განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
010210116001567934
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210116001567934

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-196-2019წ. 30 ოქტომბერი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ინდირა მაშანეიშვილი

ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე): რ----- შ------, ი--- დ--------

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): სს ,,ი–------------------–--”

წარმომადგენელი: ა-–---------- ფ------, თ----- გ------–-–---–-

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება დაზუსტებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 17 სექტემბერს, სს ,,თ------------–----------------------–---–--- და რ----- შ------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე სესხად გაიცა 33000 აშშ დოლარი 60 თვის ვადით, წლიური 10 % სარგებელის დარიცხვის პირობით. სესხის დაფარვა დადგინდა თანდართული გრაფიკის მიხედვით, რომლის დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, დავალ--ნების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 17 სექტემბერს, იპოთეკით დაიტვირთა რ----- შ------- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბ-----------------–-–---–------------------------------------------ 2014 წლის 17 სექტემბერს, სესხის უზრუნველსაყოფად, ასევე დაიდო სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც სესხზე სოლიდარული თავდებობა იკისრეს ი--- დ--------მ და გ---–----- გ---–--------. რ----- შ------მ სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. 2016 წლის მაისის თვეში, ბანკის მხრიდან მოვალეს დაენიშნა დამატებითი ვადა სესხის დასაფარად, თუმცა უშედეგოდ. სესხი არ გადაიხადეს თავდებმა პირებმაც. სარჩელის აღძვრის მომენტამდე, დავალ--ნებამ შეადგინა 30 422.14 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 27 278,94 აშშ დოლარი, სარგებელი - 1340,78 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1802,42 აშშ დოლარი. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა შემოსავალი, ვინაიდან 2016 წლის 30 მაისიდან სესხზე აღარ ირიცხებოდა სარგებელი. შესაბამისად, ძირ თანხაზე კარგავდა ყოველწლიურად 10%-ს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირი თანხის-27 278.94 აშშ დოლარის წლიური 10 %-ის გადახდა. მოპასუხეთა პოზიცია: სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე რ----- შ------მ აღნიშნა, რომ 2014 წელს, სს ,,--------------–----------------------–---–----გან სესხად მიიღო 33000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, თუმცა მოსარჩელე საბანკო დაწესებულებამ მოვალეს ზედმეტად გადაახდევინა კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით 2545,8836 აშშ დოლარი. უკვე განხორციელებული გადახდების გათვალისწინებით, ბანკს რეალურად ეკუთვნოდა 27 876,2564 აშშ დოლარი, რომლის გაანგარიშებაც უნდა მოხდეს სესხის აღების დროისთვის არსებული კურსით-1,7383, რომლის ექვივალენტი შეადგენს 48 457,2965 ლარს. ამ თანხას უნდა გამოაკლდეს, სესხის აღების დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად, უკვე შეტანილი 10315 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი და სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა უნდა განისაზღვროს 30521,516 ლარი. მოპასუხე გ---–----- გ---–-------- სარჩელი ცნო სრულად და დაადასტურა, რომ ნება გამოავლინა რ----- შ------- სესხის დაფარვაზე სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ. მოპასუხე ი--- დ--------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არ გამოუხატავს ნება რ----- შ------- ვალდებულების შესრულებაზე. ამასთან, სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება ყალბია, ვინაიდან მასზე მისი ხელმოწერა არ არის ნამდვილი.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. სს ”ი–------------------–--ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. რ----- შ------ს, ი--- დ--------სა და გ---–----- გ---–--------, სს ”ი–------------------–--ს” სოლიდარულად დაეკისროთ შემდეგი თანხის გადახდა: სესხის ძირი თანხა-27 278,94 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; სესხის სარგებელი- 1,340,78 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარი; პირგასამტეხლო- 1,802,42 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარი; მიუღებელი შემოსავალით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2016 წლის 30 მაისიდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირი თანხის 27 278.94 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის წლიური 10 %-ის გადახდა; 3. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებით აუქციონზე რეალიზებული იქნას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ---------------–-–---–----------------–---------------------------- 4. იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარავად, აღსრულება მიქცეული იქნას რ----- შ-------, ი--- დ---------- და გ---–----- გ---–-------- ნებისმიერ ქონებაზე; 5. სს ”ი–------------------–--ს” უკან დაუბრუნდეს, მის მიერ, წინასწარ გადახდილი სახ.ბაჟის ნაწილი-269 ლარი (ტრანზაქციის ნომერი- 0---------------, გადახდის თარიღი - 21/10/2016 წელი, მიმღების ბანკი/ ხაზინა 300693150). 6. რ----- შ------ს და ი--- დ--------ს, სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელეს აუნაზღაურონ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი-1900 ლარის ოდენობით; 7. გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიქცეული იქნას დაუყოვნებლივ და ამ მიზნით გაიცეს სააღსრულებო ფურცელი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2014 წლის 17 სექტემბერს, სს ,,თ------------–----------------------–---–--- და რ----- შ------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სესხის თანხა - 33 000 აშშ დოლარი; სესხის ვადა - 60 თვე-2019 წლის 17 სექტემბრამდე; სესხის წლიური სარგებელი - 10 %; ეფექტური განაკვეთი - 10,70 %; სესხის დაფარვა - შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიური შენატანებით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ სესხის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო დავალ--ნების 0,5%. 2.2. 2014 წლის 17 სექტემბერს, სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს ”ი–------------------–--სა” და რ----- შ------ს შორის გაფორმდა №69/4, ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა რ----- შ------- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ----------------–-–---–----------------–---------------------------. აღნიშნული სესხი უზრუნველყოფილი იქნა გ---–----- გ---–--------თან გაფორმებული სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ, 2014 წლის 17 სექტემბრის პირადი თავდებობის №69/3 ხელშეკრულებით და ი--- დ--------- სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ №69/5 ხელშეკრულებით. 2.3. რ----- შ------მ დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი, პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ორჯერ და უფრო მეტჯერაც; სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე-2016 წლის 30 მაისს და დავალ--ნების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა, რაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, 27 278.94 აშშ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული სესხის დაფარვის მიზნით, სოლიდარულ მოვალეს მოსარჩელისათვის თანხა არ გადაუხდია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 405-ე, 411-ე, 417-418-ე, 867-873-ე, 891-ე მუხლებზე და განმარტა: საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ რ----- შ------მ სს ,,ი–-----------------–------” აიღო სესხი, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ორჯერ და უფრო მეტჯერაც, სესხის დაფარვა შეწყვიტა 2016 წლის 30 მაისს, დავალ--ნების დარჩენილი თანხა-27 278.94 აშშ დოლარი არ გადაიხადა, რაც მოსარჩელეს ანიჭებდა უფლებას გასულიყო ხელშეკრულებიდან და დაუყოვნებლივ მოეთხოვა ვალის დაბრუნება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ძირი თანხის - 27 278,94 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლ--ნად ჩაითვალა და სრულად დაკმაყოფილდა. 2.5. იმაზე მითითებით, რომ ხელშეკრულებით მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი-10 %, ეფექტური განაკვეთი - 10,70 %, მიჩნეული იქნა, რომ აღნიშნული პროცენტების პროპორციულად სარგებლის გამოთვლა არ ეწინააღმდეგებოდა შეთანხმებას და მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის გადაეხადა, სარგებლის სახით, სარჩელით მოთხოვნილი 1340,78 აშშ დოლარი. 2.6. პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, მხარეები წერილობით შეთანხმდენ, რომ სესხის დაფარვა უნდა დასრულებულიყო სესხის გაცემიდან 60 თვეში- 2019 წლის 17 სექტემბრამდე. სესხის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ სესხის თანხას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა 0.5 %. ვინაიდან, 2016 წლის 30 მაისის შემდეგ, რ----- შ------- სესხი ვადაგადაცილებაშია და სარჩელის წარმოდგენის დროისათვის გადასახდელი ძირი თანხა შეადგენს 27 278,94 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, 1802,42 აშშ დოლარის ოდენობით მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრება სასამართლომ გონივრულად მიიჩნია და დააკმაყოფილა. 2.7. მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლომ აღნიშნა: რ----- შ------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა 60 თვის განმავლობაში-2019 წლის 17 სექტემბრამდე, რაც არ შეუსრულებია. მან, სესხზე სარგებელი აღარ გადაიხადა 2016 წლის 30 მაისიდან შესაბამისად, მოსარჩელემ ამ პერიოდიდან დაკარგა შემოსავალი. ვინაიდან, რ----- შ------- სესხზე გათვალისწინებული იყო წლიურად, ძირი თანხის 10 % სარგებელი, საქ. სკ-ის 394-ე, 400-ე და 411-ე მუხლების თანახმად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლ--ნად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა. 2.8. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის შედავება ი--- დ--------- სოლიდარული პასუხისმგებლობის №69/5 ხელშეკრულების სიყალბესთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ №69/5 ხელშეკრულება ფორმალურად აკმაყოფილებდა სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულების ყველა პირობებს. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბანკის თანამშრომელმა-ლ-- ფ------------ (ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გარიგების დადებაში) დაადასტურა გარიგების დადება და აჩვენა, რომ ხელშეკრულების დასადებად ბანკის ოფისში გამოცხადდა ი--- დ--------, გაეცნო ხელშეკრულებას და მოაწერა ხელი. მოწმემ კატეგორიულად უარყო სხვა პირის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტი. სასამართლომ, საკითხის გადასაწყვეტად მხარეებს შესთავაზა ექსპერტიზის ჩატარება. რ----- შ------მ უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ შეძლებდა ი--- დ--------- ექსპერტიზაზე გამოცხადებას. ასეთ ვითარებაში სასამართლომ, დოკუმენტის ნამდვილობის დასადასტურებლად მტკიცების ტვირთი, ნაცვლად მოსარჩელისა, დააკისრა მოპასუხეს და არსებული ვითარების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ №69/5 ხელშეკრულება ნამდვილი იყო, რომლის საფუძველზეც ი--- დ--------ს ეკისრებოდა, რ----- შ------- სესხის გადახდაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა. 2.9. ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა რ----- შ------- სესხის გადახდაზე ი--- დ---------- და გ---–----- გ---–-------- სოლიდარული პასუხისმგებლობა, ამასთან რ----- შ------- მხრიდან დარღვეული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი, ბანკის მიმართ ძირითადი მოვალის ვალდებულება გავრცელებული იქნა თავდები პირების მიმართაც და სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, რ----- შ------სთან სოლიდარულად, ი--- დ---------- და გ---–----- გ---–-------- მიმართ საფუძვლ--ნად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა. 2.10. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: იპოთეკის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უპირატესი უფლება აქვს იპოთეკის საგნით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. საქმეში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით იქნა დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ----------------–-–---–------------------------------------ ამასთან, დადგენილ--, რომ რ----- შ------მ და სოლიდარულმა მოვალეებმა - ი--- დ--------მ და გ---–----- გ---–--------, ბანკის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს და გადასახდელი აქვთ გარკვეული თანხები. შესაბამისად, ბანკის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციისა და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულების თაობაზე საფუძვლ--ნად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, 2014 წლის 17 სექტემბერს, რ----- შ------მ სს ,,ი–------------------–--ს“ ბათუმის ფილ--ლისაგან ისესხა 33000 აშშ დოლარის ექვივალენტი 57 369,11 ლარი. სასამართლოს, გადაუხდელის თანხის დაანგარიშების მიზნით უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 389-ე მუხლით და ყოველი გადახდისას გაანგარიშება უნდა მოეხდინა, სესხის აღების დროისათვის არსებული ვალუტის შესაბამისი კურსით. ამდენად, არსებული გადახდების გათვალისწინებით, სარჩელის წარდგენის დროისათვის, მის მიერ გადასახდელად დარჩენილ-- 30521,51 ლარი და არა, სასამართლოს მიერ დადგენილი 30422,14 აშშ დოლარი. 3.2. ი--- დ-------- 2014 წლის 03 სექტემბერს გავიდა საქართველოდან თურქეთში და შემოვიდა 2014 წლის 12 ოქტომბერს. შესაბამისად, 2014 წლის 17 სექტემბერს სადავო დოკუმენტზე ხელს ვერ მოაწერდა. 3.3. სასამართლო პროცესზე მოწმე ლ-- ფ------------ განაცხადა, რომ ი--- დ-------- 2014 წლის 17 სექტემბერს არ იმყოფებოდა და არ გამოცხადებულა ბანკის ოფისში, მან, დოკუმენტებს ხელი მოგვიანებით მოაწერა, თუმცა როდის, არ იცის. ამდენად, ლ-- ფ------------ ამით დაადასტურა მინიმუმ, დოკუმენტზე თარიღის გაყალბებები. 3.4. დოკუმენტის სიყალბის დადგენის მიზნით სასამართლოს შეთავაზებაზე რ----- შ------მ განმარტა, რომ 10 დღეში ვერ შეძლებდა ი--- დ--------- გამოცხადების უზრუნველყოფას და თავის მხრივ მოითხოვა, სადავო დოკუმენტებზე დანიშნულიყო ექსპერტიზა, რომლის დაკმაყოფილებაზეც ეთქვა უარი. 3.5. რ----- შ------მ, 2016 წლის 11 ოქტომბერს, სს ,,ი–------------------–--ში“ შეიტანა 400 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარი), ხოლო ბანკი აცხადებდა, რომ რ----- შ------მ 2016 წლის 30 მაისიდან შეწყვიტა თანხის გადახდა და 11 ოქტომბერს გადახდილ 400 აშშ დოლარზე (ექვივალენტი ლარი) ხელმეორედ დააწესა პროცენტების გადახდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლ-- გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლ--ნად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სს ,,ი–------------------–--ს“ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: სს ,,ი–------------------–--ს“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით-რ----- შ-------- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით ირკვევა, რომ რ----- შ------- სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის მარტში, ი--- დ--------- მიერ განხორციელებული შენატანით დაიფარა, როგორც ძირი თანხა, ისე ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო, ასევე საპროცენტო სარგებელი, ხოლო 2016 წლის 11 ოქტომბერს, რ----- შ------- მიერ შეტანილი 400 აშშ დოლარით დაიფარა, მხოლოდ ძირი თანხა (ტ.1.ს.ფ.376-382). 4.4. თავდაპირველ სარჩელზე თანდართულ წერილობით დოკუმენტში, 2016 წლის 26 ივლისს, სს ,,ი–------------------–--ს“ მიერ, რ----- შ------ზე გაცემულ ცნობაში დაფიქსირებულ--, რომ 2016 წლის 30 მაისის მდგომარეობით, რ----- შ------- ვალდებულება ბანკის მიმართ შეადგენდა 30 422,14 აშშ დოლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხა იყო 24 359,40 აშშ დოლარი, კრედიტზე დარიცხული სარგებელი 2 919,54 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო კი 3 143,20 აშშ დოლარი (იხ. ცნობა, ტომი 1, ს/ფ 175). 4.5. მოპასუხეების, რ----- შ-------, ი--- დ--------- და გ---–----- გ---–-------- მიერ, თავდაპირველი სარჩელის პასუხად წარდგენილ შესაგებელზე თანდართულ მტკიცებულებაში, სს ,,ი–------------------–--ს“ მიერ, 2017 წლის 10 მარტს გაცემულ ცნობაში დაფიქსირებულ--, რომ 2016 წლის 30 მაისის მდგომარეობით, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რ----- შ------- ვალდებულება ბანკის მიმართ შეადგენდა 30 422,14 აშშ დოლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხა იყო 27 278,94 აშშ დოლარი, კრედიტზე დარიცხული პროცენტი- 1340,78 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1802,42 აშშ დოლარი (ტ.1.ს.ფ.291). 4.6. მოპასუხეების, რ----- შ-------, ი--- დ--------- და გ---–----- გ---–-------- მიერ წარმოდგენილ შესაგებელში მითითებულ-- შემდეგი: ,,რ----- შ------მ ბანკისაგან მიიღო 33 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 33000*1,7383=57 363,9 ლარი. მოსარჩელემ, მოვალეს ზედმეტად გადაახდევინა კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით 2 545,8836 ამერიკული დოლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ 30 422,14 ამერიკულ დოლარს დაკლებული ეს თანხა, შეადგენს 30 422,14-2 545,8836=27 876,2564 ამერიკულ დოლარს, რაც 1,7383-ზე გამრავლებული არის 48 457,2965 ლარი. სსკ-ის 389-ე მუხლის შესაბამისად, ბანკს, მხოლოდ ეს თანხა ეკუთვნის მოვალისაგან. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მოვალესა და ბანკს შორის შეთანხმება სასამართლოში, რეალურად. იმავე 389-ე მუხლზე დაყრდნობით მოვალის მიერ შეტანილი 10 315 აშშ დოლარის გათვალისწინებით, რეალურად მოვალეს გადასახდელი აქვს ბანკზე 30 521,516 ლარი“. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს/ფ 213-223). 4.7. დადგენილ--, რომ 2017 წლის 07 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა სს ,,ი–------------------–--ს წარმომადგენელმა“ და შესაგებელში დაფიქსირებული თანხების გათვალისწინებით, მოპასუხეების, რ----- შ-------, ი--- დ--------- და გ---–----- გ---–--------ათვის, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30 422,14 აშშ დოლარის (გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად) დაკისრება მოითხოვა, საიდანაც 27 278,94 აშშ დოლარი ძირითადი თანხაა, სარგებელი-1340,78 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო-1802,42 აშშ დოლარი. ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით მოითხოვა, ძირ თანხაზე - 27 278,94 აშშ დოლარზე დარიცხული წლიური 10 %-ის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს/ფ 273-290). 4.8. 2014 წლის 17 სექტემბერს, სს ,,ი–------------------–--ს“ (გამსესხებელი) და რ----- შ------ს (მსესხებელი) შორის გაფორმებული №69/2 სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, გაცემული კრედიტის თანხაა 33 000 აშშ დოლარი, ვადა - 60 თვე, კრედიტის საპროცენტო განაკვეთი - 10%. ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია შემდეგი: ,,უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი ტვირთის წინაშე აყენებს! ვალუტის კურსის ცვლილებამ, შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს“. (იხ. ხელშეკრულება, ტომი 1, ს/ფ 49-50). 4.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 26.06.2019წ. განჩინებით გამოთხოვილი, №------------ სისხლის სამართლის საქმეში არსებული 29.12.2017წ. საქართველოს შ--------------------------–-------------------------------------------------------------–------------------------------------------------------–------ მიერ ჩატარებული 29.12.2017წ. №გრ/220 გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნისა და ამავე ექსპერტის 29.05.2019წ. გამოკითხვის ოქმით დადგენილ--, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან ამოღებულ - №65/5 ხელშეკრულებაზე ხელმოწერები შესრულებულ-- ი--- დ--------- ასული დ--------- (0---------წ. პ/ნ 6----------) მიერ. (იხ.ტომი 2, ს/ფ 304-315, 321-324). სამართლებრივი დასაბუთება 4.10. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.4-2.10 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 405-ე, 411-ე, 417-418-ე, 867-873-ე, 891-ემუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები და დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, თუ რას შეადგენს 2014 წლის 17 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი დავალიანება, მართებულია თუ არა, შეთანხმებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა და ნამდვილია, თუ არა ი--- დ--------- სახელით ხელმოწერილი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-132-ე მუხლების თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. 4.12. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხეებმა წერილობით დაადასტურეს, რომ 2014 წლის 17 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბანკის მიმართ რ----- შ------- დავალიანება შეადგენდა 27 876,2564 ამერიკულ დოლარს. ვინაიდან, დასახელებული თანხა არ აღემატება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძირი თანხის დავალიანებას-27 278,94 აშშ დოლარს, სსსკ-ის 131-132-ე მუხლების თანახმად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს დაზუსტებულ სარჩელში მითითებული აღნიშნული ფაქტი. 4.13. პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ი--- დ--------- მიერ, სოლიდარულ თავდებობაზე ნება გამოხატული არ ყოფილა და, რომ მისი სახელით ხელმოწერილი 2014 წლის 17 სექტემბრის №69/5 სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება ყალბია. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სსსკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტის გამოკითხვის ოქმის შეფასების საფუძველზე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული №65/5 ხელშეკრულება ხელმოწერილია ი--- დ-------- მიერ. შესაბამისად, აპელანტის, მხოლოდ ზეპირი განმარტება ამ ფაქტის უარსაყოფად სათანადო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რაც სადავო სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავალიანებაზე, ი--- დ--------- სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. 4.14. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა ვალუტით ევალებოდა მოვალეს სესხის თანხის დაბრუნება და დოლარის კურსის ცვლილების გათვალისწინებით, რა თანხა უნდა დაებრუნებია უკან, პალატა აღნიშნავს: სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი აწესრიგებს ისეთ სამართალურთიერთობას, როდესაც სახეზეა ფულადი ვალდებულება, რა დროსაც, ფულადი ვალდებულების ოდენობა განსაზღვრულია, თუმცა, ვალდებულების წარმოშობის დღიდან ვალდებულების შესრულების დღემდე ვალუტის კურსი ან ფულის ერთეული შეიცვალა. ნორმის მიზანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, ნორმის განმარტება, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი, სწორედ აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. „ნომინალიზმის პრინციპის“ მიხედვით, მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით (ნომინალით), რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამებოდა. კანონმდებლობაში ასახული ეს პრინციპი, ვალის გადახდისას ყურადღებას უთმობს არა გადასახდელი ნომინალის მსყიდველობაუნარიანობას, არამედ თავად ნომინალს და ფულადი ნიშნების რაოდენობას. ნომინალიზმის პრინციპის შესაბამისად, ვალდებულების საგანი ფულადი ერთეულების რაოდენობაა და არა ფულის მსყიდველობაუნარიანობა. (იხ სუსგ № ას-1298-2018, 22 მარტი, 2019.) 4.15. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ, საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულ-- კანონის მიერ. ამავე კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 17 სექტემბერს, სს ,,თ------------–----------------------–---–--- და რ----- შ------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ უცხოურ ვალუტაში გამოსახულ სესხზე (33 000 აშშ დოლარი) და მისი გადახდის წესზე, რაც არ ეწინააღმდეგებოდა კანონს. ამასთან, სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებში მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი ტვირთის წინაშე აყენებდა, კერძოდ ვალუტის კურსის ცვლილებას შესაძლოა, ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაეზარდა, რასაც მსესხებელი დაეთანხმა ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით და სესხის დოლარში განსაზღვრით, თვითონ აიღო კურსის ცვლილების გამო, გადასახდელი თანხის გაზრდის რისკი. ამდენად, ის გარემოება, რომ მსესხებელმა ხელშეკრულების შესაბამისად მისთვის აშშ დოლარებში დამტკიცებული თანხა გაიტანა ლარებში, არ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალუტის შეცვლის საფუძველს და ადასტურებს მსესხებლის ვალდებულებას სესხი დააბრუნოს იმავე ვალუტაში ან გადახდის დღისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში- ლარებში. შესაბამისად, აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის (33000 აშშ დოლარი) დაფარვის მიზნით შეტანილი თანხების გაანგარიშება უნდა განხორციელდეს ეროვნულ ვალუტაში, სესხის გამოტანის დროისათვის არსებული კურსით, საიდანაც რომლის მიხდვითაც გადახდილად უნდა ჩაეთვალოს 10315 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება 1,7383 კურსზე გაანგარიშებით უნდა განისაზღვროს 30 521,516 ლარით-გაზიარებული ვერ იქნება. ვინაიდან, რ----- შ------მ ბანკისაგან მიიღო სესხი 33 000 აშშ დოლარი, ხოლო მისივე შესაგებლით დასტურდება, რომ გადასასახდელად დარჩენილია 27278,94 ამერიკული დოლარი, სასარჩელო მოთხოვნა ამ თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. 4.16. პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ მიუხედავად 2016 წლის ოქტომბერში სესხის დაფარვის მიზნით, მის მიერ, 400 აშშ დოლარის გადახდისა, სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის სახით, 2016 წლის მაისიდან სესხის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა არასწორად დაადგინა. როგორც სარჩელითა და შესაგებლით, ასევე სს ,,ი–------------------–--ს“ მიერ, წარმოდგენილი მტკიცებულებით-რ----- შ-------- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით ირკვევა, რ----- შ------ს, სესხის გრაფიკის შესაბამისი გადახდები სრულად შესრულებული არ აქვს, ამასთან, 2016 წლის მარტის თვიდან, სესხზე საპროცენტო სარგებელი საერთოდაც გადახდილი არ ყოფილა, ხოლო 2016 წლის 11 ოქტომბერს, მის მიერ შეტანილი 400 აშშ დოლარით დაიფარა, მხოლოდ ძირი თანხა, რომელიც დაზუსტებული სარჩელით გათვალისწინებული იქნა და დაზუსტდა თანხის ნაწილში მოპასუხეთა მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავალის სახით ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2016 წლის 30 მაისიდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირი თანხის-27 278.94 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის წლიური 10 %-ის გადახდის დაკისრების თაობაზე, სრულად გამომდინარეობს სსკ-ის 394.1-ე, 408.1-ე, 411-ე მუხლების მოთხოვნებიდან. 4.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც სს ,,ი–------------------–--ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ რ----- შ------- და ი--- დ--------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტებს, რ----- შ------ს და ი--- დ--------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, გადახდის დროისათვის არსებული კურსით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1216,8 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, მაგრამ, არაუმეტეს 5000 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რ----- შ------- და ი--- დ--------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება;

3. რ----- შ------სა და ი--- დ--------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, სახელმწიფო ბაჟის 1216,8 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, მაგრამ, არაუმეტეს 5000 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ინდირა მაშანეიშვილი

ლაურა მიქავა