განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080-1-0-70--142574
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-766-20-9 0- ოქტომბერი, 20-9 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): მოსამართლეები: ლაურა მიქავა ირმა პარანიძე ინდირა მაშანეიშვილი სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს ,,ლი-------------“ - ნი-------------, სო------------------ - ი.მ. ნე---------------
დავის საგანი - იპოთეკის გაუქმება -
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20-9 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- ი/მ ,,ნე----------------“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
- გაუქმდა იპოთეკა სს ,,ლი-------------ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ შემდეგ უძრავ ქონებებზე: 1) ს/კ.: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-8; მისამართი: ქ.თბ--–---, ზ-------------------–-–-–-–---–-------ა, კორპუსი N6, ბინა N18 და 2) ს/კ.: 8-.2-.0-.0--; მისამართი: ქ.თბ--–---, მახათას აღმართის მე-2 შესახვევი N6.
- მოპასუხე სს ,,ლი-------------“ ი/მ ,,ნე----------------“ სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1-0 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. მოსარჩელე არის ინდივიდუალური მეწარმე 20-7 წლის 08 ნოემბრიდან;
2.2. 20-4 წლის 13 მაისს სს „ლი-------------ა“ და ი/მ ნე---------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N255-20-4, ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული კრედიტების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის და რამდენიმე იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა ნატალია ხუჭუას (პ/ნ 3----------) უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბ--–---, ზ.ფ------------–-–-–-–---–--------, კორპუსი N6, ბინა N18, საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-8 და შპს „დიდგორის“ (ს/კ 412680834) უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბ--–---, მა---------------------------–-------ი N6, საკადასტრო კოდი: 8-.2-.0-.0--, რომელიც 20-5 წლის 22 სექტემბრიდან წარმოადგენს თამარ ნოზაძის საკუთრებას;
2.3. მხარეებს შორის სადავო არ არის ის, რომ 20-6 წლის 18 თებერვლის წერილით, მოსარჩელის სახელზე არსებული სესხის (N255-20-4) 50 0-0 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) შემცირების შემთხვევაში (თანხა უნდა შეეტანა ანგარიშზე NG---------------------), რომელზეც არ უნდა ფიქსირებულიყო სამართლებრივი შეზღუდვა ინკასო (ყადაღა), მოპასუხე თანახმა იყო მოეხსნა იპოთეკა ორ უძრავ ქონებაზე: 1) ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-8; მისამართი: ქ.თბ--–---, ზ-------------------–-–-–-–---–-------ა, კორპუსი N6. ბინა 18 და 2) ს/კ 8-.2-.0-.0--; მისამართი; ქ. თბ--–---, მა---------------------------–-------ი N6;
2.4. ი/მ ,,ნე----------------“ არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, არ მოხსნა იპოთეკა უძრავ ქონებებზე: 1) ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-8; მისამართი: ქ.თბ--–---, ზ-------------------–-–-–-–---–-------ა, კორპუსი N6. ბინა 18 და 2) ს/კ 8-.2-.0-.0--; მისამართი: ქ. თბ--–---, მა---------------------------–-------ი N6;
2.5. 20-7 წლის 2- თებერვალს სს ,,ლი-------------ს“ იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველის მიერ გაცემული N9 ცნობით დგინდება, რომ საკრედიტო ხაზი N255-დან გამომდინარე, დავალიანება შეადგენს: 18.0-.20-6 წელს – 454 077.0- ლარი, დარიცხული % 12 1-4.26 ლარი, დარიცხული ჯარიმა - 0 ლარი; 2-.0-.20-7 წელს – 163 042.68 ლარი, დარიცხული პროცენტი - 53 122.73 ლარი, დარიცხული ჯარიმა - 0.0 ლარი;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
2.7. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. აღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით;
2.8. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;
2.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ლი-------------“ სამეწარმეო სუბიექტია და ახორციელებს ფულად ოპერაციებს. ი/მ ,,ნე---------------ს“ სურვილი ჰქონდა თანხის მიღებისა. ორივე მხარემ გამოავლინა სესხთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე 20-4 წლის 13 მაისს სს „ლი-------------ა“ და ი/მ ნე---------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N255-20-4, ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული კრედიტების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის და რამდენიმე იპოთეკის ხელშეკრულება, მათ შორის ის ორი იპოთეკა, რომელთა გაუქმებასაც ითხოვდა მოსარჩელე (ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-8; მისამართი: ქ.თბ--–---, ზ-------------------–-–-–-–---–-------ა, კორპუსი N6. ბინა 18 და ს/კ 8-.2-.0-.0--; მისამართი: ქ. თბ--–---, მა---------------------------–-------ი N6);
2.1-. მოპასუხემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მოსარჩელისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ი/მ ნე--------------- ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა გადახდის გრაფიკში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას გაუჩნდა ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ 20-6 წლის 18 თებერვლის წერილით, სს „ლი--------------“ ნე---------------ს შეთავაზა მის სახელზე არსებული სესხის (N255-20-4) 50 0-0 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) შემცირების შემთხვევაში (თანხა უნდა შეეტანა ანგარიშზე NG---------------------), რომელზეც არ უნდა ფიქსირებულიყო სამართლებრივი შეზღუდვა ინკასო (ყადაღა), მოპასუხე თანახმა იყო მოეხსნა იპოთეკა ორ უძრავ ქონებაზე: 1) ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-8; მისამართი: ქ. თბ--–---, ზ-------------------–-–-–-–---–-------ა, კორპუსი N6. ბინა 18 და 2) ს/კ 8-.2-.0-.0--; მისამართი: ქ. თბ--–--- მა---------------------------–-------ი N6;
2.11. დადგენილია და სადავო არაა, რომ ი/მ ,,ნე---------------მ“ მიიღო აღნიშნული წინადადება და მოპასუხეს სრულად გადაუხადა მოთხოვნილი თანხა, მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხემ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ი/მ ,,ნე----------------“ მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყოლოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. სს ,,ლი--------------“ დაარღვია ვალდებულება და არ გააუქმა იპოთეკა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი;
2.12. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელემ დაარღვია 20-6 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებით/შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და განმარტა, რომ მოსარჩელემ თანხის გადახდა შეთანხმებული პირობებით (ერთიანად და ბანკისთვის მისაღებ ვადაში) ვერ მოახერხა, აქედან გამომდინარე ბანკის მხრიდან იპოთეკის მოხსნა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებზე აღარ განხორციელდა, რომელიც არ შეესაბამება ხელშეკრულების/შეთანხმების მოთხოვნებს და ადეკვატურად და ობიექტურად არ ასახავდა არსებულ რეალობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი და სარწმუნოდაც არ მიუთითებია, რომ ი/მ ,,ნე---------------ს“ გარკვეულ ვადაში ერთიანად უნდა გადაეხადა 50-0- აშშ დოლარი. მხოლოდ მისი განმარტება კი აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან წერილში აღნიშნულის თაობაზე არაფერი იყო მითითებული;
2.13. მოპასუხე მიუთითებდა იმის თაობაზე, რომ 20-6 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულების/შეთანხმების პირობა შეიცვალა, რაც გამოიხატა მოსარჩელის მიერ სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ოქროს ნივთების გატანაში. აღნიშნული გარემოების მტკიცებულებად მოპასუხეს წარმოდგენილი ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტები. სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მიღება-ჩაბარების აქტები მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა, რადგან აღნიშნულით არ დასტურდებოდა, ფაქტი იმის შესახებ, რომ 20-6 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულების/შეთანხმების პირობა შეიცვალა, კერძოდ, შეთანხმებისამებრ მოსარჩელის მიერ სესხის თანხის შემცირების შემდეგ (რაც მან განახორციელა) მოპასუხეს უნდა მოეხსნა ქონებებზე არსებული იპოთეკა (რაც არ განახორციელა);
2.14. საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ი/მ ,,ნე----------------“ მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებელია სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი სს ,,ლი-------------“ სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და მასზე სარწმუნოდაც არ მიუთითებია;
2.15. სამოქალაქო კოდექსის 286–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა);
2.16. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან იპოთეკა იყო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, აუცილებელია არსებობდეს მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს იპოთეკა. თუ არ არსებობს მოთხოვნა, შესაბამისად, არ არსებობს არც მისი უზრუნველყოფის საშუალება. განსახილველ შემთხვევაში ი/მ ,,ნე----------------“ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებულია უძრავი ქონება ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-8; მისამართი: ქ.თბ--–---, ზ-------------------–-–-–-–---–-------ა, კორპუსი N6. ბინა 18 და ს/კ 8-.2-.0-.0--; მისამართი: ქ. თბ--–---, მა---------------------------–-------ი N6;
2.1-. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427–ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით;
2.18. სამოქალაქო კოდექსის 292–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს;
2.19. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 20-6 წლის 18 თებერვლის წერილიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე, ი/მ ,,ნე---------------მ“ ფულადი ვალდებულება სს ,,ლი-------------ს“ მიმართ შეასრულა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია იყო და იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ლი--------------“
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, 20-7 წლის 24 ოქტომბერს, მოქალაქე ნე---------------მ, მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მასსა და სს "ლი-------------" შორის გაფორმებული ორი იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება (20-5 წლის 18 მარტს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება №255-20-4/8 და 20-5 წლის 19 მარტს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება №255-20-4/9), მოთხოვნის საფუძვლად კი მიუთითა სს "ლი-------------ს" მიერ, მისთვის გაგზავნილი წერილი/შეთავაზება, რომლითაც, გარკვეული თანხის გადახდის სანცვლოდ, ბანკი იღებდა ამ იპოთეკების მოხსნის ვალდებულებას. ეს წერილი იყო შეთავაზება და არა შეთანხმება, რომ მოლაპარაკების საფუძველზე, მხარეთა შორის ნამდვილად შედგა შეთანხმება, თუმცა შეცვლილ საგანზე, რა ფარგლებშიც ბანკს ვალდებულება შესრულებული აქვს (სხვა უზრუნველყოფის საგნების გამოთავისუფლების სახით) და დამატებით იპოთეკის გაუქმების ვალდებულება მას არ გააჩნია;
3.2. აპელანტის განმარტებით, უდავო ფაქტობრივ გარემოებებად იქნა მიჩნეული, საკრედიტო, გირავნობის და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმების, ასევე ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობის ფაქტი, ბანკის მხრიდან ნე----------------თვის გაკეთებული შეთავაზებაც, არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში დამატებით შეთანხმების მიღწევის თაობაზე და ის, რომ ამ წერილის გაგზავნის შემდგომ მსესხებლის მიერ გადახდილია გარკვეული თანხა, კერძოდ 291-34.32 ლარი, რაც გადახდილია ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა თარიღში და სხვადასხვა ოდენობით და ის რომ თითოეული ამ ნაწილის გადახდისას მომხმარებელს გატანილი აქვს უზრუნველყოფის საგნები (დაგირავებული ოქროს ნივთები). მოცემულ შემთხვევაში, სადაოაარა ფაქტობრივი გარემოებები, არამედ ამ გარემოებების სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ ეთანხმებიან მიღებულ გადაწყვეტილებას;
3.3. 20-6 წლის 18 თებერვალს, სს "ლი--------------" ნე---------------ს გაუგზავნა წერილი, რომლითაც მან მსესხებელს შესთავაზა, სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთულ, ორ უძრავ ქონებაზე იპოთეკის მოხსნა, დავალიანების თანხის 50 0-0 აშშ დოლარით შემცირების შემთხვევაში. წერილში არ არის მითითება იმის შესახებ, რომ ბანკი იღებს იპოთეკის მოხსნის ვალდებულებას, მასში წერია რომ ბანკი თანახმაა, რაც ნიშნავს იმას რომ, ის (ბანკი) განიხილავს ამ საკითხს. ეს წერილი იყო შეთავაზება (ოფერტი) ბანკის მხრიდან, რომელიც თავისთავად გარიგებას არ წარმოადგენს, რადგან დამოუკიდებლად არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. სამართლებრივი შედეგი ოფერტს მხოლოდ მაშინ მოყვება, როდესაც ოფერტის ადრესატი, ანუ აქცეპტანტი ამ ნებას მიიღებს და დაეთანხმება ხელშეკრულების დადებაზე. ოფერტი, ისევე როგორც აქცეპტი შეიძლება იყოს, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით, თუმცა აუცილებელია, რომ ოფერტი იყოს საკმარისად განსაზღვრული, ანუ აუცილებელია მასში ყველა არსებითი პირობის ჩამოყალიბება, რადგან მისი მიმღების მიერ ამ პირობებზე მარტივად გამოხატული თანხმობით შესაძლებელი გახდეს ხელშეკრულების დადება. თუმცა შესაძლებელია ისეთი ოფერტის გაკეთებაც, როდესაც ოფერტი არ მოიცავს ყველა არსებით პირობას, რადგან მისი განსაზღვრა მხარეებმა სამომავლოდ მოიტოვეს, ასეთი პირობა შეიძლება იყოს: მომსახურების აღწერა, ფასი, შესრულების ადგილი, დრო და ა. შ. ასეთ დროს, მხარეებს შორის კომუნიკაციის საფუძველზე, უნდა დაზუსტდეს არსებითი პირობები. ამ შემთხვევაში, წერილის შინაარსიდანვე იკვეთება, რომ ყველა არსებითი პირობა განსაზღვრული და შეთანხმებული არ იყო (მაგ.: როდემდე უნდა იქნეს თანხა შეტანილი, ერთიან ტრანშად თუ ნაწილ-ნაწილ, ა.შ.), შესაბამისად საჭირო იყო ამ საკითხების დაზუსტება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შორის ამ საკითხზე უნდა მომხდარიყო კომუნიკაცია;
3.4. აპელანტის მითითებით, ეს ასეც მოხდა, წერილის მიღების შემდეგ, მსესხებელი დაეკონტაქტა სს "ლიბერთი" ბანკს" და ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო, რის ფარგლებშიც საბოლოოდ შეიცვალა შეთანხმების საგანი. მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ პირობის შესრულება (50 0-0 აშშ დოლარის ერთიანად გადახდა), რაც ბანკის ე.წ "დაპირების" წინაპირობას წარმოადგენდა და რადგან ამაზე იყო დამოკიდებული იპოთეკების მოხსნა და ეს თანხა პრაქტიკულად შეადგენდა იპოთეკის გამოსყიდვის ღირებულებას, აღნიშნული წერილი შედეგობრივად ანულირებულ იქნა და მხარეებს შორის ურთიერთობა გაგრძელდა ძველ რეჟიმში. ნე---------------მ გამოთქვა ინტერესი იმის თაობაზე, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებდა გადახდას და მის მიერ კონკრეტული თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოახდენდა კრედიტის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ოქროს ნივთების გატანა/გამოთავისუფლებას, რაც შეასრულა კიდეც, რითაც თავადვე მოახდინა წერილის პირობის ანულირება და ურთიერთობა გაგრძელდა ძველი სახით. მოსარჩელეს წლების განმავლობაში ისე გაქონდა ოქროს ნივთები, რომ პარალელურად იპოთეკის საგნების გათავისუფლება არ მოუთხოვია და ვერც მოითხოვდა, რადგან ერთი თანხის გადახდის სანაცვლოდ ორმაგ დაკმაყოფილებას - ოქროს და უძრავი ქონების დაბრუნების სახით, ვერ მიიღებდა;
3.5. სასამართლოს ფაქტიურად არ უმსჯელია იმაზე, რომ წერილში დაფიქსირებული შეთავაზება დამოკიდებული იყო პირობის შესრულებაზე, რომელიც არ შესრულდა, შესაბამისად, მხარეებს შორის ურთიერთობის გაგრძელება მოხდა მათ შორის მანამდე დადგენილი პრინციპით. ასევე, არაა მსჯელობა იმაზე რომ გადახდილი თანხის სანაცვლოდ მოხდა შესაბამისი ქონების - ოქროს მიღება მსესხებლის მიერ და ორმაგი დაკმაყოფლება და უზრუნველყოფის საგნების იმაზე მეტი გათავისუფლება, ვიდრე გადახდილი თანხაა - ეწინააღმდეგება საკრედიტო სამართალურთიერთობის პრინციპს. ამდენად, ვერ დავეთანხმებით სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელემ შეასრულა ვალდებულება და ბანკი ვალდებული იყო მოეხსნა იპოთეკები, რადგან წერილით დადგენილი წინაპირობა არ შესრულებულა, რის გამოც არ წარმოშობილა იპოთეკების მოხსნის საფუძველიც;
3.6. გადაწყვეტილებაში, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული გარემოების არსებობა ან არარსებობა უნდა დადგინდეს მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, თუმცა ამავდროდულად, ზუსტადაც რომ ანალიზისა და განზოგადების გარეშე აქვს ჩამოყალიბებული მსჯელობა, სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე დამდგარი შედეგის უგულებელყოფის და მხოლოდ წერილის შინარსის სიტყვა-სიტყვითი განმარტების გზით. ამბობს, რომ ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს უფრო მყარი, წერილობითი მტკიცებულებებით და ამადროულად არ მსჯელობს წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებზე, იმ დოკუმენტებზე, რითაც დასტურდება როგორც ახალი შეთანხმების არსებობა, ასევე ის რომ, გადახდილი თანხის უმეტესი ნაწილით, მოსარჩელეს მიღებული აქვს სარგებელი სხვა საგნების გამოთავისუფლების სახით. თუ ბანკი იყო ვალდებული წარმოედგინა წერილობითი დოკუმენტი იმის თაობაზე რომ, მისი შეთავაზების საფუძველზე შეთანხმება არ შედგა და შეიცვალა მოლაპარაკების საგანი, ამავე ლოგიკით მოსარჩელე მხარესაც უნდა მოვთხოვოთ ისეთი წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენა, სადაც იქნება მითითება იმის შესახებ, რომ იგი დათანხმდა ბანკის მიერ შეთავაზებულ წინადადებას. სხვაგვარად გამოდის რომ ბანკს, პასუხი იმის შესახებ, თანახმაა თუ არა მსესხებელი წინადადების შესრულებაზე, არ მიუღია. პასუხად მის მიერ განხორციელებულ გადახდებს ამ შემთხვევაში ვერ მივიჩნევთ, რადგან ეს არის არა დამატებითი (წერილის საფუძველზე) შეთანხმების პირობების შესრულება, არამედ წერილის გაგზავნამდე არსებული საკრედიტო დავალიანების თანხის დაფარვა, რისი ვალდებულება მსესხებელს ისედაც ჰქონდა, მხარეებს შორის გაფორმებული №255 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ზოგადად სესხის ანგარიშზე თანხის შეტანა, ავტომატურ რეჟიმში უზრუნვეყოფის საგნის გამოთავისულფლებას არ გულისხმობდა და მსგავსი ჩანაწერი, მხარეებს შორის გაფორმებულ არცერთ დოკუმენტში არ გვხვდება;
3.7. წერილის გაგზავნიდან სარჩელის შეტანამდე შუალედში, მსესხებლის მიერ სესხის ძირი თანხა შემცირებულია 291 034.32 ლარით, აღნიშნული უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, ზუსტად ისევე როგორც ის, რომ წერილის გაგზავნიდან, სარჩელის შეტანამდე შუალედში გატანილი ოქროს ნივთების ღირებულებამ შეადგინა 278 0-4 ლარი (111 197.80 აშშ დოლარი), ეს გარემოება დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით და აღნიშნული დოკუმენტი და თანხის დაანგარიშება მოსარჩელეს სადაოდ არ გაუხდია, თუ გადახდილი 291 034.32 ლარიდან, 278 0-4 ლარი, მოხმარდა ოქროს ნივთების გამოთავისუფლებას, გამოდის რომ დარჩენილი 13 030.32 ლარი (291 034.32 ლარი - 278 0-4 ლარი), არის თანხა, რისი გადახდისასაც, მსესხებელს დამატებითი სარგებელი, უზრუნველყოფის სხვა საგნის გამოთავისუფლების სახით არ მიუღია. ამ კუთხითაც რომ შევხედოთ მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების საკითხს, აშკარაა, რომ გირავნობის საგნების გამოთავისუფლების მიზნით გადახდილი თანხის გარდა, ანუ მისი გამოკლებით, მსესხებლის მიერ უშუალოდ იპოთეკის საგნის გამოთავისუფლებისთვის 50 0-0 აშშ დოლარი არ გადახდილა. გამოდის, რომ მხარე რეალურად იღებს, დამატებით - ქონებების მიღება/გამოთავისუფლების სახით სარგებელს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, რაც ბანკისთვის მიყენებული ზიანი და მხარისათვის დამდგარი უსაფუძვლო გამდიდრებაა, რასაც სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება და მხოლოდ ცალმხრივად და არასრულყოფილად მოახდინა საკითხის შეფასება;
3.8. აპელანტის განმარტებით, გამოდის, რომ 1. მოსარჩელეს ნებისმიერი ტრანშის სანაცვლოდ შეუძლია უზრუნველყოფის საგნის გამოთავისუფლების მოთხოვნა, ან 2. კონკრეტული თანხის სანაცვლოდ შეუძლია მოითხოვოს, როგორც ოქროს ნივთები, რაც უკვე სრულად აქვს გატანილი, ასევე იპოთეკის საგნები, რის გამოთავისუფლებასაც სარჩელით ითხოვს. საინტერესეოა, საიდან გამომდინარე გადაწყვიტა სასამართლომ ასე, როდესაც მსგავსი ჩანაწერი მხარეებს შორის გაფორმებულ არცერთ დოკუმენტში არ არის;
3.9. ამდენად, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ბუნდოვანია თუ რა საფუძვლით დაკმაყოფილდა სარჩელი. მსჯელობისას სასამართლომ გამოიყენა ის კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორი და ვიწრო განმარტება მისცა მას (სსკ-ის 31--ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 361-ე, 1-2-ე, 1-5-ე, 286-ე, 427-ე, 292-ე მუხლი), ასევე არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა საქმეზე სწორი სამართლებრივი შეფასების გასაკეთებლად (სსკ-ის 330-ე, 316-ე, 31--ე, 319-ე მუხლები) და არ იმსჯელა საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე, რა შემთხვევაშიც საქმეზე მიღებულ იქნებოდა არსებითად სხვა გადაწყვეტილება, აღნიშნული კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3; 2.5 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს შემდეგს:
4.2. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მათ შორის დადებული 22.09.20-4 წლის №255-20-4 საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში ნე---------------- მიერ ნამდვილად გადახდილი იქნა სს ,,ლი-------------“-სათვის 50 0-0 აშშ დოლარი, თუმცა არა ერთიანად, არამედ ნაწილ-ნაწილ. ამასთან, თითოეული გადახდის შემდეგ, გადახდილი თანხის პროპორციულად ბანკის მხრიდან ხდებოდა სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ოქროს ნივთების გამოსყიდვა და მსესხებლისათვის დაბრუნება, რაც დასტურდება მხარეთა განმარტებით და ასევე ნივთების გადაცემის შემდეგ, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით (იხ. ტ II, ს/ფ.: 36-141). სადავო არაა ის გარემოებაც, რომ ნე---------------- მიერ სს ,,ლი-------------“-ს წინაშე, 22.09.20-4 წლის №255-20-4 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დღემდე არსებობს და საკრედიტო დავალიანება ბანკის წინაშე არ არის სრულად დაფარული;
4.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს დაევალოს მოპასუხე სს „ლი-------------“ იპოთეკის მოხსნა უძრავ ქონებებზე: 1) ს/კ.: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-8; მისამართი: ქ. თბ--–---, ზ-------------------–-–-–-–---–-------ა, კორპუსი №6, ბინა №18. 2) ს/კ.: 8-.2-.0-.0--; მისამართი: ქ. თბ--–---, მა---------------------------–-------ი №6. მოსარჩელე ამ მხრივ მიუთითებს სს ,,ლი-------------“-ს წერილზე და განმარტავს, რომ აღნიშნული წერილით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მის მიერ 50 0-0 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში მოეხსნა მითითებულ უძრავ ქონებებზე იპოთეკა. მოსარჩელის მითითებით მან პირნათლად შეასრულა მისი ვალდებულება და 50 0-0 აშშ დოლარი გადაუხადა მოპასუხეს, ხოლო მოპასუხე მისი ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს;
4.4. სააპელაციო პალატა არ იზიარებს ნე---------------- მოსაზრებას, რომ მის მიერ შესრულებული იქნა ვალდებულება სრულად და ჯეროვნად, რაც მითითებული წერილის თანახმად წარმოუშობდა ბანკს საპასუხო შესრულების მოთხოვნის უფლებას;
4.5. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ;
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით;
4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა;
4.1-. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან;
4.11. საქმეში წარმოდგენილი სს ლი-------------’’-ს 20-6 წლის 18 თებერვლის წერილით (იხ. I, ს/ფ.: 27), ,,მოსარჩელის სახელზე არსებული სესხის (N255-20-4) 50 0-0 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) შემცირების შემთხვევაში (თანხა უნდა შეეტანა ანგარიშზე NG---------------------), რომელზეც არ უნდა ფიქსირებულიყო სამართლებრივი შეზღუდვა ინკასო (ყადაღა), მოპასუხე თანახმა იყო მოეხსნა იპოთეკა ორ უძრავ ქონებაზე: 1) ს/კ.: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-8; მისამართი: ქ.თბ--–---, ზ-------------------–-–-–-–---–-------ა, კორპუსი №6. ბინა 18 და 2) ს/კ.: 8-.2-.0-.0--; მისამართი; ქ. თბ--–---, მა---------------------------–-------ი №6. მოცემული წერილის შინაარსის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს აპელანტი მხარის პოზიციას, რომ ნე---------------ს აღნიშნული თანხა უნდა შეეტანა ერთიანად და არა ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა პერიოდებში, რის სანაცვლოდაც სს ,,ლი-------------“ იღებდა ვალდებულებას, მოეხსნა იპოთეკა მითითებულ უძრავ ნივთებზე. დადგენილია, რომ ნე---------------მ აღნიშნული თანხა შეიტანა არაერთიანად, არამედ ნაწილ-ნაწილ, ამასთან ამ თანხის სანაცვლოდ ყველა შეტანაზე მას გამოჰქონდა დაგირავებული ძვირფასეულობა, ხოლო ამ რეჟიმში დამატებით კიდევ ზემოთ მითითებულ უძრავ ნივთებზე იპოთეკის გაუქმებით, ბანკის მოთხოვნა რჩებოდა უზრუნველყოფის გარეშე, რასაც შესაძლოა გამოერიცხა ნე---------------- (მოვალის) მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნე---------------ს დღესაც არ აქვს საკრედიტო დავალიანება გადახდილი, ხოლო ამ პირობებში ბანკის მოთხოვნა ვერ დარჩება არაუზრუნველყოფილი;
4.12. სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში;
4.13. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა);
4.14. დადგენილია, რომ მოვალე ნე---------------- სესხი - 90- 0-0 ლარის ოდენობით, უზრუნველყოფილი იყო როგორც მოძრავი ნივთებით, კერძოდ, ოქროს სამკაულებით, ასევე სადავო უძრავი ნივთებითაც. დადგენილია, რომ თითოეული გადახდის შემდეგ, გადახდილი თანხების პროპორციულად ბანკის მხრიდან ხდებოდა სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ოქროს ნივთების გამოსყიდვა და მსესხებლისათვის დაბრუნება, რაც ასევე დასტურდება ნივთების გადაცემის შემდეგ, მხარეებს შორის გაფორმებული არაერთი მიღება-ჩაბარების აქტით. ამასთან, მხარეთა შორის ასევე სადავო არაა ის გარემოება, რომ ნე---------------- მიერ სს ,,ლი-------------“-ს წინაშე, 22.09.20-4 წლის №255-20-4 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, სრულად დაფარული არ არის. შესაბამისად, ერთი და იმავე თანხის სანაცვლოდ მოძრავ ნივთებთან ერთად დაუშვებელია უძრავი ნივთების უზრუნველყოფისაგან გათავისუფლება, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშულების მიზნებიდან და ამასთანავე, არ შეესაბამება კრედიტორის ნებასა და ინტერესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის წინაშე არსებული, საკრედიყო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი ვალდებულება დარჩება უზრუნველყოფის გარეშე. ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
4.1-. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.18. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,ლი-------------ს“ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს; ი.მ. ნე---------------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სს ,,ლი-------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20-9 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ი.მ. ნე---------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
6.2. რადგან სს ,,ლი-------------“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ი.მ. ნე---------------ს სს ,,ლი-------------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლი-------------“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20-9 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი.მ. ,,ნე----------------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ი.მ. ,,ნე---------------“-ს სს ,,ლი-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2- (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ირმა პარანიძე
ინდირა მაშანეიშვილი