განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
330100118002702431
ინსტანცია
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002702431

საქმე #1ბ/1005-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ------------–---–ის

ადვოკატის: ნ---------------ის

მსჯავრდებულის: გ----------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის და მსჯავრდებულ გ----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ----------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: გ-----------------------------–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----------------------------------------------–-----------–-----------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და საქართელოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების კვალიფიკაცია);

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (ორი ეპიზოდი).

 

მანვე ჩაიდინა, ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ-------–--–--------------–--------------–-----------------------------------------------------ში, გ----------------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლის - ა--------–---–ის მამას - გ----------–---–ს დანის საშუალებით მარცხენა ბეჭის არეში განზრახ მიაყენა ორი ნაკვეთი ჭრილობა, რამაც გ----------–---–ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2018 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ-------–--–--------------–--------------–-----------------------------------------------------ში, გ----------------–---–მა მეუღლეს - ა--------–---–ს დანის საშუალებით განზრახ მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ნეკნქვეშა სივრცეში, რამაც ა--------–---–ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2018 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ-------–--–--------------–--------------–-----------------------------------------------------ში, გ----------------–---–მა მეუღლის დედას - ე---------------–-–---–ს დანა განზრახ დაარტყა ზედა ყბის მარცხენა მხარეს, რის გამოც ე---------------–-–---–მა მიიღო მარცხნივ ზედა ყბის ძვლის მოტეხილობა, რამაც ე---------------–-–---–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (გ----------–---–ის ეპიზოდი).

 

მანვე ჩაიდინა, ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ-------–--–-------------–--------------–-----------------------------------------------------ში, გ----------------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლის - ა--------–---–ის მამას გ----------–---–ს დანის საშუალებით მარცხენა ბეჭის არეში განზრახ მიაყენა ორი ნაკვეთი ჭრილობა, რამაც გ----------–---–ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;

 

ასევე, გ----------------–---–მა მეუღლის დედას - ე---------------–-–---–ს დანა განზრახ დაარტყა ზედა ყბის მარცხენა მხარეს, რის გამოც ე---------------–-–---–მა მიიღო მარცხნივ ზედა ყბის ძვლის მოტეხილობა, რამაც ე---------------–-–---–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენით:

 

გ----------------–---–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (ა--------–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

 

გ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:

 

საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ----------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

გ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო - 2018 წლის 1 აგვისტოდან;

 

გ------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა და მსჯავრდებულ გ----------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ------------–---–მა მოითხოვა გ----------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ გ----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (ა--------–---–ის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში და ჩადენილი დანაშაულებისათვის (სამი ეპიზოდი) დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულ გ----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გ----------------–---–ის მიმართ არსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის და მსჯავრდებულ გ----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ----------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

მოწმის სახით დაკითხული ა--------–---–ის ჩვენებით, ექვსი წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაშია გ----------------–---–თან და ჰყავთ ერთი საერთო შვილი გ-------------–---–ი. მომხდარ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე, მეუღლეებს შორის საერთო ქონებაზე დავასთან არსებული ოჯახური კონფლიქტის გამო, ისინი დაშორდენენ და ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. 2018 წლის 1 აგვისტოს, გ----------------–---–მა დაურეკა და უთხრა, რომ სალაპარაკოდ კორპუსთან შეხვდებოდა, რაზეც მან (ა--------–---–მა) უარი განუცხადა და უთხრა, რომ მის სანახავად სახლში მისულიყო. გ-------ს დაკაკუნებაზე კარი ბავშმა გააღო, შემდეგ ბავშვი აივნისკენ გაიქცა და დაიმალა. გ----------------–---–მა ბინაში შესვლისთანავე მას (ა--------–---–ს) ხმამაღალი ტონითა და აგრესიით დაუწყო ლაპარაკი, რაზეც გ----------–---–მა სიძეს შენიშვნა მისცა - „ხმადაბლა ილაპარაკეო“, რაზეც გ-------მ სიმამრს შეაგინა და სიძე-სიმამრს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. გ----------------–---–ი და გ----------–---–ი ერთმანეთში ჭიდაობდნენ, ძიძგილაობდნენ. იგი (მოწმე) თავად აივანზე იყო გასული ბავშვთან და როდესაც ოთახში შემობრუნდა, გ-------მ ხელი სახის არეში დაარტყა. ხელის გარტყმის შედეგად ტკივილი განიცადა თუ არა, არ ახსოვს, რადგან სტრესულ მდგომარეობაში იყო. გ----------------–---–ის ხელში მას (ა--------–---–ს) დანა არ დაუნახავს. ასევე, მისთვის უცნობია, რა ვითარებაში მიიღო სხეულზე დაზიანებები როგორც თავად (მოწმემ), ისე მისმა დედ-მამამ. გ-------მ ხელი რომ დაარტყა და წავიდა, დაახლოებით ორ - სამ წუთში იგრძნო, რომ ფეხზე სისხლი მოსდიოდა. დედას ტუჩზე, ხოლო მამას მხარზე ჰქონდა ჭრილობა, დედისთვის და მამისთვის არ უკითხვას, ვინ მიაყენა ჭრილობა.

 

მოწმის სახით დაკითხული ე---------------–-–---–ის განმარტებით, ა--------–---–ი არის მისი შვილი. 2018 წლის 1 აგვისტოს, გ----------------–---–მა დაურეკა ანას, რომ ჰქონდა სალაპარაკო და უნდა ენახა. მისმა შვილმა გ------- სახლში დაიბარა. გ------- იყო აგრესიული და ხმამაღალი ტონით მიმართავდა ა--------–---–ს, რის გამოც მისმა მეუღლემ - გ----------–---–მა გ----------------–---–ს მისცა შენიშვნა, რასაც მოჰყვა მამაკაცებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მათი გაშველების მიზნით, ის (ე---------------–-–---–ი) შუაში ჩაუდგა სიძესა და მეუღლეს. სწორედ ამ დროს მას გ-------ს ხელი მოხვდა სახის არეში, წაიქცა და ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა. მისი მეუღლეც წაიქცა და მკლავზე მასაც სისხლი მოსდიოდა. როგორც მას (ე---------------–-–---–ს), ისე მის მეუღლესა და შვილს დანა ან სხვა რაიმე ბასრი საგანი ხელში არ ჭერიათ. კონფლიქტის დასრულების შემდეგ ა--------–---–მა უთხრა, რომ მასაც მოსდიოდა სისხლი მუცლიდან და ფეხიდან. მას (მოწმეს) არ დაუნახავს ა--------–---–ზე გ----------------–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტი.

 

მოწმის სახით დაკითხული გ----------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 1 აგვისტოს, მის საცხოვრებელ ბინაში, გ----------------–---–ს, იმის გამო, რომ ა--------–---–ს ხმამაღლა მიმართავდა, მისცა შენიშვნა. მისმა ნათქვამმა გ----------------–---–ი გააღიზიანა და შეაგინა, რასაც თავადაც გინებით უპასუხა. მათ შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურში და ორივე ერთმანეთს ხელებს ურტყამდნენ. მან (გ----------–---–მა) დაინახა, რომ გ-------მ ხელი უკან წაიღო და როცა მოუქნია, გ-------ს ეჭირა დანისმაგვარი საგანი, რომლის მეშვეობით მას (გ----------–---–ს) ბეჭის არეში მიაყენა ორი ჭრილობა. როცა გაშველების მიზნით, მათ ე---------------–-–---–ი შუაში ჩაუდგათ, გ-------მ მასაც დაარტყა სახეში იგივე დანისმაგვარი საგანი. დარტყმის შედეგად ის (გ----------–---–ი) იატაკზე წაიქცა მეუღლესთან ერთად. გ-------ს წასვლის შემდეგ ნახეს, რომ ანასაც ჰქონდა ჭრილობა.

 

მოწმე ს------------------ის ჩვენებით, მუშაობს კლინიკა ,,ოპტიმალ მედში“ ზოგად ქირურგიაში და ხელმძღვანელობს ამავე განყოფილებას. 2018 წლის 1 აგვისტოს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებით შეიყვანა ერთი ოჯახიდან სამი პაციენტი - გ----------–---–ი, ა--------–---–ი და ე---------------–-–---–ი. ახალგაზრდა გოგონას მუცლის წინა ზედაპირზე ჰქონდა ჭრილობა, მამაკაცს მხრის არეში ჰქონდა ორი ჭრილობა, ქალბატონს კი ტუჩის არეში ჰქონდა ჭრილობა ყბის დაზიანებით. მამაკაცის განმარტებით, დაზიანებები მიაყენა სიძემ.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------------–-----მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ორივე დასკვნა და განმარტა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერები, რაც წარდგენილი იყო მასთან, საკმარისი იყო დადგენილებაში მითითებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ამასთან, გამოითხოვა ე---------------–-–---–ის სახის ძვლების რენტგენოგრამები, რომელსაც ზედა ტუჩზე აღენიშნებოდა დიდი ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობა, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, რაც შეეხება ზედა ყბის ძვლის მოტეხილობას, იგი განვითარებული იყო რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ-კრიმინალისტ გ-----------------ის ჩვენებით, 2018 წლის 1 აგვისტოს, შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე მ-------------–--ესთან ერთად დაათვალიერა ვ---------–------------–----------------------------------------ში მდებარე ერთოთახიანი ბინა (შემთხვევის ადგილი). სახლში სისხლის კვალი იყო ბინის შესასვლელში, აბაზანასა და მისაღებ ოთახში, საიდანაც ამოიღეს მოწითალო ფერის ანაწმენდები შესასვლელიდან, სააბაზანო და მისაღები ოთახიდან, სულ რვა ნიმუში. ანაწმენდები აღებული იქნა სპეციალური სტერილური ბიოლოგიური ჩხირით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იხსნება და მასთან არავის აქვს შეხება. აღებული ანაწმენდები მოთავსდა მუყაოს კონტეინერში, დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს.

 

მოწმე გ--------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 1 აგვისტოს, მეწყვილესთან ერთად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით 12:40 საათზე, 112-ით მიიღო შეტყობინება, რომ ვ---------–------------–------------------------------------------ში ოჯახური კონფლიქტის დროს მოხდა დაჭრის ფაქტი და სავარაუდო დამნაშავე გადაადგილდებოდა ავტომანქანა B------ით. ზ--------------------–-------------------------–-----------–------ე კორპუსთან მათ მიერ შეჩერებული იქნა ზემოთდასახელებული ავტომანქანა, რომელიც თავიდან არ დაემორჩილა მოწოდებას, რის გამოც დაედევნენ. მძღოლი აღმოჩნდა 1990 წელს დაბადებული გ----------------–---–ი. ახალგაზრდა მამაკაცს თან ახლდა მცირეწლოვანი ბავშვი. არსებული გარემოება აცნობეს ისანი-სამგორის კრიმინალური პოლიციის პირველი განყოფილების სამორიგეო ნაწილს და ბრალდებული შეჩერებული ჰყავდათ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე, რომელთაც მოახდინეს გ----------------–---–ის დაკავება.

 

მოწმე მ-----------------ის ჩვენებით, 2018 წლის 1 აგვისტოს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორებს ზ---------------------------------–----------––------ე კორპუსის მიმდებარედ შეჩერებული ჰყავდათ გ----------------–---–ი. დაკავებულს ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, განემარტა უფლებები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლებაც. გ----------------–---–ს ადვოკატის მოწვევის სურვილი არ დაუფიქსირებია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, ისანი-სამგორის შს სამმართველოს პირველ განყოფილების გამომძიებელმა უ-------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ირგვლივ და დაადასტურა როგორც ე---------------–-–---–ის, ისე ბრალდებულის მცირეწლოვანი შვილის გამოკითხვა სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და გარეშე პირის თანდასწრებით. ე---------------–-–---–ი გამოკითხა სახლში, რომელმაც ნებაყოფლობით მისცა ჩვენება. ა---–-–---–ს არ უთქვამს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო სრულყოფილი ჩვენების მიცემა, სრულად აანალიზებდა ყველაფერს და არც საუბარი უჭირდა.

 

112-ში შესული შეტყობინებით ირკვევა, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ, ვ---------–--------------------–------------------------------------------------------დან ,,ოპტიმალ მედში“ გადაყვანილია ა---–-–---–ი ეკატერინე 48 წლის, ტუჩის არეში ჭრილობით, ხ----–---–------- 50 წლის, მხრის არეში ჭრილობით და ხ----–---–----- 23 წლის, გულ-მკერდის არეში ჭრილობით.

 

2018 წლის 1 აგვისტოს გადაუდებელი დახმარების სამსახურის სამედიცინო ბარათის თანახმად, საცხოვრებელ სახლში, გ----------–---–ს სისხლმდენი ჭრილობა მარცხენა მხრის არეში დანის გამოყენებით მიაყენა სიძემ, რის გამოც საჭირო გახდა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია.

 

2018 წლის 1 აგვისტოს, შპს ,,ო-------–------ს“ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №100-ის მოკლე ანამნეზის თანახმად, გ----------–---–ი მიყვანილია კლინიკაში 112-ის ბრიგადის მიერ, რომელიც უჩივის ჭრილობას მარცხენა მხრის არეში. პაციენტის გადმოცემით, სიძემ დანით საცხოვრებელ სახლში მიაყენა ჭრილობა რამაც გამოიწვია ზემოაღნიშნული ჩივილები და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, შპს ,,ო-------–------ს“ ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #2-------ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. გ----------–---–ი მოთავსებული იქნა კლინიკაში 01.08.18წ-ს, 13:12 სთ-ზე (გაეწერა იმავე დღეს, 16:00 სთ-ზე. ქირურგის ჩანაწერის თანახმად, პაციენტს აღენიშნებოდა ორი ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ბეჭის (მხრის) მიდამოში (ზოგიერთ ჩანაწერში აღნიშნულია ერთი ჭრილობა - ჭრილობა მარცხენა მხრის არეში/ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში). დაზიანებები (ჭრილობები) განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, ისინი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს 01.08.18წ. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

2018 წლის 1 აგვისტოს გადაუდებელი დახმარების სამსახურის სამედიცინო ბარათის თანახმად, ა--------–---–მა ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობა მარცხენა ნეკნქვეშა მიდამოში, მისი გადმოცემით, მიიღო მეორე პიროვნებასთან კონფლიქტის საფუძველზე.

 

2018 წლის 1 აგვისტოს შპს ,,ო-------–------ს“ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა #100-ის მოკლე ანამნეზის თანახმად, ა--------–---–ი მიყვანილია კლინიკაში 112-ის ბრიგადის მიერ. პაციენტი უჩივის ჭრილობის არსებობას მარცხენა ნეკნთაშუა არეში. მისივე გადმოცემით, ჭრილობა საცხოვრებელ სახლში დანით მიაყენა მეუღლემ, რამაც გამოიწვია ზემოაღნიშნული ჩივილები და საჭირო გახდა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, შპს „ო-------–------ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #2463/18-ის და ამავე დაწესებულების ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #4-------- (#2463/18)-ის ჩანაწერების მიხედვით, ა--------–---–ი კლინიკაში მოთავსდა (01,08,2018წ-ს 13:12 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, ა--------–---–ს აღენიშნება ,,ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობა მარცხენა ნეკნქვეშა სივრცეში“. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 01.08.2018 წ-ის თარიღს.

 

2018 წლის 1 აგვისტოს გადაუდებელი დახმარების სამსახურის სამედიცინო ბარათის თანახმად, ე---------------–-–---–მა დიდი ზომის ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობა ზედა ტუჩზე მიიღო ოჯახური კონფლიქტის დროს.

 

2018 წლის 2 აგვისტოს, შპს ,,ო-------–------ს“ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა #100-ის ანამნეზის თანახმად, პაციენტი ე---------------–-–---–ი უჩივის სისხლმდენი ჭრილობების არსებობას, ტკივილს ზედა ტუჩზე და ტკივილს ზედა ყბის არეში. მისი გადმოცემით, ოჯახური კონფლიქტის დროს მას სახის არეში მიაყენეს ტრავმა რის გამოც პაციენტი გადაყვანილი იქნა კლინიკაში.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, შპს „ო-------–------ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #2-------ის და ამავე დაწესებულების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #4-------- (62------; ცნობის გაცემის თარიღი – 02.08.18წ)-ის ჩანაწერების მიხედვით, ე---------------–-–---–ი კლინიკაში მოთავსდა 01.08.2018წ-ს 13:12სთ-ზე, საიდანაც გაეწერა – 02.08.2018წ-ს 14:00 სთ-ზე. დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა ზედა ყბის მოტეხილობა. ზედა ტუჩის ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობა(სამედიცინო დოკუმენტაციების ჩანაწერების თანახმად, მარცხენა ნესტოს ძგიდის და გვერდითი ფრთის დაზიანებით). ზედა ტუჩის ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანება მარცხნივ ზედა ყბის ძვლის მოტეხილობის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 01.08.2018წ-ის თარიღს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ვ---------–--------------------–----------------------------------–-----------------–-------------ში, შესასვლელში, პარკეტიან იატაკზე აღინიშნება რამდენიმე მოწითალო ფერის ლაქა. შესასვლელიდან ხელმარცხნივ არის სააბაზანო ოთახი, სადაც შესასვლელში, იატაკზე, აღინიშნება მოწითალო ლაქები, ასევე, მოწითალო ლაქებია სააბაზანო მეტლახის ზედაპირზე, ნიჟარაზე აღნიშნება მოწითალო ლაქები. სააბაზანო ოთახში შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან, ასევე მოწითალო ლაქებია ბინაში შესასვლელიდან საძინებელი ოთახის იატაკის პარკეტის ზედაპირზე და შესავლელიდან ხელმარჯვნივ მისაღები ოთახის შესასვლელიდან ხელმარჯვნივ მისაღები ოთახის შესავლელში. ასევე, მოწითალო ლაქებია მისაღებ ოთახში, დივანის მარცხენა მხარეს იატაკის პარკეტის ზედაპირზე. საგამოძიებო მოქმედებას ერთვის გადაღებული ფოტოსურათები, რაც ასევე გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ობ.#1 - მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირებზე, ამოღებული იქნა შემოსასვლელ კართან იატაკის ზედაპირიდან საკონტროლო ნიმუშებთან ერთად; ობ.#2 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიური ჩხირით, ამოღებული იქნა ბინაში შესასვლელ კართან იატაკის ზედაპირიდან საკონტროლო ნიმუშებთან ერთად; ობ.#3 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე ამოღებულ იქნა ბინაში მეტლახის ზედაპირიდან საკონტროლო ნიმუშებთან ერთად; ობ.#4 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, ამოღებული აბაზანაში მდებარე ხელსაბანი ნიჟარის ზედაპირიდან საკონტროლო ნიმუშებთან ერთად; ობ.#5 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, ამოღებული აბაზანაში შესასვლელი კარის სახელურიდან, საკონტროლო ნიმუშებთან ერთად. ობ.#6 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, ამოღებული საძინებელი ოთახის იატაკის ზედაპირიდან საკონტროლო ნიმუშებთან ერთად. ობ.#7 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე ამოღებული მისაღები ოთახის შესასვლელში იატაკის ზედაპირიდან საკონტროლო ნიმუშებთან ერთად. ობ.#8 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე ამოღებული მისაღები ოთახში დივანის მარცხენა მხარეს იატაკის ზედაპირიდან.

 

ამოღების ოქმით, 2018 წლის 1 აგვისტოს ვ---------–--------------------–-------------------------------------------–-----------------–-------------ში ა--------–---–ისგან ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის კაბა, რომელსაც მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანება, არის გახეული, ხოლო დაზიანების ირგვლივ აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.

 

ნიმუშის აღების ოქმებით, 2018 წლის 7 აგვისტოს გ----------–---–ისგან ე---------------–-–---–ისგან და ა--------–---–ისგან აღებული იქნა სისხლის ნიმუშები.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, პაკეტში, წარწერით: „...8 (რვა)ც.მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი...” მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N1-8) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N1-6-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ეკატერინე ა---–-–---–ს (ობ.N10; პაკეტი, წარწერით: „...ნიმუში სისხლის ერთი პაკეტი ე---------------–-–---–ის...”). ობ.N8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----------–---–ს (ობ.N9; პაკეტი, წარწერით: „...გ----------–---–ის სისხლის ნიმუში...”). ობ.N7-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ე---------------–-–---–ს (ობ.N10), ხოლო მინორული წილი გ----------–---–ს (ობ. N9). მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ--------------მ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და განმარტა, რომ დასკვნა კატეგორიულია, ვინაიდან გენეტიკური პროფილი ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური და განუმეორებელი.

 

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 1 აგვისტოს, გ----------------–---–ის კუთვნილი B---ს მარკის, სახ. #W------ ავტომანქანიდან ამოღებული იქნა სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით და ავტომანქანის უკანა სავარძლის მარცხენა სათავსოდან ამოღებული იქნა შავი ფერის ლითონისგან დამზადებული ე.წ. კასტეტი. ჩხრეკის ჩატარების ფაქტი და ზემოხსენებული ტელეფონისა და კასტეტის ამოღება დაადასტურა მოწმე თ-------------–---–მა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას - მსჯავრდებული გ----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაზარალებულ ა--------–---–ის ეპიზოდშიც. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ა--------–---–ს ნამდვილად გ----------------–---–მა მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ნეკნქვეშა სივრცეში. თავად ა--------–---–ის განმარტებით, მას გ----------------–---–ის ხელში დანა არ დაუნახავს და მისთვის ჭრილობა არ მიუყენებია. ა--------–---–მა დაადასტურა მხოლოდ გ----------------–---–ის მიერ მისთვის სახეში ხელის გარტყმის ფაქტი, მისივე განმარტებით, იმდენად აღელვებული იყო, რომ ხელის გარტყმა, ეტკინა თუ არა, არ ახსოვს. აქვე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემთხვევის ადგილზე მყოფი ა--------–---–ის ოჯახის წევრების, - ე---------------–-–---–ისა და გ----------–---–ის ჩვენებებზე. ე---------------–-–---–ის განმარტებით, მას არ დაუნახავს ა--------–---–ზე გ----------------–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტი. გ----------–---–მა კი აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად თავად იატაკზე წაიქცა მეუღლესთან ერთად. გ-------ს წასვლის შემდეგ ნახეს, რომ ანასაც ჰქონდა ჭრილობა. რაც შეეხება პროკურორის აპელირებას სამედიცინო საბუთების ჩანაწერებთან, ამოღების ოქმთან და მოწმე ს------------------ის ჩვენებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ ფაქტი, - ა--------–---–ის სხეულზე, კერძოდ, მარცხენა ნეკნქვეშა სივრცეში ჭრილობის არსებობა და არა ჭრილობის მიღების გარემოებები ან/და მიმყენებელი პირის ვინაობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (დაზარალებულ ა--------–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა მეუღლის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ----------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (დაზარალებულ ა--------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულების - გ----------–---–ისა და ე---------------–-–---–ის ეპიზოდებთან მიმართებით არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები და რომ, შესაძლოა, მათ დაზიანებები მიიღეს ე.წ ,,ვენტილიატორზე“ დაცემის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ზემოხსენებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ----------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით, - გ----------–---–ის ეპიზოდი და საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, - ე---------------–-–---–ის ეპიზოდი, გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი. საქმის არსებითი განხილვის დროს, ორივე დაზარალებულმა ერთმნიშვნელოვნად ამხილა გ----------------–---–ი მათ მიმართ ხსენებული დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ, გ----------–---–ის განმარტებით, მასსა და გ----------------–---–ს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურში და ორივე ერთმანეთს ხელებს ურტყამდნენ. მანვე აღნიშნა, რომ დაინახა, გ-------მ ხელი უკან წაიღო და როცა მოუქნია, გ-------ს ეჭირა დანისმაგავარი საგანი, რომლის მეშვეობით მას ბეჭის არეში მიაყენა ორი ჭრილობა. როცა გაშველების მიზნით მათ ე---------------–-–---–ი შუაში ჩაუდგა, გ-------მ მასაც დაარტყა სახეში იგივე დანისმაგვარი საგანი. დარტყმის შედეგად ის იატაკზე წაიქცა მეუღლესთან ერთად. ასევე. დაზარალებულ ე---------------–-–---–ის განმარტებით, გაშველების მიზნით შუაში ჩაუდგა სიძესა და მეუღლეს. სწორედ ამ დროს მას გ----------------–---–ის ხელი მოხვდა სახის არეში, წაიქცა და ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა. მისი მეუღლეც წაიქცა და მკლავზე მასაც სისხლი მოსდიოდა. მოწმის განმარტებით, როგორც მას, ისე მის მეუღლესა და შვილს დანა ან სხვა რაიმე ბასრი საგანი ხელში არ ჭერიათ. დაზარალებულთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია, როგორც სხვა მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან. კერძოდ, დაზარალებულთა მიმართ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ გ----------–---–ს აღენიშნებოდა ორი ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ბეჭის (მხრის) მიდამოში (ზოგიერთ ჩანაწერში აღნიშნულია ერთი ჭრილობა - ჭრილობა მარცხენა მხრის არეში/ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში). დაზიანებები (ჭრილობები) განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. ე---------------–-–---–ს დაუდგინდა მარცხენა ზედა ყბის მოტეხილობა. ზედა ტუჩის ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობა (სამედიცინო დოკუმენტაციების ჩანაწერების თანახმად, მარცხენა ნესტოს ძგიდის და გვერდითი ფრთის დაზიანებით). ზედა ტუჩის ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა გ----------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს გ----------------–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას მსჯავრდებულ გ----------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ასეთს პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ----------------–---–ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ან/და სააპელაციო პალატის სხდომაზე ბრალდების მხარეს არ მიუთითებია რაიმე ახალ გარემოებაზე, სამართლებრივად სწორ არგუმენტზე, რაც მსჯავრდებულ გ----------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი გახდებოდა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ----------------–---–ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ გ----------------–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო ბრალდების გამამტყუნებელ ეპიზოდებში დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის და მსჯავრდებულ გ----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ გ----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ გ----------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ----------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (დაზარალებულ ა--------–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

 

გ----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (დაზარალებულ გ----------–---–ის ეპიზოდი) და საქართელოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, გ----------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

გ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 1 აგვისტოდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

კაბა დაუბრუნდეს დაზარალებულ ა--------–---–ს, გ----------------–---–ის ტანსაცმელი და სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 8 ცალი სისხლის ლაქის ანაწმენდი, ა--------–---–ის, გ----------–---–ის, ე---------------–-–---–ის სისხლის ნიმუშები და ე.წ. კასტეტი - განადგურდეს, ხოლო ერთი ცალი ლაზერული დისკი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული სურათებით - შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე