიშნულზე მსჯავრდებული უფრო აგრესიული გახდა, პატრულის თანამშრომლებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა ხელს, ოცმეთაურ ო-------------–---–- დაუმტვრია რაცია, რის შემდეგაც მას განუმარტეს, რომ დაკავებული იყო სისხლის სამართლის წესით. აღნიშნულზე მსჯავრდებული მცირედით დამშვიდდა და ხელბორკილი არ გამოუყენებიათ. დ--------------- ავტომანქანისკენ წაიყვანეს. გზად მსჯავრდებულს მიესალმა მისთვის უცნობი მამაკაცი, რის გამოც წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი კვლავ აგრესიული გახდა, გაქცევა სცადა და მას (გ-------------–---–ი) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულის გაქცევა აღკვეთა ო-------------–---–--- დ---------------ს დაადეს ხელბორკილი. მოწმის განმარტებით, დ---------------მ დ-------------–---–--– მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულმა პირადად მას მუშტი დაარტყა მკერდში და შემოახია სამსახურებრივი პერანგი, ხოლო ო-------------–---–- დაუმტვრია ხელის რადიოსადგური - რაცია. შემთხვევის ადგილზე პატრულის 3-4 ეკიპაჟი იმყოფებოდა. მსჯავრდებული ძალიან აგრესიული იყო, პატრულის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა, დასჭირდათ ძალის გამოყენება მის დასაკავებლად. ბორკილის დადების დროს მსჯავრდებული ცდილობდა თვითდაზიანებების მიყენებას. ასდიოდა ალკოჰოლური სასმელის სუნი. დაკავებულის მიმართ პატრულის თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
დაზარალებულმა ო-------------–---–-- (პატრულ - ინსპექტორი) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ. თბილისში, ბ---–--------- ქუჩაზე. დასახმარებლად ასევე გამოიძახა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილზე მისვლისას, ი---------ა და ბ---–--------- ქუჩების კვეთაზე შეამჩნია სკამზე მჯდომი პიროვნება, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა - სისხლი მოსდიოდა. დაზარალებული აცხადებდა, რომ „თავისუფალი ზონის“ წევრებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის ასახელებდა ფ------------------ს. იქ მყოფი ადამიანებისაგან გაიგო, რომ ერთ - ერთი მათგანი წელს ზემოთ შიშველი იყო. გადაწყვიტა თანამშრომლებთან ერთად მიმდებარე ტერიტორია დაეთვალიერებინა. პატრულის ორი თანამშრომელი ი--------- ქუჩის მხარეს გაუშვა. საუბრისას დაახლოებით 50-60 მეტრში გინების ხმა შემოესმა. წავიდა აღნიშნული მიმართულებით გ-------------–---–თან, გ----------------------------------------------–-------- ერთად. ბ---–--------- ქუჩის კუთხეში, 53-ე კორპუსის ეზოში შევიდნენ, სადაც დაინახეს წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელიც იგინებოდა და აშკარად ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო დ---------------. მიუახლოვდნენ აგრესიულ პიროვნებას და დამშვიდებისკენ მოუწოდეს. მსჯავრდებული ზოგადად იგინებოდა და არ ჩერდებოდა. როდესაც უთხრა, რომ წვრილმანი ხულიგნობისათვის დააკავებდნენ, დ--------------- შემოტრიალდა და მკერდში ხელი დაარტყა. ნაბიჯი გვერდზე გადადგა და ისევ მისკენ წავიდა. მსჯავრდებულმა პოლიციის ფორმის პერანგზე დამაგრებული რაციის ანტენას წაავლო ხელი და ძირს დაახეთქა. რაცია აიღო, მაგრამ ანტენა არ ჰქონდა და ეკრანიც ჩამქრალი იყო. დ--------------- იმ მომენტში დამშვიდდა. გ-------------–---–ი დატოვა მასთან და თვითონ ავტომანქანის მოსაყვანად წავიდა. დ---------------ს იმ მომენტში ხელბორკილი არ ედო. გარეთ გასული ხელმძღვანელობას ესაუბრებოდა, თან ავტომანქანისკენ მიდიოდა რა დროსაც უკანა მხრიდან ხმაური შემოესმა. შემობრუნდა და დაინახა, რომ გ-------------–---–ი და დ--------------- გასულები იყვნენ ბ---–--------- ქუჩაზე. მისთვის უცნობი პიროვნება იძახდა „გაუშვით რატომ აკავებთო“. ამ დროს დ---------------მ გ-------------–---–ი კედელს მიანარცხა, ხელი მიარტყა და გაიქცა ყვავილების მაღაზიის მიმართულებით. წინ გადაუდგა მსჯავრდებულს, გაქცევის საშუალება არ მისცა და შეაჩერა იგი. დ--------------- ძალიან აგრესიული იყო და მარტო დაკავება გაუჭირდა. თანამშრომლების დახმარებით დააკავეს დ---------------, მიიყვანეს ავტომანქანასთან და დაადეს ხელბორკილები. მსჯავრდებული ავტომანქანიდანაც აგინებდა პატრულის თანამშრომლებს. არაადეკვატურად იქცეოდა, ვინაიდან ძლიერ ნასვამი იყო. ლანძღავდა პატრულის თანამშრომლებს და წინააღმდეგობას უწევდა. გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეადგინეს დაკავების ოქმი. პიროვნება არაადეკვატური იყო და დაკავების მომენტში ხელებს იქნევდა, იძულებული გახდნენ ძალით დაედოთ ბორკილი. დაკავებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მსჯავრდებულმა დაუზიანა პოლიციის ფორმა.
პატრულ-ინსპექტორმა რა-----–-----–--- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საღამო ხანს, მიიღო გამოძახება ქ. თბილისში, ი--------- ქუჩაზე არსებული ჩხუბის ფაქტის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. ი--------- ქუჩაზე ასევე იმყოფებოდა ოცმეთაური ო-------------–---–-. ი---------ა და ბ---–--------- ქუჩების კვეთაზე დაინახა სკამზე მჯდომი, აღელვებული და ნაცემი პიროვნება, რომელიც აცხადებდა, რომ „თავისუფალი ზონის“ წევრმა ფ------------------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 5-7 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთმა უთხრა, რომ ჩხუბში ასევე მონაწილეობდა წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელიც იქვე ახლოს იმყოფებოდა. გვერდზე კორპუსის ეზოდან მოესმა ჩოჩქოლი და გინების ხმა. ოცმეთაურმა მას და ბ---------------- მიუთითა კონკრეტული მიმართულებით წასულიყვნენ, თვითონ გაემართა იმ ადგილისკენ, საიდანაც გინების ხმა ისმოდა. ოცმეთაურს გ------------------ე და გ-------------–---–იც მიჰყვნენ. უკან მობრუნებულმა დაინახა, რომ მის მეწყვილეს მოჰყავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი (სიარულიც კი უჭირდა), წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი. აღნიშნულმა პიროვნებამ ხელი ჰკრა პატრულის თანამშრომელს და კედელს მიანარცხა. დაკავებულს დაადეს ხელბორკილი, ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი აგრესიული იყო, იმყოფებოდა არაადეკვატურ მდგომარეობაში, თავს ვერ აკონტროლებდა, ემუქრებოდა და აგინებდა პოლიციის თანამშრომლებს. დ---------------ს პირადად მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მსჯავრდებულის ძალადობრივი ქმედებები გარეთ დაიწყო, თუმცა დ--------------- ავტომანქანაში უფრო მეტად გამოხატავდა აგრესიას. ჩხუბის ფაქტს პირადად არ შესწრებია. ავტომანქანაში მსჯავრდებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
პატრულ - ინსპექტორმა ბ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, მეწყვილე დ--------------–-------- ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მისმა მეწყვილემ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით, ო-------------–---–-სგან მიიღო შეტყობინება ქ. თბილისში, ი--------- ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე დახვდათ ზ---------------ა, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება (იყო სისხლიანი) და აცხადებდა, რომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებული ახსენებდა ფ------------------ს. ხელმძღვანელისგან მიიღეს დავალება შემოევლოთ მიმდებარე ტერიტორია. შემოვლის შედეგად საეჭვო ვერაფერი შეამჩნიეს. უკან მობრუნებულებმა დაინახეს, რომ პატრულის თანამშრომელ გ-------------–---–ს მოჰყავდა წელს ზემოთ შიშველი ახალგაზრდა მამაკაცი. აღნიშნულმა პიროვნებამ პოლიციელს ხელი ჰკრა, რის გამოც გ-------------–---–მა თავი ვერ შეიკავა და კედელს მიენარცხა. აღნიშნულის შემდეგ მსჯავრდებულმა დაიწყო სწრაფი მოძრაობა, რომელსაც წინ გადაუდგა ო-------------–---–-. წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი დააკავეს, ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მსჯავრდებული აგრესიულად იქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მის სიახლოვეს ძალიან ბევრი პატრულის თანამშრომელი იმყოფებოდა, მაინც წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს და არ წყნარდებოდა. დ--------------- ავტომანქანაშიც აგრძელებდა პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. დაკავების ოქმი პოლიციის განყოფილებაში შედგა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დ---------------სთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ჩხუბის ფაქტს პირადად არ შესწრებია. დაკავებულ პიროვნებას რატომ არ ედო ხელბორკილი მისთვის უცნობია.
პატრულ - ინსპექტორმა დ--------------–---- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, მეწყვილე ბ----------------თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ხელის რადიოსადგურზე მიიღო შეტყობინება ქ. თბილისში, ი--------- ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დახვდათ ოცმეთაური ო-------------–---–- და ნაცემი პიროვნება, რომელიც აცხადებდა, რომ დაახლოებით ათმა „თავისუფალი ზონის“ წევრმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებული ახსენებდა ფ------------------ს. შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების მიერ ასევე დასახელდა წელს ზემოთ შიშველი პიროვნება, რომელიც ფ------------------სთან ერთად ჩხუბში მონაწილეობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კორპუსის ეზოდან შემოესმათ გინების ხმა. გ--------------------------------------------------–---–---- ერთად გაემართა აღნიშნული კორპუსისკენ, სადაც დაინახეს წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელსაც მიუახლოვდნენ და სიმშვიდისკენ მოუწოდეს. აღნიშნული პიროვნება გაღიზიანდა და უფრო ხმამაღლა დაუწყო გინება პატრულის თანამშრომლებს. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს იგი, რა დროსაც ო-------------–---–- გულმკერდის არეში დაარტყა ხელი, მოქაჩა ხელის რადიოსადგურზე, რომელიც ჩამოგლიჯა და დაუზიანა სამსახურებრივი პერანგი. აღნიშნულის შემდეგ დაკავებულმა გ-------------–---–საც ჩაარტყა გულმკერდის არეში ხელი. მას შემდეგ რაც მსჯავრდებული შედარებით დამშვიდდა, გ-------------–---–მა და ო-------------–---–-- წაიყვანეს ავტომანქანისკენ. თვითონ გ------------------ესთან ერთად განაგრძო შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება. ამ დროს გაიგონა სიტყვები „რატომ იჭერთ“. დაინახა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ხელი ჰკრა გ-------------–---–ს, კედელს მიანარცხა და გაქცევა სცადა. მას წინ გადაუდგა ო-------------–---–-. მსჯავრდებული იგინებოდა და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა პატრულის თანამშრომლებს. ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ, ასდიოდა სასმელის სუნი. მოახერხეს მისთვის ბორკილის დადება და ავტომანქანაში ჩასმა. ავტომანქანაშიც აგრძელებდა პატრულის თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. მოწმის განმარტებით, მსჯავრდებული ხელით შეეხო პატრულის თანამშრომელს, ტანსაცმელი შემოახია და დაუზიანა ხელის რადიოსადგური.
პატრულ - ინსპექტორმა გ------------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს ო-------------–---–---- ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს საათებში რაციის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება ქ. თბილისში ი--------- ქუჩა 53 ნომერში მომხდარი ჩხუბის შესახებ. მაშინვე გაემართნენ მითითებული მისამართისკენ, პარალელულად ო-------------–---–-- რაციით მოუწოდა პატრულის სხვა ეკიპაჟებს დაუყოვნებლივ მისულიყვნენ შემთხვევის ადგილზე. კონფლიქტის ადგილზე მისულებმა შეამჩნიეს ნაცემი მამაკაცი, რომელსაც სახიდან სისხლი სდიოდა. გარდა აღნიშნულისა იქვე იმყოფებოდა პატრულის სამი ეკიპაჟი. დაზარალებულმა განაცხადა, რომ იყო ზ--------------- და დაახლოებით ათმა „თავისუფალი ზონის“ წევრმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებული ასევე აღნიშნავდა, რომ ამოიცნო ერთი თავდამსხმელი - ფ------------------- ხოლო მეორე პირი ჩხუბის დროს წელს ზემოთ შიშველი იყო. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და დაზარალებულთან დატოვეს პატრულ ინსპექტორები - შ------------------–---–-. თვითონ დ--------------–-------- და ო-------------–---–---- ერთად შევიდა 53-ე კორპუსის ეზოში, სადაც დაინახეს წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელიც იგინებოდა. მიუახლოვდნენ მას და მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც ახალგაზრდამ პატრულის თანამშრომელს დაუწყო გინება. ოცმეთაურმა განუმარტა მას, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, რაზედაც ახალგაზრდა გაბრაზდა, ხელი დაარტყა ოცმეთაურს და ამოაცალა რაცია, რომელიც მიწაზე დაანარცხა. ძირს დაგდებული რაცია დაზიანდა. აღნიშნულის შემდეგ, წელს ზემოთ შიშველმა მამაკაცმა ხელი დაარტყა გ-------------–---–ს. მსჯავრდებულს განუმარტეს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენდა, რაზედაც იგი დამშვიდდა. გ-------------–---–მა მოჰკიდა ხელი მსჯავრდებულს და წაიყვანა ავტომანქანისკენ, თვითონ კი ადგილზე დარჩა. ამ დროს გაიგონეს ხმა „რატომ იჭერთ“. მიუახლოვდნენ მსჯავრდებულს, რომელმაც გ-------------–---–ს ხელი ჰკრა რამოდენიმეჯერ, მიანარცხა კორპუსის კედელზე, რის გამოც დ--------------- დააკავეს. დაკავების დროს მსჯავრდებული წინააღმდეგობას უწევდა პატრულის თანამშრომლებს, აგინებდა მათ, რის გამოც დაკავებულს ხელბორკილები დაადეს და ჩასვეს ავტომანქანაში. მსჯავრდებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა გამოიხატა იმაში, რომ დ--------------- არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, არაფრად ჩააგდო პატრულის თანამშრომლების მოთხოვნა და მიაყენა მათ შეურაცხყოფა. მსჯავრდებული ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგაც იქცეოდა აგრესიულად. დ--------------- გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც შედგა დაკავების ოქმი.
პატრულ-ინსპექტორმა დ------–------ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ. თბილისში, ი--------- ქუჩა 53 ნომერთან, სადაც დახვდა ზ---------------, რომელმაც განაცხადა, რომ ფ------------------მ და ასევე „თავისუფალი ზონის“ რამდენიმე წევრმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის განმარტებით, მათთან ასევე იმყოფებოდა წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი. როდესაც დაზარალებულს ესაუბრებოდა, კორპუსის უკანა მხრიდან გაიგონა გინების ხმა. ოცმეთაურის დავალებით ეკიპაჟის წევრები გავიდნენ შემოვლაზე. რამდენიმე წუთის შემდეგ შეამჩნია, რომ ოცმეთაურს მიჰყავდა წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, სხვა პატრულ- ინსპექტორებთან ერთად. ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ და იქცეოდა აგრესიულად. მოულოდნელად აღნიშნულმა პიროვნებამ ხელი ჰკრა პატრულის თანამშრომლს და წააქცია იგი. როდესაც სიტუაცია დაიძაბა მივიდნენ მასთან და დაეხმარნენ თანამშრომლებს ბრალდებულის დაკავებაში. დ--------------- კვლავ განაგრძობდა პატრულის თანამშრომლების შეურაცხყოფას.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 1 ოქტომბრის N1230/ტრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილ პოლიციის ფორმის პერანგებზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
ექსპერტმა ნ-----–---------------–---- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 2 ოქტომბრის N1605/ს - 1228/ტრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი „Motorola MTP 850“ მოდელის რაცია და ანტენა განცალკევებამდე წარმოადგენდნენ ერთ მთლიან შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული რაციის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 123 ლარს.
ექსპერტმა ნ-------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ამოღების ოქმის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბერს, გამომძიებელ ლ-–--------- მიერ ო-------------–---–-სგან ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი, ლურჯი ფერის სამსახურებრივი ფორმის პერანგი, რომელსაც აღენიშნება დაზიანების კვალი, სამსახურებრივი დანიშნულების მოძრავი რადიოსადგური „მოტოროლას“ ფირმის, რომელსაც ასევე ვიზუალურად აღენიშნება დაზიანებები და აღნიშნული რადიოსადგურის ანტენა.
ამოღების ოქმის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბერს, გამომძიებელ ლ-–--------- მიერ გ-------------–---–ისგან ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი, ლურჯი ფერის სამსახურებრივი ფორმის პერანგი, რომელსაც აღენიშნება დაზიანების კვალი.
გამომძიებლებმა - ლ-–----------------------------–------------–---–------------------------------------------------------------–---–-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 7 ოქტომბრის N005413014 დასკვნის თანახმად, გ-------------–---–ს 2014 წლის 1 ოქტომბერს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევევები მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედში, უკანა ზედაპირზე და გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
ექსპერტმა ნ---------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
მოწმე ტ---------–-----–-–---–----ასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, საღამოს საათებში საავადმყოფოში ნახა ნაცემი ზ---------------. დაზარალებულმა განუცხადა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ფ------------------მ და თავისუფალი ზონის სხვა წევრებმა. ზ---------------ს სახეზე დაზიანებები ემჩნეოდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კვლავ შეხვდა დაზარალებულს, რა დროსაც ზ---------------მ ფ------------------სთან ერთად დაასახელა დ---------------ც. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ იმყოფებოდა „თავისუფალი ზონის“ ოფისში, სადაც შეამჩნია ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები. იგი ასევე შეესწრო პოლიციის მიერ ფ------------------ს დაკავების ფაქტს.
პატრულ ინსპექტორმა ზ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული მსჯავრდებულ ფ------------------ს დაკავების კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, ღამის საათებში თანამშრომელ გ--------------–--–---–-- თხოვნით, მონაწილეობა მიიღო მსჯავრდებულის დაკავებაში, რომელიც იმყოფებოდა ყ-------ს გამზირზე მდებარე „თავისუფალი ზონის“ ოფისში. ადგილზე მისულმა შეამჩნია, რომ ოფისში იმყოფებოდნენ აგრესიული მოქალაქეები. შეიმჩნეოდა არეულობის კვალი, დაზიანებული იყო ინვენტარი. მსჯავრდებული ხალხმრავალი ადგილიდან გამოიყვანეს და დაადეს ხელბორკილები.
გამომძიებელმა გ--------------–--–---–-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედების - ბრალდებულ ფ------------------ს დაკავების კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს თანამშრომლების დახმარებით, ქ. თბილისში, ყ-------ს ქუჩაზე დააკავა მსჯავრდებული. პოლიციელთა მხრიდან დაკავებულის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მისთვის უცნობია მსჯავრდებულებს რომელიმე პოლიციელმა მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პატრულ - ინსპექტორმა გ----------------–-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზაქარია მახათაძის, გ----------------–--- და გ--------------–--–---–-- ჩვენებებით დასტურდება ფ------------------ს დაკავებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მსჯავრდებულის დაკავებისას საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 15 ოქტომბრის N005489114 დასკვნის თანახმად, დროებით მოთავსების იზოლატორის 2014 წლის 30 სექტემბრით დათარიღებული, დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის ჩანაწერების თანახმად, დ---------------ს გარეგნული დათვალიერება ჩაუტარდა 2014 წლის 30 სექტემბერს, 23:50 საათზე, აღენიშნებოდა მარჯვენა ზედა კიდურზე ნაკაწრი და სისხლნააჟღენთები მარცხენა თვალის არეში, მარცხენა ზედა კიდურზე, კისერზე და ზურგზე.
2014 წლის 3 ოქტომბერს, პირადი შემოწმებისას დ---------------ს აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს, 2014 წლის 30 სექტემბერს.
ექსპერტმა ნ---------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულებისა და დაცვის მხარის მოწმის ჩვენებებზე, კერძოდ:
მსჯავრდებულმა ფ------------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, მეგობრებთან ერთად რესტორნიდან მოდიოდა, რა დროსაც ბ---–--------- ქუჩაზე შეხვდა ზ---------------. თვითონ მცირედით წინ მიდიოდა, უკან მიჰყვებოდა ვ-----------–-–---–----ოლო დ--------------- ჩამორჩა. მსჯავრდებულმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ფაქტამდე დაზარალებულთან პირდაპირი შეხება არ ჰქონია. მხოლოდ სოციალურ ქსელში დაწერა ზ---------------მ მის (ფ------------------) შესახებ მუქარანარევი ვრცელი პოსტი და გაზეთში გამოაქვეყნა სტატია. დაზარალებული იარაღით მისვლით ემუქრებოდა. ფ------------------მ ასევე აღნიშნა, რომ იგი გაწევრიანებულია ორგანიზაცია „თავისუფალ ზონაში“, რომელიც პოლიტიკურ პარტია ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს. ზ---------------ამ შეხვედრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური მოძრაობაც გააკეთა, რასაც მოერიდა და სიტუაციიდან განრიდების მიზნით, დაზარალებული გადაიყვანა გზის მეორე მხარეს. ქუჩაზე გადასვლისას, უკან ვ------------–-–---–- მიჰყვებოდა. გზაზე გადასვლის შემდეგ, რკინის ჯებირის მაგვარ ნივთებზე წაბორძიკდა ზ---------------სთან ერთად და ორივე მათგანი წაიქცა. დაზარალებული ფეხზე წამოაყენა და შეამჩნია, რომ ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ზ---------------სთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. აღნიშნულის შემდეგ, ვ-----------–-–---–---- ერთად დაბრუნდა ოფისში. მსჯავრდებულის განმარტებით, ზ--------------- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას და ,,ზონდერს“ უწოდებდა. საპასუხოდ დაუძახა, რომ იგი „პუტინის აგენტი“ და პროვოკატორი იყო. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მაღაზიის თანამშრომლები და გამვლელები. კორპუსებიდან ქუჩაში ხალხი არ გასულა და მოძრაობა არ შეფერხებულა. ოფისში მისვლიდან 2-3 საათში, „თავისუფალი თაობის“ მომხრე სამოცდაათამდე ადამიანმა მიაკითხა და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ხმაურზე გარეთ გასული დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. პატრულისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ ხელების შეხსნა სთხოვა, რადგან იცოდა, რომ „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლები თავს დაესხმოდნენ. მსჯავრდებულმა დააზუსტა, რომ შეხვედრისას ზ---------------მ უთხრა „შენ ხარ ფ------------------- ზონდერი“. აღნიშნულზე დაზარალებულს უპასუხა, რომ იგი „პუტინის აგენტი“ იყო, რაზედაც ზ---------------მ ხელი დაარტყა. საპასუხოდ მანაც უბიძგა ხელი დაზარალებულს და მისი სიტუაციიდან განრიდება სცადა. ხელმკლავით გადაიყვანა ქუჩაზე. წაქცევის შედეგად ზ---------------ს ნეკნი დაემტვრა თუ არა მისთვის უცნობია. კონფლიქტის დროს დ--------------- დაახლოებით 15-20 მეტრით იყო მისგან დაშორებული და უცნობ ბიჭებს ელაპარაკებოდა. დ--------------- მათთან ერთად არ წასულა ოფისში. ოფისში „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს, მიიღო არაერთი დაზიანება. პატრულმა მისი დაცვა ვერ მოახერხა. ზ--------------- სახით დაეცა, ცხვირიდან სისხლი სდიოდა. დაზარალებულთან საუბარი მშვიდად და წყნარად დასრულდა.
მსჯავრდებულმა დ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 7 საათზე თავისუფალი ზონის წევრებთან ერთად მიდიოდა ოფისში. ფ------------------ და ვ-----------–-–---–- წინ მიდიოდნენ, თვითონ ჩამორჩა დაახლოებით 20-30 მეტრით, მობილურ ტელეფონში იხედებოდა და საუბრობდა. მაღაზიასთან შემოესმა მამაკაცის ხმამაღალი მისალმების ხმა. დაინახა დაბალი მამაკაცი, რომელიც მათ უახლოვდებოდა. თავიდან მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ როდესაც მიუახლოვდა იცნო ზ---------------. დაზარალებული მეგობრებთან ერთად ხშირად მიდიოდა „თავისუფალი ზონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე. ინცინდენტამდე დაახლოებით 5 დღით ადრე ზ---------------მ აქცია მოუწყო „თავისუფალი ზონის“ წევრებს და იარაღით დაემუქრა.
მსჯავრდებულის განმარტებით, ფ------------------ს ურჩია ყურადღება არ მიექცია ზ---------------სათვის, რადგან იგი ხშირად იქცეოდა პროვოკაციულად. როდესაც დაზარალებული ფ------------------ს მიუახლოვდა, ზ---------------მ დაიძახა „კიდევ არ დაშლილხართ თქვე მხეცებო“ და მსჯავრდებულს (ფ------------------ს) ხელი მოუქნია. ფარნაოზმა დაზარალებულს ხელი მოჰკიდა ტანსაცმელზე. ვ------------–-–---–- ჩადგა მათ შორის და ფ---------- სთხოვა ხელი გაეშვა ზ---------------სათვის. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ახალგზარდა მამაკაცები იმყოფებოდნენ. როდესაც ნაბიჯებს აუჩქარა, ბიჭებს ეგონათ, რომ ზ---------------ს საცემად მიიწევდა და მისი შეკავება სცადეს. არ იცის რა მიზეზით, მაგრამ დაინახა, რომ ზ--------------- და ფ------------------ წაიქცნენ. წამოაყენეს დაზარალებული ფეხზე, რომელიც ითხოვდა თავი დაენებებინათ მისთვის. გადავიდნენ გზის მეორე მხარეს. ფ---------- და ვანოს უთხრა, რომ სახლში წავიდოდა. ვანო და ფ---------- ოფისისკენ წავიდნენ, ზ--------------- შეიყვანეს მაღაზიაში. თვითონ ტელეფონზე დაურეკა მეგობარს. უცებ მის წინ გაჩერდა შკოდას მარკის ავტომანქანა, პოლიციელი ეცა კისერში და ძირს დაგდება დაუპირა. აღნიშნულ პიროვნებებს მისთვის საბუთი არ წარუდგენიათ. დაუწყეს სასტიკად ცემა. შემოახიეს ტანსაცმელი, რის გამოც შიშველი იყო ნახევრად.ერთმანეთს გადაულაპარაკეს, მაგას საპატრულო მიხედავსო. ამ დროს მივიდა საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი და მიხვდა, რომ მის დაკავებას აპირებდნენ. დააპირეს მისი დაკავება. ხელი გააწევინა მათ და ჰკითხა თუ რატომ აკავებდნენ. არანაირი დარტყმა და აგრესიული ქცევა მისი მხრიდან არ ყოფილა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძირს დააგდეს და ზემოდან გადაუარეს, ჩასვეს მანქანაში, ხელბორკილი დაადეს, გვერდით მიუჯდა ორი პატრული და დამშვიდებას სთხოვდნენ. გვერდით მჯდომმა ნეკნში დაარტყა, მეორემ თავში, გაურკვეველი მიმართულებით დაჰყავდათ მანქანით. შემდეგ მიიყვანეს ტელევიზიის გვერდით პოლიციის შენობაში. სასტიკად ნაცემი იყო და დროებითი დაკავების იზოლატორი მის მიღებაზე უარს აცხადებდა. მისი მხრიდან გაქცევის მცდელობას ადგილი არ ჰქონია, არც წინააღმდეგობა გაუწევია პატრულის თანამშრომლებისათვის. აღკვეთის ღონისძიების განხილვისას ვიზუალურად ეტყობოდა დაზიანებები. ზ---------------ს მოქნეული ხელი ფ---------- მოხვდა. ინცინდენტის დროს რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ქალები იყვნენ გამოსულები. საგზაო მოძრაობა არ შეფერხებულა.
მოწმე ვ-----------–-–---–-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, ი--------- ქუჩაზე გადაადგილდებოდა ფ------------------სთან და დ---------------სთან ერთად. ფ---------- ოდნავ წინ მიდიოდა, რომელსაც თვითონ მიჰყვებოდა დ--------------- კი უკან ჩამორჩა, რადგან ტელეფონში მესიჯობდა. მოულოდნელად ზ--------------- შეეჩეხათ, რომელმაც უშვერი სიტყვებით მოიხსენია ფ------------------. ფარნაოზმა უპასუხა, რომ მამის ტოლი ადამიანი მსგავს სიტყვებს როგორ კადრულობდა. ზ---------------ამ შეაფურთხა და ხელიც კი ჰკრა. ფ------------------მ სცადა მისი გზაზე გადაყვანა. ყვავილების მაღაზიასთან განთავსებული იყო რკინის საგნები, რომელსაც ფეხი წამოკრა ზ---------------მ და წაიქცა. გადავიდნენ გზაზე და მისი წამოყენება სცადეს. დაზარალებული კვლავ უშვერი სიტყვებით იგინებოდა მათი მისამართით. პირადად არ იცნობდა ზ---------------ს, მაგრამ სოციალური ქსელიდან იცოდა ვინც იყო. დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში მეგობრებთან ერთად ემუქრებოდა „თავისუფალი ზონის“ წევრებს, რომ ოფისთან მივიდოდნენ და უბედურებას მოუწყობდა მათ. იმავე ღამით დუბინკებით შეიარაღებული ხალხი მივიდა მათ ოფისში და ორგანიზაციის წევრები სცემეს. შემთხვევის ადგილზე ჩხუბის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ფ------------------ს რაიმე კანონდარღვევა არ ჩაუდენია. ფ------------------სა და ზ---------------ს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. წაქცევის შედეგად დაზარალებულს ცხვირი ჰქონდა ნატკენი. მიუხედავად იმისა, რომ ბ---–--------- ქუჩა მოძრავი ადგილია და აღნიშნული ფაქტი პიკის საათში მოხდა, არცერთი ადამიანი არ მისულა მათთან. კონფლიქტი 2-3 წუთში ამოიწურა. აღნიშნულ ადგილზე მხოლოდ სამნი იმყოფებოდნენ. თავისუფალი ზონის სხვა წევრები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.მსჯავრდებულების ფ------------------ს და დ---------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება,არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ფ------------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, დ---------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების ნაწილში გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ვერ ადასტურებენ მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილ ბრალდებას და ისინი არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2)პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ძალადობრივი კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს და ქმნის უდანაშაულო პირის მსჯავრდების მაღალ რისკს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ რაც შეეხება დ---------------ს მიერ სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, არ არსებობს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდების კონტექსტში აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებების შესაბამისად, გარკვეული ხარისხით დადასტურდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და საზოგადოებისადმი უპატივცემულობა, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დ---------------სა და ფ------------------ს ჰქონდათ პირადი ინტერესი ზ---------------ს წინააღმდეგ და არა უმოტივოდ საზოგადოებისათვის აშკარა უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევის მიზანი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - მსჯავრდებულების ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---------------სა და ფ------------------ს ქმედებების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დ---------------ს ქმედების დაკვალიფიცირება ასევე სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სამართლებრივად არამართებულია და მსჯავრდებულები აღნიშნული მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდნენ.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ხულიგნობისთვის, რაც შინაარსობრივად გულისხმობს ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. მოცემული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ობიექტური მხრივ ხულიგნობას ახასიათებს შემდეგი ნიშნები: 1. პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი; 2. ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; 3. ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას. მოცემული დანაშაულის განხორციელებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ხულიგნობის ჩადენამ გამოიწვიოს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. სასამართლო ხულიგნობად ვერ მიიჩნევს ჩხუბს ჩადენილს პირადი მოტივით.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, ფ------------------ და დ--------------- იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ი--------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევით შეხვდნენ ზ---------------ს. ისინი სიტყვიერად შელაპარაკდნენ, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ფ------------------ და დ--------------- წინასწარი განზრახვით ან გამიზნულად არ მისულან ზ---------------სთან, შესაბამისად, მათი შემთხვევითი/სპონტანური შეხვედრა დასაწყისშივე გამორიცხავს წინასწარი შეთანხმებით დანაშაულებრივი მოქმედების განხორციელებას. დადასტურებულია, რომ დ---------------მ და ფ------------------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზ---------------ს (ხელებითა და ფეხებით სცემეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში), რასაც თან ახლდა დაზარალებულის მიმართ ხმამაღლა, აგრესიული ტონით წარმოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ბრალდება წარდგენილია სსკ-ის 239-ე და სსკ-ის 118-ე მუხლებით (ქმედების - ძალადობის განხორციელების ნაწილში) ბრალდება ედავება იდენტური ფორმულირებით, კერძოდ: ,,2014 წლის 30 სექტემბერს, ქ. თბილისში, იო-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ფ----------------------------------------------- გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, კონკრეტული ობიექტური საფუძვლის გარეშე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს ზ---------------ს“. ამდენად, მსჯავრდებულების ერთიდაიგივე ძალადობრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია ორი მუხლით - სსკ-ის 239-ე და სსკ-ის 118-ე მუხლებით, წარმოადგენს ორმაგ კვალიფიკაციას და ფაქტობრივად უთანაბრდება ერთი ქმედებისათვის ორჯერ პასუხისმგებლობის დაკისრებას (ორჯერ დასჯას), რაც სამართლებრივად არამართებულია.
პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისადმი იმგვარი აშკარა უპატივცემულობა, რაც სავალდებულოა ქმედების ხულიგნობად დაკვალიფიცირებისათვის. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგინდა, რომ მსჯავრდებულებს ამოძრავებდათ პირადი მოტივი ზ---------------ს მიმართ და არ ჰქონიათ გაზრახვა საზოგადოების მიმართ გამოეხატათ აშკარა უპატივცემულობა, დაპირისპირებოდნენ იქ მყოფ მოქალაქეებს. საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა აგრესია გამოხატეს ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ და მათ მიმართ უპატივცემულობის განზრახვა ამოძრავებდათ. სწორედ ზ---------------ს გამოჩენამ და მის მიმართ ინტერესმა გამოიწვია მსჯავრდებულების აგრესიული ქმედებები დაზარალებულების მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საწინააღმდეგო განმარტების პირობებში ყველა კონფლიქტი/ჩხუბი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა, უნდა დაკვალიფიცირდეს ხულიგნობად, რაც არსობრივად მცდარია და არ გამომდინარეობს სსკ-ის 239-ე მუხლის დისპოზიციის გონივრული და სწორი განმარტებიდან.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2007 წლის 28 თებერვლის N210აპ განჩინებაში აღნიშნა, რომ „... ნ. ა-ის ქმედება 2005 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდში, წინასწარი გამოძიების, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ვინაიდან არ ჩაითვლება ხულიგნობად ბინაში პირადი მოტივით ჩხუბის ატეხვა ოჯახის წევრების მიმართ, რასაც ახლდა ძალადობის მუქარა და რითაც დაირღვა ამ ოჯახის მყუდროება. როგორც საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის საბრალდებო დასკვნითაც ირკვევა, ნ. ა-ვს ამოძრავებდა პირადი მოტივი და არა იმის სურვილი, რომ დაპირისპირებოდა საზოგადოებას, ე.ი. მას არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ფ------------------ და დ--------------- სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული თავისი კონსტრუქციით ფორმალური შემადგენლობისაა და სუბიექტური მხრივ მისი ჩადენა მხოლოდ პირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. შესაბამისად, კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას. ამასთან, ქმედება განხორციელებული უნდა იყოს ძალადობით, რაც გულისხმობს ცემას, ჯანმრთელობის დაზიანებას, თავისუფლების შეზღუდვას და მსგავსი ხასიათის სხვა ქმედებებს. მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება) პოლიციის მუშაკის მიმართ, გაძალიანება დაკავების დროს, არ წარმოადგენს იმგვარი ხასიათის ძალადობას ან ძალადობის მუქარას, რაც სავალდებულოა ქმედების სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ დ--------------- შეჩერებული ჰყავდათ პოლიციის თანამშრომლებს, რა დროსაც იგი უძალიანდებოდა მათ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღსანიშნავია, რომ არცერთი ნეიტრალური მოწმის ჩვენებით არ დადასტურდა დ---------------ს მიერ პოლიციელებისადმი იმგვარი ძალადობა, რაც სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის არის სავალდებულო. მათ მხოლოდ მიუთითეს დ---------------ს აგრესიაზე, სიტყვიერ შეურაცყოფაზე, გაძალიანებაზე დაკავების მომენტში და არაფერი განუმარტავთ პოლიციელების ცემის, თუნდაც ხელის ერთჯერადად დარტყმის, ტანსაცმლის შემოხევის, რაციის ჩამოგლეჯვისა და დაზიანების თაობაზე. ამასთან საგამოძიებო მოქმედების ოქმებითა და გამომძიებელთა ჩვენებებით დასტურდება ტანსაცმლის დათვალიერება, მსჯავრდებულისაგან დაზარალებულისაგან ტანსაცმლისა და ე.წ. რაციის ამოღება. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით და საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ნივთიერი მტკიცებულებები დაილუქა და გადაეგზავნა საექსპერტო დაწესებულებებს, თუმცა რაც შეეხება საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნებს, ასევე ექსპერტების - ნ-----–------------–------------------------- ჩვენებებს, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება ექსპერტიზაზე წარდგენილი პოლიციის ფორმის პერანგის დაზიანების ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი „Motorola MTP 850“ მოდელის რაცია და ანტენა განცალკევებამდე წარმოადგენდნენ ერთ მთლიან შემადგენელ ნაწილს. პალატას მიაჩნია ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ ორივე ნივთი არის დაზიანებული, თუმცა ვინ და როდის დააზიანა პოლიციის ფორმის პერანგი და რაცია, აღნიშნულის დადგენა უშუალოდ ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტთა ჩვენებებით შეუძლებელია. შესაბამისად, მხოლოდ დაკავებაში მონაწილე პოლიციელთა წინააღმდეგობრივი ჩვენებების საფუძველზე, სასამართლოს სამართლებრივად არამართებულად მიაჩნია დაადგინოს დ---------------ს მიერ იმგვარი ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი, რაზეც არცერთი ნეიტრალური მოწმე არ უთითებს. სასამართლოს აღნიშნული შეფასება მით უფრო გამყარებულია იმ გარემოებით, რომ სავარაუდო ფაქტი ხალხმრავალ ადგილზე მოხდა და პოლიციელთა ჩვენებებში მითითებულ ძალადობას ერთი ნეიტრალური მოწმეც კი არ ადასტურებს.
პალატას მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, დ---------------ს ქმედებები (სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრესია და გაძალიანება) მიუთითებს არა მის განზრახვაზე, ხელი შეეშალა პოლიციელთათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, შეეცვალა ან შეეწყვიტა მათი საქმიანობა, არამედ - მის რეაქციაზე დაკავებასთან მიმართებით, რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. პალატა განმარტავს, რომ არ შეიძლება პირის მსჯავრდებას საფუძვლად დაედოს მხოლოდ იმ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები, რომელთა მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვის არის პირი ბრალდებული, იმ პირობებში როდესაც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ათეულობით მოწმე, რომელთაგან ნაწილი ბრალდების მხარეს არ დაუკითხავს, ხოლო სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეები არ ადასტურებენ დ---------------ს მიერ პოლიციის თანამშრომლებისათვის ხელის დარტყმას, ხელის კვრას, სამსახურებრივი პერანგის ჩამოხევას და ხელის რადიოსადგურის ე.წ. „რაციის“ დაზიანებას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს - გ-------------–---–ის, ო-------------–---–-ს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - რ------–-----–----------------------------------------–-------------------------------------–------ ჩვენებებზე და ექსპერტიზის დასკვნებზე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით უტყუარად დგინდება დ----------------ს მიერ პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, მათთვის ხელის დარტყმისა და ძალადობის ფაქტი, თუმცა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებისას იკვეთება არაერთი ხარვეზი, საეჭვო გარემოება და წინააღმდეგობა, რომელთა ერთობლიობაც სასამართლოს ართმევს სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების საფუძველზე ბრალდების ამ ნაწილში უტყუარად დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამავე დროს არ ყოფილა მოპოვებული მათ შორის სამხრე ვიდეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში ნეიტრალური მოწმეებისა და ვიდეოჩანაწერის საჭიროება მით უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ პირობებში, როდესაც დ---------------ს ეზოდან გამოყვანის შემდეგ პოლიციელები და ნეიტრალური მოწმეები რიგფაქტობრივ გარემოებებს არსებითად განსხვავებულად აღწერენ. პატრულ-ინსპექტორებმა - ო-------------–---–--, რა-----–-----–---, ბ---------------მ, დ--------------–---- და გ------------------ემ განმარტეს, რომ დ---------------ს ეზოდან გამოყვანის შემდეგ მან ხელი მიარტყა და კედელს მიანარცხა გ-------------–---–ი. კედელზე შეჯახებასთან დაკავშირებით არაფერი განუმარტავს თავად გ-------------–---–ს, ხოლო პატრულ - ინსპექტორმა დ------–------ არსებითად საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ გ-------------–---–ი წაიქცა. აღსანიშნავია, რომ ყველა პატრულ - ინსპექტორი ადასტურებს ეზოში ო-------------–---–-სთვის დ---------------ს მიერ რაციის ჩამოგლეჯვასა და ძირს დახეთქებას. არცერთი მათგანი არ საუბრობს ეზოდან გამოსვლის შემდეგ რაციის ძირს დავარდნასთან დაკავშირებით და ამ პირობებში მოწმე ჯ------------ რომელიც დაზარალებულთან იმყოფებოდა, განმარტავს, რომ რაცია სწორედ ავტომანქანის სიახლოვეს მსჯავრდებულის დაკავებისას დავარდა ძირს. იგი არ ადასტურებს შეგნებულად რაციის ჩამოგლეჯას და დ---------------ს მიერ ძირს დახეთქებას.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ გაურკვეველია და ისმის კითხვა ეზოში რეალურად ჩამოგლიჯა თუ არა დ---------------მ რაცია პატრულ - ინსპექტორს, თუ ავტომანქანის სიახლოვეს დაკავებისას რაციის ძირს დავარდნა (მათ შორის თუნდაც დაზიანება) გამძაფრებული სახით წარმოაჩინეს პატრულ - ინსპექტორებმა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მათ შორის პატრულ ინსპექტორების განმარტებებს რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არის ნეიტრალური მოწმეების - რ-----------------------------------------–---------------–----------–-------------–---–-ს განმარტებები, რომლებიც დ---------------ს მხრიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართ მხოლოდ გაძალიანებაზე, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობენ და არ ადასტურებენ ეზოდან გამოსვლის შემდეგ ავტომანქანის სიახლოვეს დ---------------ს მიერ რომელიმე პოლიციელის მიმართ ხელის კვრის, ხელის დარტყმის, ცემისა, ტანსაცმლის შემოხევისა და ამგვარი ქმედებების განხორციელებას. სავარაუდო კონფლიქტის ამ ეპიზოდთან დაკავშირებით პატრულ-ინსპექტორები საწინააღმდეგოს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ დ---------------მ იძალადა გ-------------–---–ზე, ხელი ჰკრა მას და მიანარცხა კედელზე, რაც ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით არ დასტურდება.ობიექტური თვალთახედვით საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მცირე სისხლნაჟღენთები და პერანგის დაზიანება შესაძლოა დაკავების დროს, დ---------------ს გაძალიანებითაც იყოს განპირობებული და არა მისი შეგნებული თავდასხმით პოლიციელის მიმართ, ხელის არაერთჯერადი დარტყმით, ტანსაცმლის შემოხევით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ პოლიციელების ჩვენებების შეფასების სტანდარტზე. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) N 17828/05 , §90,11.07.2013), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90).
ამდენად, არ არსებობს საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა მსჯავრდებულ დ---------------ს მიერ პოლიციისათვის წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1- ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში და თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ფ------------------ს და დ---------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ფ------------------ს და დ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, კერძოდ ცვლილება იქნეს შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.05.2019 წლის გამამტყუნებელ განაჩენში და მსჯავრდებულ დ---------------ს და ფ------------------ს განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა სანქციის მაქსიმუმთან მიახლოვებული ვადით; პალატას მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ფ------------------მ და დ---------------მ ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ჯგუფურად. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია) გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ფ------------------ს და დ---------------ს სასჯელის ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით,რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას. ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ დ---------------სათვის და ფ------------------სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი, ფ------------------სა და დ---------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული,ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ორი ცალი მოთეთრო ქაღალდი გრძელ მკლავიანი პერანგი და დუტის ჟილეტი, ფ------------------ს კუთვნილი თეთრი ფერის მაისური და შარვალი, უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ხელის გადასატანი რადიოსადგურის ე.წ. „რაციის“ ანტენა უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ო-------------–---–-ს სამსახურეობრივი ფორმის პერანგი და „მოტოროლას“ ფირმის სამსახურეობრივი დანიშნულების ხელის მოძრავი რადიო სადგური - ე.წ. „რაცია“ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; გ-------------–---–ის სამსახურებრივი ფორმის პერანგი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ანა კალანდაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. ფ-------------------–---ბილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4.ფ-------------------–---ბილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5.ფ-------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებდეს;
6.ფ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
7. ფ------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 30 სექტემბრიდან 2014 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით.
8. დ--------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
9. დ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
10.დ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
11.დ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
12. დ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 30 სექტემბრიდან 2014 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით.
13. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: ორი ცალი მოთეთრო ქაღალდი სისხლისმაგვარი ლაქებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; ზ---------------ს გრძელ მკლავიანი პერანგი და დუტის ჟილეტი, ფ------------------ს კუთვნილი თეთრი ფერის მაისური და შარვალი, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ხელის გადასატანი რადიოსადგურის ე.წ. ,,რაციის“ ანტენა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ო-------------–---–-ს სამსახურეობრივი ფორმის პერანგი და ,,მოტოროლას“ ფირმის სამსახურეობრივი დანიშნულების ხელის მოძრავი რადიო სადგური - ე.წ. ,,რაცია“ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; გ-------------–---–ის სამსახურებრივი ფორმის პერანგი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
14. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
15.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით. მსჯავრდებულებს, ვინაიდან განაჩენი გამოტანილია მათ დაუსწრებლად, უფლება აქვთ განაჩენი გაასაჩივრონ ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან ან განაჩენის გამოცხადებიდან თუ მოითხოვენ საკასაციო საჩივრის განხილვას მათი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი