განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002863603
საქმე #1ბ/929-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ---------------–-–---–ის
ადვოკატის: ზ-------------–-–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულის: ზ--------------–---–ის
(მონაწილეობის გარეშე)
ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ------------ისა და ზ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ზ--------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–--–----–------------------------–-----–-----------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 23 იანვარს, დილის საათებში, სახლში, ზ--------------–---–მა მეუღლეს - თ--------------ეს ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. ძალადობის შედეგად თ--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით:
ზ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 28 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ------------ემ და ზ-------------–-–---–მა, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ზ--------------–---–ის მიმართ გამოტანილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ------------ისა და ზ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - ლ--–-----------–--ის, ნ---------------ს და ლ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით, “f-------” ვებგვერდის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით) - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოთქმულ, მსჯავრდებულის ადვოკატის პოზიციას, რომ ზ--------------–---–ს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს ზ--------------–---–ის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, ვინაიდან ორდერი გაიცა თ--------------ის ინფორმაციის საფუძველზე.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა თ--------------ემ გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაპყრობს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი). პალატა აცხადებს, რომ ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს, რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ბრალდების საფუძვლიანობაზე.
საქმეში არსებული, მოწმე ლ--–-----------–--ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 23 იანვარს, დილის საათებში, მასთან სახლში მივიდა მეგობარი თ--------------ე, რომელსაც ლოყები ჰქონდა აწითლებული. ლ--–-----------–--ის მოსაზრებით, სახეზე სიწითლის მიზეზი იყო ძალადობა, რაც თამთა გეგუჩაძემ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ მეუღლემ, ზ--------------–---–მა სცემა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა სახეში ხელი. ლ--–-----------–--ემ გამოკითხვის ოქმში განაცხადა, რომ 23 იანვარი არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა. წარსულში, როდესაც ზ--------------–---–ი იყო უკრაინიდან ჩამოსული, თ--------------ე ლ--–-----------–--ესთან მივიდა მეუღლისგან ნაცემი, ცემის შედეგად ხელებზე და ყელზე ჰქონდა დალურჯებები, თავზე ჰქონდა ჰემატომა და ფეხს ვერ ადგამდა. ზურაბ სიმონიშვილი ეჭვიანობდა მეუღლეზე. როდესაც მეგობრები იმყოფებოდნენ ერთად და ზ--------------–---–ი უკრაინიდან ტელეფონით დაურეკავდა თ--------------ეს, ამ უკანასკნელს სახე ეცვლებოდა, უცებ დაავლებდა ხელს ჩანთას და მიდიოდა სახლში, ზ--------------–---–ი ვერ იტანდა, როდესაც თ--------------ე იყო სხვაგან და სახლში არ იყო.
საქმეში არსებული, მოწმე ლ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ზ--------------–---–ის მეზობლად - ქ-------–--–-----–------------------------- ში. 2019 წლის 26 იანვარს, მას (ლ-----------–---–ს) მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თ--------------ე და უთხრა, რომ ზ--------------–---–მა სცემა და შვილებთან ერთად იმყოფებოდა მეგობართან. დაზარალებულმა მას (მოწმეს) სთხოვა, ენახა, სახლში იმყოფებოდა თუ არა ზ--------------–---–ი, რადგან სურდა სახლიდან ბავშვებისა და პირადი ნივთების წამოღება. თ--------------ეს ეშინოდა, რომ თუკი ზ--------------–---–ი სახლში დახვდებოდა, ისევ სცემდა. მოწმის გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ 2019 წლის 23 იანვრის ეპიზოდი არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა და სხვა დროსაც არაერთხელ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა ზ--------------–---–ს მეუღლისათვის. ლ-----------–---–მა გამოკითხვისას აღნიშნა, რომ ადრეც უნახავს თ--------------ის სახეზე ძალადობის კვალი, დაზარალებულმა დაუდასტურა, რომ სცემა ზ--------------–---–მა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლომ არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება და მიუთითა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს [...].თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნების და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების კონტექსტში უნდა მოხდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, პარ. 36, 38.).
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, არც ლ--–-----------–--ე და არც ლ-----------–---–ი არ შესწრებიან ფაქტს, თუმცა, მათი გამოკითხვის ოქმებში გადმოცემული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, ვინაიდან გადმოსცემენ უშუალოდ ნანახს და დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ძალადობიდან დროის მოკლე პერიოდში, რაც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, აუცილებელია აღნიშნული კატეგორიის საქმეთა განხილვის შემთხვევაში. ორივე გამოკითხული მოწმე უშუალოდ შესწრებიან იმ ფაქტებს, როდესაც დაზარალებულ თ--------------ეს ვიზუალურად ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვლები. კერძოდ - ლ--–-----------–--ემ ის ფაქტიც კი აღნიშნა, რომ მეუღლის ცემისაგან თ--------------ეს ხელებზე და ყელზე ჰქონდა დალურჯებები, თავზე ჰქონდა ჰემატომა და ფეხს ვერ დგამდა. პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს ლ-----------–---–ის გამოკითხვისას გადმოცემულ ინფორმაციაზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ თ--------------ე არაერთხელ უნახავს ნაცემი, მათ შორის სახეზეც კი ეტყობოდა ძალადობის კვალი. აღნიშნული მოწმის გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ თ--------------ე მასთან საუბრისას შეშინებული იყო და სთხოვდა, შეემოწმებინა, მისი მეუღლე იყო თუ არა სახლში, რადგან თუ სახლში დახვდებოდა, კვლავ ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა.
ოქმით ვებგვერდ ,,Facebook“-ის დათვალიერების შესახებ, დათვალიერდა თ-----------------ესა და ნ-----------------ს მიმოწერა, რომლის მიხედვით, ე.წ. სქრინშოთში, 2019 წლის 24 იანვარს, 12:01 საათზე ფიქსირდება თ--------------ის მიმოწერა ნ-----------------სთან: „არა ნინო შეუძლებელია მანდ ყოფნა. სანამ ისევ ხელით არ შემეხო, ვითმინე ყველაფერი, მეთქი წაეთრევა მალეთქო, მარა გუშინ უკვე ხელით შემეხო და როდემდე ვარტყმევინო თავი მაგას“. აღნიშნული მიმოწერა დაადასტურა მოწმე ნ-----------------მ თავის გამოკითხვის ოქმში.
უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ზ--------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ზ--------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ზ--------------–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ--------------–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ--------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ------------ისა და ზ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ--------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ------------ისა და ზ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი ზ--------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ზ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 28 იანვრიდან, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე