განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119002932411
საქმე №1/ბ-512-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვერა დოლიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივანის – თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის – მ------ ქ------ის
ადვოკატის – ა-–--–--- ჯ------ს
მსჯავრდებულის – გ--------- ბ---–--ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ქ------ის და მსჯავრდებულ გ--------- ბ---–--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- კ-----–---–--ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ--------- ბ---–--ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), დაუოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების წ--–-------–-------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებ---–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------- ბ---–--ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 06:00 საათზე, გ--------- ბ---–--მ და დაუდგენელმა პირმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ძალაყინის გამოყენებით დააზიანეს წ--–------------------ სოფელ ჯ---––ი მდებარე შპს „------------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ტერმინალში არსებულ თანხას 86 ლარის ოდენობით და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ნაწილებს, კერძოდ: 279 ლარად ღირებულ ქაღალდის ფულის მიმღებ კასეტას, 1283 ლარად ღირებულ კუპიურების მიმღებს, 220 ლარად ღირებულ მონეტების მიმღებსა და 239 ლარად ღირებულ მონეტების მიმღებ კასეტას, რის შედეგადაც შპს „------------ს“ მიადგა 2107 ლარის მნიშვნელობანი ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო გ--------- ბ---–--ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით:
გ--------- ბ---–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ--------- ბ---–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ--------- ბ---–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2019 წლის 22 თებერვლიდან.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ანაწმენდები, ნერწყვის და სუნის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს; მონეტის მიმღები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ხოლო დისკები უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ ქ------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება გ--------- ბ---–--ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში და გ--------- ბ---–--ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: გ--------- ბ---–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, შესაბამისად, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის, ბრალდებულისა და მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, დისკის დათვალიერების ოქმი და თავად დისკი, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან, დაცვის მხარემ შეცვალა პოზიცია, ვერც ბრალდებულის გამოკითხვის ოქმს და ვერც მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვერ გაითვალისწინებდა, მაშინ, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ასეთ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. ამასთან, მხედველობაშია მისაღები საქმეზე გამოთხოვილი ვიდეომასალა და დისკის დათვალიერების ოქმი, სადაც ნათლად ჩანს ორი პირის განზრახი ქმედება ქურდობის განხორციელებისას, რაც ადასტურებს მათ მიერ ქურდობის წინასწარი შეთანხმებით ჩადენას.
მსჯავრდებულ გ--------- ბ---–--ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----- კ-----–---–--მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ--------- ბ---–--სთვის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ საფუძვლით, რომ გ--------- ბ---–-- არ არის ნასამართლევი, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა _ მ------ ქ------ემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გ--------- ბ---–--ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა, ხოლო მსჯავრდებულმა გ--------- ბ---–--მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–--–--- ჯ------მ მხარი დაუჭირეს ადვოკატ თ----- კ-----–---–--ს მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გ--------- ბ---–--სთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ--------- ბ---–--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- კ-----–---–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ქ------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულის _ შპს „------------ს“ წარმომადგენლის, გ------- ქ-------ს გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მუშაობს შპს „------------ს” სერვის მენეჯერად სამეგრელოს რეგიონში. მისი მოვალეობაა თიბისი ფეის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების შემოწმება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. შემთხვევამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, წ--–------------------ სოფელ ჯ---––ი, სუპერმარკეტის წინ განათავსეს „------------ს” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც იყო გამართულ მდგომარეობაში და მუშაობდა. სუპერმარკეტის გარე ფასადზე დამონტაჟებული იყო მაღაზიის კუთვნილი ვიდეოჩამწერი კამერა, რომელიც უყურებდა აპარატს და მიმდებარე ტერიტორიას. 2019 წლის 21 თებერვალს, დილით, დაახლოებით 11 საათისთვის, დაუკავშირდა მისი უშუალო ხელმძღვანელი, რომელმაც აცნობა, რომ ხსენებული აპარატი იყო გატეხილი, საიდანაც მოპარული იყო აპარატის ნაწილები და ფულადი თანხა. ადგილზე მისულმა ნახა, რომ აპარატი იდგა იმავე ადგილზე, ხოლო აპარატის შუა და ქვედა კარი დაზიანებული იყო. აპარატიდან მოპარული იყო მისი ნაწილები და ფულადი თანხა. სპეციალური პროგრამით გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აპარატში ჩარიცხული იყო 86 ლარი, რომელიც იყო მოპარული. ამავე პროგრამაში დაფიქსირდა, რომ აპარატი გამორთული იყო 2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 06 საათისთვის და სავარაუდოდ, ქურდობაც ამ დროს იყო მომხდარი. გ------- ქ-------ს განმარტებით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 86 ლართან ერთად მოპარული იყო 279 ლარად ღირებული ქაღალდის ფულის მიმღები კასეტა, 1283 ლარად ღირებული კუპიურების მიმღები, 220 ლარად ღირებული მონეტების მიმღები და 239 ლარად ღირებული მონეტების მიმღები კასეტა, რის შედეგადაც შპს „------------ს” მიადგა 2107 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
მოწმე ბ---- ფ-----ს გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მუშაობს შსს წ--–-------------------–-------------–--ში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 22 თებერვალს მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ წ--–------------------ სოფელ ჯ---––ი მდებარე სუპერმარკეტის წინ განთავსებული „------------ს” სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი ჩადენილი ჰქონდა 1988 წლის 20 ივნისს დაბადებულ, წ--–-------–-------------------–- მცხოვრებ გ--------- ე-–------ს ძე ბ---–--ს, რომელიც გადაადგილდება ქვეითად წ--–-------–---------------------- საავტომობილო გზაზე. გ--------- ბ---–--ს თან ჰქონდა მის მიერ ფარულად დაუფლებული „------------ს” სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მონეტების მიმღები მოწყობილობა, მონეტების მიმღები რკინის ყუთი, კუპიურების მიმღები მოწყობილობა, კუპიურების მიმღები რკინის ყუთი და აპირებდა აღნიშნული ნივთების გასაღებას. მიღებული ინფორმაციის თაობაზე მან პატაკით მიმართა შ---–--–-------------------–- სამმართველოს უფროსს.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა შ---–--–-------------------–- სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ა-–---------- ფ-–-–--მ (უდავო მტკიცებულება).
მოწმე ლ----- მ-----ს გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მუშაობს შ---–--–-------------------–- სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 22 თებერვალს გამომძიებელმა დ----- ღ-------–--მ, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ----- გ-------სთან ერთად მიიწვია გ--------- ბ---–--ს პირად ჩხრეკაში მონაწილეობის მისაღებად. ისინი გავიდნენ წ--–-------–--------------- ქუჩაზე, სადაც დაინახეს, რომ საავტომობილო გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდა გ--------- ბ---–--, რომელსაც გააცნეს დადგენილება ჩხრეკის ჩატარების შესახებ. მას წინადადება მიეცა ნებაყოფლობით წარმოედგინა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან დაუფლებული ნივთები, თუ გააჩნდა ასეთი. გ--------- ბ---–--მ პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე განაცხადა თანხმობა და განმარტა, რომ ჯიბეში ინახავდა მის მიერ აპარატიდან მოპარულ მონეტის მიმღებს. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად გ--------- ბ---–--ს ზედა კუპიშონიანი ტანსაცმლის წინა ჯიბეში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მონეტის მიმღები, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაასტურა საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა შ---–--–-------------------–- სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა მოწმე მ----- გ-------მ (უდავო მტკიცებულება).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ წ--–------------------ სოფელ ჯ---––ი, სუპერმარკეტის წინ განთავსებული „------------ს” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი იყო გამორთული. აპარატის წინა, შუა და ქვედა კარი იყო მორღვეული და აპარატის შუა კარის შიგნით, შუა უჯრიდან წაღებული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მონეტების მიმღები მოწყობილობა, მონეტების მიმღების რკინის ყუთი, კუპიურების მიმღები მოწყობილობა და კუპიურების მიმღები რკინის ყუთი.
გ--------- ბ---–--ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით (უდავო მტკიცებულებები) დასტურდება, რომ გ--------- ბ---–-- დაკავებული იქნა 2019 წლის 22 თებერვალს, 19:45 საათზე, ქ.წ--–-------–---------------------- საავტომობილო გზაზე. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი ნაჭრის ზედა კაპიშონიანი ტანსაცმლის წინა ჯიბეში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა „------------ს” სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მონეტის მიმღები.
გ--------- ბ---–--ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ ექსპერიმენტის დაწყებამდე ხმამაღლა იქნა წაკითხული გ--------- ბ---–--ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომელსაც იგი დაეთანხმა. საგამოძიებო ექსპერიმენტისას გ--------- ბ---–--მ საგამოძიებიო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მიიყვანა წ--–------------------ სოფელ ჯ---––ი, სუპერმარკეტთან და მიუთითა სუპერმარკეტის წინ, კარის მარცხენა მხარეს ადგილზე, სადაც მისი განმარტებით, განთავსებული იყო „------------ს” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც მან გაქურდა დაუდგენელ პირთან ერთად, 2019 წლის 21 თებერვალს ღამით. ასევე უჩვენა და მიუთითა, სუპერმარკეტის ეზოს კარზე, საიდანაც ისინი შევიდნენ სუპერმარკეტის ეზოში. ამის შემდეგ გ--------- ბ---–--მ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები მიიყვანა და უჩვენა, სოფელ ჯ---––ი ადგილი გზის პირზე, სადაც შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ მისთვის უცნობ პირს და იპოვა ძალაყინი, რომლის გამოყენებითაც ჩაიდინა ქურდობა. შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები მიიყვანა და მიუთითა ადგილი სოფელ ჯ---––ი, ს------ს უბნის გადასახვევთან, გზის პირზე, სადაც მისი განმარტებით, დასცილდა პირს, ვისთან ერთადაც ჩაიდინა ქურდობა და გამვლელი ავტომობილით გამოეგზავრა წალენჯიხისაკენ. შემდეგ უჩვენა ადგილი ქ-–--–-------ში, კ-----–---–--ს ქუჩაზე, მდინარე ჭ----–--–-ს ხიდზე, საიდანაც მდინარე ჭ----–-ალში გადაყარა მოპარული მონეტების მიმღები რკინის ყუთი, კუპიურების მიმღები, კუპიურების მიმღები რკინის ყუთი და ძალაყინი.
საყურადღებო და მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი (უდავო მტკიცებულება), რომლითაც დასტურდება, რომ შ---–--–-------------------–- სამმართველოს შენობაში მოხდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული დალუქული დისკის დათვალიერება. ლუქის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი DVD-R დისკი და მოხდა დისკზე არსებული ჩანაწერის ყურება-დათვალიერება. დისკზე ჩაწერილია ვიდეო მასალა, რომლის ჩართვისას ფიქსირდება თარიღი _ 27.02.2019, დრო 06:00 საათი და ვიდეო მასალაში ჩანს წ--–------------------ სოფელ ჯ---––ი არსებული სუპერმარკეტის წინა ხედი, სადაც განთავსებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელთანაც იმყოფება შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც ხელზე ქონებული საგნის გამოყენებით არღვევს აპარატის წინა მხარეს, ისმის გატეხვის ხმაც, ამ დროს მოდის მეორე პიროვნება, მამაკაცი, რომელსაც აცვია მომწვანო ფერის კაპიუშონიანი ქურთუკი, მოშავო ფერის შარვალი და ბოტასი. მიდის აპარატთან ეხმარება მას აპარატის გარღვევაში, რის შემდეგაც შავებში ჩაცმულს აპარატიდან გამოაქვს ნივთები, რომლებსაც იდებს იღლიაში, მიაქვს თან და ორივენი ტოვებენ იქაურობას.
თავად გ--------- ბ---–--მ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ქურდობა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით მისთვის მანამდე უცნობ ბიჭთან ერთად, რომელსაც 2019 წლის 21 თებერვალს, ღამით, შეხვდა სოფელ ჯ---–ის გზაზე და რომელთან ერთადაც გადაწყვიტა „------------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გ--------- ბ---–--მ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მხარეთა დასკვნითი სიტყვების ეტაპზე იგი დაეთანხმა ადვოკატის პოზიციას იმის შესახებ, რომ მას დანაშაული სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით არ ჩაუდენია.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში დაფიქსირებულ პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარდგენილ ბრალდებაში გ--------- ბ---–--ს უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ გ--------- ბ---–--ს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, მათ შორის, მისი გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ვიდეოჩანაწერი და მისი დათვალიერების ოქმი, სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც მათ მიენიჭათ პრეიუდიციული ძალა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში, მხარეთა დასკვნითი სიტყვების ეტაპზე, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განმარტა, რომ საქმეში არ მოიპოვება გ--------- ბ---–--ს მიერ ქურდობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებულიც, მაგრამ საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით უდავოდ დასტურდება, რომ გ--------- ბ---–--მ ქურდობა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წინასასამართლო სხდომის დროს, როდესაც გ--------- ბ---–--ს დეტალურად განემარტა წარდგენილი ბრალდების არსი, მან თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ის ფაქტი, რომ დანაშაული სხვა პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა, სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, ბრალდებულს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს არ მოუთხოვიათ მტკიცებულებათა გამოკვლევა, ხოლო რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც დაცვის მხარის პოზიციას დაადასტურებდა, მათ სასამართლოში არ წარმოუდგენიათ.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმითა და საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებმა უდავო მტკიცებულებებად მიიჩნიეს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ის გარემოება, რომ გ--------- ბ---–--მ ქურდობა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ (იხ. გადაწყვეტილება №618აპ-15 საქმეზე) განმარტებულია, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ გ--------- ბ---–-- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ახორციელებს ქურდობის ობიექტურ შემადგენლობას, კერძოდ, აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ გ--------- ბ---–-- და გამოძიებით დაუდგენელი პირი, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, მიდიან წ--–------------------ სოფელ ჯ---––ი არსებული სუპერმარკეტის წინ განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, ერთ-ერთი მათგანი თანქონებული საგნის გამოყენებით ტეხავს აპარატს, რა დროსაც მასთან მიდის მეორე და ეხმარება აპარატის გაღებაში, რის შემდეგაც პირველს აპარატიდან გამოაქვს ნივთები, რომლებსაც იდებს იღლიაში, მიაქვს თან და ორივენი ტოვებენ შემთხვევის ადგილს, რაც გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება გ--------- ბ---–--სა და ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილ, გამოძიებით დაუდგენელ პიროვნებას შორის წინასწარი შეთანხმება დანაშაულის ჩასადენად. სააპელაციო პალატის შეფასებით, ვიდეოჩანაწერზე ასახული ვითარება ნათლად მიუთითებს, რომ გ--------- ბ---–-- და გამოძიებით დაუდგენელი პირი მოქმედებდნენ ერთობლივად, წინასწარი შეთანხმებით.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მტკიცებულებად განაჩენის დადგენისას, ვინაიდან, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია თავად ამ ვიდეოჩანაწერის დისკი, რის გამოც სასამართლოს არ მიეცა ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის შინაარსის დადასტურებისა და ვიდეოჩანაწერთან მისი შესაბამისობის გადამოწმების საშუალება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, თავად დაცვის მხარეს არც ვიდეოჩანაწერი და არც მისი დათვალიერების ოქმის შინაარსი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა და იმავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მხარეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გამოკვლევის გარეშე იღებენ მტკიცებულებად, ესე იგი ისინი თავისუფლდებიან მტკიცების ტვირთისაგან, ხოლო ინფორმაცია კი ავტომატურად იძენს მტკიცებულებით ხასიათს.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საეჭვოდ მიჩნევის და მათ გაზიარებაზე უარის თქმის არანაირი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ--------- ბ---–--მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებ---–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რის გამოც სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ გ--------- ბ---–--ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან, გ--------- ბ---–--ს მიერ ჩადენილი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მიეკუთვნება განზრახ მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. შესაბამისად, დაცვის მხარეს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ გ--------- ბ---–--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- კ-----–---–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ქ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
4.გ--------- ბ---–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
5.მსჯავრდებულ გ--------- ბ---–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 22 თებერვლიდან.
6.გ--------- ბ---–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ანაწმენდები, ნერწყვის და სუნის ნიმუშები საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს; მონეტის მიმღები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ხოლო დისკები შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ. დოლიძე/
მოსამართლეები: /მ. სირაძე/
/მ.იმერლიშვილი/