განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100119003005706
საქმე №1/ბ-587-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თ----- ქიმერიძე
პროკურორის - გ--- გ--–--ის
ადვოკატის - თ------ ჟ----ას
გამართლებულის - რ----- დ---–---–--ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- რ-----ის ძე დ---–---–--ის მიმართ, დაბადებული 3---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ოჩამიჩირე, სოფელი კ-------, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. სამტრედია, დ-------–-----–---------------------ში;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----- დ---–---–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 აპრილს, დახლოებით 16:00 საათზე, ქ. სამტრედიაში რ-------–---ს ქუჩა N86/1-ში მდებარე ლ---- პ------------ას საცხოვრებელ სახლში მივიდა ამ უკანასკნელის ძმა რ----- დ---–---–--ე, რომელმაც გენდერის ნიშნით, კერძოდ იმის გამო, რომ ლ---- პ------------ას ახლო ურთიერთობა ჰქონდა შ------ ხ-–-------თან, ყელში ხელი წაუჭირა მას, რის შემდგაც ხელი დაარტყა სახის არეში. ყოველივე აღნიშნულით ლ---- პ------------ამ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით რ----- დ---–---–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ--- გ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი რ----- დ---–---–--ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი რ----- დ---–---–--ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ----- დ---–---–--ის მიერ დანაშაულის ჩადენას, აპელატს მიაჩნია, რომ იგი ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამართლებულ რ----- დ---–---–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თ------ ჟ----ა წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და გამამართლებელი განაჩენი რ----- დ---–---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დამაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ რ----- დ---–---–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, თ------ ჟ----ას, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----- დ---–---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულებმა ლ---- პ------------ამ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (რ----- დ---–---–--ის) წინააღმდეგ.
მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ჯ---------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს სამტრედიაში, რ-------–---ს ქუჩის N86-ში საერთო საცხოვრებელში. ლ---- პ------------ა არის მისი მეზობელი. 2019 წლის 19 აპრილს იმყოფებოდა მეზობელთან, ლ---- ბ-------ესთნ. გაიგონეს ხმაური და გავიდნენ გარეთ. ლ. პ------------ა ყვიროდა, იყო გაბრაზებული. სხვა ვინმე, მათ შორის რ. დ---–---–--ე მას იქ არ დაუნახავს. გარედან გაიგონეს მანქანის ხმა, რომელიც წავიდა. ლ----ს ტუჩზე ემჩნეოდა პატარა ნაკაწრი. ლ. პ------------ამ თქვა, რომ იჩხუბეს, თუმცა ცემა არ უხსენებია.
მოწმე ლ---- ბ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს სამტრედიაში, რ-------–---ს ქუჩის N86-ში საერთო საცხოვრებელში. ლ---- პ------------ა არის მისი მეზობელი. იცის რომ რ----- დ---–---–--ე არის ლ----ს ძმა. 2019 წლის 19 აპრილს იმყოფებოდა სახლში. გაიგონა კივილის ხმა და გავიდა გარეთ. ლ. პ------------ამ უთხრა, რომ ცემა ძმამ. ტუჩთან ეტყობოდა ნაფხაჭნი. ლ---- იყო მარტო და რ. დ---–---–--ე მას იქ არ დაუნახავს.
მოწმის სახით დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შ----- თ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ ლ. პ------------ას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა გამომძიებელ ზ----- თ------ის დადგენილების საფუძველზე და გასცა შესაბამისი დასკვნა.
მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლმა ზ----- თ------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 19 აპრილს გამოძიება დაიწყო ლ---- პ------------ას მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რომელსაც ძმამ მიაყენა მსუბუქი დაზიანებები. მან გამოკითხა ლ. პ------------ა და რ. დ---–---–--ე. ასევე მოწმეები. ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. შემაკავებელი ორდერი გამოსცა უბნის ინსპექტორმა, რომელიც სასამართლომ გააუქმა.
მოწმის სახით დაკითხულმა შსს ხონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ-----– ნ--------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 19 აპრილს მას დაურეკა ლ. პ------------ამ, უთხრა, რომ ძმამ ცემა და მოითხოვა მისულიყო მასთან. მან ფაქტის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას და მივიდა. ლ. პ------------ამ მას უთხრა, რომ სახლში მიუვარდა ძმა, რომელმაც ხელი დაარტყა სახეში და კისერში მოუჭირა ხელი.
მოწმის სახით დაკითხულმა ხ---- ზ---------მა განმარტა, რომ 2019 წლის 19 აპრილს, რ. დ---–---–--ე მისივე თხოვნით წაიყვანა დედასთან კულაშში, საიდანაც წამოვიდნენ ისევ სამტრედიაში. გზად რ. დ---–---–--ემ სთხოვა, რომ შეივლ---- მის დასთან. მან მანქანა გააჩერა კორპუსთან. რ. დ---–---–--ე შევიდა ბინაში, თვითონ კი მანქანაში ელოდებოდა. რ-----ი გამოვიდა დაახლოებით 10 წუთში და წამოვიდნენ სამტრედიაში, სადაც დატოვა კიდეც რ. დ---–---–--ე. რ-----იმ თქვა, რომ ჰქონდა ოჯახური უსიამოვნება, თუმცა იგი დეტალებს არ ჩაძიებია.
საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 აპრილის N--------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 1-------–------------სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ---- პ------------ას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევის, სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 20 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედია, რ-------–---ს ქ. N86/1- ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს რაიმე საგანი ან ნივთი ნაპოვნი ან ამოღებული არ ყოფილა.
რ----- დ---–---–--ემ გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, რ----- დ---–---–--იე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ლ---- პ------------ამ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - რ----- დ---–---–--ის წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია რ----- დ---–---–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა სისხლჩაქცევის, სისხლნაჟღენთის და ნაჭდების სახით, თუმცა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული დაზიანებები დაზარალებულს მიაყენა რ----- დ---–---–--ემ, საქმეში წარმოდგენილი არ არის, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოში, ასევე რ----- დ---–---–--ემ გამოიყენა დუმილის უფლება.
საქმეზე დაკითხულ მოწმეების: ზ. ჯ---------ს და ლ---- ბ-------ის ჩვენებებით ირკვევა, რომ გარეთ გამოვიდნენ ხმაურზე, დაინახეს რომ ლ. პ------------ა ყვიროდა, ამ უკანასკნელმა მათ უთხრა, რომ ძმამ ცემა, თუმცა ადგილზე რ. დ---–---–--ე არ დაუნახავთ. ასევე საქმეზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლები კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ყოველივე ზემოაღნიშნულ----ნ გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----- დ---–---–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი რ----- დ---–---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი რ----- დ---–---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
რ----- დ---–---–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
რ----- დ---–---–--ის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში (ბანკის კოდი B-------) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N G--------------------- ანგარიშზე, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს თ----- ბ-----ეს (პ/ნ 6----------).
გამართლებულ რ----- დ---–---–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე