განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.11.2019
საქმის ნომერი
190310019002859745
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190310019002859745

საქმე N3ბ/2026-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - უ---------------–-–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ-----–- კ-------ე;

წარმომადგენელი - ნინო იმნაძე;

 

მესამე პირი (ა.ს.კ 16.2) - შპს ,,ს----------–------------–-----------------------–-------------–ია";

წარმომადგენელი - ი-----–----–-----–---–ი;

 

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 ოქტომბრის №8------------05 გადაწყვეტილების (ი----იდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია) ბათილად ცნობა;

 

1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 მარტის №8----------- გადაწყვეტილების (ზედდების ნაწილში) ბათილად ცნობა;

 

1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 11 ნოემბრის №8------------03 (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 დეკემბრის №8------------04 (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №3----- (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.6. ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ნ-----–- კ-------ის წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 11 ნოემბრის №8------------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2015 წლის 24 დეკემბრის №8------------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 30 აპრილის №8------------03 ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 ოქტომბრის №8------------05, 2010 წლის 25 მარტის №8----------- გადაწყვეტილებები და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. 2000 წლის 16 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულებით, ი----ი ტ----–--ეს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. გ--------ნი, ჭ-------ის ქ. №6, სამოთახიანი, საცხოვრებელი ფართით 48 კვ.მ. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ-----–- კ-------ე არის აწ გარდაცვლილი ი----ი ტ----–--ის პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე, რომელმაც საკუთრებაში მიიღო საცხოვრებელი ბინა მისამართზე: ქ. გ--------ნი, ჭ-------ის ქუჩა №6, რომლის მახასიათებელია: სარეგისტრაციო ზონა ქ. გ--------ნი, კოდი 81, სექტორი გ--------ნი, კოდი 15, კვარტალი 09, ნაკვეთის №179, ფართობი 0,15 ჰექტარი დაუზუსტებელი.

 

4.2. დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ--------ნი, ჭ-------ის ქ.№6, ს/კ 8-----------, დაზუსტებული ფართობი 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი 48 კვ.მ. 2006 წლის 26 ივნისს საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ-----–- კ-------ის სახელზე.

 

4.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ. გ--------ნი, ს/კ 8----------- დაზუსტებული ფართი 4 063,00 კვ.მ 2009 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სააქციო საზოგადოების ,,თ---–-----ის" სახელზე. რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველად მითითებულია, რომ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2009 წლის 13 ოქტომბრის №1------ ბრძანება და შპს ,,უ-------გ.მ-ს'' 2009 წლის 14 აგვისტოს №19 დასკვნა.

 

4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 30 აპრილის №8------------03 გადაწყვეტილებით, შპს "საქართველოს ს-------–-----------------------–-------------–-ის" განცხადება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილდა და 2010 წლის 30 აპრილის მდგომარეობით უძრავი ქონება, (ქ. გ--------ნი, ს/კ 8----------- დაზუსტებული ფართი 4 063,00 კვ.მ) საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,ს----------–------------–-----------------------–-------------–იის" სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სს ,,თ---–-----ის" სამეურვეო ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შედეგების დამტკიცების ოქმი №1, №1--------, დამოწმების თარიღი 23.03.2010 ნოტარიუსი მ. მ------–---–ი. სს ,თ---–-----ის" სამეურვეო ქონების მიღება - ჩაბარების აქტი №1--------, დამოწმების თარიღი 23.02.2010, ნოტარიუსი მ. მ------–---–ი და ექსპერტიზის დასკვნა №8---------, დამოწმების თარიღი 04.12.2009 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბი----ო.

 

4.5. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა ქ. გ--------ნში, ჭ-------ის ქ. №6-ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 8----------- საზღვრისა და ფართობის დაზუსტება.

 

4.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 11 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით, შეჩერდა 2015 წლის 6 ნოემბრის განცხადებაზე მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, მითითებული იქნა, რომ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, მოეთხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის და მინდობილობის (№1--------) დედნის წარდგენა.

 

4.7. დადგენილია, რომ 2015 წლის 24 დეკემბრის №8------------04 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის - ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

 

4.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 11 ნოემბრის №8------------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №3----- გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ--------ნი, ჭ-------ის ქ. №6, ს/კ 8-----------, საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ნ-----–- კ-------ის სახელზე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, 2009 წლის 23 ოქტომბრის №8------------05 გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება აღირიცხა სს ,,თ---–-----ის" სახელზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრაციისას ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, მოპასუხეს არ გაუთვალისწინებია რეესტრში დაცული დოკუმენტები, რომლითაც დგინდებოდა, რომ ნ-----–- კ-------ეს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 2006 წლის 26 ივნისს მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება (ქ. გ--------ნი, ჭ-------ის ქ. №6, ს/კ 8----------- დაზუსტებული ფართობი 0,15 ჰა) მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე 48 კვ.მ. საცხოვრებელი სახლზე და რომ აღნიშნული უძრავი ნივთი ზედდების ნაწილში უკანონოდ დარეგისტრირდა სააქციო საზოგადოების ,,თ---–-----ის" და შემდგომ შპს ,,საქართველოს ს-------–------ო ე-------------–ი კ----------–-ის" სახელზე.

 

სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სარეგისტრაციო წარმოებისას ასევე არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, არ გაუთვალისწინებია მასთან დაცული დოკუმენტაცია, რაც გამორიცხადვა სადაო ქონების ზედდების ნაწილში სს ,,თ---–-----ისა" და შპს ,,ს----------–------------–-----------------------–-------------–იის" საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სს „თ---–-----ის" სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა და მიუთითა, რომ გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.

 

6. აპელანტ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

6.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და და მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არ მოახდინა მოქმედი საკანონმდებლო ნორმების სწორი განმარტება. არ იზიარებს სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას სადავო მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია და არ გაუთვალისწინებია მასთან დაცული დოკუმენტაცია და აღნიშნულზე განმარტავს, რომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია გულისხმობს, ნ-----–- კ-------ის სახელზე ქ. გ--------ნში, ჭ-------ის ქ. №6-ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 8-----------) საზღვრისა და ფართობის დაზუსტებას.

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას ქ. გ--------ნში, ჭ-------ის ქ. №6-ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 8-----------) ადგილმდებარეობის სიზუსტესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება აღნიშნული გარემეობის გასამყარებლად. მისივე განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა დაედგინა შეესაბამებოდა თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები კანონს და აყენებდა თუ არა ისინი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონზე არგუმენტირებით მიიჩნევს, რომ სააგენტოს ვალდებულება - გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, რეალიზდება სარეგისტრაციო წარმოებისას რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა/არარსებობის დადგენით. დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ სს ,,თ---–-----ის" საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ისე, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული უდგინდებოდა თუ არა სხვას აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, იმ პირობებში, როცა სასამართლოს არ მიუთითებია, თუ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული რომელი მტკიცებულება იძლეოდა იდენტურობის დადგენის შესაძლებლობას.

 

აპელანტი მიიჩევს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით დაედგინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობდა გარემოება, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. მისივე განმარტებით, სასამართლოს უნდა შეეფასებინა მხოლოდ ერთი გარემოება - დგინდებოდა თუ არა მოსარჩელის უფლებისდამდგენ დოკუმენტაციაში უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრები, აპელირებს საკასაციო სასამართლოს №ბს-166-165(კ-16); №ბს-238-235(კ-14) განჩინებებზე და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახლა განსახილევლად დაბრუნებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

7.2. პალატა აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის კუთხით, ანუ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა უკავშირდება მხოლოდდამხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს/მსჯელობის არარსებობას ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 300 (სამასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში და ასევე ერთ - ერთი სადავო აქტის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 30 აპრილის №8------------03 გადაწყვეტილების (ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ) მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტას.

 

პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 ოქტომბრის №8------------05 (ი----იდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 მარტის №8----------- (ზედდების ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 11 ნოემბრის №8------------03 (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 დეკემბრის №8------------04 (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №3----- (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნაზე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 30 აპრილის №8------------03 (ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება.

 

7.3. დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ--------ნი, ჭ-------ის ქ. №6, ს/კ 8-----------, დაზუსტებული ფართობის 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 48 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი 2006 წლის 26 ივნისის მდგომარეობით საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ-----–- კ-------ის სახელზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით პალატა განმარტავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 ოქტომბრის №8------------05 გადაწყვეტილება (ი----იდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს, „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილს.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ დასახელებული უძრავი ქონების რეგისტრაციისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მოხდა საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლა, კერძოდ, მოპასუხეს არ გაუთვალისწინებია სააგენტოში დაცული დოკუმენტები, რომლითაც დგინდებოდა, რომ ნ-----–- კ-------ეს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2006 წლის 26 ივნისს მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება ქ. გ--------ნი, ჭ-------ის ქ. №6, ს/კ 8-----------, დაზუსტებული ფართობი 0,15 ჰა მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე 48 კვ.მ. საცხოვრებელ სახლზე და აღნიშნული უძრავი ნივთი ზედდების ნაწილში უკანონოდ დარეგისტრირდა სააქციო საზოგადოების ,,თ---–-----ის" და შემდგომ შპს ,,საქართველოს ს-------–------ო ე-------------–ი კ----------–-ის" სახელზე, რითაც დაირღვა მოსარჩელის საკუთრების უფლება.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით დაედგინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა. აღნიშნულზე პალატა განმარტავს შემდეგს: იმის გათვალისწინებით, რომ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ცნობილია რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/ების ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა გადამოწმების ვალდებულება, ადმინისტრაციულ ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს სს „თ---–-----ის" სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში კი პალატას ცალსახად მიაჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, არ გაუთვალისწინებია მასთან დაცული დოკუმენტაცია, რაც დიდი ალბათობით გამორიცხადვა სადაო ქონების ზედდების ნაწილში სს ,,თ---–-----ისა" და შპს ,,ს----------–------------–-----------------------–-------------–იის" საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" კანონზე, იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაზე და ასევე მართებულად განმარტა, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს ი----იდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს ი----იდიული ფაქტების კანონიერებას. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების ი----იდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 ოქტომბრის №8------------05 გადაწყვეტილება მიღებულია ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. ცალსახაა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ მოსარჩელეს უკვე რეგისტრირებული ჰქონდა უძრავი ქონება, არ დაუდგენია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, არ გამოუკითხავს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, ისე განახორციელა სააქციო საზოგადოების ,,თ---–-----ისა" და შემდგომ შპს ,,საქართველოს ს-------–------ო ე-------------–ი კ----------–-ის" სახელზე სადაო ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არ გამოუკველვია ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ინფორმაცია.

 

საქმის მასალებით პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა ქ. გ--------ნში, ჭ-------ის ქ. №6-ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 8----------- საზღვრისა და ფართობის დაზუსტება. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 11 ნოემბრის №8------------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, მოსარჩელეს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის და მინდობილობის (№1--------) დედანის წარდგენა. 2015 წლის 24 დეკემბრის №8------------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი - ინფორმაცია.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს რეგისტრირებული ჰქონდა ქ. გ--------ნი, ჭ-------ის ქ. №6-ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 8----------- პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გამორიცხავდა სს ,,თ---–-----ის" სახელზე მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში რეგისტრაციას. რაც ასევე გამორიცხავდა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 მარტის №8----------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას. ამდენად, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება/ები, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

7.4. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №3----- გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილად ცნობის ნაწილშიც და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინსტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ისე უთხრა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ ფაქტობრივად არც გამოუკვლევია საქმეში არსებული უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები და იმ გარემოებაზე არგუმენტირება, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს, მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში და რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მინდობილობის დედანი, პალატას მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებლად მიაჩნია და განმარტავს, რომ გარემოებების გაუთვალისწინებლობით ადგილი ქონდა საკითხისადმი ფორმალურ მიდგომას.

 

ვინაიდან, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნ-----–- კ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 ოქტომბრის №8------------05 გადაწყვეტილება (ი----იდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 მარტის №8----------- გადაწყვეტილება (ზედდების ნაწილში); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 11 ნოემბრის №8------------03 (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 დეკემბრის №8------------04 (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №3----- (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტების გამოცემა.

 

7.5. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული შუამდგომლობით მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართა სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები სასამართლოს გარეშე ხარჯებს განეკუთვნება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების (როგორც სასამართლო, ასევე არასასამართლო ხარჯების) გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. გარდა საპროცესო ნორმებისა, ხსენებული მოთხოვნის მხარდამჭერი სამართლებრივი საფუძველია მატერიალურ - სამართლებრივი ნორმებიც, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საგულისხმოა მოცემულ საკითხთან სასამართლო პრაქტიკაც. ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (სუს 1330-1315(კ-11) 2012წ. 9.02 განჩინება).

 

ადვოკატების ხარჯების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებული ხსენებული მიდგომა თავსებადია და გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული (სტრასბურგის) სასამართლოს დამკვიდრებული ევროპული სტანდარტიდანაც. კერძოდ, ევროპული სასამართლო მაშინაც აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ქველმოქმედების სახით. ევროპული სასამართლოს მეორე სექციის მიერ 2012 წლის 2 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე - „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განიმარტა - „სასამართლო შენიშნავს, რომ საქართველოს ახალგაზრდა ი----ისტთა ასოციაციისა და EHRAC-ის ქართველმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა მომჩივნებს გაუწიეს საჭირო ი----იდიული დახმარება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ მთელ რიგ ქართულ საქმეებში ამ ორი NGO-ს ადვოკატთა გუნდი სამართალწარმოების დროს არ შეიძლება დარჩეს კომპენსაციის გარეშე.

 

ამდენად, ს-------–------ო თუ ეროვნული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯი, რომლის გაწევის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებაც მართალია მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენილი არ არის, თუმცა ცალსახად დასტურდება ნ-----–- კ-------ის საქმეზე ნინო იმნაძის მიერ საადვოკატო მომსახურება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელე ნ-----–- კ-------ის მიერ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაფიქსირებულ ზემოაღნიშნული მოთხოვნას, რაზედაც საქმის განმხილველი სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით უარგუმენტოდ ეთქვა უარი.

 

აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ ადვოკატის მომსახურეობის ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანცი----ობა და სხვა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მომსახურების უდავოდ გაწევის ფაქტიდან გამომდინარე (როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 53.1 მუხლების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისროს ნ-----–- კ-------ის სასარგებლოდ მის მიერ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2-ე მუხლის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც, ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო საჩივარზე და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ჯამში 500 (ხუთასი) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ-----–- კ-------ის სასარგებლოდ.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ნ-----–- კ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 ოქტომბრის №8------------05 გადაწყვეტილება (ი----იდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 მარტის №8----------- გადაწყვეტილება (ზედდების ნაწილში); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 11 ნოემბრის №8------------03 (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 დეკემბრის №8------------04 (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №3----- (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტების გამოცემა.

 

5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს ნ-----–- კ-------ის სასარგებლოდ მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.

 

6. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 (ხუთასი) ლარის გადახდა დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ-----–- კ-------ის სასარგებლოდ;

 

7. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -