განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.10.2019
საქმის ნომერი
820210019001923100
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210019001923100

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-515-19 01 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - ინ--.მე–--------------–--------- - თე------------------- - სა---------–----------------------–-----------–--–-- - სო-------------

დავის საგანი - სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- მიღებული იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო სა---------–----------------------–-----------–--–---” სარჩელი დაკმაყოფილდა.

- დაეკისრა ი.მ. გუ-----–---------- სა---------–----------------------–-----------–--–--- სასარგებლოდ 2015 წლის 26 აგვისტოს №0418/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 3333 ლარის და 97 თეთრის გადახდა.

- დაეკისრა ი.მ. გუ-----–---------- სა---------–----------------------–-----------–--–--- სასარგებლოდ 2015 წლის 26 აგვისტოს №0418/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 869 ლარი და 31 თეთრის ოდენობით, ასევე 2017 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0.1%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

- დაეკისრა ი.მ. გუ-----–---------- სა---------–----------------------–-----------–--–--- სასარგებლოდ 2015 წლის 26 აგვისტოს №0----- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 1666 ლარის და 89 თეთრის გადახდა.

- დაეკისრა ი.მ. გუ-----–---------- სა---------–----------------------–-----------–--–--- სასარგებლოდ 2015 წლის 26 აგვისტოს №0----- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი ჰონორარისათვის 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 434 ლარი და 63 თეთრის ოდენობით, ასევე 2017 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0.1%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

- გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

- დაეკისრა მოპასუხე ი.მ. გუ-----–---------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 189.14 ლარის გადახდა;

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 15 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა სა---------–----------------------–-----------–--–--მ მოპასუხეს ინ--.მეწარმე ,,გუ-----–----------'' მიმართ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით;

 

2.2. მოსარჩელის მითითებით, სა---------–----------------------–-----------–--–--სა და ინ-- მეწარმე გ------ შე--------- შორის ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 2015 წლის 26 აგვისტოს გაფორმდა №0418/6 სალიცენზიო შეთანხმება ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ. სალიცენზიო ურთიერთობების ობიექტს შეთანხმების თანახმად წარმოადგენს რესტორანი სახელწოდებით ,,სან საჩინო” მდებარე ქ.ბათუმი, ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მახო;

 

2.2.1. სალიცენზიო შეთანხმების 4.4 მუხლის თანახმად, მოსარგებლემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის გადაეხადა საავტორო ჰონორარი მის საკუთრებაში არსებულ ობიექტში ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისთვის ყოველთვიურად 183 (ას ოთხმოცდა სამი) ლარი და 25 (ოცდახუთი) თეთრი (დღგ-ს ჩათვლით), რომლის გადახდა უნ--ა მომხდარიყო ყოველი საანგარიშო თვის ბოლომდე. მოცემული სალიცენზიო შეთანხმების 4.2 პუნქტის თანახმად კი ჰონორარის გადახდის და/ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადების დარღვევისათვის, არასწორი და/ან არასრული ინფორმაციის წარდგენისათვის მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისაგან პირგასამტეხლოს გადახდა მიმდინარე პერიოდში გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებს მოპასუხეს ამ შემთანხმევით ნაკისრი ჰონორარის გადახდის და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებისაგან;

 

2.2.2. 2015 წლის 26 აგვისტოს ასევე გაფორმდა მეორე სახის ლიზენზია №0----- სალიცენზიო შეთანხმება ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამის საჯარო შესრულების შესახებ. სალიცენზიო შეთანხმების 4.4 მუხლის თანახმად, მოსარგებლემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის გადაეხადა მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამის შესრულებისათვის ჰონორარი, ყოველთვიურად 91 ლარი და 62 თეთრი (დღგ-ის ჩათვლით), მოცემული შეთანხმების 4.8 პუნქტის თანახმად კი ჰონორარის გადახდის და/ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადების დარღვევისათვის, არასწორი და/ან არასრული ინფორმაციის წარდგენისათვის მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისაგან პირგასამტეხლოს გადახდა მიმდინარე პერიოდში გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებს მოპასუხეს ამ შემთანხმევით ნაკისრი ჰონორარის გადახდის და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებისაგან;

 

2.2.3. მხარეებს შორის არსებული სალიცენზიო შეთანხმების მიუხედავად, მოპასუხე არ ასრულებს ვალდებულებას, რის გამოც 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით მას მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება გადაუხდელი საავტორო ჰონორარისა სახით N0418/6 შეთანხმებიდან გამომდინარე 4203 ლარი და 28 თეთრი, ხოლო N0----- 2101 ლარი და 53 თეთრი. აღნიშნული დავალიანება ასევე მოიცავს პირგასამტეხლოს;

 

2.2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა: 1. დაეკისროს ი.მ. გუ-----–---------- სა---------–----------------------–-----------–--–--- სასარგებლოდ 2015 წლის 26 აგვისტოს №0418/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 3333 ლარის და 97 თეთრის გადახდა; 2. დაეკისროს ი.მ. გუ-----–---------- სა---------–----------------------–-----------–--–--- სასარგებლოდ 2015 წლის 26 აგვისტოს №0418/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 869 ლარი და 31 თეთრის ოდენობით, ასევე 2017 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0.1%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის; 3. დაეკისროს ი.მ. გუ-----–---------- სა---------–----------------------–-----------–--–--- სასარგებლოდ 2015 წლის 26 აგვისტოს №0----- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 1666 ლარის და 89 თეთრის გადახდა; 4. დაეკისროს ი.მ. გუ-----–---------- სა---------–----------------------–-----------–--–--- სასარგებლოდ 2015 წლის 26 აგვისტოს №0----- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი ჰონორარისათვის 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 434 ლარი და 63 თეთრის ოდენობით, ასევე 2017 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0.1%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის; 5. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

2.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბერს, მოპასუხის წარმოამდგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელე სა---------–----------------------–-----------–--–--- სარჩელი დაკმაყოფილდა;

 

2.4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით გუ-----–---------- წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაიწყო საქმის განხილვა;

 

2.5. მოპასუხის წარმომადგენელმა ითხოვა საქმის განხილვის გარკვეული ვადით გადადება იმ საფუძვლით, რომ დანიშნული ჰქონ--ა ექსპერტიზა ხელშეკრულებაზე გუ-----–---------- ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად;

 

2.6. 2018 წლის 05 ნოემბერს 15 საათზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდნენ მოპასუხე გუ-----–--------- და მისი წარმომადგენელი სე------–---------, სასამართლოში სე------–---------ს მიერ 2018 წლის 02 ნოემბერს 15:19 წუთზე წარმოდგენილი იქნა განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უწევდა გეგმიური გამოკვლევის ჩატარება თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, რის გამოც ვერ შეძლებდა გამოცხადებას;

 

2.7. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცის წარმომადგენელმა სო-------------მ იშუამდგომლა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. განმარტა, რომ მოპასუხე მხარე შეგნებულად არ ცხადდება სასამართლო სხდომაზე, ცდილობს საქმის განხილვის გაჭიანურებას. მისი მტკიცებით სარჩელში ასახული გარემოებები იძლევა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, მოპასუხისათვის ყველა გარემოება იყო ცნობილი, ექსპერტიზა ჯერ კიდევ მაისის თვეში დასრულდა, მაგრამ დასკვნა შეგნებულად არ წარმოადგინა, სავარაუდოდ ის იქნებოდა მის საწინააღმდეგოდ მიღებული. მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებაში ასახული გარემოება არ შეიძლება გახდეს საქმის გადადებისა და განხილვის გაჭიანურების საფუძველი, რადგანაც როგორც განცხადებაშია აღნიშნული მას უტარდება გეგემიური გამოკვლევა, რაც წინასწარ იქნებოდა ცნობილი და შეეძლო აეღო ცნობა შესაბამისი კლინიკიდან;

 

2.8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 05 ნოემბერს მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ვინაიდან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, სარჩელი დაკმაყოფილდა;

 

2.9. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე;

 

2.10. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონით დადაგენილი წესით. მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადება წარადგინა 2018 წლის 02 ნოემბერს, რომ საავადმყოფოში უნ--ა ჩაუტარდეს გეგმიური გამოკვლევა და ამ მიზეზით ვერ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ გეგმიური გამოკვლევა წინასწარ იქნებოდა დაგეგმილი და შესაძლებელი იყო სათანადო ცნობის აღება. მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო ერთხელ უკვე მიღებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლომ მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ჩათვალა საპატიოდ და გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რასაც არ ეთანხმებოდა მოსარჩელე;

 

2.11. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საფუძველი მიღებული ყოფილიყო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო;

 

2.12. სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ისინი, სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 477-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

3. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ინ--.მე–--------------–---------მ

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე სა---------–----------------------–-----------–--–--სა და მოპასუხე ი/მ გუ-----–---------- შორის "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, 2015 წლის 26 აგვისტოს არ გაფორმებულა №0418/6 სალიცენზიო შეთანხმება ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ, რადგან სალიცენზიო შეთანხმებაზე გუ-----–---------- ხელი არ მოუწერია. სასამართლომ დაუსაბუთებლად, უკანონოდ დააკისრა მას თანხები, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სასამართლოს არ უნ--ა გამოეტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

3.2. საქმის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სე------–---------მ წარადგინა 2018 წლის 02 ნოემბერს 15:19 საათზე განცხადება სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უნ--ა ჩაეტარებინა გეგმიური გამოკვლევა საავადმყოფოში, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. სე------–---------, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა საპატიოდ ჩათვლილი. მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მან თავის დროზე აცნობა სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233 მუხლის I ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შეთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონ--ა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

 

3.3. ამასთან, სასამართლომ უნ--ა დაასაბუთოს, სარჩელში მითითებული გარემოებები, რა ნაწილში ამართლებენ იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უარი უნ--ა უთხრას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 230-ე მუხლი, რადგან სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და არა მოსამზადებელ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო;

 

3.4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფ და გაჭიანურების გარეშე განხილვას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნ--ა ზღუდავდეს პირის უფლებას მიმართოს სასამართლოს და საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სასამართლო წესით დაიცვას თავისი სადაოდ ქცეული უფლება. მოპასუხე მხარემ წარადგინა შესაგებელი, არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მის ფაქტობრივ საფუძვლებს. მოპასუხის მხრიდან არ იკვეთება საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობა და შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს არ უნ--ა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230 მუხლი და 233 მუხლის I ნაწილის "ა" პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად უარი უნ--ა ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოსარჩელის წამომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის "ე" პუნქტის მოთხოვნა. კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385 მუხლის I ნაწილის "ა" პუნქტისა და 241 მუხლის შესაბამისად, არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სა---------–----------------------–-----------–--–--- სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;

 

4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე;

 

4.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონ--ა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები;

 

4.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნ--ა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის;

 

4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნ--ა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე;

 

4.6. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება სასამართლო სხდომის დროისა (05.11.2018წ.) და ადგილის შესახებ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო საქმის განხილვის დრო;

 

4.7. დადგენილია, რომ საქმის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სე------–---------მ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 02 ნოემბერს 15:19 საათზე განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უნ--ა ჩაეტარებინა გეგმიური გამოკვლევა საავადმყოფოში, რაც გასტან--ა 3 კვირას. განცხადებას არ ახლავს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არანაირი სახის მტკიცებულება. განმცხადებლის მითითებით, მტკიცებულებას წარმოადგენ--ა მომდევნო სხდომაზე (იხ. ს/ფ 171);

 

4.8. დადგენილია, რომ 2018 წლის 05 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ინ--. მე–--------------–--------- და მისი წარმომადგენელი სე------–--------- არ გამოცხადებულან. ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცის წარმომადგენელმა სო-------------მ იშუამდგომლა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება;

 

4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნ--ა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

 

4.10. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას სასამართლო სხდომის გადადების შესახებ, ხოლო ინ--. მე–--------------–---------ს წარმომადგენელს სერგო შეროზიას არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება სააპელაციო პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, რომ შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნ--ა დაკმაყოფილდეს;

 

4.11. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საპროცესო ეტაპზე არ ხდება მტკიცებულებების შეფასება და სასამართლო, მხოლოდ სარჩელში დაფიქსირებულ ფაქტების სამართლის ნორმებთან შესაბამისობას ადგენს. ვინაიდან, მოსარჩელე სა---------–----------------------–-----------–--–--- მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 477-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას და ამასთან, არ არსებობდა სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიღებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;

 

4.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნ--ება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.13. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება სსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ინ--.მე–--------------–---------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ინ--.მე–--------------–---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნ--ა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნ--ა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ინ--.მე–--------------–---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა