განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003125193
საქმე №1/ბ-716-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ნ--- ვ-–-----ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაბადებულის 1----–-–------------–-, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მ–----------------------------–----–----------------–------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111; 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენით:
ნ--- ვ-–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 07 მარტის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ--- ვ-–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ნ--- ვ-–-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 10 ივლისიდან 2019 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით.
ნ--- ვ-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ნ--- ვ-–-----ეს დაევალა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: დისკი, მასზე ჩაწერილი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოებით და დისკი, მასზე ჩაწერილი ,,112’’-ის აუდიო ჩანაწერით, რომლებიც ერთვის საქმეს, უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--- ვ-–-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნის დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 7 მარტს, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქ---------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ--- ვ-–-----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს _ ნ---- ჯ----–--–---–ს. კერძოდ, ხელი მოუჭირა მას კისერში და მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, რის შედეგადაც ნ---- ჯ----–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 18 ივნისს, ქ---------–--------------------–-------–---------ში, ნ--- ვ-–-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს _ ნ---- ჯ----–--–---–ს. კერძოდ, სახის არეში გაარტყა მას ხელი და ასევე, ხელი მოუჭირა მარჯვენა ხელზე, რის შედეგადაც ნ---- ჯ----–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 19 ივნისს ნ--- ვ-–-----ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი №0----- და მას აეკრძალა თავის მეუღლესთან _ ნ---- ჯ----–--–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 2019 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 12:25 საათზე, ნ--- ვ-–-----ე ნ---- ჯ----–--–---–ს დაუკავშირდა ტელეფონის ნომერზე 5----------2 და თხოვა შერიგება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---–- ტ-------ემ, რომელმაც ითხოვა ნ--- ვ-–-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელების დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულის პიროვნების, ასევე მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, მისთვის დანიშნული სასჯელი (პირობითად ჩათვლა) არ არის საკმარისად მკაცრი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას.
მსჯვრდებულმა ნ--- ვ-–-----ემ წარმოდგენილი შესაგებელით ითხოვა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- ჯ----–--–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ ზ----- ხ--------- და ვ------- ტ-----–--ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერტიზის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ--- ვ-–-----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ნ--- ვ-–-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ამასთან, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ნ--- ვ-–-----ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნ--- ვ-–-----ისათვის პირობითი მსჯავრის დანიშვნა მიზანშეწონილად მიაჩნია.
ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენი ნ--- ვ-–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენი ნ--- ვ-–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ნ--- ვ-–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 07 მარტის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1( ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811 მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ--- ვ-–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.მსჯავრდებულ ნ--- ვ-–-----ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 10 ივლისიდან 2019 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე_66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ ნ--- ვ-–-----ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხირციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ნ--- ვ-–-----ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ--- ვ-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
8.ნივთიერი მტკიცებულებები _ ორი ცალი დისკი, რომლებიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/