განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002931496
საქმე №1ბ/1159-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
მერი ლაბარტყავას, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ა------–------ის
მსჯავრდებულ: ვ----–--–----–---ის
ადვოკატ: გ---------------–--–---–ის
თარჯიმან: მ-------------–-----------------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- მსჯავრდებულ ვ----–----------------–----–---ის, დაბადებულის 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- დაოჯახებულის, საშაულო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: თ---–-------------------------–--–-------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------------------–----–-------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ----–--–----–---მა ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ასევე, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის დეკემბერში, თ---–--–-------------------–----–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ----–----–----–---ს არასრულწლოვან შვილთან, ლ---–---–----–---თან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ამ უკანასკნელის სამსახურთან დაკავშირებით. კონფლიქტისას ვ----–--–----–---მა ლ---–---–----–---ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი ძმის, ე-––----–----–---ის თანდასწრებით, სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ლ---–---–----–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 01 მარტს, თ---–--–---------------------–-----–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი ე-––-----–----–---ის თნდასწრებით, ვ----–--–----–---ს არასრულწლოვან შვილთან, ლ---–---–----–---თან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ამ უკანასკნელის სამსახურთან დაკავშირებით. კონფლიქტისას ვ----–--–----–---მა შვილს შეაფურთხა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში ხელი დაარტყა, თმა მოქაჩა და თმით ითრია. სიტუაციის განმუხტვას შეეცადა ვ----–--–----–---ის მეუღლე, ვ-----------------------ი, რა დროსაც ვ----–--–----–---მა მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ბეჭის არეში მუშტი დაარტყა, მასვე, გაშლილი ხელი მოუქნია, რომელიც მარჯვენა ყურთან მოხვდა და რამდენჯერმე შეაფურთხა. ვ----–--–----–---ის ქმედებების შედეგად ლ---–---–----–---ი და ვ-----------------------ი თავს დამცირებულად გრძნობდნენ, განიცდიდნენ ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას.
2019 წლის 01 მარტს, თ---–--–---------------------–-----–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ვ----–--–----–---ი დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით, დაემუქრა მეუღლეს, ვ-----------------------ს და არასრულწლოვან შვილს, ლ---–---–----–---ს. ინციდენტს შეესწრო ვ----–--–----–---ის და ვ-----------------------ის არასრულწლოვანი შვილი, ე-––----–----–---ი, რომელმაც მამას დანა წაართვა. იმავდროულად, ვ----–--–----–---მა სამზარეულოს ცული გამოიტანა და აღნიშნულის გამოყენებით, კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ვ-----------------------ს და არასრულწლოვან შვილს, ლ---–---–----–---ს. ვაქილს აშრალოვის ქმედებების შედეგად, ვ-----------------------ს და ლ---–---–----–---ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით:
ვ----–---–----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, 01 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმით, ვ----–--–----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, 01 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
მსჯავრდებულ ვ----–--–----–---ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 1 მარტიდან, ხოლო იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაეწყო ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ----–--–----–---ს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისრა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–------ემ; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ვ----–--–----–---ს სასჯელის სახედ დაენიშნოს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ვ----–--–----–---ის ქმედებებს, რომელიც დაზარალებულთა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ძალადობაში გამოიხატა სასამართლომ სასჯელის ნაწილში დაუსაბუთებლად ლმობიერი მიდგომით უაპასუხა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, დანაშაულის მომეტებული საფრთხე და დამნაშავის პიროვნება. დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგბელობის გრძნობით;
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი ვ----–--–----–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეების - გ-----------ის, ვ-----------------------ის, ლ---–---–----–---ის, ს-----------–---–---------------–--ის, ე-––----–----–---ის გამოკითხვის ოქმებით, ვ----–--–----–---ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და თავად ვ----–--–----–---ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ----–--–----–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილ დანაშაულთა მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებების განხორციელების სახე, საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ვ----–--–----–---მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულ(ებ)ი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ვ----–--–----–---მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ვ----–--–----–---ი შერიგებულია ოჯახის წევრებთან და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობს მათთან ერთად. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხევაში სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო პირობა და სასამართლომ სრულიად სამართლიანად გამოიყენა ვ----–--–----–---ის მიმართ კანონით გათვალისწინებული აღნიშნული შეღავათი. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი ვ----–--–----–---ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვისგამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი ვ----–--–----–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი ვ----–--–----–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვ----–--–----–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, 01 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმით, ვ----–--–----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, 01 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ვ----–--–----–---ს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მას განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს. ვ----–--–----–---ს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ----–--–----–---ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა და ცული, რაც ინახება თბილისში, ნოე რამიშვილის ქუჩა N38-ში მდებარე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი