განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
330100118002317727
ინსტანცია
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100118002317727

საქმე №1ბ/1406-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

ლევან თევზაძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ნ--------------–------------------–------

ადვოკატების: გ--–--------–--–---–-----–-–----------–---–--

მსჯავრდებულის: თ-----------–---–---–--

მონაწილეობით,თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–-- და მსჯავრდებულ თ-----------–---–---–-- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-----------–---–---–-- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------–--–------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

საქმის მასალების თანახმად, თ-----------–---–---–- ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის;

მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.------–--–----------------------–--–------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევმა თ-----------–---–---–--- დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ლ-------–---ს გასტაცა „---------------- ფირმის (სახ. ნომრით M--------- ა/მანქანის გასაღები, რის შემდეგაც დაეუფლა ამ უკანასკნელის მფლობელობაში და ბ------------–---- საკუთრებაში არსებულ „---------------- ფირმის (სახ. ნომრით M--------- ა/მანქანას ღირებულს 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2018 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ-------–--–----------------------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-----------–---–---–-- მის მფლობელობაში არსებული „---------------- ფირმის (სახ. ნომრით M--------- ა/მანქანის ბ--------------- კუთვნილი „---------------- ფირმის (სახ. ნომრით G-------) ა/მანქანაზე მიზანმიმართული შეჯახების შედეგად, განზრახ დააზიანა ბ--------------- კუთვნილი ა/მანქანა, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, თ-----------–---–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

თ-----------–---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ-----------–---–---–--თვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 2(ორი)წლის და 28(ოცდარვა)დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ------------–---–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით.

მსჯავრდებულ თ-----------–---–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 იანვრიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ-----------–---–---–-- და თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–---

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ-----------–---–---–-- მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლის განაჩენში ცვლილების შეტანა, თ-----------–---–---–-- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით მისთვის განაჩენთა ერთობლიობით კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოს დასკვნები თ-----------–---–---–-- დამნაშავეობის შესახებ ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულ ლ-------–---- ჩვენებებს, რომელიც მოვლენებს გადმოსცემს თავისი ინტერპრეტაციით და მისთვის სასურველი აქცენტირებით. ამასთან, სასამართლომ ლ-------–---- ობიექტურობა შეაფასა ირიბი მტკიცებულებების - ბ--------------- და თ----------–---- ჩვენებების გათვალისწინებით იმ ვითარებაში, როდესაც ისინი არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე. აშკარაა, რომ განსახილველ საქმეზე ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არ არის საკმაოდ ნათელი და არ გამომდინარეობს დასკვნების ან ფაქტების თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. ამასთან ლ-------–--- არის დაინტერესებული პირი, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც მსჯავრდებულს ყოველგვარი ძალადობის გარეშე გადაეცა, დაზიანდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ საცხოვრებელ სახლში ამოღებული დანა იყო საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთი; ანალოგიური დანები თ-----------–---–---–-- საცხოვრებელ სახლში მრავლად მოიძებნებოდა; ამოღებულ დანას არ ჩატარებია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა; მსჯავრდებული დაკავებულია მის საცხოვრებელ სახლში, რაც ნიშნავს, რომ იგი არ ცდილობდა მიმალვას, მტკიცებულებების განადგურებას; დაზარალებულს არ წარედგინა დანა ამოსაცნობად; ნივთის ამოღება განხორციელდა დაკავებიდან 2(ორი)საათის შემდეგ, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ სახლში პერიმეტრის დაცვის მიზნით და არ არის გამორიცხული მათი მხრიდან დანის მოთავსება კონკრეტულ ადგილზე; დაზარალებული ლ-------–---ც პირდაპირ აცხადებს, რომ იგი იმყოფებოდა სახლში მარტო, იმ დროს, როდესაც მსჯავრდებულმა იგი დატოვა, რაც ასევე არ გამორიცხავს მის მიერ დანის განთავსებას იმ ადგილას, საიდანაც იგი ამოღებული იქნა. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარემ უარი თქვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულების, მოწმე ს--------------------- ჩვენების გამოკვლევაზე. დაცვის მხარემ კი იგი ზეწოლის განხორციელების და მოსალოდნელი ანგარიშსწორების საფრთხის გამო განგებ არ შეიყვანა დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიაში.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ლ-------–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში, მამამისის - ბ------------–---- კუთვნილი „---------------- (სახ. ნომრით M--------- მარკის ავტომანქანით მგზავრებს უწევდა მომსახურებას ქ-------–--–-----–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გააჩერა ორმა ბიჭმა და სთხოვა ქ------–--–-------------------------ში წაყვანა. მითითებულ მისამართზე მისვლისას, ერთ-ერთმა მგზავრმა უთხრა, რომ შეჰყოლოდა სახლში და დახმარებოდა ღვინის გამოტანაში, რის შემდეგაც უნდა დაბრუნებულიყვნენ იმავე ადგილას, საიდანაც წამოვიდნენ. მოწმე დათანხმდა და სახლში შეჰყვა მის მგზავრს, რომელიც გავიდა გარეთ და ოთახში დაბრუნებულს ხელში ეჭირა თეთრტარიანი დანა. მან დანის გამოყენების მუქარით მოსთხოვა მიეცა ავტომანქანის გასაღები, რა დროსაც მასთან ერთად მყოფი მეორე პირი ცდილობდა მის დამშვიდებას, თუმცა უშედეგოდ. მოწმემ მოსალოდნელი საფრთხიდან გამომდინარე გასაღები გადასცა თავდამსხმელს, რა დროსაც მალევე ოთახში შევიდა მოწმისთვის უცნობი მესამე პირიც. ამ უკანასკნელს თავდამსხმელთან მოუვიდა შელაპარაკება, რის გამოც მოწმემ დრო იხელთა და გამოიქცა სახლიდან. გზად მან დაურეკა თავის სიძეს ბ--------------- რომელიც რამდენიმე წუთში მივიდა მათ მიერ დათქმულ ადგილზე. იმ მომენტში, როდესაც ის თავის სიძეს უყვებოდა მომხდარის დეტალებს, დაინახა მისი ავტომანქანით თ-------- გზატკეცილიდან სოფელი გ-–------ მიმართულებით მიმავალი თავდამსხმელი. მოწმემ განმარტა, რომ ვინაიდან ბ-------------- თან ახლდა მეუღლე, ბ--- მის დასატოვებლად წავიდა საკუთარი სახლის მიმართულებით, ხოლო თავად დარჩა თ-------- გზატკეცილზე, რათა დაედგინა საკუთარი ავტომანქანის ადგილსამყოფელი. ამის შემდეგ, მან ორჯერ გაიგო დაჯახების ხმა. ავარიის ადგილზე მას დახვდა პოლიცია და ბ--------------- დამტვრეული ავტომანქანა, რაც შეეხება მამამისის ავტომანქანას, იქ არ უნახავს. დაზარალებულმა განმარტა, რომ ამოცნობის დროს მას შეეცოდა თავდამსხმელი, რის გამოც ამოცნობის ოქმში თ-----------–---–---–--- მიუთითა სავარაუდოდ. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ კი იგი მალევე მიხვდა თავის შეცდომას, რის გამოც დაბრუნდა პოლიციაში და დაწერა განცხადება, რომ დაკითხულიყო განმეორებით. ამ დროს მან მაიუთითა, რომ თავდამსხმელი დარწმუნებით ამოიცნო. ასევე მან დადასტურებულად მიუთითა სასამართლო სხდომაზე წარდგენილ თ-----------–---–---–---, როგორც იმ პირზე, რომელმაც 2018 წლის 1 აგვისტოს მასზე განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა.

სააპელაციო პალატა აფასებს რა დაზარალებულ ლ-------–---- ჩვენებას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. დაზარალებულმა ნათლად განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის სახით წარმოდგენილი თ-----------–---–---–- არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში, სხვა პირთან ერთად ჩაუჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ ტაქსში და სთხოვა ქ-------–--–-------------------------ში წაყვანა. მითითებულ მისამართზე მისვლისას კი იგი შეიყვანა სახლში, ცოტახნით დატოვა მარტო და შემდეგ ოთახში დაბრუნებულმა დანით ხელში განახორციელა მის მიმართ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარა. ლ-------–---მ დაადასტურა, რომ თავდამსხმელს ხელში ეჭირა თეთრტარიანი დანა, რომლის გამოყენების მუქარითაც მისგან ითხოვდა ავტომანაქანის გასაღების გადაცემას. დაზარალებულის მითითებით მას გაუჩნდა დანის გამოყენების და მუქარის განხორციელების რეალური შიში, რის გამოც თავდამსხმელს დაემორჩილა და მისცა გასაღები, ხოლო თ-----------–---–---–-ა და ოთახში მყოფ სხვა პირებს შორის დაპირისპირების დროს მოახერხა და თავდამსხმელის სახლიდან გაიქცა.

დაზარალებულის ჩვენებას, რომ იგი გახდა ნამდვილად ყაჩაღური თავდასხმის მსხვერპლი, ადასტურებენ საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეები ბ--- ჩ--------------------------–---- რომლებიც შემთხვევიდან ძალიან მალე შეხვდნენ ლ-------–---ს და ასევე ნახეს თუ როგორ გადაადგილდებოდა მისგან დაუფლებული ავტომანქანით მსჯავრდებული თ-----------–---–---–-.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ბ--- ჩ---------- განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს საკუთარი „---------------- (სახ. ნომრით G--------- ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქ------ ქუჩაზე, რა დროსაც მობილური ტელეფონის საშუალებით, დაუკავშირდა მისი ცოლის ძმა ლ-------–--- და აცნობა, რომ დანის გამოყენების მუქარით წაართვეს ავტომანქანის გასაღები. მოწმემ განმარტა, რომ ამ უკანასკნელს 5 წუთში შეხვდა იმავე ქუჩაზე არსებულ №- საჯარო სკოლის წინ, ლ-------–--- იმ მომენტში იდგა გზის სავალ ნაწილზე და მას უხსნიდა დაყაჩაღების დეტალებს. სწორედ ამ დროს დაინახეს, თუ როგორ ჩაუარა ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებულმა ავტომანქანამ სწრაფი სვლით, თ-------- ქუჩის მიმართულებით. ამის შემდეგ, მან უთხრა ლ-------–---ს, რომ მეუღლეს დატოვებდა სახლში და დაბრუნდებოდა ავტომანქანის მოსაძებნად. მოწმემ განმარტა, რომ გზად, სახლისკენ მიმავლებმა დაინახეს მათკენ მიმავალი ავტომანქანა, რომელიც მათი ხელების ქნევის მიუხედავად, სიჩქარეს უმატებდა და ისე, რომ არ მიუქცევია მათთვის ყურადღება, განაგრძობდა გზას. იგი ჯერ შეეჯახა ბოძს, შემდეგ მოწმის ავტომანქანას და კვლავ განაგრძო გზა. მოწმემ მაშინვე გააჩერა „------------- ფირმის გამვლელი ავტომობილი და მის მძღოლთან ერთად გაჰყვა გამტაცებლის ავტომანქანას, რომელიც გაჩერდა პატარა გ-–----–------–----- მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შემდეგ, მოწმე მიუახლოვდა გამტაცებელს, თუმცა მან მოახერხა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა. ბ--- ჩ---------- დადასტურებულად განაცხადა, რომ ბრალდებული თ-----------–---–---–- არის ის პირი, რომელიც შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ლ-------–----თვის გატაცებულ ავტომანქანაში. რაც შეეხება გამოძიების ეტაპზე მისი მონაწილეობით ჩატარებულ ამოცნობას, მან ბრალდებულის შეცოდების გამო განაცხადა, რომ თითქოს ვერ ამოიცნო იგი. შეცდომის გამოსწორების მიზნით, იგი საგამოძიებო მოქმედების დასრულებიდან, მალევე მივიდა პოლიციაში, სადაც განმეორებითი დაკითხვის დროს განაცხადა სიმართლე.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----------–---- განაცხადა, რომ იგი არის ბ--------------- მეუღლე და ლ-------–---- და. 2018 წლის 1 იანვარს, მას და მის მეუღლეს დაუკავშირდა ლ-------–---, რომელმაც აცნობა დაყაჩაღების თაობაზე. ისინი წავიდნენ ლ-------–---სთან შესახვედრად, სადაც მისი მეუღლე გადავიდა ავტომანქანიდან და ესაუბრებოდა ლ-------–---ს, თავად კი დარჩა ავტომობილში, რა დროსაც დაინახა, რომ მისი ძმის ავტომანქანამ გაიარა სოფელი გ-–------ მიმართულებით. მოწმის განმარტებით, გამტაცებლის ვინაობის დადგენამდე, მისმა მეუღლემ გადაწყვიტა მისი სახლში დატოვება, რა დროსაც გზად გაიგეს შეჯახების ხმა, კერძოდ, თავდამსხმელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ჯერ დაეჯახა რაღაცას, მოგვიანებით კი მათ ავტომობილს. ამის შემდეგ ბ--- ჩ--------- გადავიდა ავტომანქანიდან და გამვლელ ავტომანქანის მეშვეობით გაჰყვა გამტაცებელს. თავად კი დარჩა ადგილზე და დარეკა 112-ში.

მოცემულ შემთხვევაში ბ--- ჩ--------- და თ----------–--- არ წარმოადგენენ უშუალოდ ლ-------–----ის მიმართ თ-----------–---–---–-- მიერ განხორციელებული მუქარისა და მისგან ავტომანქანის გასაღების დაუფლების თვითმხილველ მოწმეებს, თუმცა აღნიშნული პირებს ლ-------–---მ დაურეკა შემთხვევის შემდეგ დაუყოვნებლივ, როდესაც შეძლო თ-----------–---–---–-- ბინიდან გამოსვლა და როგორც სატელეფონო საუბრისას, ასევე მათი შემთხვევის ადგილზე მისვლისას განუცხადა, რომ ყაჩაღობის შედეგად დაუფლენენ მისგან ავტომანქანას. ამდენად, პალატა აფასებს რა ბ--------------- და თ----------–---- ჩვენებებს საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, განმარტავს, რომ ისინი კიდევ უფრო განამტკიცებენ და მეტ დამაჯერებლობას სძენენ ლ-------–---- მიერ სასამართლოსათვის მიწორდებულ ინფორმაციას.

არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც დაზარალებულის და შემთხვევის ადგილზე მისული მისი ნათესავების ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; პალატისათვის გაურკევევლია და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დადასტურებული, თუ რა დაინტერესება უნდა გააჩნდეს ლ-------–---ს მსჯავრდებულის მიმართ, რომ შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები აესახა სხვა ინტერპრეტაციით და სასამართლოსათვის მიეწოდებინა თ-----------–---–---–-- ბრალეულობის დამადასტურებელი ცრუ ინფორმაცია. მის მიერ მიცემული ჩვენების სანდოობის თვალსაზრისით ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ როგორც ლ-------–---მ განმარტა, თ-----------–---–---–- თან ახლდა სხვა პიროვნებაც, ასევე მისთვის გასაღების წართმევის შემდეგ ოთახში შევიდა კიდევ ერთი უცხო პირი, თუმცა დაზარალებულმა გამორიცხა ამ პირთა მიერ ყაჩაღობაში მონაწილეობა და განმარტა, მას დანის გამოყენებით ემუქრებოდა და ამ გზით ავტომანქანის გასაღები წაართვა მხოლოდ თ-----------–---–---–--- ხოლო მასთან ერთად მყოფი პირი პირიქით ცდილობდა მსჯავრდებულის დამშვიდებას.

რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას, რომ დაზარალებულმა ნებაყოფლობით გადასცა ავტომანქანის გასაღები თ-----------–---–---–-, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას და ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს. სააპელაციო პალატა, რა თქმა უნდა, მსჯავრდებულს არ აკისრებს მტკიცების ტვირთს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარე გვთავაზობს მოვლენათა განვითარების საკუთარ ვერსიას, ვალდებულია იგი სათანადოდ იყოს არგუმენტირებული.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულ ლ-------–---- და მოწმე ბ--------------- ჩვენებები გამყარებულია მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპეიმენტის ოქმებითაც, რა დროსაც მათ იმავე ინტერპრეტაციით ასახეს თ-----------–---–---–-- მეირ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების დეტალები, როგორც ეს მოახსენე სასამართლოს, კერძოდ:

2018 წლის 02 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2018 წლის 2 იანვარს, 00:25-01:10 საათზე, შემთხვევის ადგილზე შემოწმდა დაზარალებულ ლ-------–---- მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რა დროსაც ლ-------–---მ მიუთითა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში, ქ.თ---–--–-- გ-–------ ხევის ჩასახვევთან არსებულ შუქნიშანთან გააჩერა მისთვის უცნობმა ორმა პირმა, რომელთაც შეუთანხმდა ქ. თ-------- გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ მისამართზე მიყვანაზე. ლ-------–---მ აგრეთვე მიუთითა ქ.თ---–--–-- თ-------- გ-------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე და განმარტა, რომ სწორედ ამ სახლში მიიყვანა მგზავრები, მათგან ერთ-ერთმა კი იგი დააყაჩაღა.

2018 წლის 02 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 19:55-21:00 საათზე, შემთხვევის ადგილზე შემოწმდა დაზარალებულ ბ--------------- მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რა დროსაც ბ--- ჩ---------- მიუთითა, ქ. თ---–--–-- თ-------- გზატკეცილზე არსებული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და აღნიშნა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში, დაყაჩაღების შემდეგ სწორედ ამ ტერიტორიაზე შეხვდა თავის ცოლის ძმას. მოწმემ აგრეთვე მიუთითა ქ. თ---–--–-- სოფელი გ-–------ სასაფლაოების ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე და განმარტა, რომ სწორედ ხსენებული გზის პირას არსებულ ბოძს შეეჯახა ლ-------–---- დამყაჩაღებელი, ხოლო ამის შემდეგ, მიუთითა ქ-------–--–----------------------–--–-------ზე და განმარტა, რომ სწორედ ამ ადგილას მოხდა მის ა/მანქანასთან შეჯახება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ამის შემდეგ ბ--- ჩ---------- მიუთითა ქ.თ---–--–-- პატარა გ-–----–------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რაზეც აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც დაედევნა დამყაჩაღებელს.

ამასთან, დაზარალებულმა ლ-------–---მ და მოწმე ბ--- ჩ---------- აშკარად მიუთითეს სასამართლოს სხდომაზე წარდგენილ თ-----------–---–---–---, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 2 იანვრის პირის ამოცნობის ოქმების თანახმად, ლ-------–---მ სავარაუდოდ ამოიცნო თ-----------–---–---–-, როგორც ის პირი, რომელმაც დანის მუქარით გასტაცა მამამისის კუთვნილი ავტომანქანა, ხოლო ბ--- ჩ---------- მისთვის წარდგენილი პირებიდან ვერ ამოიცნო თავდამსხმელი, გასათვალისწინებელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მათ გულწრფელად ახსნეს იმის მიზეზი, თუ რატომ არ დაასახელეს თ-----------–---–---–-, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც ლ-------–---ს, ის ბ-------------- თ-----------–---–---–---- ჰქონდათ უშუალო შეხება, პირისპირ შეხედვის და მისი იერსახის სრულად აღქმის შესაძლებლობა, პალატას ნაკლებ დამაჯერებლად მიაჩნია, რომ მათ არ შეეძლოთ თ-----------–---–---–-- უპრობლემოდ ამოცნობა. ამასთან, გაურკვეველია დაცვის მხარის პოზიცია დაზარალებულის მიერ მსჯავრდებულის ამოცნობის სადავოდ მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან შემთხვევის ადგილი წარმოადგენს თ-----------–---–---–-- საცხოვრებელ ბინას, შემთხვევის დროს სახლში ყოფნის და ასევე ლ-------–---- მფლობელობაში არსებული ავტომანქანის დაუფლების ფაქტს კი არ უარყოფს თავად მსჯავრდებული თ-----------–---–---–- და იგი სადავოდ მიიჩნევს მხოლოდ ლ-------–----აგან ავტომანქანის დაუფლების ხერხს.

ლ-------–----აგან თ-----------–---–---–-- მიერ სიცოცხლისა და ჯანმეთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასაღების გამორთმევისა და მისი ავტომანქანის დაუფლების ფაქტი გარდა ზემოაღნიშნულისა, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით.

2018 წლის 02 იანვრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თ---–--–-- თ-------- გ-------–--–-------ში მდებარე თ-----------–---–---–-- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა 1 ცალი დანა, ვერცხლისფერი პირით და თეთრი ტარით.

ცივი იარაღის №----–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ-----------------

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №-------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ქ. თ---–--–-- თ-------- გ-------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-------–---- მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ავტომანქანა „---------------- სახ. ნომრით M-------- წინა მარჯვენა, წინა მარცხენა, უკანა მარჯვენა და უკანა მარცხენა სავარძლის ზედაპირებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ თ-----------–---–---–--გან (დაბადებული 2--------- წელს, პირადი №0----------) აღებული სუნის კვალის ნიმუშების. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ-------------------

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ა/მანქანა „---------------- (სახ. ნომრით M--------- საჭის ქვედა რკალიდან და საჭის შუა ნაწილიდან არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილების ერთ-ერთ წილი და თ-----------–---–---–-- გენეტიკური პროფილი იდენტურია. აღნიშნული ა/მანქანის საჭის ზედა რკალიდან და სიჩქარის გადამრთველი ე.წ. „რიჩაგიდან“ არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. აღნიშნულ პროფილებშიც ვლინდება თ-----------–---–---–-- გენეტიკური თანამონაწილეობა.

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ი-------–----------

დაცვის მხარე საეჭვოს ხდის მსჯავრდებულ თ-----------–---–---–-- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის პროცებურებასაც, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ ბინის ჩხრეკა მიმდინარეობდა კანონის სრული დაცვით, რა დროსაც რაიმე სახის საპორცესო დარღვევები არ გამოვლენილა. ჩხრეკას ესწრებოდა მსჯავრდბეულ თ-----------–---–---–-- მამა, რომელმაც ოქმს მოაწერა ხელი და მასზე შენიშვნა არ დაუფიქსირებია. ის გარემოება, რომ თ-----------–---–---–-- სახცოვრებლი სახლიდან არ მოხდა იქ არსებული ყველა დანის ამოღება, სრულებით არ მიუთითებს საგამოძიებო მოქმედების ტენდენციურად ჩაარებაზე. დაზარალებული პირველივე გამოკითხვისას განმარტავდა, რომ თ-----------–---–---–- მას სწორედ თეთრტარიანი დანის გამოყენებით დაემუქრა, რაც ნამდვილად იქნა ნანახი და ამოღებული ამ უკანასკნელის საცხოვრებლი სახლიდან, არა სამზარეულოს ნივთებთან ერთად, არამედ სამზარეულოში შესასვლელ კართან, ბეტონის იატაკის ზედაპირზე არსებული.რაც კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს დაზარალებულ ლ-------–---- ჩვენებას.

რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას აღნიშნული დანის საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხრახ მოთავსების თაობაზე თ-----------–---–---–-- ბინაში, აღსანიშნავია, რომ როგორც მოწმეებმა: თ------------------------------------------------------------ განმარტეს, თ-----------–---–---–-- დაკავების შემდგომ სწორედ ნ----------------- დარჩა მის საცხოვრებელ ბინაში, შემდგომი საგამოძიებო მოწმედებების ჩატარების მიზნით იცავდა შემთხვევის ადგილს და ჩხრეკის ჩატარების მიზნით მისულ სამართალდამცავებს და ექსპერტებს თ-----------–---–---–-- კუთვნილი სახლი დახვდათ იმ მდგომარეობაში, როგორც ის დატოვა თავად ამ უკანასკნელმა. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ასევე გამომძიებლები და ექსპერტები: ზ--------------------------------------------------–---–-----------------–---–----------------–---–--------------------------------–--------------------------------------–-----------------–-----------–-----------------–---–-------------------------------------–----------------–---------------------–---–-----------------–-–---–-----------------------------------------------–---–-- რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. სააპელაციო პალატას არ გააჩნია საფუძლველი ეჭვი შეტანის სამართალდამცავი ორგანოს თანამშორემლების მიერ მოწოდებილი ინფორმაციის სანდოობაში, ვინაიდან დაცვის მხარის პოზიცია მათი მხრიდან თ-----------–---–---–--ადმი პირადი ინტერესის არსებობისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით მოკლებულია საღ აზრს და არგუმენტირებულ მსჯელობას.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის აპელირებაზე იმ საკითხთან დაკავშირებითაც, რომ ბრალდების მხარემ დასაკითხი პირების სიიდან მოხსნა მოწმე ს--------------------. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამდენად, რა მოცულობით გამოიკვლევს მხარე მის მიერ მოპოვებულ და სასამართლოს წინაშე წარდგენილ მტკიცებულებებს, არის სრულიად მისი დისკრეციული უფლებამოსილება. ხოლო დაცვის მხარე ისევე არის უფლებამოსილი, მოიპოვოს და გამოიკვლიოს მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ს--------------------- გამოძიებას მიაწოდა სრულიად დაცვის მხარის სასარგებლო ინფორმაცია, არადამაჯერებელია ადვოკატების პოზიცია, რომ მოწმეზე ხორციელდებოდა ზეწოლა სამართალდამცავ ორგანოში და ამ მიზნით არ მოხდა მათ მიერ დასაკითხ პირთა სიაში ს--------------------- შეყვანა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებას. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად ადასტურებენ თ-----------–---–---–-- მიერ ლ-------–---- მიმართ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარის განხორციელებას და ამ გზით მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების დაუფლების ფაქტს.

ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტაცია მსჯავრდებულ თ-----------–---–---–-- უდანაშაულობასთან დაკავშირებიოთ, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული. თითქოს საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება თ-----------–---–---–-- მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

2. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ თ-----------–---–---–-- განზრახ დააზიანა ბ--------------- მფლობელობაში არსებული ავტომანქანა. დაზარალებულმა ბ--- ჩ----------, ისევე, როგორც მოწმე თ----------–---- სასამართლოს წინაშე გადაჭრით, ყოველგვარი ვარაუდისა და ორჭოფის გარეშე მიუთითეს, რომ ავტომანქანის გამტაცებელმა პირმა მათი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას, მათ ავტომანქანასთან მოახლოებისას, თავდაპირველად შეანელა სიჩქარე, შემდგომ სიჩქარეს მოუმატა, საჭე მიმართა მათკენ და შეაჯახა ავტომანქანა ბ--------------- მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას. აღნიშნულმა მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ ისინი საპირისპირო ზოლში დაბალი სიჩქარით მოძრავ და თითქმის გაჩერებულ ბ--------------- კუთვნილ ავტომანქანაზე ფარების ციმციმით ანიშნებდნენ თ-----------–---–---–- შეჩერებულიყო, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი არ გაჩერდა, მიზანმიმართულად მათკენ მიმართა საჭე და შეჯახებით დააზიანა ავტომანქანა. განზრახვის ელემენტის შესამოწმებლად, ასევე, მნიშვნელოვანია ლ-------–----, ბ--------------- და თ----------–---- ჩვენებების ის ნაწილიც, რომლის თანახმადაც, ნივთის განზრახ დაზიანებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბ--------------- ავტომანქანის გვერდზე, გზის სავალ ნაწილზე გადასვლით ლ-------–--- და ბ--- ჩ--------- ჟესტიკულაციით და ხმამაღალი შეძახილით მოუწოდებდნენ თ-----------–---–---–- გაჩერებისკენ, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებულს გაუჩნდა მდევარის გონივრული მოლოდინი და მიუხედავად იმისა, რომ მას შეეძლო გზა გაეგრძელებინა, ის სწორედ მდევარის თავიდან მოშორების მიზნით შემობრუნდა უკან, მიზანმიმართულად დააზიანა მისთვის „მდევრის“ ნიშნის მიმცემი ავტომანქანა, რათა თავიდან მოეცილებინა იგი და გზა თავისუფლად განეგრძო. აღნიშნულზე ასევე მეტყველებს მისი შეჯახების შემდგომი ქცევა და მიმალვის მცდელობაც. სასამართლომ კი არგუმენტირებული მსჯელობის გვერდის ავლით, უპირობოდ გადაწყვიტა, რომ თ-----------–---–---–- შესაძლოა თავიდან ვერც აეცილებინა დამდგარი შედეგი. გარდა ამისა, თუნდაც სასამართლოს ჩაეთვალა, რომ თ-----------–---–---–- ბ--------------- სამოძრაო ზოლში გადასვლის გარეშე ვერ შეძლებდა უსაფრთხოდ გავლას, ესეც კი არ არის თ-----------–---–---–-- პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება. სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობის შემთხვევაში დასტურდება თ-----------–---–---–-- მხრიდან ნივთის განზრახ დაზიანება, ვინაიდან იგი ითვალისწინებდა მოსალოდნელ შედეგს, რომლის მიმართაც გააჩნდა გულგრილი დამოკიდებულება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ლ-------–----, ბ---------------, თ----------–----, ბ------------–----, ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების დ---------–------------------–---------------------------–--- ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ თ-----------–---–---–-- მიერ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შეჯახების შედეგად, დაზიანებულია ბ--------------- კუთვნილი „---------------- მოდელის ავტომანქანა, სახ. ნომრით G---------

აღნიშნული გარემოება დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით და ექსპერტიზის დასკვნებითაც, კერძოდ:

შემთხვევის ადგილის (ქ. თბილისი, თ-------- გ-------–--–------ის მიმდებარე ტერიტორია) დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილზე დგას ლურჯი „---------------- მოდელის ა/მანქანა, სახ. ნომრით G--------- რომელსაც წინა მხარეზე ეტყობა დაზიანების კვალი, კერძოდ, წინა მარცხენა ფარი აქვს გატეხილი, ასევე დაზიანებული აქვს წინა მარცხენა მხარე და ე.წ „ბამპერი“. ა/მანქანას დაზიანებული აქვს მარჯვენა წინა მხარეც. სხვა რაიმე დაზიანების კვალი ა/მანქანას არ აღენიშნება. ა/მანქანის დაზიანებული ნაწილებიდან აღებულ იქნა საღებავის ანაფხეკები.

შემთხვევის ადგილის (ქ. თბ--–-------–-----------------------------ის მიმდებარე ტერიტორია) დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილზე დგას შავი „---------------- მოდელის ა/მანქანა, სახ. ნომრით M--------, რომელსაც მარჯვენა მხარეს წინა კარების შუშა აქვს ჩამსხვრეული. დაზიანებული და მთლიანად მომძვრალია ა/მანქანის წინა ე.წ „ბამპერი“ და წყლის რადიატორი. დაზიანებები აღენიშნება წინა მარცხენა ფრთას და ორივე წინა დისკს. მარცხენა წინა საბურავი დაზიანებულია. შემდგომი კვლევის მიზნით, ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები, ასევე ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირზე.

ქიმიური ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, ა/მანქანა „---------------- სახ. ნომრით G-------- წინა ე.წ „ბამპერის“ მარცხენა მხრიდან ამოღებულ ლაქსაღებავის ნიმუშების ზედაპირზე არსებული შავი საღებავის მინალესი და ა/მანქანა „---------------- სახ. ნომრით M-------- პლასტმასის დეტალის ზედაპირზე დატანილი ლაქ-საფარის სისტემის შავი საღებავი ხასიათდება ერთნაირი მოლეკულური შემადგენლობით. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ-----------

ბრალდების მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს მოწეების ბ--------------- და თ----------–---- ჩვენებებს, თითქოს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას, მათ ავტომანქანასთან მიახლოების დროს თ-----------–---–---–-- ჯერ შეანელა სიჩქარე, შემდეგ კი მოუმატა, საჭე გამიზნულად მიმართა მათკენ და შეაჯახა მათ ავტომობილს. ბარლდების მხარე ერთ შემთხვევაში განმარტავს, რომ არ შეიძლება მოწმეს მოვთხოვოთ იმის ახსნა, პირი დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდა თუ არა განზრახ, ხოლო მეორე შემთხვევაში თავადვე წარმოაჩენს ბ--------------- და თ----------–---- ჩვენებებს იმგვარად, რომ თითქოს მათ აღიქვეს თ-----------–---–---–-- მიზანი - დაჯახებოდა მათ ავტომანქანას.

ბ--- ჩ---------- და თ----------–---- ნამდვილად დაადასტურეს, რომ ისინი სხვადასხვა სახის მინიშნებებით ცდილობდნენ მათკენ მიმავალი თ-----------–---–---–-- შეჩერებას, რომელიც ყურადღებას არ აქცევდათ და სიჩქარეს უმატებდა. თუმცა მოწმეთა განმარტებით, თ-----------–---–---–- თავდაპირველად შეეჯახა ბოძს, ხოლო შემდეგ წავიდა მათი მიმართულებით და განახორციელა შეჯახება მათ ავტომანქანაზე. ორივე მოწმემ დაადასტურა ის გარემოება, რომ მათ პარალელურად, ნახევრად გზის სავალ ნაწილზე, იდგა სამარშუტო ტაქსი, რაც შესაძლოა ყოფილიყო მათ სავალ ზოლში თ-----------–---–---–-- გადასვლის მიზეზი. ბ--------------- მითითებით, თუ სიჩქარეს არ მოუმატებდა თ-----------–---–---–-, შეძლებდა შეჯახების გარეშე გავლას, თუმცა მოწმეს არ შეუძლია იმის დადასტურება, რომ თ-----------–---–---–-- არა შემთხვევის ადგილის დროულად დატოვების, არამედ სწორედ მათთან შეჯახების მიზნით განზრახ მოუმატა სიჩქარეს და საჭე მიმართა მათკენ. ის გარემოება, რომ თ-----------–---–---–- თავდაპირველად შეეჯახა ბოძს, სრულად გამორიცხავს ბრალდების მხარის ვერსიას, რომ მას სურდა მდევარი ავტომანქანის ჩამოშორება და ამ მიზნით დაბრუნდა უკან. ასეთ შემთხვევაში თ-----------–---–---–- განახორციელებდა ბ--------------- ავტომანქანაზე შეჯახებას და დატოვებდა ტერიტორიას. თუმცა აშკარაა, რომ ლ-------–---- მფლობელობაში არსებული ავტომობილის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების შემდეგ თ-----------–---–---–-- ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა შემთხვევის ადგილიდან სწრაფად მიმალვა. სწორედ იმის გამო, რომ ჩქარობდა, მან ვერ შეძლო საჭის დამორჩილება და ორჯერ მოახდინა შეჯახება.

ბრალდების მხარის ვერსია მდევარის ჩამოშორების მიზნით ავტომანქანის განზრახ დაზიანებაზე, აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებების და შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარების ლოგიკური შეფასებიდან. ხოლო ის გარემოება, რომ თ-----------–---–---–- მობრუნდა უკანა გზაზე და შეჯახების შემდეგაც, ისე რომ არ გაჩერებულა, დატოვა შემთხვევის ადგილი, შესაძლოა განპირობებული იყოს მხოლოდდამხოლოდ ყაჩაღური თავდასხმის გახორციელების შემდეგ მისი მიმალვისა და საიმედო ადგილის მოძიების სურვილით.

ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, აპელანტის პოზიცია თ-----------–---–---–-- სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისათვის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. ბრალდების აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ვერ ქმნიან ობიექტური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში ვერ იქნა წარმოდგენილი.

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ-----------–---–---–-- ქმედებას, როგორც საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდეგნილ ბრალდებებში მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. თ-------------–---–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

თ------------–---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9(ცხრა)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ-----------–---–---–--თვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 2(ორი) წლის და 28(ოცდარვა)დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ-----------–---–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9(ცხრა)წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. მსჯავრდებულ თ------------–---–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 იანვრიდან.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ა/მანქანები „--------------- (სახ. ნომრით M--------- და „--------------- (სახ. ნომრით G---------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ა/მანქანის საღებავის ანაფხეკები, 12 ცალი ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, 4 ცალი ანაწმენდი, საბუქსირის ხუფი, ხელის კვალი 2 ცალ დაქტილოფირზე, მიკრონაწილაკი 4 ცალ მწებავ ფირზე, 4 ცალი სუნის ნიმუში; თ-----------–---–---–-- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დალუქული დანა; თ-----------–---–---–--გან აღებული ნერწყვის, სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები; თ-----------–---–---–--გან ამოღებული ტანსაცმელი; ს---------------------გან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

- 5 ცალი დალუქული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: მ.კაპანაძე

 

ლ. თევზაძე