განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002629322
საქმე №1ბ/413-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
სოფიკო კაპანაძის, მარიამ ნანეიშვილის
და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: ლ-------------------------–---–---------–-------------–---–--
ადვოკატის: ლ---------------–---–--
მსჯავრდებულის: ნ-----------------–---–--
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ-----------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ნ----------------–---------------–---–-- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------–------------------–----------------–--------------–-------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით, ნ-----------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;
ნ-----------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 1 თებერვლიდან.
ამავე განაჩენით, პ-------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ-------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.
პ-------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 აგვისტოს 15:34 საათიდან.
ნ-----------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 ივლისს, ღამის საათებში, პ-------------–---–- და ნ-----------------–---–- წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქ------–--–--------------------–--–--------ში მდებარე სუპერმარკეტ „----------დან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ორ ცალ შოკოლადს, ღირებულს - ჯამში 8,90 ლარად და ასევე ერთ ცალ კონიაკს, ღირებულს 8,99 ლარად, რითაც შპს „ნ-----------------“ მიადგა 17 ლარის და 89 თეთრის მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ-----------------–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---------------–---–--- რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ნ-----------------–---–- მოატყუა ბრალდების მხარემ და დააყენა დილემის წინაშე, რომ თუ არ აღიარებდა პ-------------–---–---- ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქურდობის ჩადენას, ფ-----–---–- სასტიკად დასჯიდნენ. დათანხმების შემთხვევაში კი, როგორც პირდებოდნენ, ორივესთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე. აღნიშნულის დამადასტურებელი არის სწორედ ის გარემოებაც, რომ სასამართლომ ნ-----------------–---–- ადვოკატი დაუნიშნა სავალდებულო წესით, რასაც საკუთარი ინიციატივით არ განახორციელებდა, რომ არა პროკურორის პოზიცია ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. სწორედ ხსენებული დაპირებები გახდა იმის საფუძველიც, რომ ნ-----------------–---–-- სადავოდ არ გახადა სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები და საქმის არსებითი განხილვისას არ მოხდა მათი გამოკვლევა. ნ-----------------–---–--ათვის სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მან დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის წინ იშუამდგომლა თვითაცილების თაობაზე და ურთულეს სამართლებრივ მდგომარეობაში დაცვის გარეშე დატოვა ბრალდებულები.
გარდა ამისა, დაცვის მხარე აპელირებს, რომ მოსამართლემ განაჩენში არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება ს.ს. საქმეში არსებულ არსებით დარღვევებს, მათ შორის არასრულწლოვან ნ---------------- გამოკითხვის პროცედურებს. კონკრეტულად, ნ----------------ათვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე გამომძიებლის დადგენილება გამოტანილია და სოციალური მომსახურების ცენტრში გაგზავნილია 2018 წლის 9 აგვისტოს. იმავე დღეს გამომძიებლის მიერ შედგენილია ოქმი არასრულწლოვანი მოწმის საპროცესო წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების შესახებ და ჩატარებულია არასრულწლოვანი მოწმის ნ---------------- გამოკითხვა, თითქოსდა მისი საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობით, რაც აშკარა სიყალბეს წარმოადგენს, რადგან საქმეში არსებული დოკუმენტით დგინდება, რომ მხოლოდ 13.08.2018 წელს მოხდა არასრულწლოვან ნ----------------ათვის საპროცესო წარმომადგენლის - გ---–--–---------- დანიშვნა. ასევე, 2018 წლის 27 ივლისს გამომძიებელმა გ---------------- შეადგინა ბრალდებელის სახით ნ-----------------–---–-- დაკავების ოქმი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ მისი ფაქტობრივი დაკავების დროა 06:25 საათი, ოქმის შედგენა დაწყებულია 06:07 საათზე ნ-----------------–---–-- ფაქტობრივი დაკავების ადგილზე, რომელიც დაამთავრა 06:20 საათზე, სადავო კი ის ფაქტია, რომ პოლიციის განყოფილების უფროსი რ----–---------–---- დაკავების ოქმს გაეცნო და დაადასტურა 06:15 საათზე, რაც შეუძლებელია, ოქმის შედგენა თუ დამთავრდა დაკავების ადგილას 06:20 საათზე, განყოფილების უფროსი მას ვერ გაეცნობოდა და ხელს ვერ მოაწერდა განყოფილებაში 06:15 საათზე.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ნ-----------------–---–-- მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ დაზარალებულის წარმომადგენლის - ე------–-–---–-- და მოწმეების: ლ-----------------------------–---–-- და ნ---------------- გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 27 ივლისის მაღაზია „---------- დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 2 აგვისტოს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, 2018 წლის 9 აგვისტოს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
გარდა აღნიშნულისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნა 2019 წლის 30 აპრილის N---- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, გამოკვლევაზე წარდგენილ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან (მითითებულია სახელწოდებები) ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პირების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია; გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამებიდან (მითითებულია სახელწოდებები) ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N6, N9, N11) და მონაცემთა ბაზაში რიცხულ 2--------- წელს დაბადებული პ--------------------------–---–-- (პ/ნ 0----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათში მოთავსებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება; გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამებიდან (მითითებულია სახელწოდებები) ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N7, N8, N10) და მონაცემთა ბაზაში რიცხულ 2--------- წელს დაბადებული ნ----------------–---------------–---–-- (პ/ნ 0----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათში მოთავსებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ვ--–-------------- რომლის განმარტებით დასკვნაში „სავარაუდოდ ერთიდაიგივე პირი“ მითითებულია იქიდან გამომდინარე, რომ საკვლევ მასალაზე პირისათვის დამახასიათებელი კერძო ნიშნები, რაც აშკარად ერთ პირზე მიანიშნებდა, ბევრი არ იყო გამოსახული. აღნიშნულ პიროვნებებში დაინახა უფრო მეტი ისეთი ნიშნები, რომელიც დამახასიათებელია ფართო ჯგუფისათვის; რომ ყოფილიყო მეტი კერძო ნიშნები, დაწერდა კატეგორიულ დასკვნას. ასევე ექსპერტმა დააზუსტა, რომ დასკვნაში ნ-----------------–---–-- დაბადების წელი არის არასწორად მითითებული, 1992 წლის ნაცვლად უნდა იყოს 1996 წელი, რაც წარმოადგენს მხოლოდდამხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეცდომას და უკავშირდება ტექსტის „კოპირებას“. ყველა სხვა მონაცემი მათ შორის ნ-----------------–---–-- პირადი ნომერი ექსპერტიზის დასკვნაში სწორადაა ასახული.
სააპელაციო პალატას ექსპერტის ჩვენებიდან გამომდინარე უტყუარად მიაჩნია, რომ დასკვნაში მითითებული 2--------- წელს დაბადებული ნ----------------–---------------–---–- (პ/ნ 0----------), არის სწორედ სასამართლოს წინაშე მსჯარდებულის სახით წარმოდგენილი პირი. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნის პირობით ხასიათს, მართალია მისი შედეგებისა და ექსპერტის ჩვენებიდან გამომდინარე შეუძლებელია უტყუარად იმის მტკიცება, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული პირები არიან უშუალოდ ნ-----------------–---–-, თუმცა დასკვნის შედეგები საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში კიდევ უფრო განამტკიცებენ ბრალდების მხარის ვერსიას, რომ 2018 წლის 27 ივლისს, ღამის საათებში, პ-------------–---–- და ნ-----------------–---–- ქ-------–--–--------------------–--–--------ში მდებარე სუპერმარკეტ „----------დან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ორ ცალ შოკოლადს და ერთ ცალ კონიაკს.
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას უხეშად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, ნ-----------------–---–- არის ბრალდების მხარისაგან მოტყუებული, რაც ყურადღების მიღმა დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლომ, არ გაითვალისწინა თუ რატომ ცნო თავი დამნაშავედ ნ-----------------–---–-- და ასევე რატომ არ გახადა სადავო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა ამისა მსჯავრდებული არ იყო უზრუნველყოფილი სათანადო დაცვის უფლებით.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, განაჩენის დადგენისას შეაფასა და იხელმძღვანელა იმ მტკიცებულებებით, რომელთა კანონიერების და საქმის არსებით განხილვაზე დასაშვებობის საკითხი შემოწმებული იქნა წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ.
აღსანიშნავია, რომ ნ-----------------–---–-- ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი აღიარა როგორც 2018 წლის 24 სექტემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას. წინასასამართლო სხდომაზე მას განემარტა წარდგენილი ბრალდების არსი და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მოსალოდნელი სასჯელის სახე და ზომა, ასევე სრულად გაეცნო მისი, როგორც ბრალდებული უფლება-მოვალეობები, რის შემდეგაც ნ-----------------–---–-- განაცხადა, რომ თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში სრული მოცემულობით; დააფიქსირა რომ გადაეცა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე მოპოვებული როგორც წერილობითი, ისე ნივთიერი მტკიცებულებები სრულად და გაცნობილია მათ. ხოლო ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე დაშვების შუამდგომლობის წარმოდგენის შემდეგ, ნ-----------------–---–- დაეთანხმა წარმოდგენილ შუამდგომლობას და მოსამართლის მიერ განმარტების მიღების შემდეგ განაცხადა, რომ მოცემული საქმის ფარგლებში მტკიცებულებების მოპოვებისას ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას. გარდა ამისა მოსამართლემ სრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია მტკიცებულებათა სადავოდ ან არასადავოდ ცნობასთან დაკავშირებით, მას არაერთხელ და ამომწურავად განემარტა, რომ თუ უდავოდ ცნობდა მტკიცებულებებს, სასამართლო მათ აღარ გამოიკვლევდა; უდავო მტკიცებულებებს, ბრალთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლის შემთხვევაშიც ვეღარ გახდიდნენ სადავოდ. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ კი ნ-----------------–---–-- სრულიად თავისუფალი ნების პირობებში, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვით მიმდინარე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ არცერთ მტკიცებულებას არ ხდიდა სადავოდ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გამოკვლევის გარეშე ფაქტის მტკიცებულებად მიჩნევა არის საპროცესო კანონმდებლობით ცალკე დარეგულირეგული საკითხი, აღნიშნულის შესახებ განცხადებას მხარეები აკეთებენ სასამართლოს წინაშე და მას არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხების დადებასთან.
ანალოგიურად, 2018 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, წარდეგნილი ბრალდების არსის, მოსალოდნელი სასჯელის მინიმუმის და მაქსიმუმის, უფლება-მოვალეობების განმარტების შემდეგ ნ-----------------–---–-- განაცხადა, რომ იგი თავს სრულად ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ აღიარება იყო ნებაყოფლობითი. ამის შემდეგ ბრალდებულმა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკების წარმოებისათვის ითხოვა ადვოკატის სახელმწიფო ხარჯზე დანიშვნა, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ. 2019 წლის 1 თებერვლის სასამართლო სხდომაზე კი პროკურორმა ნათლად განმარტა, რომ როგორც ნ-----------------–---–-, ასევე პ-------------–---–- უარი ეთქვათ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. მიუხედავად ამისა, დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის ეტაპზე ნ-----------------–---–-- განაცხადა, რომ მის მიერ ჩადენილი იყო ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, აცნობიერებდა და ინანიებდა მას და სასამართლოს წინაშე ითოხვა მის მიმართ დანიშნული ყოფილიყო მინიმალური ზომის სასჯელი.
იმ გარემოებების შესახებ, რომ ნ-----------------–---–- იყო მოტყუებული ბრალდების მხარის მიერ, განიცდიდა ზეწოლას გამოძიების და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მხოლოდ პ-------------–---–-სათვის მკაცრი სასჯელის არიდება გახდა მისი აღიარების მიზეზი და ამასთნავე სამართალდამცავი ორგანოს კონკრეტულ თანამშრომლებს 2015 წლიდან გააჩნიათ პირადი დაინტერესება მის მიმართ, მსჯავრდებულმა განაცხადა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე და ამ შემთხვევაშიც, დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად არ მომხდარა არგუმენტირებული მსჯელობის წარმოდგენა. ნ-----------------–---–- თითოეულ შემთხვევაში წარედგინა მიუკერძოებელ და ობიექტურ სასამართლოს, სხდომები მიმდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულს სრულყოფილად განემარტა უფლებები და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, რა პირობებშიც მან დაადასტურა, რომ თავს სრულად ცნობდა დამნაშავედ და მტკიცებულებებს არ ხდიდა სადავოდ.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ადვოკატის მიერ დაყენებული თვითაცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებული ნ-----------------–---–- განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე არ ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 45-46-ე მუხლებით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ხარჯზე პირის დაცვის არცერთ გარემოებას. მის მიმართ ადვოკატი დანიშნული იყო საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის „ვ“ ნაწილის საფუძველზე ვინაიდან მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, თუმცა, როდესაც მას უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმებაზე, სავალდებულო დაცვის პირობა აღარ არსებობდა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თვითაცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება სრულ შესაბამისობაში იყო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულ ნ-----------------–---–-- მიმართ გამოძიების საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარმართვის თაობაზე, და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელდა კანონის სრული დაცვით, რა დროსაც არ გამოვლენილა ისეთი ხასიათის დარღვევები, რომლებიც წარმოდგენილი მტკიცებულებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა.
სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოთავსებულია 2018 წლის 9 აგვისტოს დეტექტივ-გამომძიებელ ი-----–--–--------- მიმართვის წერილი სოციალური სამსახურისადმი არასრულწლოვანი მოწმის - ნ----------------ათვის კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე, რომელიც იმავე დღეს ჩაბარდა უფლებამოსილ პირს და გამომძიებელ ი-----–--–--------- იმავე თარიღით აქვს გამოტანილი დადგენილება, რომ ნ---------------- საპროცესო წარმომადგენლად დაინიშნა გ---–--–---------- აღნიშნული კი მოწმობს, რომ გამომძიებლისათვის 2018 წლის 9 აგვისტოსვე გახდა ცნობილი თუ სოციალური სამსახურიდან ვის დაევალა არასრულწლოვანი მოწმის საპროცესო წარმომადგენლად გამოცხადება. ასევე საპროცესო წარმომადგენელი გ---–--–--------- მისი ხელმოწერით ადასტურებს 2018 წლის 9 აგვისტოს შედგენილ მისთვის უფლებების განმარტებისა და ნ---------------- გამოკითხვის ოქმებს, რასთან დაკავშირებითაც რაიმე სახის შენიშვნა არ განუცხადებია, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ხსენებული დოკუმენტების სიყალბის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები. მხოლოდ ის გარემოება, რომ გამომძიებელმა ი-----–--–--------- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ოფიციალური პასუხი მოწმის საპროცესო წარმომადგენლად სოციალური მუშაკის გ---–--–---------- გამოყოფის შესახებ მატერიალური სახით მიიღო 2018 წლის 13 აგვისტოს, არ ნიშნავს, რომ თავად გ---–--–--------- 9 აგვისტოს არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და არ განუხორციელებია მასზე დაკისრებული მოვალეობები.
ასევე, ბრალდებულ ნ-----------------–---–-- დაკავების ოქმი შედგენილია ზედმიწევნით და სრულყოფილად, მასში მითითებულია თითოეული ქმედების განხორციელების დრო და ვითარება. აღნიშნულია რომ ბრალდებულს განემარტა თავისი უფლებები, ასევე ოქმი შედგენილი იქნა დაკავების ადგილზე; დეტალურადაა მითითებული ფაქტობრივი დაკავების, ოქმის შედგენის დაწყების და დასრულების დრო. ბრალდებულის დაკავებას ქრონოლოგიურად მოჰყვება ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე შედგენილი ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა განყოფილების უფროსმა 06:15 საათზე. დაკავების ოქმის შედგენა სწორედ მას შემდეგ ითვლება დასრულებულად, რომდესაც მას ბრალდებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე ხელს მოაწერს ამ ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამდენად სრულიად ლოგიკურია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაკავების ოქმის შედგენის დასრულების დროდ მითითებულია 06:20 საათი. რაც არ ნიშნავს, რომ ამ დროს ოქმის შემდგენი გამომძიებელი გ--------------- კვლავ დაკავების ადგილზე იმყოფებოდა. აღნიშნულის შემდეგ ნ-----------------–---–-- 06:24 საათზე ჩაიბარა მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ასლი. რომელსაც აწერს ხელს, ხოლო მასზე რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ განუცხადებია.
ამდენად, დაცვის მხარის მტკიცება კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ნ-----------------–---–-- ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ-----------------–---–-- ქმედებას. დაზარალებულის წარმომადგენლის - ე------–-–---–-- და მოწმეების: ლ-----------------------------–---–-- და ნ---------------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ინფორმაციის გამოთხოვის და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ვიდეოჩანაწერით ასევე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ნ-----------------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
რაც შეეხება ნ-----------------–---–-- მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ მას დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა, რომლის შემცირების ან მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე საშეღავათო ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ-----------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ნ------------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულ ნ------------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 1 თებერვლიდან.
5. ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, ასევე 1(ერთი)ცალი ბოთლი და შოკოლადის მაგვარი მასა, ასევე, პ-------------–---–-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში, რომლებიც დალუქული ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პოლიციის მ--------------–---–- - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 1(ერთი)ცალ ლაზერულ დისკზე და შ.პ.ს. „------------------“-ს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, გადატანილი 1(ერთი)ცალ ლაზერულ დისკზე (ასლი დისკი), რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, ასევე, შ.პ.ს. „------------------“-ს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გადატანილი 1(ერთი)ცალ ლაზერულ დისკზე (დედანი დისკი) - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი