განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002765980
საქმე №1/ბ-702-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - გ-------- ტ---–--ის,ადვოკატის - გ---- კ--–------ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-------- ი-----ს ძე ო--------–-–---–ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ს---–------------------------
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-------- ო--------–-–---–მა ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
1.2 სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.3 ადევნება, პირადად, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
1.4 ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემედგში:
1.1 2018 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისი, თ------–---–------------ში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ნ-------- ო--------–-–---–მა სიტყვიერი შელაპარაკებისას მეუღლეს ი--- ს------ეს ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2 2018 წლის 4 დეკემბერს დაახლოებით 15:09 საათზე ნ-------- ო--------–-–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქუთაისში, წ-------–----------6-ში მდებარე ადვოკატის ოფისში ი--- ს------ეს. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3 2018 წლის 4 ოქტომბრის თვიდან 2018 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით ნ-------- ო--------–-–---–ი სისტემატიურად მეუღლესთან ი--- ს------ესთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის საშუალებით და პირადად. აღნიშნული იწვევს მის ტანჯვას. ასევე ი--- ს------ე იძულებული გახდა ცხოვრების ჩვეულებრივი წესი შეეცვალა, კერძოდ რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი სახლი.
1.4 2018 წლის 5 დეკემბერს ნ-------- ო--------–-–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების ,,ამფეტამინის და მეტამფეტამინის’’ მოხმარების ფაქტი. ნ-------- ო--------–-–---–ს 2018 წლის 8 ნოემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელი დაედო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ნ-------- ო--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 08 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 04 ოქტომბრიდან 2018 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით, ასევე, 2018 წლის 05 დეკემბრიდაბ 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით აღმოიფხრვა ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენში დაშვებული უზუსტობა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი შინაარსის აბზაცი: ნ-------- ო--------–-–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 03 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2. სააპელაციო საჩივრების მოტივები:
2.1 აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენში, მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელები, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელით შეუძლებელია სასჯელის მიზნების შესრულება, უფრო მეტიც, შესაძლებელია მსჯავრდებული წახალისდეს დაუსჯელობის სინდრომით.
2.2. აპელანტი - მსჯავრდებულ ნ-------- ო--------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ-----–-- ქ-----–-- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით არ ეთანხმება სასამართლოს დაზუსტებას, რომელიც შეტანილ იქნა განაჩენში, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული დაზუსტება არის უკანონო, გამამტყუნებელი განაჩენი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას არ წარმოიშვას რაიმე ეჭვი სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს გ-------- ტ---–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ ნ-------- ო--------–-–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს, გ---- კ--–------ას, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრლადების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-------- ო--------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ნ-------- ო--------–-–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 273-ე მუხლით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწეების: ი--- ს------ის, ი----- ს------ის, რ----- ნ-–------ის, ვ------- ს------ის, ნ----- ბ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ-------- ო--------–-–---–ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ნ-------- ო--------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნება და წარსული, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე ის გარემოებები, რომ ნ-------- ო--------–-–---–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედებები, უდაოდ ცნო საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, დაზარალებული ი--- ს------ე შერიგებულია მსჯავრდებულთან და ამ უკანასკნელის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და განუსაზღვრა სასჯელი შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებში. პალატას მსჯავრდებულ ნ-------- ო--------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის მიმართ საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
პალატა ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივირებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილი დაზუსტება, კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევაა და შესაბამისად უკანონოა, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას არ წარმოშვას რაიმე ეჭვი სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ, აღნიშნულ მოტივირებას პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს კანონს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’, კერძოდ, კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სასამართლო, გამამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 03 წლით ჩამოართმევს სხვადასხვა უფლებებს. ამდენად, აღნიშნული სავალდებულო მოთხოვნაა.
საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ვ’’ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიმღებ სასამართოლოს უფლება აქვს, ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობა, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას, კერძოდ, შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკიაციისა და სასჯელის ღონისძიების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღმოფხვრილი ბუნდოვანება-უზუსტობა, კერძოდ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დამატებული მსჯელობა, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ნ-------- ო--------–-–---–ისათვის 03 წლის ვადით ჩამორთმევის თაობაზე, გავლენას არ ახდენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის და სასჯელის ღონისძიების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ნ-------- ო--------–-–---–ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ნ-------- ო--------–-–---–ის ინტრესების დამცველი ადვოკატის ნ-----–-- ქ-----–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ-------- ო--------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ნ-------- ო--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
ნ-------- ო--------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ყადაღა მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებულ ქონებას (ი----- ო--------–-–---–ის, პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ქუთაისი, სულხან-საბას გამზირი (ყოფ. მშენებლის ქუჩა) N85, ბინა 96, ფართი 72,15 კვ.მ, ს----------------------).
ნ-------- ო--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 4 ოქტომბრიდან - 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით და 2018 წლის 5 დეკემბრიდან -2019 წლის 15 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
მსჯავრდებულ ნ-------- ო--------–-–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 03 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ-------- ო--------–-–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკად - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე