განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119003065361
საქმე №1ბ/1791-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილმა
მსჯავრდებულ ლ--------–-–---–ის ადვოკატების მ--------------–---–ის და ლ--–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ--------–-–---–ის მიმართ - დაბადებული 19---–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ლ---------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ--------–-–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 18 მაისამდე, შპს „ქ--------–----------------–------------------–-----------–-“ (ს------------) გაყიდვების დეპარტამენტში, სავაჭრო აგენტის თანამდებობაზე მუშაობდა ლ--------–-–---–ი, რომელსაც მიბარებული ჰქონდა კახეთის რეგიონის სავაჭრო ობიექტები და ევალებოდა მათთვის კომპანიის პროდუქციის მიწოდება, ასევე, გაყიდული პროდუქციის თანხების ამოღება და კომპანიის ანგარიშზე ასახვა. ლ--------–-–---–მა მუშაობის პერიოდში, მათ შორის, 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 18 მაისის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან. პროდუქციის რეალიზაციის შედეგად ამოღებული, კომპანიის კუთვნილი 3933.96 ლარი, რაც მოიხმარა პირადი საჭიროებისთვის. აღნიშნული ქმედების შედეგად, მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი მიადგა შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიას“.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენით:
ლ--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ--------–-–---–ის ადვოკატებმა მ--------------–---–მა და ლ--–----------–---–მა, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, ლ--------–-–---–ისათვის სსკ-ის 42-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და გამოყენებული სასჯელი არის უსამართლო და ზედმეტად მკაცრი. აპელანტის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ლ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ--------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, ლ--------–-–---–ის მიერ დანაშაულის აღიარების, მოწმეთა ჩვენებების, დათვალიერების ოქმის, რევიზიის აქტისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ--------–-–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ლ--------–-–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის აღიარება და მონანიება, დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღარების ფაქტი, დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობა, ასევე, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მხედველობაში მიიღო ასევე დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელი ჯარიმის სახით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის დადგენილი სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე დამდგარი ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ლ--------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენი ლ--------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატა თვლის, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ--------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ--------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების, მ--------------–---–ისა და ლ--–----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ლ--------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ლ--------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ლ--------–-–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით 3000 (სამი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ გ-------–-–---–ის (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.
ნივთიერი მტკიცებულება:
DVD დისკი და ზეტ ანგარიშები - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი