განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2019
საქმის ნომერი
330210016001562958
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/478-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი 2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - ო----- ი--------ი (კერძო საჩივრის ავტორი)

წარმომადგენელი - ა-–---------- შ--–-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ გ-------ი ი--------ი

წარმომადგენელი - ნ--- ა-----–--, ჯ---- ჭ--------–--ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება)– თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინება

 

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის შეწყვეტა

 

1. აპელანტის, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და კრძო საჩივრის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ------- ი--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ------- ი--------ის მიერ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 870 ლარის 75%-ის - 652.50 ლარის გადახდის სანაცვლოდ მოპასუხე ო----- ი--------ს შეუწყდა საცხოვრებელ სადგომზე (მდებარე - ქ. თბილისი, 2-------–--------------–----------------, ს/კ 0---------------) მფლობელობის უფლება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ნ-----–-----ს დ-----–-------, ქ------- (ს/კ 0---------------) ირიცხება გ------- ი--------ისა და გ------ ი--------ის თანასაკუთრებაში. მითითებული ქონება მოიცავს 1170 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით (N--დან N-1-ის ჩათვლით), რომლიდანაც გ-------ი ი--------ის ინდივიდუალურ საკუთრებაშია - 924 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1/2 ნაწილი და 246 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო გ------ ი--------ის საკუთრებაშია 924 კვ.მ ნაკვეთის 1/2 ნაწილი.

 

2.2 მოპასუხე ო----- ი--------ის მფლობელობაშია ქ. თბილისში, ნ-----–-----ს დ-----–-------, ქ--------ში (ს/კ 0---------------) მოსარჩელე გ------- ი--------ის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილი (უძრავი ქონებიდან მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე შენობა-ნაგებობა 11/1-ს მიწის ნაკვეთთან ერთად).

 

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო გ------- ი--------ის სარჩელი მოპასუხე ო----- ი--------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. გ-------ი ი--------ს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ო----- ი--------ის მფლობელობის მართლზომიერების საფუძვლით, რომელიც მიჩნეული იქნა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების“ შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსარგებლის უფლებამონაცვლედ და შესაბამისად იგი, როგორც სპეციალური კანონით განსაზღვრული მოსარგებლე, უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა გ------- ი--------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მფლობელობა.

 

2.4. მოსარჩელე გ------- ი--------ი და მოპასუხის ბაბუა - მ-----– ი--------ი იყვნენ ძმები. მ-----– ი--------ის მეუღლე იყო რ----- ი--------ი, შვილები: ლ----, ბ------ და ლ------ ი--------ები, ლ---- ი--------ი არის მოპასუხის მამა.

 

2.5. მოპასუხის ბაბუა მ-----– ი--------ი სადავო სახლთმფლობელობაში დარეგისტრირდა 1960-იან წლებში მოსარჩელის თანხმობით, სადაც ცალკე აიშენა სადგომი და ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, იხდიდა ცალკე კომუნალურ გადასახადებს, მოგვიანებით ლ---- ი--------ი დარეგისტრირდა ელექტროენერგიის მომხმარებელ ცალკე აბონენტად.

 

2.6. მოპასუხე ო----- ი--------ი არის ლ---- ი--------ის შვილი და მ-----– ი--------ის შვილიშვილი, ლ---- და მ-----– ი--------ები არიან გარდაცვლილები.

 

2.7. მოპასუხე ო----- ი--------ი და ლ------ ი--------ი არიან გარდაცვლილი ლ---- ი--------ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, რომლებზედაც 2012 წლის 10 დეკემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

 

2.8. მოსარჩელე გ------- ი--------ი არის სადავო უძრავი (მდებარე - ქ. თბილისი, ნ-----–-----ს დ-----–-------, ქ-------, ს/კ 0---------------) ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე ო----- ი--------ი აღნიშნული ქონების მოსარგებლე, თანახმად „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონისა.

 

2.9. 2015 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელემ, როგორც მესაკუთრემ წერილი გაუგზავნა ო----- ი--------ს და შესთავაზა სახლის ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ მფლობელობის შეწყვეტა. აღნიშნული წერილი ო----- ი--------ს ჩაბარდა 2015 წლის 27 ოქტომბერს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.10 გ------- ი--------ის საკუთრებასა და ო----- ი--------ის მფლობელობაში არსებული სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება შეადგენს 870 ლარს.

 

სასამართლო ქონების საბაზრო ღირებულების შეფასებისას დაეყრდნო სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 სექტემბრის დასკვნას, რომლის შესაბამისადაც, ქ. თბილისში, 2 ნ-----–-----ს დ-----–---, I-- ქუჩა, N--ში მდებარე, გ------- ი--------ის საკუთრებად რიცხული N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 246 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 17.33 კვ.მ შენობა-ნაგებობის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 15 525 ლარს. ამასთანავე, ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ერთმანეთისაგან განცალკევებით არის შეფასებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზის ჩატარების ეტაპისათვის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 23 აშშ დოლარს, შესაბამისად 246 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 14 655 ლარი, ხოლო შენობა-ნაგებობის 1 კვ.მ-ის საორიენტაციო ღირებულებად მიეთითა 50 ლარი, რაც 17.33 კვ.მ შენობა-ნაგებობისათვის შეადგენს ჯამში 870 ლარს.

 

ქონების საბაზრო ღირებულების დადგენისა და შესაბამისად კომპენსაციის განსაზღვრის მიზნით, საქმის განხილვის ეტაპზე, როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილია დამოუკიდებელი აუდიტორული შეფასებები, რომელთა საფუძველზეც დადგენილია ერთმანეთისაგან განსხვავებული გარემოებები, რამაც განაპირობა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 23.10.2013 წლის აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, ქონების ღირებულებად განისაზღვრა 5000 ლარი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ დამოუკიდებლად უზრუნველყო ქონების შეფასება და მის მიერ წარმოდგენილი 11.12.2015 წლის აუდიტორული შეფასების შესაბამისად, ქონების საბაზრო ღირებულებად მიეთითა 18 000 ლარი, ამასთან კონკრეტული შეფასების ფარგლებში აუდიტორის მიერ შეფასებულია არა მხოლოდ სადავო საცხოვრებელი სადგომი, არამედ გ------- ი--------ის საკუთრებაში რიცხული 924 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/2 ნაწილი და 246 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით.

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომპენსაცია არის ფულადი თანხა, რომელიც გამოიანგარიშება საცხოვრებელი სადგომის ღირებულების შესაბამისი პროცენტის სახით. ამდენად, კომპენსაციის განსაზღვრისას ფასდება უშუალოდ სადავო საცხოვრებელ სადგომი და არა მთლიანი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე გ------- ი--------ს საკუთრებაში აქვს - ქ. თბილისში, 2 ნ-----–-----ს დ-----–---, I-- ქუჩა, N--ში (ს/კ 0---------------) მდებარე უძრავი ქონების განსაზღვრული ნაწილი, რაც მოიცავს 924 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/2 ნაწილსა და 246 კვ.მ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული ქონებიდან მოპასუხე ო----- ი--------ის სარგებლობასა და მფლობელობაშია მხოლოდ შენობა-ნაგებობა 11/1 მიწის ნაკვეთთან ერთად. ამდენად, გაუმართლებელია კომპენსაცია განისაზღვროს მთელი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების გზით, რის გამოც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ვერ მიიჩნევა ვარგის მტკიცებულებად სადავო გარემოების შეფასებისათვის. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ სსსკ 105-ე მუხლის შესაბამისად, ვერ მიიჩნია კონკრეტულ აუდიტორული შეფასება იმგვარ მტკიცებულებად, რომელიც უზრუნველყოფს ექსპერტიზის ფარგლებში დეტალური კვლევის საფუძველზე დადგენილი გარემოებების გაქარწყლებას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11 გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. კანონის მიზანია, მოაწესრიგოს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წარმოშობილი ურთიერთობა იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც იცავენ, როგორც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის, ასევე მოსარგებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უდავოა, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომი ირიცხება მოსარჩელე გ------- ი--------ის საკუთრებაში, რასაც ადასტურებს საჯარო რეესტრის ამონაწერიც. ამასთანავე, დადგენილია, რომ კონკრეტული საცხოვრებელი სადგომი მოპასუხე ოგანეს ი--------ის მფლობელობაშია, რომელიც მისი მამკვიდრებლის მიერ მიღებულია სარგებლობის უფლებით, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხის ბაბუა - მ-----– ი--------ი სადავო სახლთმფლობელობაში დარეგისტრირდა 1960-იან წლებში მოსარჩელის თანხმობით, სადაც ცალკე აიშენა სადგომი და ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, იხდიდა ცალკე კომუნალურ გადასახადებს, მოგვიანებით ლ---- ი--------ი დარეგისტრირდა ელექტროენერგიის მომხმარებელ ცალკე აბონენტად. აღნიშნული გარემოებას მხარეები სადავოდ არ ხდიან, ამასთანავე სსსკ-ს 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად მას პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება და დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს.

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მოსარგებლე საცხოვრებელ სადგომს 30 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ფლობს და მან მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, მესაკუთრე უფლებამოსილია მოსარგებლეს მოსთხოვოს მფლობელობის შეწყვეტა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ მოსარგებლე კომპენსაციას არ იღებს და საცხოვრებელ სადგომს არ ათავისუფლებს, მესაკუთრე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება სასამართლოს მეშვეობით განახორციელოს (მფლობელობის შეწყვეტის შესახებ სარჩელი). კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე. ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაცია არის ფულადი თანხა, რომელიც გამოიანგარიშება საცხოვრებელი სადგომის ღირებულების შესაბამისი პროცენტის სახით. ამასთანავე, მოსარგებლის მიერ გადასახდელი კომპენსაციის დადგენისას საცხოვრებელი სადგომის ღირებულებას აკლდება მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და საცხოვრებელი სადგომის სხვა არსებითი გაუმჯობესების ღირებულება. მოსარგებლისათვის გადასახდელი კომპენსაციის დადგენისას საცხოვრებელი სადგომის ღირებულების (მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და საცხოვრებელი სადგომის სხვა არსებითი გაუმჯობესების ღირებულების გამოკლებით) შესაბამის პროცენტს ემატება მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და საცხოვრებელი სადგომის სხვა არსებითი გაუმჯობესების ღირებულების სრული ოდენობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, 2 ნ-----–-----ს დ-----–---, I-- ქუჩა, N--ში მდებარე, გ------- ი--------ის საკუთრებად რიცხული N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 246 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 17.33 კვ.მ შენობა- ნაგებობის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 15 525 ლარს. ამასთანავე, ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ერთმანეთისაგან განცალკევებით შეფასდა მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზის ჩატარების ეტაპისათვის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 23 აშშ დოლარს, შესაბამისად 246 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 14 655 ლარი, ხოლო შენობა-ნაგებობის 1 კვ.მ-ის საორიენტაციო ღირებულებად მიეთითა 50 ლარი, რაც 17.33 კვ.მ შენობა- ნაგებობისათვის შეადგენს ჯამში 870 ლარს.

 

ამდენად, კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება შეადგენს 870 ლარს, რომლის 75%-ის 652.50 ლარის გადახდის სანაცვლოდ მესაკუთრეს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება მოითხოვოს მისი საკუთრებით სარგებლობის შეწყვეტა, რასაც ვერ გააბათილებს მოპასუხის შედავება სხვა საცხოვრებელი სადგომის არარსებობასთან მიმართებით. ასევე, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა კომპენსაციის ღირებულების არაგონივრულობა, მის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული შეფასება ვერ უზრუნველყოფს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოების გაქარწყლებას, რადგანაც აუდიტორის მიერ შეფასებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება და არა უშუალოდ სადავო საცხოვრებელი სადგომი.

 

სასამართლომ მიუთითა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.). არსებულ ვითარებაში მოსარჩელემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება, რაც სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით მოპასუხის მიერ არ გაქარწყლებულა.

 

სასამართლომ მიუთითა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მესაკუთრეები ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს წერილობით შესთავზებენ შესაბამის საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემას იმავე მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, მოსარგებლეები ვალდებული არიან გადაიხადონ კომპენსაცია ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 3 წლის ვადაში ან იმავე ვადაში წარადგინონ ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისიწნებული სარჩელები. კანონის თანახმად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარგებლე კარგავს სარჩელის წარდგენის უფლებას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ო----- ი--------ისათვის ცნობილი გახდა, რომ გ------- ი--------ს სურდა მისი მფლობელობის შეწყვეტა სადავო საცხოვრებელ სადგომზე და ეს გ------- ი--------მა წერილობით აცნობა უკვე 2015 წლის 27 ოქტომბერს. 2015 წლის 27 ოქტომბრიდან სამი წლის განმავლობაში ო----- ი--------ს არ მიუმართავს სასამართლოსთვის სარჩელით კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მისი სადავო საცხოვრებელ სადომზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. საქმის მომზადების ეტაპზე ო----- ი--------ის წარმომადგენელმა სადაოდ გახადა მხოლოდ ქონების ღირებულება და მისაღები თანხის ოდენობა და არ გამოუთქვამს საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების მიღების სურვილი. მოპასუხემ სამ წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მთავარ სხდომაზე წარმოადგინა შეგებებული სარჩელი და ვერ მიუთითა სასამართლოს იმ საპატიო მიზეზებზე, თუ რატომ ვერ მოხდა შეგებებული სარჩელის წარმოდგენა საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე, რის გამოც შეგებებული სარჩელის მიღებაზე ეთქვა უარი. ამდენად, სასამართლოს აზრით, მოპასუხემ დაკარგა უფლება თავად მოითხოვოს სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა, რაც მესაკუთრის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ო----- ი--------ი არის მითითებულ მისამართზე მოსარგებლე, მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ფართის თანხის სანაცვლოდ გამოთავისუფლება უსაფუძვლოა. აპელანტის განმარტებით, ასევე არასწორია სასამართლოს მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან 2015 წლის დეკემბრის თვეში შეტანილ სარჩელზე, რომელიც გაიხმო მოსარჩელემ 2016 წლის 18 თებერვალს შეტანილ იქნა შეგებებული სარჩელი. სარჩელის გამოხმობისას აპელანტს უკან დაუბრუნდა მის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელიც. ახალი სარჩელი წარდგენილი იქნა 2016 წლის ოქტომბრის თვეში, რაზეც მხარემ ასევე წარადგინა შესაგებელი. აპელანტის განმარტებით, იგი შეგებებული სარჩელის წარდგენას აპირებდა მას შემდეგ, რაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გადაეცემოდა, ვინაიდან წარმოდგენილი აუდიტის დასკვნას მოსარჩელე არ ეთანხმებოდა. მხარის განმარტებით, სწორედ აღნიშნული გარემოება მიიჩნია სასამართლომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლად. აპელანტის მოსაზრებით ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო სარჩელის შესვლიდან, 2016 წლის ოქტომბრის თვიდან , რომელიც დასრულდებოდა 2019 წლის ოქტომბრის თვეში.

 

გარდა აღნიშნულისა, აპელანტის განმარტებით სასამართლომ მართებულად არ დაადგინა და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ არასწორად განმარტა საცხოვრებელი სადგომის შესახებ კანონი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). მოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს შეაფასებს მასში მითითებული ძირითადი ასპექტების ფარგლებში:

 

4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაითვალისწინებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის მასალები არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.

 

პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (შდრ: სუსგ ას-1051-991-2015, 29.12.2015).

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ნ-----–-----ს დ-----–-------, ქ------- (ს/კ 0---------------) ირიცხება გ------- ი--------ისა და გ------ ი--------ის თანასაკუთრებაში. მითითებული ქონება მოიცავს 1170 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით (N--დან N-1-ის ჩათვლით), რომლიდანაც გ-------ი ი--------ის ინდივიდუალურ საკუთრებაშია - 924 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1/2 ნაწილი და 246 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო გ------ ი--------ის საკუთრებაშია 924 კვ.მ ნაკვეთის 1/2 ნაწილი.

მოპასუხე ო----- ი--------ის მფლობელობაშია ქ. თბილისში, ნ-----–-----ს დ-----–-------, ქ--------ში (ს/კ 0---------------) მოსარჩელე გ------- ი--------ის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილი (უძრავი ქონებიდან მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე შენობა-ნაგებობა 11/1-ს მიწის ნაკვეთთან ერთად).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო გ------- ი--------ის სარჩელი მოპასუხე ო----- ი--------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. გ-------ი ი--------ს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ო----- ი--------ის მფლობელობის მართლზომიერების საფუძვლით, რომელიც მიჩნეული იქნა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების“ შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსარგებლის უფლებამონაცვლედ და შესაბამისად იგი, როგორც სპეციალური კანონით განსაზღვრული მოსარგებლე, უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა გ------- ი--------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მფლობელობა.

მოსარჩელე გ------- ი--------ი და მოპასუხის ბაბუა - მ-----– ი--------ი იყვნენ ძმები. მ-----– ი--------ის მეუღლე იყო რ----- ი--------ი, შვილები: ლ----, ბ------ და ლ------ ი--------ები, ლ---- ი--------ი არის მოპასუხის მამა.

მოპასუხის ბაბუა მ-----– ი--------ი სადავო სახლთმფლობელობაში დარეგისტრირდა 1960-იან წლებში მოსარჩელის თანხმობით, სადაც ცალკე აიშენა სადგომი და ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, იხდიდა ცალკე კომუნალურ გადასახადებს, მოგვიანებით ლ---- ი--------ი დარეგისტრირდა ელექტროენერგიის მომხმარებელ ცალკე აბონენტად.

მოპასუხე ო----- ი--------ი არის ლ---- ი--------ის შვილი და მ-----– ი--------ის შვილიშვილი, ლ---- და მ-----– ი--------ები არიან გარდაცვლილები.

მოპასუხე ო----- ი--------ი და ლ------ ი--------ი არიან გარდაცვლილი ლ---- ი--------ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, რომლებზედაც 2012 წლის 10 დეკემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

მოსარჩელე გ------- ი--------ი არის სადავო უძრავი (მდებარე - ქ. თბილისი, ნ-----–-----ს დ-----–-------, ქ-------, ს/კ 0---------------) ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე ო----- ი--------ი აღნიშნული ქონების მოსარგებლე, თანახმად „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონისა.

2015 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელემ, როგორც მესაკუთრემ წერილი გაუგზავნა ო----- ი--------ს და შესთავაზა სახლის ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ მფლობელობის შეწყვეტა. აღნიშნული წერილი ო----- ი--------ს ჩაბარდა 2015 წლის 27 ოქტომბერს.

გ------- ი--------ის საკუთრებასა და ო----- ი--------ის მფლობელობაში არსებული სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება შეადგენს 870 ლარს.

4.3. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას განეკუთვნება, რომელიც წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ ხდის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 სექტემბრის დასკვნის მტკიცებულებით ძალას, თუმცა, აღნიშნულს სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში აპელანტმა ვერ წარმოადგინა დასაშვები სააპელაციო პრეტენზია აღნიშნული მტკიცებულების გასაქარწყლებლად და მისი იურიდიული ძალის უარსაყოფად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელ----ტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ქონების საბაზრო ღირებულების დადგენისა და შესაბამისად კომპენსაციის განსაზღვრის მიზნით, საქმის განხილვის ეტაპზე, როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა დამოუკიდებელი აუდიტორული შეფასებები, რომელთა საფუძველზეც დადგენილია ერთმანეთისაგან განსხვავებული გარემოებები, დღის წესრიგში დადგა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სსიპ ლ---- სამხარაულის წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგს და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას სწორად და მართებულად დაეყრდნო მასში მოყვანილ შეფასებებს.

 

4.4. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას მასზედ, რომ სასამართლომ არასწორად იმსჯელა შეგებებული სარჩელი მიღებაზე უარის თქმის ნაწილში, პალატა შენიშნავს, რომ ხსენებული წარმოადგენს კერძო საჩივრის ფარგლებში სამსჯელ გარემოებას და მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის, საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და/ან სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემულ შეფასებებს, დასკვნებს და მიაჩნია, რომ განჩინება დასაბუთებულია, კანონიერი და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ------- ი--------ის წარმომადგენლის მიერ შეგებებული სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 146).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დაწყებამდე, თუ საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე შეგებებული სარჩელის წარდგენა ვერ მოხდა საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შეგებებული სარჩელი სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე წარდგენა ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დასაყენებლად აუცილებელი იყო ექსპერტიზის დასკვნის შედეგის ცოდნა და ამასთან, გ------- ი--------ი ცხოვრობს საზღვარგარეთ და გაჭიანურდა მისი მხრიდან შეგებებული სარჩელის აღსაძრავად თანხმობის მიღება.

 

სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ ექსპრტიზის დასკვნის მომზადების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დაინიშნა ორი მოსამზადებელი სხდომა - 2018 წლის 8 და 12 ნოემბერს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 126, 134), შესაბამისად, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხეს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა შეგებებული სარჩელის წარმოსადგენად. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო შეგებებული სარჩელის აღსაძრავად, ასევე დაუსაბუთებელია მისი მტკიცება საპატიო მიზეზად მარწმუნებლის საზღვაგარეთ ცხოვრების ფაქტის მიჩნევასთან დაკავშირებით. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი დასკვნები გააკეთა წარმოდგენილი შეგებებული სარჩელის ხარვეზებთან დაკავშირებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განჩინება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე, კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი

 

4.5. პალატა დამატებით განმარტავს, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.

 

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო----- ი--------ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინება შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო----- ი--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. ო----- ი--------ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

5. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინება შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ;

 

6. განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი