განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
330100119002911839
ინსტანცია
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002911839

საქმე №1ბ/1619-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ი-----------–---–ის,ადვოკატ - ნ----–------------–---ის,მსჯავრდებულების - ნ-------–----ა და რ--------–--ის მონაწილეობით,თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----------–---–ის და მსჯავრდებულ ნ-------–---- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ნ-------–---- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/№0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------–------–--–-----------–-------------------–-------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–----–--------------------------–------------------; დანაშაულები გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

რ--------–--ის მიმართ - დაბადებული 1978 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პ/№0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ამბროლაურის რაიონის სოფელი იწა, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–----–--------------------------–------------------; დანაშაულები გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენით:

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა-------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ--------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ-----------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი------------–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა-------------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ ნ-------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ნ-------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 დეკემბრიდან.

 

რ--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

 

რ--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

რ--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ-----------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

 

რ--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი------------–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ რ--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

რ----- გ-–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 3 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 13 დეკემბრიდან, 2018 წლის 27 დეკემბრამდე;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ

 

ნ-------–--ემ ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით;

 

თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი);

 

თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი);

 

იძულება ჯგუფურად, ესე იგი ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა - მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა;

 

თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

რ--------–--ემ ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი);

 

იძულება ჯგუფურად, ესე იგი ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა - მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს ქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა;

 

თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის ივლისში, ინტერნეტში გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, ა-------------ე ტელეფონით დაუკავშირდა ვინმე მანანას, რომელიც აღმოჩნდა ნ-------–--ე. განცხადების მიხედვით, 7000 აშშ დოლარად გირავდებოდა ბინა ქ------–--–-----–-------------------------------------------------------ში, რომელიც ეკუთვნოდა ნ-------–---- ძმას - ნ-----------------ს. ნ-------–--ე ა-------------ეს დაპირდა, რომ მას შემდეგ, რაც ბინაში ქირით მყოფი ზ--------------ს თანხას მისცემდა და დააცლევინებდა ბინას, მიაგირავებდა მთლიან ბინას, რაზეც ა-------------ე დათანხმდა. ნ-------–---- ინიციატივით, 2015 წლის 23 ივლისს, ქ-----------–-------------------------ში არსებულ სანოტარო ბიუროში, ნაცვლად გირავნობის ხელშეკრულებისა, ა-------------ის ნების საწინააღმდეგოდ ნ-------–--ემ მასთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ „ასე ჯობდა“. ა-------------ემ იქვე გადასცა 5000 აშშ დოლარი, ხოლო 2000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა ორი თვის განმავლობაში, თუმცა ერთი კვირის შემდეგ, ნ-------–---- მოთხოვნის გამო, ა-------------ემ კიდევ 1000 აშშ დოლარი გადასცა. დათქმულ დროს - 2015 წლის 10 აგვისტოს, როცა ა-------------ე საცხოვრებლად უნდა შესულიყო ნაგირავებ ბინაში, ნ-------–--ემ მოულოდნელად უთხრა, რომ აღნიშნულ ბინაში ვერ იცხოვრებდა, რადგან დედასთან და ძმასთან ურთიერთობა დაეძაბა. შემდგომ პერიოდში, ვინაიდან ა-------------ე სთხოვდა თავის თანხას, მოატყუა, რომ თითქოს გარკვეული საქმეების მოსაგვარებლად არ ჰქონდა სააღსრულებო ბიუროში შესატანი თანხა, რისთვისაც სთხოვა თანხა. ა-------------ემ 2015 წლის 30 ოქტომბერს გადაურიცხა 342 ლარი, ხოლო შემდეგი წლის 18 დეკემბერს კიდევ ჩაურიცხა 300 ლარი იმ იმედით, რომ ნ-------–--ე მოაგვარებდა პრობლემებს და მთლიან თანხას უკან დაუბრუნებდა, მაგრამ ნ-------–--ემ ამ შემთხვევაშიც მოატყუა იგი და თაღლითურად დაეუფლა ა-------------ის კუთვნილ 6000 აშშ დოლარს და 742 ლარს. აღნიშნული ქმედებით ა-------------ეს მიადგა 14 289,5 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.

 

2016 წლის გაზაფხულზე, ვინაიდან ნ-------–----თვის ცნობილი გახდა, რომ დ--------------ს იპოთეკარი აძლევდა 3000 აშშ დოლარს, განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა მის თანხას. გაეცნო როგორც ადვოკატი და შესთავაზა, რომ 3000 აშშ დოლარად 3 წლის ვადით მიაგირავებდა ქ-------–--–----------–---–----–-------–----–------–-------------------------------ს. აღნიშნული პირობა ხელსაყრელი იყო დ--------------ისთვისაც და დათანხმდა. ამავე დროს ნ-------–--ემ მოახერხა წინასწარ მოფიქრებული თითქოსდა კეთილგანწყობილი ურთიერთობით, მოეპოვებინა დ--------------ის ოჯახის ნდობა, რის გამოც დავით გიგაურმა და მისმა მეუღლემ - მ--------–-----–---–მა სოფელ გ-–----–---–-------------ში ნ-------–--ეს, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის გარეშე გადასცეს 2500 აშშ დოლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ-------–--ე. დ--------------ის ოჯახს კი მოატყუა, რომ აღნიშნულ ბინაში, რომელიც სინამდვილეში ეკუთვნოდა ზ----------–-–---–ის ოჯახს და რომელიც ასევე კანონსაწინააღმდეგოდ ჰქონდა გაფორმებული ნ-------–---- მეუღლეს - რ--------–--ეს, უკანონოდ ცხოვრობდნენ სხვები და სასამართლოს წესით აპირებდა მათ გამოსახლებას. აღნიშნული ქმედებით დ--------------ს მიადგა 2 500 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2017 წელს, ვინაიდან მ------------–---–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ------–--–----------------------------------------------–----------------------------, დასარაგისტრირებლად საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება, დახმარება სთხოვა ნაცნობს - ჯ-------–--–-–---–ს, რომელმაც დააკავშირა ნ-------–--ესთან. 2017 წლის მარტში მ------------–---–თან მივიდა ნ-------–--ე, გაეცნო როგორც ადვოკატი და შეპირდა სამკვიდრო ქონების იურიდიული საკითხების მოგვარებას 750 აშშ დოლარად. მ------------–---–- დაარწმუნა, რომ ყველგან ჰყავდა ნაცნობები და გადაფორმების საკითხს მალე მოაგვარებდა. მ------------–---–- ენდო და 2017 წლის 4 მაისს ნ-------–--ეს გაუფორმა მინდობილობა, რათა გამოეთხოვა ყველა საჭირო დოკუმენტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. გაცნობიდან რამდენიმე დღეში მ------------–---–ს ნ-------–--ემ გამოართვა 1000 ლარი. 2017 წლის მაისში ნ---------–---მ მ--------------–---–ს მოატყუა, რომ თითქოს მისი მეუღლის დაბადების მოწმობას ვერ პოულობდნენ და მის მოსაპოვებლად სჭირდებოდა 700 აშშ დოლარი. მ------------–---–მა აღნიშნული თანხა ვერ მისცა, თუმცა მოგვიანებით ნ-------–--ემ, თითქოსდა აღნიშნული საქმის მოსაგვარებლად, კიდევ გამოართვა 1200 ლარი. ასევე, ნ-------–--ემ მ------------–---–- დაარწმუნა, რომ დაეხმარებოდა დუშეთის რაიონში მამამთილის ბინის გაფორმებაში, რისთვისაც 2017 წლის მაისში გამოართვა 750 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, ნ-------–--ემ არ უზრუნველყო მ------------–---–-ს მეუღლის ბინის და არც მისი მამათილის ბინის გადაფორმება, 2200 ლარს და 750 აშშ დოლარს კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. მას შემდეგ, რაც მ------------–---–- დარწმუნდა, რომ ნ-------–--ე ატყუებდა, 2017 წლის 9 აგვისტოს მასთან დადებული მინდობილობა გააუქმა. აღნიშნული ქმედებით მ-------------–---–ს მიადგა 4021 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქ. თბილისში, სოფელ გლდანში მცხოვრებმა რ----- და ნ-------–--ეებმა ისარგებლეს ზ----------–-–---–ის მდგომარეობით, კერძოდ იმით, რომ იგი იყო ალკოჰოლური სასმელის აქტიური მომხმარებელი, რომ 2016 წლის 10 თებერვალს, ნ-------–--ემ და რ--------–--ემ ქ-------–--–------------------------------–-------------------------–---------–-------------------------------------თულზე არსებულ სანოტარო ბიუროში მიიყვანეს ზ----------–-–---–ი და დაარწმუნეს, რომ მინდობილობა გაეცა რ--------–--ეზე. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე რ--------–--ემ გარიგება დადო საკუთარ თავთან და 2016 წლის 31 მარტს გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ზ----------–-–---–მა თითქოსდა რ--------–--ეს 15 000 აშშ დოლარად მიჰყიდა ქ------–--–-----------–---–----–-----–------–------------------------ში არსებული საცხოვრებელი ბინა მთლიანი ფართობით 890 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N 7-----------). აღნიშნული ბინა რეგისტრირებული იყო ზ----------–-–---–ზე, თუმცა ფაქტობრივი მფლობელი იყო ზ----------–-–---–ის დედა - ლ------------–-–---–ი, რომელიც ამავე სახლში ცხოვრობდა. სინამდვილეში რ--------–--ემ მოატყუა და აღნიშნული თანხა არ გადასცა ზ----------–-–---–ს. ორი კვირის შემდეგ, 2016 წლის 13 აპრილს, რ--------–--ემ იპოთეკის და სესხის ხელშეკრულება გააფორმა კერძო იპოთეკარებთან და 5000 აშშ დოლარად იპოთეკაში ჩადო ზ----------–-–---–ის სახლი. 2017 წლის 23 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა გაფორმდა რ--------–--ის დედაზე - ვ-------–-----ე და კვლავ იპოთეკით დაიტვირთა სს „საქართველოს ბანკის“ სესხის უზრუნველსაყოფად. მას შემდეგ, რაც ზ----------–-–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ ოჯახის ქონება დატვირთული იყო იპოთეკით ნ---- და რ--------–--ეების მიერ, მათთან მივიდა ვითარების გასარკვევად, ვინაიდან გაყიდვა და იპოთეკით დატვირთვა მოხდა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ნ----მ და რ--------–--ეებმა უთხრეს, რომ შეცდომას გაასწორებდნენ, მანამდე კი სთხოვეს, დასასვენებლად გაყოლოდა რაჭაში, რაზეც ზ----------–-–---–ი დათანხმდა და გაჰყვა ამბროლაურის რაიონის სოფელ იწაში. დაახლოებით ორი-სამი დღის შემდეგ მათ ზ----------–-–---–ი წაიყვანეს ხარაგაულის რაიონში მცხოვრებ სიმონ კიკნაძის ბინაში. მას შემდეგ, რაც ზ----------–-–---–ის დამ - ი----------–-–---–მა შეიტყო, რომ მისი ძმა იმყოფებოდა სიმონ კიკნაძის ბინაში, მისგან მალულად რ----- და ნ-------–--ეებმა ზ----------–-–---–ი წაიყვანეს თერჯოლაში, მიტოვებულ ბინაში, სადაც არ იყო ცხოვრების ელემენტარული პირობები. აუკრძალეს ტელეფონზე დარეკვა და ახლობლებთან ურთიერთობა იმ მიზეზით, თითქოს მისი ახლობლები და მეზობლები ემუქრებოდნენ მოკვლით. ახლობლები რომ არ დაკავშირებოდნენ, მისცეს ახალი სიმბარათები და უმოწმებდნენ შემავალ-გამავალ ზარებს. ამასთან, ნ-------–--ე აშინებდა იმით, რომ თუ ჩუმად არ იქნებოდა, შესაძლოა პოლიციას დაეჭირა ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის. 2017 წლის 10 თებერვალს ზ----------–-–---–ს ჩააკითხეს ნათესავებმა და დააბრუნეს სახლში. 2016 წლის აპრილი-მაისიდან, 2017 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში ზ----------–-–---–ი, რ----- და ნ-------–--ეების მხრიდან განხორციელებული მუქარის და ფსიქიკური ზემოქმედების გამო იძულებული იყო ეცხოვრა რ----- და ნ-------–--ეების საცხოვრებელ სახლში, ქ--–-------------–-–--------------–----------------ში, რის გამოც გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნული ქმედებით ლ------------–-–---–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, ხოლო ზ----------–-–---–ს მიადგა მორალური ზიანი.

 

2016 წლის 1 მარტს მ-----------------–---–სა და ნიკოლოზ რატიანს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც მ-----------------–---–მა ნიკოლოზ რატიანს ერთი წლით ასესხა 15 000 აშშ დოლარი. სანაცვლოდ ნიკოლოზ რატიანმა იპოთეკით დატვირთა კუთვნილი 89,14 კვ.მ ბინა (სამი სხვადასხვა ფართობი), მდებარე ქ. თბილისში, დელისის ქუჩა 2, მე-3 ჩიხი N4'(4). (ამჟამად იოველ ჯებაშვილის ქუჩა). ვინაიდან ნიკოლოზ რატიანი ვერ იხდიდა სესხის თანხას, მ-----------------–---–ის მიმართვის საფუძველზე 2016 წლის 4 ნოემბერს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2017 წლის 23 იანვარს გამართულ იძულებით აუქციონზე მ-----------------–---–მა 69,7 კვ.მ. ფართობი, საკადასტრო კოდით - 0---------------------- (შენობა 1) შეიძინა 49 000 ლარად, ხოლო 2017 წლის 2 მარტს გამართულ იძულებით აუქციონზე 7,95 კვ.მ. ფართობი საკადასტრო კოდით - 0---------------------- (შენობა 3) შეიძინა 2 800 ლარად. აღნიშნულის შემდეგ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 30 იანვრისა და 2017 წლის 9 მარტის განკარგულებებით მითითებული ფართების მესაკუთრე გახდა მ-----------------–---–ი, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ვინაიდან რატიანების ოჯახი არც ბინიდან გამოდიოდა და არც მ-----------------–---–ის შეთავაზებას იღებდა, მ-----------------–---–მა გადაწყვიტა მათი გამოსახლების მიზნით მიემართა სასამართლოსთვის, რაშიც დახმარება სთხოვა ნ-------–--ეს. ნ-------–--ე მას გაეცნო როგორც ადვოკატი და დაპირდა, რომ თითქოსდა ყველა სტრუქტურაში ჰყავდა ნაცნობები. დაპირდა, რომ მიმართავდა სასამართლოს და აღსრულების ბიუროს, ადვილად მოაგვარებდა გამოსახლების საკითხს და ორ თვეში ბინას ჩააბარებდა. ამისთვის კი სჭირდებოდა მინდობილობა, რაზეც მ-----------------–---–ი დათანხმდა. 2017 წლის 24 აპრილს, ქ-------–--–------------------------------–---------------------------–-------------------------------- სართულზე არსებულ ე-–-----------–-ს სანოტარო ბიუროში, მ-----------------–---–ის მიერ ნ-------–--ეზე გაიცა მინდობილობა ქ-------–--–-------–--------------------------------ში მდებარე ორი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდებით N0---------------------- და N0----------------------) შეუზღუდავ მართვასა და განკარგვაზე. ვინაიდან ნ-------–--ეს მ-----------------–---–ის დახმარება კი არა, მისი ქონების ხელში ჩაგდება უნდოდა, მინდობილობის გაცემიდან მეორე დღესვე - 2017 წლის 25 აპრილს, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მ-----------------–---–ის კუთვნილი ფართები - 7, 95 კვ.მ და 69,7 კვ.მ. მეუღლესთან შეთანხმებითა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების განზრახვით თითქოსდა მიჰყიდა მეუღლეს - რ--------–--ეს. თუმცა, თვალის ასახვევად ნ-------–--ე ამავე დღეს დაუკავშირდა მ-----------------–---–ს და თითქოსდა სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზნით სთხოვა 600 აშშ დოლარი და 120 ლარი, რაც მ-----------------–---–მა 2017 წლის 26 აპრილს თავის სახლში გადასცა რ--------–--ეს. ორი დღის შემდეგ ნ-------–--ე კვლავ დაუკავშირდა მ-----------------–---–ს და თითქოსდა დაჩქარებული წესით, რატიანების ოჯახის გამოსახლებისთვის მოსთხოვა 600 აშშ დოლარი და 120 ლარი, რაზეც მ-----------------–---–ი დათანხმდა და თანხა კვლავ მასთან მისულ რ--------–--ეს გადასცა. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ნ-------–--ემ ნიკოლოზ რატიანის ბინა არ გამოანთავისუფლა და არც თანხა დაუბრუნა მ-----------------–---–ს, ეს უკანასკნელი დაეჭვდა და საჯარო რეესტრში გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი უძრავი ქონება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე ნ-------–----გან გადაფორმებული იყო რ--------–--ეზე, ხოლო 2017 წლის 11 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ნ---- და რ--------–--ეების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქონების მესაკუთრე გახდა ვერა გ-–---. აღნიშნული ქმედებით ნ-------–--ე და რ--------–--ე თაღლითურად დაეუფლნენ მ-----------------–---–ის 51800 ლარად ღირებულ 69,07 კვ.მ. და 7,97 კვ.მ ფართებს, ასევე 1200 აშშ დოლარს და 250 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით ზიანი.

 

2017 წლის 23 თებერვალს ქ------–--–-----------–---–-----------------ში არსებულ გ--–---------–---ს სანოტარო ბიუროში ი------------–---–სა და გ---------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ი------------–---–-ს ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ, რის მიხედვითაც ი------------–---–მა, თავისი „ო---–-------ს“ მარკის ავტომანქანა 1700 აშშ დოლარად მიყიდა გ---------------–---–ს, რომელსაც თანხა უნდა დაეფარა 2018 წლის 23 იანვრის ჩათვლით. ვინაიდან გ---------------–---–ი პირობას ვერ ასრულებდა და დაპირებულ თანხას ვერ უხდიდა ი------------–---–ს, ინგა მღებრიშვილი კი ვერ ეკონტაქტებოდა და ავტომანქანასაც ვეღარ პოულობდა, პრობლემის მოგვარება მიანდო ნაცნობს - ნ-------–--ეს. იგი ი------------–---–ს შეპირდა, რომ დაეხმარებოდა თითქოსდა ავტოავარიაში დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებასა და გ---------------–---–ის მიერ ყოველთვიურად ჩასარიცხი თანხის მობილიზებას. ამისთვის კი სთხოვა, მინდობილობა გაეკეთებინა მის სახელზე. მეტი დამაჯერებლობისთვის ი------------–---–ს ანგარიშიც კი გაახსნევინა სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში. 2017 წლის 23 მარტს ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მუხიანისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მე-2 სართულზე არსებულ ე-–-----------–-ს სანოტარო ბიუროში ი------------–---–-ს მიერ ნ-------–--ეზე გაიცა მინდობილობა მისი „ო---–-------ს“ მარკის ავტომანქანის მართვისა და განკარგვის თაობაზე. ნ-------–--ემ მოატყუა ი------------–---–ს, არ შეასრულა დანაპირები და აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, 2017 წლის 2 მაისს, ისე, რომ ავტომანქანის მესაკუთრემ არაფერი იცოდა ამის შესახებ, ი------------–---–-ს ავტომანქანა ჯერ თავის სახელზე დაირეგისტრირა - ხელშეკრულება გააფორმა თავისთავთან, ხოლო 2017 წლის 3 აგვისტოს, რ--------–--ესთან ერთობლივი შეთანხმებით და განზრახვით, ავტომანქანა გადააფორმა მის სახელზე და დღესაც მის სახელზეა დარეგისტრირებული. აღნიშნული ქმედებით ნ---- გ-–--- და რ----- გ-–--- თაღლითურად დაეუფლნენ ი------------–---–-ს ავტომანქანას, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 4149,87 ლარის (1700 აშშ დოლარის ეკვივალენტი) მნიშნელოვანი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----------–---–მა და მსჯავრდებულმა ნ-------–--ემ.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა რ--------–--ის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და აშკარად ლმობიერია. პროკურორის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არ არის მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული, სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა რ--------–--ის როლი ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებში, უსაფუძვლოდ გაავრცელა მასზე შეღავათები და განუსაზღვრა მინიმალური სასჯელი, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, მას დანაშუალი არ უღიარებია და მის მიერ საბოლოო სიტყვის თქმის ეტაპზე გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს მზადაა დაზარალებულს დაუბრუნოს უძრავი ქონება, მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელისაგან თავის არიდებისათვის იყო გამიზნული.

 

მსჯავრდებულმა ნ-------–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. კერძოდ, მისთვის სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრა ან ალტერნატივის სახით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა. მსჯავრდებულის მითითებით, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან და უდაოდ გახადა მტკიცებულებები. ამასთანავე, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ჰყავს ავადმყოფი დედა და მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც დარჩნენ მზრუნველის გარეშე.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ი-----------–---–მა, ასევე მსჯავრდებულმა ნ-------–--ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა რ--------–--ემ და მისმა ადვოკატმა ნ----–------------–---მა მოითხოვეს რ--------–--ის მსჯავრდების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ცვლილება უნდა შევიდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულ რ--------–--ის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით; ხოლო მსჯავრდებულ ნ-------–---- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ნ-------–---- და რ--------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული და გამოკველვის გარეშე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებით, კერძოდ, დაზარალებულების: ა-------------ის, მ-----------------–---–ის, მ------------–---–-ს, დ--------------ის, ზ----------–-–---–ის, ლ------------–-–---–ის, ი------------–---–-ს ჩვენებებით; მოწმეების: ი------------------–--–-----------------------------------------------–---–-------–--------------–-----------------------–---–----------------–----–---–-------------------–---–----------–-------------------–-----------–------------–---------------–-----–---–---------------–-–---–------–-------–---------------–--–---–-----------------------------–-----------------------–-----------–-----–----------–-–---–-------------------------------------–-–---–-------–--------------–----------------------–---–--------–-----------–--------------------------–---–--------------------------------–--–---–---–-------------------------ს ჩვენებებით; ასევე, შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით; სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის წერილით; ეროვნული ბანკის ვებგვერდის დათვალიერების ოქმით; სანოტარო ბიუროდან სესხის ხელშეკრულების ამოღების ომით და ამოღებული ხელშეკრულებით; ლელა კაპანაშის მობილურ ტელეფონში მოკლეტექსტური შეტყობინებების დათვალიერების ოქმით; ამონაწერით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული დოკუმენტაციით; რ--------–--ის სისხლის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, ი----------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ფოტოსურათებით, სსიპ მომსახურების სააგენტოდან 2018 წლის 3 დეკემბრის წერილით, შსს საინფორმაციო ცენტრის დათვალიერების ოქმებით და ამობეჭდილი ინფორმაციით, ავტომანქანის ამოღების ოქმით; 2018 წლის 18 დეკემბრის წერილით შპს „მისო კრედიტი“-დან, ასევე სხვადასხვა სტრუქტურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ--------–--ისა და ნ-------–---- მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

 

რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯვრდებულების რ--------–--ისა და ნ-------–---- მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე. მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

 

მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირად და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მსჯავრდებულ რ--------–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას პალატა ნაწილობრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას მის მიმართ არსებულ შემამსუბუქებელ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ-------–----გან გასხვავებით, ჩადენილ ქმედებებში რ--------–--ეს მეორეხარისხოვანი როლი გააჩნდა, გამოთქვა მზადყოფნა დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ამასთანავე, მსჯავრდებულების არასრულწლოვანი შვილი იზრდება რ--------–--ის დედასთან, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციული და ადეკვატური სასჯელი. რაც შეეხება რ--------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა აფასებს რა ხსენებული დანაშაულის ხასიათსა და სპეციფიკას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს (ემსახურებოდა სხვა დანაშაულებრივი ქმედების დაფარვას), მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ზ----------–-–---–ს აიძულეს საკმაოდ ვრცელი პერიოდის განმავლობაში - 2016 წლის აპრილი-მაისიდან, 2017 წლის 10 თებერვლამდე ეცხოვრა მათ სახლში), ასევე ქმედების შედეგად დამდგარ მართლსაწინააღდეგო შედეგს (დაზარალებულს გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა), მიიჩნევს, რომ მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არის ზედმეტად ლოიალური, არ შეესაბამება რ--------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს; ასევე, არ იქნება მისთვის სათანადოდ დამაფიქრებელი, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული შედეგი.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ცვლილება უნდა შევიდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში რ--------–--ის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით და მას საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე და გახდება გარანტი იმისა, რომ სრულად იქნეს მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-------–---- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრის ან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის თაობაზე, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა ნ-------–--ემ მის მიმართ ბარალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა აღიარა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ - სააპელაციო საჩივრის წარდგენის ეტაპზე, მან არ ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სწრაფი და სრულყოფილი გამოძიებისათვის ხელშეწყობას; ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, სადავოდ გახადა მტკიცებულებების დიდი ნაწილი და სასამართლოს მიერ მოხდა მათი გამოკვლევა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ-------–---- მიმართ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკევთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძვლები.

 

ასევე, ნ-------–---- მიერ ჩადენილი დანაშაულების გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების, ინტენსივობის, მძიმე მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ინდივიდუალური მახასიათებლების და თითოეულ დანაშაულებრივ ქმედებაში მისი როლის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია ნ-------–---- მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულის სასჯელის ჯარიმით შეცვლა. ჩადენილი დანაშაულებისათვის დადგენილი სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, სასამართლოს მიერ ნ-------–---- მიმართ დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ამასთან, შეძლებს დააფიქროს ნ-------–--ე, რომ უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სეტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ რ--------–--ის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით, ხოლო მსჯავრდებულ ნ-------–---- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ნ-------–---- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

პროკურორ ი-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემრის განაჩენში;

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა-------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ--------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ------------–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ-----------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი------------–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა-------------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენ ეპიზოდებში დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ნ-------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ნ-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 დეკემბრიდან.

 

ნ-------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთს ღონისძიება გაუქმებულია.

 

რ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

 

რ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

რ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ-----------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

 

რ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი------------–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენ ეპიზოდებში დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, რ--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

რ--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 3 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 13 დეკემბრიდან, 2018 წლის 27 დეკემბრამდე;

 

რ--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთს ღონისძიება გაუქმებულია.

 

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ვ-------–---ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისში, ი-----–------–---–-------------ში (საერთო ფართი 69,07 კვ.მ), საკადასტრო კოდით: 0----------------------; ვ-------–---ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისში, ი-----–------–---–-------------ში (საერთო ფართი 7,95 კვ.მ), საკადასტრო კოდით: 0---------------------- და რ--------–--ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ-------–--–----------–---–----–-----------------------------–-------------, საკადასტრო კოდით: 7----------- (საერთო ფართობით 90 კვ.მ).

 

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, ნ-----–-------–---ს (პ/№0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რომლის საერთო ფართიც არის 1158.00 მ2 - მდებარე ქ------------–--------------–-------------------- (საკადასტრო კოდით №3-----------), იმ ნაწილს, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის ექვივალენტურია.

 

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ვ-------–---ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: თ---–--–----------–---–----–-------–----–------–------------------------------------------------------------- (საერთო ფართობი 590 კვ.მ); ასევე ვ-------–---ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: თ---–--–----------–---–----–-------–----–------–----------------------, საკადასტრო კოდით: 7----------- (საერთო ფართობი 300 კვ.მ).

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

კომპაქტ-დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე