განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
330100119003071182
ინსტანცია
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003071182

საქმე №1ბ/1698-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ა------–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ავ--------–------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–-----–---------------------------–------------------–-------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით, 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ა---------–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა---------–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა---------–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი -ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---------–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, ა---------–-----–---–ს დამატებით სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა შაშხანა თავისივე შალითითა და 5 (ხუთი) ცალი ვაზნით (დალუქული N----------- პაკეტით ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე: ქ. თბილისში, ნ. რამიშვილის ქუჩა №38-ში) და შესანახად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ სამსახურს.

 

ა---------–-----–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1997 წლიდან ი------------–---–- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა---------–-----–---–თან და ერთად ცხოვრობს შვილებთან - 19---–--–--------------–-----------–---–-----------–--–--------------–-----------------–---–--------------–--–--------------–----------------–---–-------------–--–------–----------------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2018 წლის სექტემბრიდან, ა---------–-----–---–ი გახდა ძალიან აგრესიული მეუღლის მიმართ, რომელსაც თითქმის ყოველ დღე აგინებდა და ამცირებდა, რითაც გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებდა, რასაც ესწრებოდნენ მათი შვილები. ა---------–-----–---–ი ი------------–---–ს მუდმივად ეჩხუბებოდა, გამოხატავდა აგრესიას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, უყვიროდა, უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და ამცირებდა მას შვილების თანდასწრებით, მათ შორის - 8 (რვა) წლის თ-----------–---–ის თანდასწრებით, რომელიც მამის - ა---------–-----–---–ის მიერ დედის - ი------------–---–-ს მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ძალიან ნერვიულობდა და ხშირად ტიროდა. ა---------–------–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ი------------–---–- თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

2019 წლის 11 მაისს, დილის საათებში, ა---------–------–---–მა, არასრულწლოვანი შვილის - თ-----------–---–ის თანდასწრებით, კვლავ ფსიქოლოგიურად იძალადა ი------------–---–-ს მიმართ, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა გაურეცხა შარვალი, კერძოდ, ა---------–-----–---–ი უყვიროდა, თუ რატომ ეხებოდა მის ნივთებს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა გარდაცვლილი დედის საფლავის მისამართით, ეუბნებოდა დამამცირებელ სიტყვებს. აღნიშნულის შემყურე თ-----------–---–ი ტიროდა და ნერვიულობისაგან კანკალებდა. უფროსი შვილის - მ------ის სახლში დაბრუნების შემდეგ ა---------–-----–---–ი გავიდა სახლიდან. იმავე დღეს, რამდენიმე საათში, ა---------–-----–---–ი კვლავ დაბრუნდა სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რის შემდეგაც, არასრულწლოვნის თანდასწრებით, კვლავ უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ი------------–---–ს, აგინებდა დედის მისამართით და ეუბნებოდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, უყვიროდა, რის შედეგადაც ი------------–---–- თავს დამცირებულად გრძნობდა და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, თ-----------–---–ი კი კვლავ ტიროდა და ნერვიულობდა. ასევე, 2019 წლის 9 მაისს, ა---------–-----–---–მა, იმის გამო, რომ ი------------–---–- დღის განმავლობაში იმყოფებოდა მეგობართან, სახლში დაბრუნებულს, დაუწყო ჩხუბი, აგინებდა უწმაწური სიტყვებით, ამცირებდა და ლანძღავდა შვილების თანდასწრებით, რის შედეგადაც ი------------–---–- თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. ანალოგიური ვითარება იყო ასევე 2019 წლის 7 მაისს, როცა ა---------–-----–---–ი ი------------–---–ს დილის საათებში, სამსახურში წასვლამდე, აგინებდა დედას, ამცირებდა შვილების თანდასწრებით, რა დროსაც ი------------–---–- თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა სულიერ ტანჯვას.

 

2019 წლის 11 მაისს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ა---------–-----–---–ი, ქ------–--–-----–-------------------------------------------------------ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ი------------–---–ს. მუქარის დროს იგი წავიდა საძინებლისაკენ, სადაც შენახული ჰქონდა თავის სახელზე დარეგისტრირებული „R-----------------” ფირმის შაშხანა, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. საძინებლის კარი შეაღო ფეხით და თან ი------------–---–ს უყვიროდა, რომ მოკლავდა. ი------------–---–მა არ მისცა იარაღის აღების საშუალება. ა---------–-----–---–ის ქმედებების შედეგად ი------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა ა------–------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ა---------–-----–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ ა---------–-----–---–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------–-----–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა---------–-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, №----- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ა---------–-----–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის, მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ასევე, გათვალისწინებული იქნა ძალადობის ხასიათი, მისი ჩადენის გარემოებები და მისი ინტენსიურობა, მომავალში მისი ჩადენის რისკები და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა---------–-----–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. კერძოდ, მართალია, ა---------–------–---–ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებული არ ყოფილა დაუნდობელი ხასიათის ფიზიკური ძალადობა და გამოიხატებოდა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი ძალადობის ინტენსივობისა და გამოხატვის ფორმის გათვალისწინებით, შესაძლოა ფსიქოლოგიური ძალადობა არანაკლებ მძიმე შედეგის მომტანი იყოს დაზარალებულისათვის, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური ზომების მიუღებლობამ დაუცველი დატოვოს იგი მოძალადისაგან მომდინარე საფრთხეების წინაშე. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ა---------–-----–---–ი სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფდა ი------------–---–ს, აგინებდა და მოიხსენიებდა უცენზურო სიტყვებით, რასაც 2019 წლის 11 მაისს მოჰყვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომლის რეალური განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა დაზარალებულს. ეს მუქარა განხორციელდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულის აგრესიული ქცევის ფონზე და დაზარალებულმა დანამდვილებით იცოდა, რომ ა---------–------–---–ი მათი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ინახავდა მის სახელზე რეგისტრირებულ სანადირო იარაღს. ყოველივე ამას ესწრებოდა მათი 8 (რვა) წლის შვილი, რომელიც, როგორც თავად აღწერს გამოკითხვის ოქმში, მამის აგრესიული ქცევისა და ჩხუბის დროს ძალიან ნერვიულობდა და იყო შეშინებული. შესაბამისად, არასრულწლოვანი თ-----------–---–ი გახდა მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის არაპირდაპირი მსხვერპლი, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია მის ფსიქიკაზე. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის ძალადობრივი ქცევის შეჩერება შესაძლებელი გახდა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისა და მისი დაკავების შემდეგ. ამ შემთხვევაში მართალია, ბავშვი უშუალოდ არ გამხდარა ძალადობის ობიექტი, მაგრამ იგი გახდა ძალადობის შემსწრე, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ა------–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ა---------–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა---------–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა---------–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი -ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---------–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, ა---------–-----–---–ს დამატებით სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას შაშხანა თავისივე შალითითა და 5 (ხუთი) ცალი ვაზნით (დალუქული N----------- პაკეტით ინახება

 

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე: ქ. თბილისში, ნ. რამიშვილის ქუჩა №38-ში) და შესანახად გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ სამსახურს. იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

ა---------–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 მაისიდან.

 

მსჯავრდებულ ა---------–-----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა---------–-----–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ა---------–-----–---–ის სახელზე გაცემული 1 (ერთი) ცალი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, დალუქული №20 ლუქით (ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე: ქ. თბილისში, ნ. რამიშვილის ქუჩა №38-ში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი