განაჩენი

სისხლის სამართლის 18.11.2019
საქმის ნომერი
190100119003125274
ინსტანცია
თარიღი
18.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190100119003125274

საქმე №1ბ/1755-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

27 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გამართლებული: მ----- ნ-------ი (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგიტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გარდაბანი, ს------------------------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------- მახათაძემ და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მ----- ნ-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

 

გარდაბნის რაიონში მცხოვრებმა ა------ კ------------მ გადაწყვიტა თავისი შვილის - ტ---–--- კ------------ს გათხოვება, რაც ცნობილი გახდა საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი მისი ძმისთვის - მ----- ნ-------ისთვის, რომელმაც თავის დას - ა------ კ------------ს აუხსნა, რომ საქართველოში ყოფნისას სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა ტ---–--- კ------------სთან და ამდენად თვითონ აპირებდა მის ცოლად შერთვას, შესაბამისად მოსთხოვა ნიშნობის გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მ----- ნ-------ისგან მიღებული ინფორმაცია ა------ კ------------მ განაცხადა პოლიციაში, რის გამოც 2019 წლის 8 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება: მ----- ნ-------ის მიმართ, გარდაბნის რაიონ სოფელ თ---––------ში მცხოვრები არასრულწლოვანის (2----–-–----------- დაბადებული) ტ---–--- კ------------ს გაუპატიურების ფაქტზე, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით. იმ დროისათვის კვლავ საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი - მ----- ნ-------ისთვის, გახდა რა ცნობილი, რომ დისშვილის გაუპატიურების შესახებ მისმა დამ - ა------ კ------------მ განაცხადა პოლიციაში, დაბრუნდა საქართველოში და აღნიშნულით განაწყენებული 2019 წლის 12 ივლისს დაახლოებით 19:00 საათზე მას შემდეგ, რაც თავისი და, ა------ კ------------ არ დახვდა თავის საცხოვრებელ ბინაში (გარდაბნის რაიონის სოფელ თ---––------ში), გაემართა ქ. გარდაბანში, ს--------------------------ში მდებარე თავისი მეორე დის - ჯ------- მ---------ს საცხოვრებელ ბინის მიმართულებით. თავის მხრივ ა------ კ------------სთვის მისი არასრულწლოვანი შვილისგან გახდა რა ცნობილი მ----- ნ-------ის მის საცხოვრებელ ბინაში დანით მისვლის შესახებ, გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში და თავისი დის ბინიდან წავიდა პოლიციაში, სადაც განაცხადა მუქარის შესახებ. ვინაიდან, ა------ კ------------ არ აღმოჩნდა დის ბინაში, მ----- ნ-------ი დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სახლში მყოფ მეორე დას - ჯ------- მ---------ს და დედას - მ------ ნ--------ს, თუ არ ეტყოდნენ ა------ კ-------------ს ადგილსამყოფელს, რის გამოც ჯ------- მ---------ს და მ------ ნ--------ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის განხორციელებისას მ----- ნ-------ს წაასწრეს პოლიციის მუშაკებმა, წაართვეს დანა და დააკავეს შემთხვევის ადგილზე.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა მ----- ნ-------ის მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა №1-ით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის №021120719003 საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 12 ივლისს, გარდაბნის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ შ------- ნ-–--–-–---–ის მიერ, დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ის მუხლის პირველი ნაწილით. ბარათის თანახმად, 2019 წლის 12 ივლისს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოში საინფორმაციო ცენტრი 112-დან შესულია მოქალაქე ა------ კ------------ს შეტყობინება (5--------) მასზედ, რომ ამ უკანასკნელს და მის შვილებს ძმა დანით ემუქრებოდა.

 

№1833631 შეტყობინებით დადგენილია, რომ ა------ კ------------ს განცხადებით, 2019 წლის 12 ივლისს, ქალაქ გარდაბანში, ს----------------------------ში, ა------ კ------------ს და მის შვილებს ძმა დაემუქრა დანით.

 

დაზარალებულ მ------ ნ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ----- ნ-------ი არის მისი შვილი, დაზარალებული ა------ კ------------ არის მისი (გერი) ქალიშვილი, ხოლო ჯ------- მ--------- არის მისი ქალიშვილი. ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, მასთან მისული იყო მისი (გერი) ქალიშვილი ა------ კ------------, რომელმაც უთხრა, რომ მის შვილს მ----- ნ-------ს უნდოდა მისი (ა------ კ------------ს) მოკვლა, რომელსაც ხელში ჰქონია დანა, რაც ა------ კ------------სთვის უთქვამს მის არასრულწლოვან შვილს შ------–- კ-----------ის, რის გამოც განერვიულებულმა განაცხადა პოლიციაში. მოწმის განმარტებით, იმავე დღეს, 2019 წლის 12 ივლისს, როდესაც მ----- ნ-------ი სახლში მივიდა იყო განერვიულებული და ეცვა სველი ტანსაცმელი. მ----- ნ-------ი მისი განერვიულების მიზეზად ასახელებდა, რომ ა------ კ------------ს ასესხა ფული და აღარ უბრუნებდა. თავის მხრივ მ------ ნ--------მ მიუთითა, რომ და-ძმა იყვნენ და სირცხვილი იყო ასეთ საკითხებზე საუბარი, მოუწოდა დამშვიდებულიყო, ამასთან დაუსხა ჩაი და მიართვა საჭმელი. შემდეგ კი გამოსაცვლელად მიუტანდა ტანსაცმელ, რაზეც მ----- ნ-------მა უპასუხა, რომ ტანსაცმელს თვითონ გამოიცვლიდა. მ------ ნ--------მ ამ დროს კარზე გაიგო კაკუნი, ხოლო როცა გააღო კარები მას კარებთან პოლიციელები დახვდნენ, რომლებმაც ჰკითხეს სახლში იყო, თუ არა მ----- ნ-------ი. პოლიციელების ხმაზე მ----- ნ-------ი გამოვიდა სახლის კარებთან და თან იცმევდა ტანსაცმელს. მოწმის განმარტებით პოლიციის თანამშრომლებმა მ----- ნ-------ს განუმარტეს, რომ ა------ კ------------ს საჩივრის საფუძველზე (მუქარის ფაქტზე), უნდა დაეკავებინათ და მოხდა მისი დაკავება. მოწმემ დამატებით, განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავად არაფერი არ დაუნახავს და იცოდა მხოლოდ ა------ კ------------ს მონაყოლიდან, ამასთან დააზუსტა, რომ მისი და ჯ------- მ---------ს მიმართ მ----- ნ-------ს მუქარა არ განუხორციელებია და არც დანა ჰქონია დაკავებისა. მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში არსებული განსახვავების შესახებ ვერაფერს იტყვის, ვინაიდან, რასაც სასამართლოში ჰყვება არის სიმართლე და გამოძიებასაც ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა, მის გამოკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი, რომელიც უთარგმნიდა იმას რასაც ეკითხებოდა გამომძიებელი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ტ---–--- კ------------ ამჟამად არის გასათხოვარი, თუმცა მისი მშობლები აპირებდნენ მის გათხოვებას.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო წარმომადგენლის და ფსიქოლოგის მონაწილეობით მოწმის სახით დაიკითხა არასრულწლოვანი შ------–- კ-----------ი, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს გარდაბანში ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე დედასთან (ა------ კ------------სთან), მამასთან და ორ დასთან (აისენ და ტ---–--- კ-----------ებთან) ერთად. მოწმემ განმარტა, რომ ადრე მისი ბიძა - მ----- ნ-------ი ცხოვრობდა მათთან ერთად. მოწმის განმარტებით, მ----- ნ-------ი მათ არაფერს უშავებდა, თუმცა მას შემდეგ რაც დედამ უთხრა, რომ მ-----ისთვის კარი არ გაეღო მისი ეშინოდა. მ----- ნ-------მა ტელეფონით საუბრისას იჩხუბა მის დედასთან ა------ კ------------სთან. დედა - ა------ კ------------ და და - ტ---–---ი მ----- ნ-------ის გამო ტიროდნენ ხოლმე. მისთვის ცნობილი იყო, რომ დედა და ტ---–---ი მისულები იყვნენ პოლიციაში. არასრულწლოვანი მოწმის განმარტებით, მ----- ნ-------ი წასული იყო რუსეთში სამუშაოდ, როდესაც დაბრუნდა რუსეთიდან მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბიძასთან (მ----- ნ-------თან), მიდიოდნენ ხოლმე მაღაზიაში მასთან ერთად. ერთხელ, მამასთან ერთად წავიდა, ბიძასთან შ------სთან, სადაც დახვდა მ----- ნ-------ი, რომელიც იჯდა სავარძელზე და ხელით ანიშნა მასთან მისულიყო, რა დროსაც შეეშინდა და გაიქცა. მ----- ნ-------ს მისთვის არაფერი არ დაუშავებია, უბრალოდ ეუბნებოდა მისულიყო მასთან, რისიც შეეშინდა და გაიქცა სახლში. სახლში მისულს არავინ დახვდა, რის გამოც კიდევ უფრო შეეშინდა და ტაქსით წავიდა ბებიასთან მ------ ნ--------სთან. ბებიასთან მისვლისას დედას უთხრა, რომ მ----- ნ-------ი იყო ჩამოსული და იყო შ-----თან. ბებიის სახლიდან დედასთან ა------ კ------------სთან ერთად წავიდა პოლიციაში. მოწმემ განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში მოყვა, რომ სახლში იყო მარტო, რისიც შეეშინდა და ბებიასთან წავიდა ტაქსით. (იმის გათვალისწინებით, რომ მოწმე არის მცირეწლოვანი, ვერ შეძლო განვითარებული მოვლენების აღწერა თარიღების მითითებით).

 

მოწმის, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ლ------ ნ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, მუქარის ფაქტზე და გამოძიების დაწყებისთანავე გავიდა ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე. მას თან ახლდნენ პოლიციის თანამშრომლები: მ--–---- პ------–---–ი და ბ---- დ---–--ე. ადგილზე მისულებმა დაინახეს, რომ სახლი იყო ორ სართულიანი, სახლის აივანზე იდგა მ----- ნ-------ი, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა შავ ტარიანი დანა და აზერბაიჯანულ ენაზე მოკვლით ემუქრებოდა მ------ ნ--------ს და ჯ------- მ---------ს, თუ არ ეტყოდნენ სად იყო ა------ კ------------. მოწმის განმარტებით, მან მ----- ნ-------ს ხელიდან წაართვა დანა, ხოლო მისმა მეწყვილემ ბ---- დ---–--ემ ადგილზევე მოახდინა მისი დაკავება. დაკავებისას თარჯიმნის მონაწილეობით განუმარტა უფლებები და ადგილზევე შეადგინა დაკავების ოქმი. მოწმის განმარტებით, დაკავებამდე მ----- ნ-------ი იყო აგრესიული, ყვიროდა და ამბობდა რომ მოკლავდა ა------ კ------------ს.

 

მოწმის, გარდაბნის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი, ბ----ი დ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო შეტყობინება: ა------ კ------------ს და მისი მცირეწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც იყვნენ: ბ----ი დ---–--ე, მ--–---- პ------–---–ი და ლ------ ნ-------ი. შეტყობინების მიღებიდან მალევე ბ---- დ---–--ე მის თანამშრომლებთან ერთად გავიდა, ინფორმაციაში აღნიშნულ მისამართზე. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე თავიდან მისი თანამშრომელი ლ------ ნ-------ი შევიდა და დაინახა, რომ მ----- ნ-------ს ხელში ეჭირა დანა და აზერბაიჯანულ ენაზე იმუქრებოდა დედინაცვლის და დის მისამართით. რის შემდეგაც ლ------ ნ-------მა დაუძახა, მათ მალე შესულიყვნენ, რადგან მ----- ნ-------ი აზერბაიჯანულ ენაზე ქალებს მოკვლით ემუქრებოდა. მოწმის განმარტებით, ლ------ ნ-------მა მ----- ნ-------ს ხელიდან გამოგლიჯა დანა (შავი ტარით და ვერცხლისფერი პირით), ხოლო ბ---- დ---–--ემ და მ--–---- პ------–---–მა შებოჭეს მ----- ნ-------ი. ადგილზე გამოიძახეს თარჯიმანი. თარჯიმნის მისვლის შემდეგ შეავსეს დაკავების ოქმი, მ----- ნ-------ს განუმარტეს უფლებები და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დროს სახლში იყო ორი ქალბატონი და ორივე იყო შეშინებული, ხოლო მ----- ნ-------ი იყო აგრესიული.

 

მოწმის, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელის, მ--–---- პ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 12 ივლისს 19:00 საათზე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს ა------ კ------------ს შეტყობინება, მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. შეტყობინების მიღებიდან მალევე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ: თვითონ (მ--–---- პ------–---–ი), ბ----ი დ---–--ე და ლ------ ნ-------ი. ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე მისვლისას, შევიდნენ ეზოში და დაინახეს, რომ სახლის პირველი სართულის აივანზე იდგა მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა დანა და უტრიალებდა ორივე ქალბატონს. ქალბატნები მისგან დაშორებულები იყვნენ დაახლოებით 1,5 მეტრით. ლ------ ნ-------მა მეწყვილეებს უთხრა, რომ მამაკაცი აზერბაიჯანულ ენაზე მოკვლით ემუქრებოდა ქალბატონებს, რის გამოც მივარდა მამაკაცს და ხელიდან წაართვა დანა (დანა იყო შავტარიანი, ვერცხლისფერი პირით), ხოლო ბ----ი დ---–--ემ და მ--–---- პ------–---–მა ის შებოჭეს. დაკავებული მამაკაცი აღმოჩნდა მ----- ნ-------ი, რომელიც დაკავებისას მათ უწევდა წინააღმდეგობას და იქცეოდა აგრესიულად. ბ---- დ---–--ემ გამოიძახა თარჯიმანი, რომლის დახმარებითაც მ----- ნ-------ს განემარტა უფლებები და დააკავეს. მოწმის განმარტებით ზემოაღნიშნული ორი ქალბატონიდან ერთი იყო დაკავებულის დედა, მეორე კი და. ორივე ქალბატონი იყო შეშინებული, მათ მოითხოვეს მ----- ნ-------ის დაკავება.

 

მოწმის, გარდაბნის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის, თ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში, ჯ------- მ---------ს, ა------ კ------------ს და მ------ ნ--------ს გააცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილება, განუმარტა უფლებები და მოვალეობები, ასევე აღნიშნული პირები გამოკითხა მოწმის სახით. იმავე დღეს ბრალდებულ მ----- ნ-------ს, თარჯიმნის თანდასწრებით გააცნო დადგენილება ბრალის შესახებ და გამოიკითხა ბრალდებულის სახით. ამასთან მ----- ნ-------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს აღკვეთი ღონისძიების სხდომამდე გაუცვალა მტკიცებულებები.

 

მოწმის, გარდაბნის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელის შ------- ნ-–--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 12 ივლისს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში მიიღო ა------ კ------------ს შეტყობინება, რომ მას და მის შვილებს ძმა დანით ემუქრებოდა, აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში, შ------- ნ-–--–-–---–ს გამოკითხული ჰყავს ა------ კ------------, მ------ ნ--------, ა--- გ-------ი, არასრულწლოვანი შ------–- კ-----------ი და ნ----- ჯ--------ი. გამოტანილი აქვს დადგენილება არასრულწლოვანი მოწმისთვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. ასევე გაგზავნილი აქვს მიმართვა იურიდიული დახმარების ბიუროსთვის ადვოკატის დანიშვნის შესახებ. მოწმის განმარტებით, მის მიერ არის ჩატარებული ლ------ ნ-------ის სამსახურეობრივი სეიფიდან, გადაუდებელი აუცილებლობით დანის ამოღება, რომელიც ლ------ ნ-------მა წაართვა ბრალდებულს დაკავებისას. სასამართლო სხდომაზე მოწმემ მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა.

 

მოწმის, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის, ს------- კ--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 12 ივლისს, გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან მიმართებით გამოკითხული ჰყავს ბრალდებულის და ჯ------- მ--------- და ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები. ასევე დაცვის მხარეს გაუცვალა საქმეში არსებული მტკიცებულებები.

 

მოწმის, ნ-----ი ჯ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ტაქსის მძღოლი, მუშაობს გამოძახებებზე. 2019 წლის ივლისის თვეში გამოძახება ჰქონდა გარდაბანიდან თ---––------ში მგზავრის გადაყვანაზე. როდესაც მგზავრი მიიყვანა შეთანხმებულ ადგილას, კლიენტმა დალოდებოდა სთხოვა. როდესაც კლიენტი დაბრუნდა და ჩაჯდა ავტომობილში, ა/მანქანის უკანა კართან მივიდა პატარა ბიჭი, რომელიც ტიროდა და თხოვდა წაეყვანა ბებიასთან. ბავშვმა უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა და როცა მიიყვანდა ბებიასთან ის მისცემდა ფულს. ბავშვმა ასევე უთხრა ბებიის მისამართი (პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია). მოწმის განმარტებით, ბავშვი იყო შეშინებული, ტიროდა, რადგან მისი გადმოცემით სახლში იყო მარტო, მისი მშობლები წასულები იყვნენ ბებიასთან და ამიტომ ითხოვდა ბებიასთან მიყვანას. მართალია კლიენტი ეჯდა ავტომანქანაში, მაგრამ ჯერ წაიყვანა ბავშვი, რომელიც უცებ ჩავიდა ა/მანქანიდან და შევიდა სახლში, საიდანაც არავინ არ გამოსულა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ამ შემთხვევამდე ამ ბავშვს არ იცნობდა.

 

მოწმის ა---- გ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 12 ივლის გამოიძახა ტაქსი, რადგან უნდა წასულიყო თავის დასთან თ---––------ში. დანიშნულების ადგილას მისვლისას, ტაქსის მძღოლს სთხოვა დალოდებოდა, რათა უკან გაჰყოლოდა. როდესაც ა/მანქანასთან დაბრუნდა წვიმდა, ჩაჯდა ავტომობილში და სანამ ა/მანქანა დაიძვრებოდა მათთან მივიდა ატირებული პატარა ბიჭი, რომელმაც გააღო ავტომობილის უკანა კარი და მძღოლს სთხოვა წაეყვანა ბებიასთან სახლში. მათ კითხვაზე სად უნდა მიეყვანათ, ბავშვმა უპასუხა, რომ წაეყვანათ გარდაბნამდე. მოწმის განმარტებით ბავშვმა მათ უთხრა, რომ მისი მშობლები წასულები იყვნენ ბებიასთან და მარტო სახლში ყოფნა ეშინოდა. მოწმის განმარტებით, მათ ბავშვი მიიყვანეს მის მიერ მითითებულ მისამართზე. მოწმეს ზუსტად არ ახსოვს მისამართი, რადგან კარგად არ იცის ქ. გარდაბნის ქუჩები.

 

დაზარალებულებმა ა------ კ------------მ და ჯ------- მ---------მ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ოჯახის წევრის (ძმის) მ----- ნ-------ის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

ბრალდებულ მ----- ნ-------ის დაკავების ოქმის მიხედვით: ბრალდებულის დაკავება მოხდა ქალაქ გარდაბანში, ს-------------------------ში, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მ--–---- პ------–---–ის და ლ------ ნ-------ის მიერ. დაკავებაში მონაწილეობას იღებდა თარჯიმანი ა------ მ---------. დაკავებისას მ----- ნ-------მა გაწია ფიზიკური წინააღმდეგობა. დაკავებისას მ----- ნ-------ს აღენიშნებოდა მარჯვენა წარბზე, შუბლზე და ცხვირზე მუქი ფერის ლაქები. ორივე ქვედა კიდურის წვივზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის გამონაყარი. ოქმს ხელს აწერს დაკავებაში მონაწილე ყველა პირი.

 

დანის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 ივლისს, ქ.გარდაბანში აღმაშენებლის ქუჩა N14-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს შენობაში განთავსებული ლ------ ნ-------ის კუთვნილი რკინის სეიფიდან ამოღებული იქნა მ----- ნ-------ისგან წართმეული შავტარიანი დანა, რომლის ტარი არის 10 სმ სიგრძის, შავი ფერის პლასტმასის მასალისგან დამზადებული, ხოლო პირი არის ვერცხლისფერი ლითონისგან დამზადებული 12.5 სმ სიგრძის ცალ მხარეს ბასრად ალესილი. აღნიშნული დანა ამოღებისთანავე მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც დაილუქა შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ბეჭდიანი ლუქით და მასზე დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის ნომერი, ნივთის დასახელება, შესაბამისი ხელმოწერები და თარიღი.

 

მ----- ნ-------მა, პირველი ინსტანცის სამამართლოში საქმის განხილვისას, წარდგენილ ბრალდებაში არ ცნო თავი დამნაშავედ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ----- ნ-------ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულად ცნობის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. კერძოდ:

 

პალატა აღნიშნავს, რომ მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ მას ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

 

ამდენად, განსახილველი მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ბრალდებასთან მიმართებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არამარტო მუქარის დადგენის ფაქტს, არამედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმას, შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომლის არარასებობის შემთხვევაში, სხვა მტკიცებულებები, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც კი, არ წარმოადგენენ უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მოცემული ბრალდების ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატა, დაზარალებულების მ------ ნ--------სა დ ჯ------- მ---------ს მიმართ განხორციელებული მუქარის ეპიზოდთან მიმართებით განმარტავს, რომ დაზარალებულმა ჯ------- მ---------მ უარი განაცხადა ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, დაზარალებულმა მ------ ნ--------მ კი სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მ----- ნ-------ს მისი და მისი ქალიშვილის ჯ------- მ---------ს მიმართ მუქარა არ განუხორციელებია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრალდების ნაწილში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - გამომძიებელ ლ------ ნ-------ის ჩვენება, რითაც დადგენილია, რომ სახლის აივანზე, მ----- ნ-------ი აზერბაიჯანულ ენაზე, დანით ხელში სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა მ------ ნ--------ს და ჯ------- მ---------ს. სახლის აივანზე მ----- ნ-------ის დანით ხელში დგომის ფაქტი ასევე დადგენილია მოწმეების ბ----ი დ---–--ის და მ--–---- პ------–---–ის ჩვენებებითაც, თუმცა მუქარის შესახებ მათ იციან გამომძიებელ ლ------ ნ-------ისაგან.

 

რაც შეეხება დაზარალებულ ა------ კ-----------ის ეპიზოდს, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ა------ კ-----------მა უარი განაცხადა ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მ------ ნ--------მ კი სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ა------ კ------------ს მიმართ განხორცილებელი მუქარის შესახებ იცის თვით ა------ კ-----------ის ნაამბობიდან, რომელსაც მ----- ნ-------ის მიერ მისი (ა------ კახზრამანოვის) მისამართით განხორციელებული მუქარის თაობაზე უამბო არასრულწლოვანმა შვილმა - შ------–- კ------------მ. შ------–- კ------------ს ჩვენებით კი დადგენილია, რომ მათ ბიძასთან - მ----- ნ-------თან თავდაპირველად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც დედამ უთხრა მისთვის კარი არ გაეღო, ბიძის ეშინოდა, დედა და თავისი და ტ---–---ი ხშირად ტიროდნენ მ----- ნ-------ის გამო. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც მამასთან ერთად წავიდა ბიძასთან - შ------სთან, დახვდათ მ----- ნ-------ი, რომელმაც უთხრა რომ მასთან მისულიყო, თუმცა მას შეეშინდა და გაიქცა, სხვა მისთვის მ----- ნ-------ს არაფერი დაუშავებია.

 

საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - იმას, თუ რა ოდენობითა და რა შინაარსის მტკიცებულებებია აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო რაოდენობრივი სტანდარტი - მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა და ხარისხობრივი სტანდარტი - მტკიცებულებების უტყუარობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - მოწმე ლ------ ნ-------ის ჩვენება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მიერ დადგენილ სტანდარტს.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ მოწმეების თ-- გ--------ის, შ------- ნ-–--–-–---–ის, ს------- კ--–--ის ჩვენებებით დადგენილია მხოლოდ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება, ხოლო დაზარალებულ მ------ ნ--------ს (დაზარალებულ ა------ კ-----------ის ეპიზოდი), ბ---- დ---–--ის, მ--–---- პ------–---–ის (დაზარალებულ მ------ ნ--------ს და ჯ------- მ---------ს ეპიზოდი) ჩვენებები კი წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, ამ ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, დანაშაულის ჩადენა/არჩადენის ფაქტის დასადგენად, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რითაც დადასტურდებოდა მ----- ნ-------ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი მ----- ნ-------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------- მახათაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ----- ნ-------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ----- ნ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

განემარტოს მ----- ნ-------ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი დანის ბედი, გადაწყდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით საქმის განხილვისას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/