განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
330100119003138790
ინსტანცია
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119003138790-1ბ/1827-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თ---–--ი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ზ------------ დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თ---–--ი, ე----------------------------------------------------–------------------–--------–----------------–--

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: მუქარა, ოჯახის წვერის მიმართ, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. მხარეთა პოზიცია:

 

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------- და მოითხოვა ზ-------------ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

2. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 20 ივლისს დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ---–--ში, ც---------ს პირველი შესახვევი, ბინა №---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ------------მ მეუღლის ტ---------------- მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ, თუ ტატი----------- მოახდენდა განქორწინებას, ზ------------ მოკლავდა და აჩეხავდა მას. ზა------------ აღნიშნული ქმედებით ტატი-----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3.სასამართლომ დაადგინა

 

2019 წლის 20 ივლისს დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ---–--ში, ც---------ს პირველი შესახვევი, ბინა №---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ------------ ტატი-----------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ განქორწინდებოდა და გათხოვდებოდა, ზ------------ აჩეხავდა და მოკლავდა მას.

 

4.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ზაზა კენჭაძის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.ამასთან ზა------------ მიერ განხორციელებული ქმედების, ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ - ტ---------------- გამოკითხვის ოქმს, მოწმე - ტ---------------ას გამოკითხვის ოქმს, 2019 წლის 21 ივლისის დათვალიერების ოქმს, 2018 წლის 20 ივლისის დაკავების ოქმს, შემაკავებელ ორდერს N020837 და მსჯავრდებულის აღიარებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-3 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

5.საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ზა------------ დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

6.სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის დროს სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

 

დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს და იმსჯელებს ბრალდებულის ქმედებების კვალიფიკაციის საკითხზე.

 

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ, დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავის ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ იძულების შემადგენლობა გამოკვეთილია მაშინ, როდესაც პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა. ფსიქიკური იძულება გამოიხატება მათ შორის მუქარაში. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის, კერძოდ, მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან/და სხვა.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის მსჯელობას და მიუთითებს საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ტატი----------- და ზ------------ იყვნენ დაქორწინებულები. ასევე ტ----------------ა და ტ---------------ას გამოკითხვის ოქმებით უტყუარად დასტურდება, რომ ნასვამი ზ------------ 2019 წლის 20 ივლისს დაემუქრა ყოფილ მეუღლეს, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ განქორწინდებოდა მისგან და შემდეგ გათხოვდებოდა აჩეხავდა და მოკლავდა. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით მართალია, დასტურდება, რომ ზ------------ დაემუქრა ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, თუმცა აღნიშნული მუქარა მიმართული იყო მომავლისკენ და ეფუძნებოდა კონკრეტულ პირობას (ბრალდებული დაზარალებულს მოკლავდა ან აჩეხავდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მას გაშორდებოდა და სხვასთან შექმნიდა ოჯახს). ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ზა------------ მუქარის მიზანი იყო ტატი-----------ზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა დაზარალებულს ემოქმედა საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ და არ განეხორციელებინა კონკრეტული მოქმედება - არ გაშორებოდა მას/არ შეექმნა ახალი ოჯახი.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ზა------------ მიერ განხორციელებული მუქარა იყო ფსიქიკური იძულების ერთ-ერთი ხერხი და საშუალება, იმისათვის, რომ არ განეხორციელებინა მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლება იყო. მოცემულ შემთხვევაშიც ზა------------ მიერ განხორციელებული მუქარა იყო იძულების შემადგენელი ნაწილი, რათა დაზარალებული არ გაშორებოდა მას და არ შეექმნა ახალი ოჯახი, შესაბამისად, მისი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 111, 151- ე მუხლის 1-ლი ნაწილით სამართლებრივად არამართებულია.

 

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზა------------ დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ზ------------მ ჩაიდინა იძულება, რის გამოც ზა------------ ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ზა------------ შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას მტკიცებულებები გახადა უდავოდ და აღიარა ჩადენილი ქმედება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ (ყოფილი მეუღლის მიმართ).

 

8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქ/პ თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ საჩივარი წარადგინა სასჯელის ნაწილში და მიუთითა რომ ზ------------ს უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ზა------------ მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეძღუდვით ან უამისოდ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში;

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას მტკიცებულებები გახადა უდავოდ და აღიარა ჩადენილი ქმედება) და დამამძიმებელი გარემოებები (ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ ყოფილი მეუღლის მიმართ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენი, ზა------------ მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. ზა------------ ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

4. ზ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოსსსკ-ის 64-ემუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე.

 

5. ზა------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

6. ზ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 20 ივლისიდან 2019 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.

 

7. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ზ------------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი